პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება" - რას წერს ებრაული გამოცემა?
"საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება" - რას წერს ებრაული გამოცემა?

სრა­ე­ლის გა­ზეთ "The times of Israel"-ში სა­თა­უ­რით - "სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის გაფრ­თხი­ლე­ბა: "ის­რა­ელ­ში ქარ­თულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა", სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მე­თა­უ­რი ლაშა ჟვა­ნია ქარ­თულ-ებ­რა­ულ კავ­ში­რებ­სა და იმ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე არ­სე­ბობს (ავ­ტო­რი - ლა­ზარ ბერ­მა­ნი).გთა­ვა­ზობთ ვრცე­ლი სტა­ტი­ის მოკ­ლე ში­ნა­არსს:

"ქარ­თულ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას წმინ­და მი­წა­ზე საფრ­თხე ემუქ­რე­ბა", - აცხა­დებს ლაშა ჟვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ის­რა­ელ­ში. საქ­მე ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს - დიდ და ძლი­ერ მე­ზობ­ლებს - თურ­ქეთ­სა და რუ­სეთს შო­რის მოქ­ცე­ულ პა­ტა­რა და მცი­რე­მო­სახ­ლე­ო­ბი­ან ქვე­ყა­ნას კავ­კა­სი­ის მთებ­ში, ის­რა­ელ­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რია აკავ­ში­რებს, რაც ბევ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლიც იყოს. მარ­თლაც­და, გა­სა­ო­ცა­რია, რომ იე­რუ­სა­ლიმ­ში, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი კა­თო­ლი­კუ­რი, ბერ­ძნუ­ლი, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი და სომ­ხუ­რი წმინ­და სა­ლო­ცა­ვე­ბით და, ასე­ვე - მთელ ის­რა­ელ­ში, დღეს არ­ცერ­თი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია არ არ­სე­ბობს.

მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლებს წმინ­და მი­წას­თან აქ­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­დათ და უფრო მე­ტიც, იყო დრო, როცა ისი­ნი დო­მი­ნი­რებ­დნენ კი­დეც. ქარ­თველ­მა ბე­რებ­მა და დი­დე­ბუ­ლებ­მა აქ ათო­ბით ეკ­ლე­სია აა­გეს და ამით შე­მო­ი­ნა­ხეს ქრის­ტი­ა­ნო­ბის წმინ­და ად­გი­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, წმინ­და მი­წა­ზე არ­სე­ბულ ქარ­თულ სა­ლო­ცა­ვებ­ზეც ახ­დენ­და გავ­ლე­ნას. მო­ვი­და დრო, როცა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი სხვა, უფრო ძლი­ე­რი რე­ლი­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა, შე­სა­ბა­მი­სად, ვან­და­ლუ­რად წა­ი­შა­ლა ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი და ფრეს­კე­ბი, რაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დღემ­დე გრძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

...
4

თქვენ რად გინდათ მემკვიდრეობა. მერე ჩხუბისთვის არ გეცლებათ.

ავტორი:

"საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება" - რას წერს ებრაული გამოცემა?

"საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება" - რას წერს ებრაული გამოცემა?

სრაელის გაზეთ "The times of Israel"-ში სათაურით - "საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება", საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური ლაშა ჟვანია ქართულ-ებრაულ კავშირებსა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ისრაელთან მეგობრული ურთიერთობის ფონზე არსებობს (ავტორი - ლაზარ ბერმანი).გთავაზობთ ვრცელი სტატიის მოკლე შინაარსს:

"ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წმინდა მიწაზე საფრთხე ემუქრება", - აცხადებს ლაშა ჟვანია, საქართველოს ელჩი ისრაელში. საქმე ის არის, რომ საქართველოს - დიდ და ძლიერ მეზობლებს - თურქეთსა და რუსეთს შორის მოქცეულ პატარა და მცირემოსახლეობიან ქვეყანას კავკასიის მთებში, ისრაელთან მნიშვნელოვანი ისტორია აკავშირებს, რაც ბევრისთვის შეიძლება მოულოდნელიც იყოს. მართლაცდა, გასაოცარია, რომ იერუსალიმში, რომელიც ცნობილია თავისი კათოლიკური, ბერძნული, მართლმადიდებლური და სომხური წმინდა სალოცავებით და, ასევე - მთელ ისრაელში, დღეს არცერთი ქართული ეკლესია არ არსებობს.

მაგრამ ფაქტია, რომ ასწლეულების განმავლობაში ქართველებს წმინდა მიწასთან აქტიური კავშირები ჰქონდათ და უფრო მეტიც, იყო დრო, როცა ისინი დომინირებდნენ კიდეც. ქართველმა ბერებმა და დიდებულებმა აქ ათობით ეკლესია ააგეს და ამით შემოინახეს ქრისტიანობის წმინდა ადგილები. საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების დასუსტება, ბუნებრივია, წმინდა მიწაზე არსებულ ქართულ სალოცავებზეც ახდენდა გავლენას. მოვიდა დრო, როცა ქართული ეკლესია-მონასტრები სხვა, უფრო ძლიერი რელიგიური საზოგადოებების ხელში აღმოჩნდა, შესაბამისად, ვანდალურად წაიშალა ქართული წარწერები და ფრესკები, რაც, შეიძლება ითქვას, დღემდე გრძელდება", - აღნიშნულია პუბლიკაციაში. გააგრძელეთ კითხვა

"შესაძლოა დიტოს გაუჩინარება პოლონელ გოგოსთან ურთიერთობას უკავშირდებოდეს" - ვარშავაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

რკინის ჯებირების აღების შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს - რა ვითარებაა ადგილზე?

"დღეს განსაკუთრებული დღეა!" - თბილისში ახალგაზრდა ქალმა 4 ტყუპი გააჩინა