პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკოლოზი რომ გავიცანი,  9 დღეში სხვადასხვა ფერის 7 თაიგული გამომიგზავნა" - ფეხმძიმე ნანუკა გოგიჩაიშვილის ულამაზესი ფოტოები
"ნიკოლოზი რომ გავიცანი,  9 დღეში სხვადასხვა ფერის 7 თაიგული გამომიგზავნა" - ფეხმძიმე ნანუკა გოგიჩაიშვილის ულამაზესი ფოტოები

მო­დე­ლი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ორ­სუ­ლა­დაა. ის ჟურ­ნალ "ბო­მონდს" ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ და თა­ვი­სი და ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­ას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას უამ­ბობს, რო­მელ­ზეც იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს...

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გრძნო­ბაა ბავ­შვის მო­ლო­დი­ნი. კარ­გად მახ­სოვს ის სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ­მა ამ ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ მი­თხრა: მე და შენ ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბით და ეს 9 თვე სა­კუ­თა­რი თა­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­უ­ძღვე­ნიო. მარ­თლაც, მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა, დროს სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვა­ტა­რებ. ასეთ ტალ­ღა­ზე ვარ. ფი­ზი­კუ­რად არა­ნა­ი­რი აქ­ტი­ვო­ბა არ შე­მი­ზღუ­დავს. არც ტოქ­სი­კო­ზი მქო­ნია. დე­დო­ბის მო­ლო­დი­ნი ხომ ყვე­ლა გო­გო­ნას აქვს. მეც ბავ­შვო­ბი­დან ამ რა­კურ­სით ვხე­დავ­დი სა­კუ­თარ თავს. ჩემი და 4 წლით უმ­ცრო­სია ჩემ­ზე და დე­დობ­რი­ვი გრძნო­ბა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მოვ­ცა­დე. ნი­ნი­ზე ვმზრუნ­ვე­ლობ­დი. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას გა­ე­ცი­ნოს, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მზრუნ­ვე­ლო­ბას ვი­ჩენ­დი იმ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩვენს ოჯახ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ანუ პა­ტა­რა არ­სე­ბა­ზე ზრუნ­ვის­თვის ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვი. ამ პე­რი­ოდ­ში ბევრ დროს ვუთ­მობ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ფერ­წე­რას. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ დრომ სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჩა­ი­ა­როს. ჩემს ორ­სუ­ლო­ბას პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა. რაც უნდა უარ­ყო­ფი­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა ყო­ფი­ლი­ყო, მე მა­ინც და­დე­ბი­თი კუ­თხით ვა­ფა­სებ ამ მოვ­ლე­ნას. ეს იყო ჩვენ­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი "სა­ჩუ­ქა­რი“, რომ სა­კუ­თარ თა­ვებს დავ­ბრუ­ნე­ბო­დით. იმ საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მე­ლიც გვა­ვი­წყდე­ბო­და აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ფონ­ზე. უა­რა­ვი წა­სა­კი­თხი თუ სა­ნა­ხა­ვი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი მქონ­და შე­მო­ნა­ხუ­ლი, მაგ­რამ ვე­რას­დროს ვიც­ლი­დი. პან­დე­მი­ამ მათ­თან დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა. ჩემი ბიბ­ლი­ო­თე­კა, რომ იტყვი­ან, წა­სა­კი­თხი წიგ­ნე­ბით გა­ივ­სო. თან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვარ, აზარ­ტუ­ლიც და რამ­დე­ნი­მე დღეს ვან­დო­მებ­დი ერთი წიგ­ნის წა­კი­თხვას. პან­დე­მი­ის დროს და­ვუბ­რუნ­დი ხატ­ვა­საც.

თქვე­ნი და ნი­კო­ლო­ზის ქორ­წი­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი გახ­ლდათ... სად და­ი­წყო თქვე­ნი ის­ტო­რია?

- ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო 19 დე­კემ­ბერს, ნი­კო­ლო­ზო­ბას... ნი­კო­ლოზს და ნა­თი­ას, დე­და­ჩემს, ჰქონ­დათ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ერ­თმა­ნეთ­თან ყო­ველ­თვის კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. მე, ცხა­დია, არ ვიც­ნობ­დი. ნი­კო­ლოზ­მა 19 დე­კემ­ბერს და­ი­წყო "ზა­რა­ფხა­ნა­ში" მუ­შა­ო­ბა. იგეგ­მე­ბო­და კომ­პა­ნი­ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მას უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში ეძებ­დნენ "ზა­რა­ფხა­ნის" სა­ხეს და ამ თე­მა­ზე ნა­თი­ას და­ე­კონ­ტაქ­ტა, რომ ჩემ­თან, რო­გორც მო­დელ­თან სურ­და გა­სა­უბ­რე­ბა. ნა­თი­ამ მის­ცა ჩემი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი და შეხ­ვედ­რა­ზე შევ­თან­ხმდით. რა­ტო­მაც არა, მე მომ­წონ­და "ზა­რა­ფხა­ნის" კონ­ცეფ­ცია, თან მო­დე­ლი ვი­ყა­ვი და კარგ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი რა­ტომ უნდა მეთ­ქვა. როცა შევ­ხვდი, სწო­რედ იმ წამს, რა­ღაც მოხ­და... შეგ­რძნე­ბა დამ­რჩა, თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვიც­ნობ­დი. მისი სა­ხით სა­ოც­რად დე­ლი­კა­ტუ­რი და ზრდი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი. ცოტა უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ეს პირ­და­პირ ვუ­თხა­რი კი­დეც. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხატია
25

პირველი ხართ ვინც შვილს ელოდება? თუ სხვას არ ქონია განცდა და მოლოდინი? რა საჭიროა ამდენი ტყლარწვა და გრეხვა დაანებეთ ხალხს თავი და იყავით ტქვენთვის. ნიკამ ეს უთხრა, ამან ის უპასუხა და ა.შ დაგვასვენეთ რა

ლილიკა
15

დიდი რამეც მოუტანია . თაიგულსაც ეტყობა რა თაიგულიცაა. ყველაფერი როგორ გიკვირს?

ავტორი:

"ნიკოლოზი რომ გავიცანი,  9 დღეში სხვადასხვა ფერის 7 თაიგული გამომიგზავნა" - ფეხმძიმე ნანუკა გოგიჩაიშვილის ულამაზესი ფოტოები

"ნიკოლოზი რომ გავიცანი,  9 დღეში სხვადასხვა ფერის 7 თაიგული გამომიგზავნა" - ფეხმძიმე ნანუკა გოგიჩაიშვილის ულამაზესი ფოტოები

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ორსულადაა. ის ჟურნალ "ბომონდს" ორსულობის შესახებ და თავისი და ნიკოლოზ ნაყოფიას სიყვარულის ისტორიას უამბობს, რომელზეც იშვიათად საუბრობს...

- არაჩვეულებრივი გრძნობაა ბავშვის მოლოდინი. კარგად მახსოვს ის სიტყვები, რომელიც ნიკოლოზმა ამ ამბის გაგების შემდეგ მითხრა: მე და შენ ბავშვს ველოდებით და ეს 9 თვე საკუთარი თავის სიამოვნებას მიუძღვენიო. მართლაც, მთელი ორსულობა, დროს სასიამოვნოდ ვატარებ. ასეთ ტალღაზე ვარ. ფიზიკურად არანაირი აქტივობა არ შემიზღუდავს. არც ტოქსიკოზი მქონია. დედობის მოლოდინი ხომ ყველა გოგონას აქვს. მეც ბავშვობიდან ამ რაკურსით ვხედავდი საკუთარ თავს. ჩემი და 4 წლით უმცროსია ჩემზე და დედობრივი გრძნობა მასთან ურთიერთობისას გამოვცადე. ნინიზე ვმზრუნველობდი. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ არანაკლებ მზრუნველობას ვიჩენდი იმ ცხოველებზე, რომლებიც ჩვენს ოჯახში ცხოვრობდნენ. ანუ პატარა არსებაზე ზრუნვისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. ამ პერიოდში ბევრ დროს ვუთმობ ლიტერატურას, ფერწერას. ყველაფერს ვაკეთებ, რომ დრომ სასიამოვნოდ ჩაიაროს. ჩემს ორსულობას პანდემიის პერიოდი დაემთხვა. რაც უნდა უარყოფითი მოცემულობა ყოფილიყო, მე მაინც დადებითი კუთხით ვაფასებ ამ მოვლენას. ეს იყო ჩვენთვის, ადამიანებისთვის გამოგზავნილი "საჩუქარი“, რომ საკუთარ თავებს დავბრუნებოდით. იმ საყვარელ საქმიანობას, რომელიც გვავიწყდებოდა აქტიური ცხოვრების ფონზე. უარავი წასაკითხი თუ სანახავი ხელოვნების ნაწარმოები მქონდა შემონახული, მაგრამ ვერასდროს ვიცლიდი. პანდემიამ მათთან დაბრუნების საშუალება მომცა. ჩემი ბიბლიოთეკა, რომ იტყვიან, წასაკითხი წიგნებით გაივსო. თან ცნობისმოყვარე ვარ, აზარტულიც და რამდენიმე დღეს ვანდომებდი ერთი წიგნის წაკითხვას. პანდემიის დროს დავუბრუნდი ხატვასაც.

თქვენი და ნიკოლოზის ქორწინება საზოგადოების დიდი ინტერესის საგანი გახლდათ... სად დაიწყო თქვენი ისტორია?

- ყველაფერი დაიწყო 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას... ნიკოლოზს და ნათიას, დედაჩემს, ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. ერთმანეთთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. მე, ცხადია, არ ვიცნობდი. ნიკოლოზმა 19 დეკემბერს დაიწყო "ზარაფხანაში" მუშაობა. იგეგმებოდა კომპანიის რეორგანიზაცია, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა. იმ პერიოდში ეძებდნენ "ზარაფხანის" სახეს და ამ თემაზე ნათიას დაეკონტაქტა, რომ ჩემთან, როგორც მოდელთან სურდა გასაუბრება. ნათიამ მისცა ჩემი კოორდინატები და შეხვედრაზე შევთანხმდით. რატომაც არა, მე მომწონდა "ზარაფხანის" კონცეფცია, თან მოდელი ვიყავი და კარგ შემოთავაზებაზე უარი რატომ უნდა მეთქვა. როცა შევხვდი, სწორედ იმ წამს, რაღაც მოხდა... შეგრძნება დამრჩა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი. მისი სახით საოცრად დელიკატური და ზრდილი ადამიანი გავიცანი. ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს პირდაპირ ვუთხარი კიდეც. წაიკითხეთ ვრცლად