საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაკლები მიშა ოპოზიციის გამარჯვების ფორმულაა" - გიორგი ვაშაძე
"ნაკლები მიშა ოპოზიციის გამარჯვების ფორმულაა" - გიორგი ვაშაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის შიმ­ში­ლი, მიშა "ნაც­მოძ­რა­ო­ბით“ არის რე­ვან­ში, შე­სა­ბა­მი­სად, რე­ვან­შის სა­ნაც­ვლოდ, რომ­ლი­საც ფი­ზი­კუ­რი შიში აქვთ ადა­მი­ა­ნებს, ურ­ჩევ­ნი­ათ შიმ­ში­ლი. ნაკ­ლე­ბი მიშა არის ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა, - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის ლი­დერ­მა“ გი­ორ­გი ვა­შა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­სუ­ის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, "სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნის გზა არის არც "ქოცი“, არც "ნაცი, არა­მედ ახა­ლი ძალა, რო­მე­ლიც უნდა აღ­მო­ცენ­დეს იმ პო­ლი­ტი­კურ ბა­ზა­ზე, რომ­ლებ­მაც თა­ვის თავ­ზე იტ­ვირ­თეს შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის შექ­მნის და ხელ­მო­წე­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ზე“.

"ჩვე­ნი კვლე­ვე­ბით ყვე­ლა პარ­ტი­ის რე­ი­ტინ­გი და­ცე­მუ­ლია. კა­ტას­ტრო­ფუ­ლად არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ რე­ი­ტინ­გი და­ცე­მუ­ლი. არა­ვი­სი არ არის გაზ­რდი­ლი, არც ჩვე­ნი. ხალ­ხი ახლა არის დაკ­ვირ­ვე­ბის რე­ჟიმ­ში და ამ დაკ­ვირ­ვე­ბის რე­ჟი­მი­დან ახალ პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე უნდა გა­და­ვიყ­ვა­ნოთ. ისე­თი ვი­თა­რე­ბაა დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი მყი­სი­ე­რად გა­და­დის პირ­ველ ად­გილ­ზე. მოხ­დე­ბა მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ფორ­მი­რე­ბა თვით­მმარ­თვე­ლობს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე? - ხომ კარ­გი! არ მოხ­დე­ბა? - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის სხვა გზა, გარ­და ამ გზი­სა, არ არ­სე­ბობს, მოხ­დე­ბა მა­შინ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის გზით.

გა­სუ­ლი ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბი არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და წა­გე­ბუ­ლი. 2018 წელს როცა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და გრი­გოლ ვა­შა­ძემ თა­ნა­ბა­რი ხმე­ბი აი­ღეს, ეს მოხ­და იმი­ტომ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­კი იყო პა­სი­უ­რი ამ არ­ჩევ­ნებ­ში. მე­ო­რე ტურ­ში გა­ყალ­ბე­ბას, და­ში­ნე­ბას, რაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ჰქონ­და და­ე­მა­ტა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად, თავ­ზე გა­დაგ­ვა­ხია კამ­პა­ნია, რა­მაც ელექტტო­რა­ლუ­რი ბა­ზი­სი შე­უქ­მნა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და მო­ი­გო არ­ჩევ­ნე­ბი კამ­პა­ნი­უ­რად. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი რე­ვან­შის­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­აღ­ვი­ძა დრა­კო­ნი ამ ხალ­ხში. ამ არ­ჩევ­ნებ­შიც არ­ჩე­ვა­ნი იყო რე­ვანშსა და შიმ­შილს შო­რის. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის შიმ­ში­ლი, მიშა "ნაც­მოძ­რა­ო­ბით“ არის რე­ვან­ში, შე­სა­ბა­მი­სად, რე­ვან­შის სა­ნაც­ვლოდ, რომ­ლი­საც ფი­ზი­კუ­რი შიში აქვთ ადა­მი­ა­ნებს, ურ­ჩევ­ნი­ათ შიმ­ში­ლი. ნაკ­ლე­ბი მიშა არის ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

რო­გორც ვა­შა­ძე აცხა­დებს, "თუ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში“ არის მი­ზა­ნი ოპო­ზი­ცი­ა­ში ლი­დე­რო­ბა, მა­შინ სწორ სტრა­ტე­გი­ა­ზე დგა­ნან, მაგ­რამ ჩემი მი­ზა­ნი არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შეც­ვლა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის, აღმშე­ნებ­ლო­ბის იდე­ით მოს­ვლა“.

"მე­ლი­ას არა­ფერს ვერ­ჩი. ნიკა მე­ლია ახლა რთულ პრო­ცესს გა­დის და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ შიგ­ნით მას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. მაგ­რამ ვინ არის პარ­ტი­ის ლი­დე­რი? ეს კი­თხვა დღემ­დე არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლია ჯერ­ჯე­რო­ბით ხალ­ხის თვალ­ში პარ­ტი­ის ლი­დე­რი. არა­ფორ­მა­ლუ­რად, მაგ­რამ ეს კი­დევ უფრო ცუ­დია.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შე­მიძ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რად გა­ვუ­გო, რომ 9 წლის მან­ძილ­ზე მან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ბევ­რი შეც­დო­მაც და­უშ­ვა, ამას თვი­თო­ნაც ამ­ბობს. სა­ა­კაშ­ვი­ლი წი­ნა­ღო­ბა გახ­და სი­ახ­ლის, ახა­ლი თა­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და თქვა რომ არა, მე უნდა ვიყო. არა­და, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ფი­გუ­რა იყო. ეს წი­ნა­ღო­ბა იქ­ნე­ბა "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში“ ყვე­ლა ახა­ლი ლი­დე­რის­თვის. თუ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში“ არის მი­ზა­ნი ოპო­ზი­ცი­ა­ში ლი­დე­რო­ბა, მა­შინ სწორ სტრა­ტე­გი­ა­ზე დგა­ნან, მაგ­რამ ჩემი მი­ზა­ნი არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შეც­ვლა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის, აღმშე­ნებ­ლო­ბის იდე­ით მოს­ვლა“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ და დას­ძი­ნა "ჩემი ამო­ცა­ნაა არც "ქოცი“ არც "ნაცი“ არ იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, იდოს მე­სა­მე ძალა“.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ვინ იქ­ნე­ბა "მე­სა­მე ძალა“ და ვის­თან შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­თი­ან­დეს "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პარ­ტი­ებ­მა თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტონ.

"თუ მხო­ლოდ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ქვეშ გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან პარ­ტი­ე­ბი, მა­შინ და­ვი­ვი­წყოთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი. მე ჩემ ამ­ბი­ცი­ებს გვერ­დზე გა­დავ­დებ, ოღონდ გა­ვარ­ღვით ეს მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ამას­თან, ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­ერ­თოდ არ აპი­რებს.

"არა­ნა­ირ კო­ა­ლი­ცი­ას არ ვა­პი­რებ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“. ჩემი აზ­რით, არა­ნა­ი­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვენ არ გვექ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კა­ში არის სამი რა­მის­თვის ად­გი­ლი - სამ­შობ­ლო, ხალ­ხი და სი­მარ­თლე. ხალ­ხს ვე­უბ­ნე­ბი, სა­ნამ 5-ს ან 41-ს ხა­ზავთ, ამ ქვე­ყა­ნას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, აწ­მყო უნდა შევ­ცვა­ლოთ მო­მავ­ლით და არა წარ­სუ­ლით“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
11

ზარმაცებისათვისაა შიმშილი, თითის განძრევა, რომ არ უნდათ და მიზერულ სოციალურზე არიან ჩამოკიდებული. თქვენ კი ე.წ. პოლიტიკოსებო ოღონც რეიტინგი აიწიოთ და ყველაფერზე ხართ წამსვლელი. პარლამენტი იმისთვის უნდა ხალხს, რომ სამართლიანი კანონები შექმნათ. კინკლაობასა და ერთმანეთის შეურაცყოფას უნდებით. მართლა ბრმები და ყრუებუ ნუ გგონივართ, თქვენზე უკეთესად ვაზროვნებთ თქვენდა საუბედუროდ.

Liana
15

ძალიან გინდა ჯუნიორო ვაშაძე მიშას გაუტოლდე, ბაყაყივით შურისაგან სკდები, მაგრამ სად შენ და სად მიშა, ისე განსხვავდებით ერთმანეთისგან, როგორც ცა და მიწა, წესით მიშას მზეს უნდა ლოცულობდე, რომ პოლიტიკაში ხარ, მიშა რომ არა, შენ ვინ გიცნობდა, მიშამ მოგიყვანა და მერე ისე უღალატე, რომ მის მტერს პოროშენკოს დაუდექი გვერდზემიშას დასამარცხებლად, მიშა ვერ დაამარცხეთ და ეხლა ყველანაირად ცდილობ მიშას დაკნინებას, მაგრამ ნურას უკაცრავად, არც ისე სულელები ვართ, რომ შენ დაგიჯეროთ, რა პროცენტებიც აიღე, ისიც ნაციონალების დახმარებით იყო, რადგან გაერთიანებული ოპოზიცია გერქვათ, აი ეხლა რომ იქნება არჩევნები, მაგასაც ვნახავთ, რამდენ პროცენტს აიღებ, ერთ პროცენტს თუ აიღებ, იმაზეც მადლობა თქვი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ნაკლები მიშა ოპოზიციის გამარჯვების ფორმულაა" - გიორგი ვაშაძე

"ნაკლები მიშა ოპოზიციის გამარჯვების ფორმულაა" - გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება“ არის შიმშილი, მიშა "ნაცმოძრაობით“ არის რევანში, შესაბამისად, რევანშის სანაცვლოდ, რომლისაც ფიზიკური შიში აქვთ ადამიანებს, ურჩევნიათ შიმშილი. ნაკლები მიშა არის ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა“ გიორგი ვაშაძემ "პალიტრანისუის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, "საქართველოს გადარჩენის გზა არის არც "ქოცი“, არც "ნაცი, არამედ ახალი ძალა, რომელიც უნდა აღმოცენდეს იმ პოლიტიკურ ბაზაზე, რომლებმაც თავის თავზე იტვირთეს შარლ მიშელის დოკუმენტის შექმნის და ხელმოწერის პასუხისმგებლობა, ინდივიდუალურ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პარტიებზე“.

"ჩვენი კვლევებით ყველა პარტიის რეიტინგი დაცემულია. კატასტროფულად არის "ქართული ოცნების“ და "ნაცმოძრაობის“ რეიტინგი დაცემული. არავისი არ არის გაზრდილი, არც ჩვენი. ხალხი ახლა არის დაკვირვების რეჟიმში და ამ დაკვირვების რეჟიმიდან ახალ პოლიტიკურ არჩევანზე უნდა გადავიყვანოთ. ისეთი ვითარებაა დღეს საზოგადოებაში, მესამე პოლიტიკური ცენტრი მყისიერად გადადის პირველ ადგილზე. მოხდება მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირება თვითმმართველობს არჩევნებამდე? - ხომ კარგი! არ მოხდება? - ხელისუფლების ცვლილების სხვა გზა, გარდა ამ გზისა, არ არსებობს, მოხდება მაშინ თვითმმართველობის არჩევნების გზით.

გასული ყველა არჩევნები არის "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით ჩატარებული და წაგებული. 2018 წელს როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ თანაბარი ხმები აიღეს, ეს მოხდა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილკი იყო პასიური ამ არჩევნებში. მეორე ტურში გაყალბებას, დაშინებას, რაც "ქართულ ოცნებას“ ჰქონდა დაემატა მიხეილ სააკაშვილი და ფაქტობრივად, თავზე გადაგვახია კამპანია, რამაც ელექტტორალური ბაზისი შეუქმნა "ქართულ ოცნებას“ და მოიგო არჩევნები კამპანიურად. მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევანშისტული განცხადებებით გააღვიძა დრაკონი ამ ხალხში. ამ არჩევნებშიც არჩევანი იყო რევანშსა და შიმშილს შორის. "ქართული ოცნება“ არის შიმშილი, მიშა "ნაცმოძრაობით“ არის რევანში, შესაბამისად, რევანშის სანაცვლოდ, რომლისაც ფიზიკური შიში აქვთ ადამიანებს, ურჩევნიათ შიმშილი. ნაკლები მიშა არის ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა“, - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძე აცხადებს, "თუ "ნაცმოძრაობაში“ არის მიზანი ოპოზიციაში ლიდერობა, მაშინ სწორ სტრატეგიაზე დგანან, მაგრამ ჩემი მიზანი არის "ქართული ოცნების“ შეცვლა და ხელისუფლებაში ახალი დემოკრატიული ძალების, აღმშენებლობის იდეით მოსვლა“.

"მელიას არაფერს ვერჩი. ნიკა მელია ახლა რთულ პროცესს გადის და "ნაცმოძრაობის“ შიგნით მას ვგულშემატკივრობ. მაგრამ ვინ არის პარტიის ლიდერი? ეს კითხვა დღემდე არის საზოგადოებაში. მიშა სააკაშვილია ჯერჯერობით ხალხის თვალში პარტიის ლიდერი. არაფორმალურად, მაგრამ ეს კიდევ უფრო ცუდია.

მიხეილ სააკაშვილს შემიძლია ადამიანურად გავუგო, რომ 9 წლის მანძილზე მან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვა, ამას თვითონაც ამბობს. სააკაშვილი წინაღობა გახდა სიახლის, ახალი თაობის განვითარების და თქვა რომ არა, მე უნდა ვიყო. არადა, ძალიან ძლიერი ფიგურა იყო. ეს წინაღობა იქნება "ნაცმოძრაობაში“ ყველა ახალი ლიდერისთვის. თუ "ნაცმოძრაობაში“ არის მიზანი ოპოზიციაში ლიდერობა, მაშინ სწორ სტრატეგიაზე დგანან, მაგრამ ჩემი მიზანი არის "ქართული ოცნების“ შეცვლა და ხელისუფლებაში ახალი დემოკრატიული ძალების, აღმშენებლობის იდეით მოსვლა“, - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა "ჩემი ამოცანაა არც "ქოცი“ არც "ნაცი“ არ იყოს ხელისუფლებაში, იდოს მესამე ძალა“.

რაც შეეხება იმას, ვინ იქნება "მესამე ძალა“ და ვისთან შეიძლება გაერთიანდეს "სტრატეგია აღმაშენებელი, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ.

"თუ მხოლოდ "ნაცმოძრაობის“ ქვეშ გაერთიანდებიან პარტიები, მაშინ დავივიწყოთ რიგგარეშე არჩევნები. მე ჩემ ამბიციებს გვერდზე გადავდებ, ოღონდ გავარღვით ეს მოჯადოებული წრე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას საერთოდ არ აპირებს.

"არანაირ კოალიციას არ ვაპირებ "ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩემი აზრით, არანაირი თანამშრომლობა ჩვენ არ გვექნება იმიტომ, რომ პოლიტიკაში არის სამი რამისთვის ადგილი - სამშობლო, ხალხი და სიმართლე. ხალხს ვეუბნები, სანამ 5-ს ან 41-ს ხაზავთ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, აწმყო უნდა შევცვალოთ მომავლით და არა წარსულით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"გუშინწინ ვიხილეთ გვარამიას სიზმრები, გუშინ - კეზერაშვილის" - ირაკლი კობახიძე გვარამიასა და კეზერაშვილის "სიზმრებს ხსნის"

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ვის მისცემდა მოსახლეობა ხმას, დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს - რა შედეგი აჩვენა Edison Research-ის კვლევამ