სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითომ რაღაც გააკეთა... ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო" - თემურ ჭყონია კრიშტიანუ რონალდუზე
"ვითომ რაღაც გააკეთა... ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო" - თემურ ჭყონია კრიშტიანუ რონალდუზე

"კოკა-კოლა ბოთ­ლერს ჯორ­ჯი­ას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თე­მურ ჭყო­ნია ხეპ­რეს უწო­დებს პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თელს, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს, რო­მელ­მაც "კოკა-კო­ლა­ზე" სა­ჯა­როდ უარი თქვა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მან კო­მენ­ტა­რი businessformula.ge-ს მის­ცა.

"ვი­თომ რა­ღაც გა­ა­კე­თა. მე ვფიქ­რობ, რომ ხეპ­რე ფეხ­ბურ­თე­ლის ჟეს­ტი იყო. ჯერ ერთი, უწე­სო­ბაა მა­შინ, როცა მთე­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის სპონ­სო­რია "კოკა-კოლა". მე­ო­რეც, არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ელ­ვის პრეს­ლი უკე­თებ­და რეკ­ლა­მას "კოკა-კო­ლას" და ვინ არის რო­ნალ­დუ ელ­ვის პრეს­ლის­თან? ნული. მისი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ და ახლა დამ­თავ­რე­ბუ­ლია მისი საქ­მე ჩემს თვალ­ში. ვი­თომ მა­გა­რია. მა­გა­საც ვნა­ხავთ, ჩემ­პი­ო­ნა­ტი რომ დამ­თავ­რდე­ბა, რო­გო­რი მა­გა­რია",- გა­ნა­ცხა­და თე­მურ ჭყო­ნი­ამ businessformula.ge-სთან სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წი­ნა­სა­მატ­ჩო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს, პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა სუ­პერ­ვარ­სკვლავ­მა, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუმ კოკა-კო­ლას ბოთ­ლე­ბი კა­მე­რე­ბის­გან მო­შო­რე­ბით დად­გა და შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წყლის და­ლე­ვის­კენ მო­უ­წო­და, გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის გი­გან­ტის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით შემ­ცირ­და, თუმ­ცა ამ კრი­ზისს არ უკავ­ში­რე­ბენ რო­ნალ­დუს ქმე­დე­ბას და რო­გორც "გარ­დი­ა­ნი" წერს, ყო­ვე­ლი­ვე უბ­რა­ლოდ ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა.

რო­ნალ­დუს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის­თა­ნა­ვე კოკა-კო­ლას აქ­ცი­ე­ბის ფასი 1,6%-ით გა­უ­ფა­სურ­და, ხოლო კოკა კო­ლას სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 242 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი­დან 238 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე შემ­ცირ­და.

კოკა-კოლა ვერო 2020-ის ერთ-ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სპონ­სო­რია. კომ­პა­ნი­ამ რო­ნალ­დუს ქმე­დე­ბას გან­ცხა­დე­ბით უპა­სუ­ხა. "ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭოს რო­მე­ლი­მე სას­მელს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“, - ნათ­ქვა­მი იყო გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 119 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათიკო48
15

ხეპრე შენ ხარ,კოკა-კოლა რომ ქიმიური წარმოების არის რა არ იცი?გადაამოწმე ქიმიურად და იქნებ მიხვდე რომ მაგ საწამლავიდან შოულობენ ფულს.

დ გ
19

ჩვენთანაც უარი უნდა თქვან და მერე ჭყონიას მოუწევს 500 ლარზე მუშაობა 50.000 ნაცვლად

ავტორი:

"ვითომ რაღაც გააკეთა... ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო" - თემურ ჭყონია კრიშტიანუ რონალდუზე

"ვითომ რაღაც გააკეთა... ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო" - თემურ ჭყონია კრიშტიანუ რონალდუზე

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, თემურ ჭყონია ხეპრეს უწოდებს პორტუგალიელი ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც "კოკა-კოლაზე" საჯაროდ უარი თქვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან კომენტარი businessformula.ge-ს მისცა.

"ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია "კოკა-კოლა". მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას "კოკა-კოლას" და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია",- განაცხადა თემურ ჭყონიამ businessformula.ge-სთან საუბრისას.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ კოკა-კოლას ბოთლები კამერებისგან მოშორებით დადგა და შეკრებილ საზოგადოებას წყლის დალევისკენ მოუწოდა, გამაგრილებელი სასმელების გიგანტის საბაზრო ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირდა, თუმცა ამ კრიზისს არ უკავშირებენ რონალდუს ქმედებას და როგორც "გარდიანი" წერს, ყოველივე უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვა.

რონალდუს აღნიშნული ქმედებისთანავე კოკა-კოლას აქციების ფასი 1,6%-ით გაუფასურდა, ხოლო კოკა კოლას საბაზრო ღირებულება 242 მილიარდი დოლარიდან 238 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

კოკა-კოლა ვერო 2020-ის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია. კომპანიამ რონალდუს ქმედებას განცხადებით უპასუხა. "ყველას აქვს უფლება, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე სასმელს განსხვავებული გემოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.