მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა

"თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორ­ტში“ კონ­ფე­რენ­ცია „კუ­რორ­ტო­ლო­გი­ის როლი მე­დი­ცი­ნა­ში“ გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი იყო პოს­ტკო­ვიდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, კუ­რორ­ტო­ლო­გი­ი­სა და ბალ­ნე­ო­თე­რა­პი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

რო­გორც "თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი სპა კუ­რორ­ტის" სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ირაკ­ლი გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან დიდი კუ­რორ­ტო­ლო­გი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ტუ­რიზ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბის - სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მის და ბალ­ნე­ო­თე­რა­პი­უ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა.

„დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცია ეძღვნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტო­ლო­გი­უ­რი-ბალ­ნე­ო­თე­რა­პი­უ­ლი-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის წარ­მო­ჩი­ნე­ბას. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ სხვა­დას­ხვა კუ­რორ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი, სტუმ­რე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს და მთელ მსოფ­ლი­ოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან დიდი კუ­რორ­ტო­ლო­გი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ტუ­რიზ­მის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც არის სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მი და ბალ­ნე­ო­თე­რა­პი­უ­ლი ტუ­რიზ­მი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია დღეს, გან­სა­კუთ­რე­ბით პოს­ტკო­ვიდ ერა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, პოს­ტკო­ვიდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ამ მე­თო­დი­კე­ბის და ამ პო­ტენ­ცი­ა­ლის ჩარ­თვას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ა­ბი­ლი­ტო­ლოგ­თა და ბალ­ნე­ო­თე­რა­პეტ­თა მიერ უკვე შე­მუ­შავ­და პოს­ტკო­ვიდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მე­თო­დით პოს­ტკო­ვიდ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია პოს­ტკო­ვიდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლი, რო­მე­ლიც შე­მუ­შავ­და რე­ა­ბი­ლი­ტო­ლოგ­თა და ბალ­ნე­ო­თე­რა­პევტთა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ. ეს პოს­ტკო­ვიდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს სხვა­დას­ხვა ფი­ზი­კუ­რი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას პოს­ტკო­ვიდ პე­რი­ოდ­ში“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

"თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ­მა სპა კუ­რორ­ტმა" წარ­მა­ტე­ბით და­ნერ­გა სამ­კურ­ნა­ლო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ტუ­რიზ­მის მომ­სა­ხუ­რე­ბა. კუ­რორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მომ­სვლელ პი­რებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვის დო­კუ­მენ­ტით უზ­რუნ­ველ­ყოფს, რაც ტუ­რის­ტებს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უ­მარ­ტი­ვებს ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლას. მათ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში შე­დის ისე­თი სერ­ვი­სე­ბი, რო­გო­რიც არის: ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცია, ინ­ტერ­ნეტ ჯავ­შა­ნი, მოწ­ვე­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი და ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ტი­პის პა­კე­ტი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად სამ­კურ­ნა­ლო ტუ­რიზ­მზეა მორ­გე­ბუ­ლი.

კუ­რორ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის სა­ლო­მე ყვა­ვი­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორ­ტს უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს, რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სპა-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„ჩვენ­თვის ყვე­ლას­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია კუ­რორ­ტო­ლო­გი­ის დარ­გის როლი მე­დი­ცი­ნა­ში და ბალ­ნე­ო­ლო­გი­ა­ში. ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორ­ტს ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სპა-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ზო­გა­დად ევ­რო­პა­ში 4 ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტია და მათ შო­რის ერთ-ერთი არის თბი­ლის­ში. მას გა­აჩ­ნია უნი­კა­ლუ­რი რე­სურ­სი, ბუ­ნებ­რი­ვი ფაქ­ტო­რე­ბი, მი­ნე­რა­ლუ­რი გო­გირ­დო­ვა­ნი წყლის აბა­ზა­ნე­ბი, ტა­ლა­ხის და პა­რა­ფი­ნის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ყვა­ვი­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც კონ­ფე­რენ­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა სპონ­სორ­მა, კომ­პა­ნია „მე­დი­ქალ ვორლ­დის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ქო­ბა­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც კუ­რორ­ტო­ლო­გი­ის, ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და მათი მი­ზა­ნი, ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნაა.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პენსიონერი
1

პირბადის და დისტანციის გარეშე ისევ?

sddd
0

რაც მაგათ ტრაკი აქვთ ნაჭყლეტი იმედია არ გადამეყრებიან სადმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა

"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა

"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე საუბარი იყო პოსტკოვიდ რეაბილიტაციის, კურორტოლოგიისა და ბალნეოთერაპიის თანამედროვე მედიცინაში გამოყენებაზე.

როგორც "თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის" სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოს ძალიან დიდი კურორტოლოგიური პოტენციალი აქვს და შესაძლებელია, ტურიზმის მნიშვნელოვანი მიმართულების - სამედიცინო ტურიზმის და ბალნეოთერაპიული ტურიზმის განვითარება.

„დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება საქართველოს კურორტოლოგიური-ბალნეოთერაპიული-რეაბილიტაციური პოტენციალის წარმოჩინებას. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კურორტის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები, სტუმრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საქართველოს და მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ძალიან დიდი კურორტოლოგიური პოტენციალი აქვს, რომ საქართველოში შესაძლებელია ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარება, რაც არის სამედიცინო ტურიზმი და ბალნეოთერაპიული ტურიზმი, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს, განსაკუთრებით პოსტკოვიდ ერაში. ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანის რეაბილიტაციას, პოსტკოვიდ რეაბილიტაციას და სხვა დაავადებების მკურნალობის პროცესში ამ მეთოდიკების და ამ პოტენციალის ჩართვას“, - განაცხადა ირაკლი გამყრელიძემ.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ რეაბილიტოლოგთა და ბალნეოთერაპეტთა მიერ უკვე შემუშავდა პოსტკოვიდ რეაბილიტაციის პროტოკოლი, რომელიც სხვადასხვა მეთოდით პოსტკოვიდ პერიოდში ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქებას გულისხმობს.

"უკვე შემუშავებულია პოსტკოვიდ რეაბილიტაციის პროტოკოლი, რომელიც შემუშავდა რეაბილიტოლოგთა და ბალნეოთერაპევტთა ასოციაციის მიერ. ეს პოსტკოვიდ რეაბილიტაციის პროტოკოლი ითვალისწინებს სხვადასხვა ფიზიკური მეთოდის გამოყენებით მდგომარეობის შემსუბუქებას პოსტკოვიდ პერიოდში“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

"თბილისის ბალნეოლოგიურმა სპა კურორტმა" წარმატებით დანერგა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ტურიზმის მომსახურება. კურორტი საქართველოში ჩამომსვლელ პირებს ოფიციალური მოწვევის დოკუმენტით უზრუნველყოფს, რაც ტურისტებს მაქსიმალურად გაუმარტივებს ქვეყანაში შემოსვლას. მათ მომსახურებაში შედის ისეთი სერვისები, როგორიც არის: ონლაინ კონსულტაცია, ინტერნეტ ჯავშანი, მოწვევის ოფიციალური დოკუმენტი და ასევე, სხვადასხვა ტიპის პაკეტი, რომელიც კონკრეტულად სამკურნალო ტურიზმზეა მორგებული.

კურორტის აღმასრულებელი ხელმძღვანელის სალომე ყვავილაშვილის განცხადებით, საქართველოში ბალნეოლოგიურ კურორტს უნიკალური შესაძლებლობები აქვს, როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო მიმართულებით, ასევე სპა-გამაჯანსაღებელი მიმართულებით.

„ჩვენთვის ყველასთვის უმნიშვნელოვანესია კურორტოლოგიის დარგის როლი მედიცინაში და ბალნეოლოგიაში. ბალნეოლოგიურ კურორტს ზოგადად საქართველოში აქვს უნიკალური შესაძლებლობები, როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო მიმართულებით, ასევე სპა-გამაჯანსაღებელი მიმართულებით. ზოგადად ევროპაში 4 ბალნეოლოგიური კურორტია და მათ შორის ერთ-ერთი არის თბილისში. მას გააჩნია უნიკალური რესურსი, ბუნებრივი ფაქტორები, მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანები, ტალახის და პარაფინის აპლიკაციები“, - განაცხადა სალომე ყვავილაშვილმა.

როგორც კონფერენციის გენერალურმა სპონსორმა, კომპანია „მედიქალ ვორლდის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ქობალიამ აღნიშნა, ინოვაციური პროდუქტები მნიშვნელოვანია როგორც კურორტოლოგიის, ასევე სამედიცინო რეაბილიტაციის განვითარებაში და მათი მიზანი, ამ დარგის განვითარებაში წვლილის შეტანაა.

R

როგორ მოვაწყოთ 50 კვადრატულამდე ბინა სივრცის დაკარგვის გარეშე - დიზაინერის რჩევები

KIU-ში მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დააჯილდოვეს

თბილისში Yandex Go-მ აამოქმედა ტარიფი "სატვირთო“ დიდი მოცულობის ტვირთის გადაზიდვისთვის