საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაცია ქუთაისში - "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
სპეცოპერაცია ქუთაისში - "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

„ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბი­სა და „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით სამი პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, ქუ­თა­ის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 3 პირი - 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი თ.ჩ., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.მ. და 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი, ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი დ.ს. და­ა­კა­ვეს.

მათ ბრა­ლად ედე­ბათ „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა და „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თ.ჩ.-მ შემ­თხვე­ვით გა­ი­გო თა­ვი­სი ნაც­ნო­ბის, ქუ­თა­ის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი კაფე-ბა­რის ყო­ფი­ლი მე­წი­ლი­სა და ამა­ვე ობი­ექ­ტის ახ­ლან­დე­ლი მფლო­ბე­ლის ფი­ნან­სუ­რი და­ვის შე­სა­ხებ. მან, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად, თვით­ნე­ბუ­რად, სა­კუ­თა­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით გა­და­წყვი­ტა აღ­ნიშ­ნულ და­ვა­ში ჩა­რე­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით მო­ა­წყვეს „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა“. ფი­ნან­სუ­რი და­ვის ქურ­დუ­ლი წე­სით გარ­ჩე­ვის შე­დე­გად, ბა­რის მე­პატ­რო­ნეს ყო­ფი­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რის­თვის და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­და და­ა­კის­რეს.

რო­გორ უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც ბა­რის მე­პატ­რო­ნემ მათ მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხა გა­და­უ­ხა­და.

პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და მათ­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყოფ სხვა პი­რებს უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბი­სა და „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 223-ე პრი­მა-2 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

ვისაც არ ესმის რომ ეგ ქმედება დასჯადია ასე უნდა გააგებინო!!!

ქურდული არა კვახი!!!

დიდება უფალს!!!

imedo
1

mosaxleobam tu icis ramdeni kanonieri qurdia msoflioshidaaxloebit 450,aqedan 380 qartvelia,da hven vebrdzvit kriminals?vai hvens patrons!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სპეცოპერაცია ქუთაისში - "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ქუთაისში - "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

როგორ უწყებაში აღნიშნავენ, სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.

ვინ არის კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი?

"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან

სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა