პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა
რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წი­ნა­სა­მატ­ჩო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს, პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა სუ­პერ­ვარ­სკვლავ­მა, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუმ კოკა-კო­ლას ბოთ­ლე­ბი კა­მე­რე­ბის­გან მო­შო­რე­ბით დად­გა და შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წყლის და­ლე­ვის­კენ მო­უ­წო­და, გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის გი­გან­ტის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით შემ­ცირ­და, თუმ­ცა ამ კრი­ზისს არ უკავ­ში­რე­ბენ რო­ნალ­დუს ქმე­დე­ბას და რო­გორც "გარ­დი­ა­ნი" წერს, ყო­ვე­ლი­ვე უბ­რა­ლოდ ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა.

რო­ნალ­დუს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის­თა­ნა­ვე კოკა-კო­ლას აქ­ცი­ე­ბის ფასი 1,6%-ით გა­უ­ფა­სურ­და, ხოლო კოკა კო­ლას სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 242 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი­დან 238 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე შემ­ცირ­და.

კოკა-კოლა ვერო 2020-ის ერთ-ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სპონ­სო­რია. კომ­პა­ნი­ამ რო­ნალ­დუს ქმე­დე­ბას გან­ცხა­დე­ბით უპა­სუ­ხა. "ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭოს რო­მე­ლი­მე სას­მელს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“, - ნათ­ქვა­მი იყო გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სპი­კერ­მაც - "მო­თა­მა­შე­ებს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე ვთა­ვა­ზობთ წყალს, ისე­ვე რო­გორც კოკა-კო­ლას და კოკა კო­ლას შაქ­რის ნუ­ლო­ვა­ნი შემ­ცვე­ლო­ბით“, - აცხა­დებს ჩემ­პი­ო­ნა­ტის პრესს­პი­კე­რი.

კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურთში გარ­და იმი­სა, რომ სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლია, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. "ინ­სტაგ­რამ­ზე" ფეხ­ბურ­თე­ლის გა­მომ­წერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 300 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კრიშ­ტი­ა­ნუმ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი­ვე თა­მაშ­ში დუბ­ლი გა­ი­ფორ­მა. პორ­ტუ­გა­ლი­ი­სა და უნ­გრე­თის და­პი­რის­პი­რე­ბა პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით - 3-0 დას­რულ­და, სა­ი­და­ნაც 2 გოლი კრიშ­ტი­ა­ნუს ან­გა­რიშ­ზეა.

ამა­ვე თე­მა­ზე: რო­ნალ­დუ მა­გი­დას­თან კოკა-კო­ლას და­ნახ­ვამ გა­ა­ნა­წყე­ნა და ის წყლით ჩა­ა­ნაც­ვლა - პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ქმე­დე­ბა ინ­ტერ­ნე­ტ­ჰი­ტად იქცა

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
green
25

ვეთანხმები რონალდუს 👍

....
81

ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი (ფეხბურთელს არ ვგულისხმობ არ გამოხტეთ მესი მესით :) )

ავტორი:

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ კოკა-კოლას ბოთლები კამერებისგან მოშორებით დადგა და შეკრებილ საზოგადოებას წყლის დალევისკენ მოუწოდა, გამაგრილებელი სასმელების გიგანტის საბაზრო ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირდა, თუმცა ამ კრიზისს არ უკავშირებენ რონალდუს ქმედებას და როგორც "გარდიანი" წერს, ყოველივე უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვა.

რონალდუს აღნიშნული ქმედებისთანავე კოკა-კოლას აქციების ფასი 1,6%-ით გაუფასურდა, ხოლო კოკა კოლას საბაზრო ღირებულება 242 მილიარდი დოლარიდან 238 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

კოკა-კოლა ვერო 2020-ის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია. კომპანიამ რონალდუს ქმედებას განცხადებით უპასუხა. "ყველას აქვს უფლება, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე სასმელს განსხვავებული გემოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის სპიკერმაც - "მოთამაშეებს პრესკონფერენციებზე ვთავაზობთ წყალს, ისევე როგორც კოკა-კოლას და კოკა კოლას შაქრის ნულოვანი შემცველობით“, - აცხადებს ჩემპიონატის პრესსპიკერი.

კრიშტიანუ რონალდუ თანამედროვე ფეხბურთში გარდა იმისა, რომ საუკეთესო ფეხბურთელია, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია. "ინსტაგრამზე" ფეხბურთელის გამომწერთა რაოდენობა 300 მილიონს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუმ ევროპის ჩემპიონატის პირველივე თამაშში დუბლი გაიფორმა. პორტუგალიისა და უნგრეთის დაპირისპირება პორტუგალიელების გამარჯვებით - 3-0 დასრულდა, საიდანაც 2 გოლი კრიშტიანუს ანგარიშზეა.

ამავე თემაზე: რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა

ჯო ბაიდენს ძაღლი მოუკვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა