პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის გამორიცხული, იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების დანიშვნისას "ოცნებამ" ოპოზიციასთან ვაჭრობა დაიწყოს" - საია-ს თავმჯდომარე
"არ არის გამორიცხული, იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების დანიშვნისას "ოცნებამ" ოპოზიციასთან ვაჭრობა დაიწყოს" - საია-ს თავმჯდომარე

"სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა“ ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ სი­მო­ნიშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში 5 ახა­ლი არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რის და­ნიშ­ვნი­სას „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან და­ი­წყოს ვაჭ­რო­ბა“ და ამ გზით მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი წევ­რე­ბი და­ნიშ­ნოს.

ნი­კო­ლოზ სი­მო­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თუ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი „ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გა­ი­ყი­დე­ბა“, ეს იქ­ნე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის­თვის და შე­ფას­დე­ბა რო­გორც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის გა­ყიდ­ვა.

„არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის და­ნიშ­ვნა არის ის საკ­ვან­ძო სა­კი­თხი, სა­ი­და­ნაც უნდა და­ი­წყოს ბრძო­ლა სა­სა­მარ­თლოს სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა „კლა­ნის“ ძა­ლა­უფ­ლე­ბის­გან. ვი­ცით, რომ იქ­ნე­ბა 5 ვა­კან­სია არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის, რო­მე­ლიც უნდა და­ნიშ­ნოს პარ­ლა­მენ­ტმა. თუ ავირ­ჩევთ რე­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბელ წევ­რებს, „კლანს“ არ ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო დას­ტუ­რი, რომ „კლა­ნი“ ხე­დავს საფრ­თხეს, შე­იძ­ლე­ბა მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს და მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი ლო­ი­ა­ლო­ბის მქო­ნე პირი და­ი­ნიშ­ნოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში. პარ­ლა­მენტს 90 ხმა სჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბი აირ­ჩი­ოს.

„ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 90 ხმა არ აქვს, აქვს 84 ხმა, და­ნარ­ჩენ ექვს ხმას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სოა რას გა­ა­კე­თებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. ჩვენ არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან და­ი­წყოს ვაჭ­რო­ბა და შე­თა­ვა­ზე­ბა, რათა სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას­თან და ამით 6 ხმა კი­დევ და­ი­მა­ტოს. თუ გვინ­და, რომ ვი­სა­უბ­როთ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, უნდა ვიზ­რუ­ნოთ, რომ ეს ხუ­თი­ვე წევ­რი და­ი­ნიშ­ნოს რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. თუ მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­სენ­სუ­სით არ მოხ­დე­ბა და­ნიშ­ვნა და რო­მე­ლი­მე პარ­ტია შე­თან­ხმე­ბა­ში შევა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“, ეს არ მოგ­ვი­ტანს იმ შე­დეგს, რო­მე­ლიც გვჭირ­დე­ბა. თუ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი გა­ი­ყი­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის­თვის და შე­ფას­დე­ბა, რო­გორც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის გა­ყიდ­ვა“, - აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლოზ სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

საია-ს თავ­მჯდო­მა­რემ ასე­ვე გა­ნი­ხი­ლა მო­სა­მარ­თლე­თა შერ­ჩე­ვის და და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სი. მისი გან­მარ­ტე­ბით, მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სის დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბა პრობ­ლე­მებს არ გა­მო­იწ­ვევს და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არ წე­რია ის თა­რი­ღი, რა დრო­ის­თვი­საც უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში 28 მო­სა­მარ­თლის და­ნიშ­ვნა უნდა მოხ­დეს.

„საქ­მე ისეც არ არის, რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხა­ტავს. მარ­თა­ლია, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია, რომ მი­ნი­მუმ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში 28 მო­სა­მარ­თლე უნდა იყოს, მაგ­რამ ეს რი­ცხვი დღე­საც არ არის და ფაქ­ტობ­რი­ვად, დღე­საც ირ­ღვე­ვა კონ­სტი­ტუ­ცია. რო­დის მი­ვალთ ამ რი­ცხვამ­დე, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სტი­ტუ­ცია არა­ფერს ამ­ბობს. შე­სა­ბა­მი­სად, ის, რომ დღეს­ვე არ ინიშ­ნე­ბა 28 მო­სა­მარ­თლე, არ არის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა. რა თქმა უნდა, თუ მეტი მო­სა­მარ­თლე იქ­ნე­ბა, ეს არის უკე­თე­სი, მაგ­რამ გვინ­და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც „კლა­ნი­სად­მი“ ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი არი­ან და შევ­სე­ბუ­ლი გვექ­ნე­ბა ყვე­ლა ვა­კან­სია. თუ გვინ­და მო­ვით­მი­ნოთ და დავ­ნიშ­ნოთ ისე­თი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნამ­დვი­ლად ღირ­სე­ბი არი­ან, რომ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში იყ­ვნენ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბა ატა­რონ. ისე კა­ტას­ტრო­ფუ­ლა­დაც არ არის საქ­მე, რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხა­ტავს და ზო­გი­ერთ მო­სა­მარ­თლეს აქვს საქ­მე­ე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, რო­დე­საც მათ კო­ლე­გებს ათა­სამ­დე საქ­მეც აქვს. იზ­რუ­ნონ იმა­ზე, რომ საქ­მე­ე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად გა­და­ა­ნა­წი­ლონ და არა იმა­ზე, რომ ბევ­რი მუშა მო­სა­მარ­თლე და­ნიშ­ნონ, რო­მელ­საც ბევრ საქ­მე­ებს მის­ცე­მენ და მარ­თა­ვენ მარ­ტი­ვად“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
fg
14

es sad amoqeqes!))))

ირაკლი
15

ეს თავკომბალა ვინ გამოხტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არ არის გამორიცხული, იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების დანიშვნისას "ოცნებამ" ოპოზიციასთან ვაჭრობა დაიწყოს" - საია-ს თავმჯდომარე

"არ არის გამორიცხული, იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების დანიშვნისას "ოცნებამ" ოპოზიციასთან ვაჭრობა დაიწყოს" - საია-ს თავმჯდომარე

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნისას „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან დაიწყოს ვაჭრობა“ და ამ გზით მათთვის სასურველი წევრები დანიშნოს.

ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციის ნაწილი „ამ ყველაფერზე გაიყიდება“, ეს იქნება დამღუპველი სასამართლო სისტემისთვის და შეფასდება როგორც სასამართლო სისტემის გაყიდვა.

„არამოსამართლე წევრების დანიშვნა არის ის საკვანძო საკითხი, საიდანაც უნდა დაიწყოს ბრძოლა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობისთვის და გათავისუფლება „კლანის“ ძალაუფლებისგან. ვიცით, რომ იქნება 5 ვაკანსია არამოსამართლე წევრების, რომელიც უნდა დანიშნოს პარლამენტმა. თუ ავირჩევთ რეალურად დამოუკიდებელ წევრებს, „კლანს“ არ ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები სასამართლო სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება იყო დასტური, რომ „კლანი“ ხედავს საფრთხეს, შეიძლება მისი ძალაუფლება შემცირდეს და მაქსიმალურად მეტი ლოიალობის მქონე პირი დაინიშნოს სასამართლო სისტემაში. პარლამენტს 90 ხმა სჭირდება იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩიოს.

„ქართულ ოცნებას“ 90 ხმა არ აქვს, აქვს 84 ხმა, დანარჩენ ექვს ხმასთან მიმართებაში საინტერესოა რას გააკეთებს „ქართული ოცნება“. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან დაიწყოს ვაჭრობა და შეთავაზება, რათა სხვადასხვა ოპოზიციურ ძალასთან და ამით 6 ხმა კიდევ დაიმატოს. თუ გვინდა, რომ ვისაუბროთ სასამართლო სისტემის გათავისუფლებაზე, უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს ხუთივე წევრი დაინიშნოს როგორც დამოუკიდებელი. თუ მაქსიმალური კონსენსუსით არ მოხდება დანიშვნა და რომელიმე პარტია შეთანხმებაში შევა „ქართულ ოცნებასთან“, ეს არ მოგვიტანს იმ შედეგს, რომელიც გვჭირდება. თუ ოპოზიციის ნაწილი გაიყიდება, ეს იქნება დამღუპველი სასამართლო სისტემისთვის და შეფასდება, როგორც სასამართლო სისტემის გაყიდვა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

საია-ს თავმჯდომარემ ასევე განიხილა მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის პროცესი. მისი განმარტებით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერება პრობლემებს არ გამოიწვევს და კონსტიტუციაში არ წერია ის თარიღი, რა დროისთვისაც უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლის დანიშვნა უნდა მოხდეს.

„საქმე ისეც არ არის, როგორც „ქართული ოცნება“ ხატავს. მართალია, კონსტიტუციაში წერია, რომ მინიმუმ უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლე უნდა იყოს, მაგრამ ეს რიცხვი დღესაც არ არის და ფაქტობრივად, დღესაც ირღვევა კონსტიტუცია. როდის მივალთ ამ რიცხვამდე, ამასთან დაკავშირებით კონსტიტუცია არაფერს ამბობს. შესაბამისად, ის, რომ დღესვე არ ინიშნება 28 მოსამართლე, არ არის კონსტიტუციის დარღვევა. რა თქმა უნდა, თუ მეტი მოსამართლე იქნება, ეს არის უკეთესი, მაგრამ გვინდა მოსამართლეები, რომლებიც „კლანისადმი“ ლოიალურები არიან და შევსებული გვექნება ყველა ვაკანსია. თუ გვინდა მოვითმინოთ და დავნიშნოთ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ნამდვილად ღირსები არიან, რომ უზენაეს სასამართლოში იყვნენ მოსამართლეები და ეს მნიშვნელოვანი თანამდებობა ატარონ. ისე კატასტროფულადაც არ არის საქმე, როგორც „ქართული ოცნება“ ხატავს და ზოგიერთ მოსამართლეს აქვს საქმეების ძალიან მცირე რაოდენობა, როდესაც მათ კოლეგებს ათასამდე საქმეც აქვს. იზრუნონ იმაზე, რომ საქმეები სამართლიანად გადაანაწილონ და არა იმაზე, რომ ბევრი მუშა მოსამართლე დანიშნონ, რომელსაც ბევრ საქმეებს მისცემენ და მართავენ მარტივად“, - განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

ბეჟან გუნავას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მანდატურებმა დაატოვებინეს - ვიდეო

"როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მისაღები არ იყოს..." - როგორ აფასებს კალაძე რუსთაველის თეატრის მოსკოვში გამგზავრებას

"ასეთი ტონით იმათთან ილაპარაკეთ, ვისთანაც გაგსვლიათ და თითი ჩაწიე..." - დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე