მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვმუშაობთ მონოკლონური ანტიხეულის შემოტანაზე... პროცესის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება" - თამარ გაბუნია
"ვმუშაობთ მონოკლონური ანტიხეულის შემოტანაზე... პროცესის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება" - თამარ გაბუნია

ვმუ­შა­ობთ, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნა­ზე, რამ­დე­ნი­მე კვი­რა დას­ჭირ­დე­ბა ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას და გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც და­ვი­წყოთ, - ასე პა­სუ­ხობს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვას, ხომ არ იგეგ­მე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლის პრე­პა­რა­ტის „სოტ­რო­ვი­მა­ბის“ შე­მო­ტა­ნა, რო­მე­ლიც აშშ-ის საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 12 წლის და უფ­რო­სი ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, სა­გან­გე­ბო გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის და­ამ­ტკი­ცა.

რო­გორც გა­ბუ­ნია აღ­ნიშ­ნავს, მო­ნოკ­ლო­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლებს ქვე­ყა­ნა დო­ნა­ცი­ის გზით მი­ი­ღებს.

"ჩვენ სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ე­ბელ­თან ვმუ­შა­ობთ უახ­ლე­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნა­ზე, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად და­დე­ბი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს კო­ვი­დის შემ­თხვე­ვა­ში.

„სოტ­რო­ვი­მა­ბი“ მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლის ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტია, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლის ჯგუ­ფის სხვა პრე­პა­რა­ტე­ბიც არის. ჩვენ ამ ეტაპ­ზე სხვა და­სა­ხე­ლე­ბის მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნა­ზე ვმუ­შა­ობთ დო­ნა­ცი­ის გზით, კონ­კრე­ტუ­ლად "ბამ­ლა­ნი­ვა­მა­ბის" და „ეთი­სი­ვა­მა­ბის" ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნა­ზე.

ვფიქ­რობთ, რამ­დე­ნი­მე კვი­რა დას­ჭრი­დე­ბა ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას და გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ნოკ­ლონ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც და­ვი­წყოთ",- აღ­ნიშ­ნავს გა­ბუ­ნია.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ აშშ-ის საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 12 წლის და უფ­რო­სი ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, სა­გან­გე­ბო გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლის პრე­პა­რა­ტი „სოტ­რო­ვი­მა­ბი“ და­ამ­ტკი­ცა.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­რი­ზა­ცია ეხე­ბა მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას „კო­ვიდ 19“-ის მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან და არა უკვე ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ. აშშ-ის საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მო­ნოკ­ლო­ნურ­მა ან­ტის­ხე­უ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­უ­ა­რე­სოს იმ ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ჟანგბადს ან მე­ქა­ნი­კურ ვენ­ტი­ლა­ცი­ას სა­ჭი­რო­ე­ბენ. მე­დი­კა­მენტზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა კლი­ნი­კურ­მა ცდამ აჩ­ვე­ნა, რომ „სოტ­რო­ვი­მა­ბი“ ეფექ­ტუ­რია კო­რო­ნა­ვირუ­სის ბრი­ტა­ნუ­ლი, სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი, ბრა­ზი­ლი­უ­რი და ინ­დუ­რი ვა­რი­ან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალი
1

ყელამდე ვართ თქვენი დაპირებებით და პატივისცემით.უკვე 5 114 ია გარდაცვლილი.არც ვაქცინა გვაქვს და არც ვაქცინის შემოსვლის თარიღი,არადა დაპირება იყო უწყვეტი რეჟიმით გვექნებოდა.თქვენი ნდობა 0 ია.

555
0

თქვენ მიშას უკეთებთ რეკლამას თუ ვაქცინას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ვმუშაობთ მონოკლონური ანტიხეულის შემოტანაზე... პროცესის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება" - თამარ გაბუნია

"ვმუშაობთ მონოკლონური ანტიხეულის შემოტანაზე... პროცესის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება" - თამარ გაბუნია

ვმუშაობთ, მონოკლონური ანტისხეულის ქვეყანაში შემოტანაზე, რამდენიმე კვირა დასჭირდება ამ პროცესის დასრულებას და გვექნება საშუალება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება ჩვენს ქვეყანაშიც დავიწყოთ, - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, ხომ არ იგეგმება ქვეყანაში მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატის „სოტროვიმაბის“ შემოტანა, რომელიც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, მონოკლონურ ანტისხეულებს ქვეყანა დონაციის გზით მიიღებს.

"ჩვენ სხვადასხვა მწარმოებელთან ვმუშაობთ უახლესი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანაზე, რაც პოტენციურად დადებითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს კოვიდის შემთხვევაში.

„სოტროვიმაბი“ მონოკლონური ანტისხეულის ჯგუფის პრეპარატია, მონოკლონური ანტისხეულის ჯგუფის სხვა პრეპარატებიც არის. ჩვენ ამ ეტაპზე სხვა დასახელების მონოკლონური ანტისხეულის ქვეყანაში შემოტანაზე ვმუშაობთ დონაციის გზით, კონკრეტულად "ბამლანივამაბის" და „ეთისივამაბის" ქვეყანაში შემოტანაზე.

ვფიქრობთ, რამდენიმე კვირა დასჭრიდება ამ პროცესის დასრულებას და გვექნება საშუალება მონოკლონრი ანტისხეულების გამოყენება ჩვენს ქვეყანაშიც დავიწყოთ",- აღნიშნავს გაბუნია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა.

CNN-ის ინფორმაციით, ავტორიზაცია ეხება მედიკამენტის გამოყენებას „კოვიდ 19“-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის დროს იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადების გართულების რისკის ქვეშ იმყოფებიან და არა უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებენ. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მონოკლონურმა ანტისხეულებმა შეიძლება გააუარესოს იმ ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების შედეგები, რომლებიც ჟანგბადს ან მექანიკურ ვენტილაციას საჭიროებენ. მედიკამენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ აჩვენა, რომ „სოტროვიმაბი“ ეფექტურია კორონავირუსის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური ვარიანტების წინააღმდეგაც.

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი

"ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა