სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოდან 2003 წელს წავიდა... მისი ბიჭი წარმატებული სპორტსმენი იყო" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მის კრიმინალურ წარსულზე?
"საქართველოდან 2003 წელს წავიდა... მისი ბიჭი წარმატებული სპორტსმენი იყო" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მის კრიმინალურ წარსულზე?

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე სა­სა­მარ­თლომ იმ­სჯე­ლა. 13 ბრალ­დე­ბუ­ლი­დან დარ­ბაზ­ში სხდო­მას მხო­ლოდ სამი პირი და­ეს­წრო, და­ნარ­ჩე­ნე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ერ­თვნენ. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბამ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, და­კა­ვე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია და "გლე­ხო­ვიჩ­თან" მათ შემ­ხებ­ლო­ბას საქ­მე­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ადას­ტუ­რებს. მისი თქმით, პა­ტიმ­რო­ბა ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, რად­გან ამ პი­რებს ბევ­რჯერ აქვთ გა­დაკ­ვე­თი­ლი სა­ზღვა­რი და არ­სე­ბობს მათი მხრი­დან მი­მალ­ვის საფრ­თხე.

"არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რაც საკ­მა­რი­სია, რათა დამ­ტკიც­დეს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი. დღეს ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ არ­სე­ბობს პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ეს არის მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლი. ისი­ნი შე­საძ­ლოა, მი­ე­მა­ლონ გა­მო­ძი­ე­ბას და ამას ამ­ყა­რებს ის ფაქ­ტიც, რომ თი­თო­ე­ულს არა­ერ­თხელ აქვს სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თი­ლი. თვალ­ნათ­ლივ ჩანს, რომ მათ კავ­ში­რი აქვთ სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ პირ­თან, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ ეტაპ­ზე ერ­თა­დერ­თი უალ­ტერ­ნა­ტი­ვო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა არის პა­ტიმ­რო­ბა. თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი წარ­სულ­ში სა­ნა­მარ­თლე­ვია" - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ვი­დეო: სამ ქა­ლაქ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის კად­რე­ბი

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნე­ბენ. არ­ცერ­თი მათ­გა­ნი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. ად­ვო­კა­ტე­ბი მათი აღ­კვე­თის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­დნენ, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით კი, სა­სა­მარ­თლოს გი­რაო შეს­თა­ვა­ზეს. საქ­მე მრა­ვალ­ტო­მი­ა­ნია. რო­გორც ჩანს, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა აპ­რილ­შია და­წყე­ბუ­ლი და გა­მო­ძი­ე­ბას 8 ტო­მი­ა­ნი საქ­მე უკვე ხელთ აქვს. სა­სა­მარ­თლო­ში ად­ვო­კა­ტე­ბი პრე­ტენ­ზი­ას იმის გა­მოც გა­მოთ­ქვამ­დნენ, რომ საქ­მის მა­სა­ლე­ბი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ი­ღეს. ად­ვო­კა­ტე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­და­ცე­მუ­ლი მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლეს.

ცნო­ბი­ლია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რეს და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ბრალ­დე­ბით ერ­თდრო­უ­ლად სამ ქა­ლაქ­ში 13 პირი და­ა­კა­ვა: 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ. გ. (მეტ­სა­ხე­ლად „ვიტო“), 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ. ხ. (მეტ­სა­ხე­ლად „ჯეკო“) , 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. გ. (მეტ­სა­ხე­ლად პუ­პუ­შა“, 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. რ. (მეტ­სა­ხე­ლად „ხონ­სკი“), 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. დ. (მეტ­სა­ხე­ლად „ბაჩო“), 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. შ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ლ., 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. მ. (მეტ­სა­ხე­ლად „გი­ბო­ნა“), 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. დ., 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი. ჭ., 1966 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. კ. (მეტ­სა­ხე­ლად „ტყვლი­პე“), 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. მ., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მევ­ლუდ მა­ხა­რობ­ლი­ძე, (მეტ­სა­ხე­ლად „მემი“) და­ა­კა­ვეს.

მათ­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად უკვე წა­ე­ყე­ნა სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს, ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძეს, მეტ­სა­ხე­ლად „გლე­ხო­ვიჩს“ , მას 9-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულს, ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან ფი­ნან­სუ­რი დავა ჰქონ­და.

ე.წ. ქურ­დებს დახ­მა­რე­ბის­თვის მას შემ­დეგ მი­მარ­თა, რაც გა­ყი­დუ­ლი ტრაქ­ტო­რე­ბის თან­ხა ვერ ამო­ი­ღო. და­უ­კავ­შირ­და კა­ნო­ნი­ერ ქურდ ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძეს. საქ­მის მა­სა­ლე­ბით, საქ­მის გარ­ჩე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა "გლე­ხო­ვიჩ­მა" თა­ვის შვილს, მევ­ლუდ (მემი) მა­ხა­რობ­ლი­ძეს და­ა­ვა­ლა. ამ უკა­ნას­კნელ­მა კი 2021 წლის 16 აპ­რილს, თბი­ლის­ში, თა­ვის უბან­ში, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ვის ქურ­დუ­ლი წე­სით გარ­ჩე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა და საქ­მის გარ­ჩე­ვის შე­დე­გად ერთ-ერთ მო­და­ვე მხა­რეს მე­ო­რის სა­სარ­გებ­ლოდ 80 000 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა. ძა­ლოვ­ნებ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს კი­დეც ამ დი­ა­ლო­გის ამ­სახ­ვე­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თველ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს" უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის რე­ვაზ და­თუ­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვი­ლი ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან მისი და­სა­ცა­ვის კავ­შირს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს.

"და­თუ­ნაშ­ვილს დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, არა­ნა­ი­რი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რი არ არის, მას თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი აქვს, შრო­მობს, ოჯა­ხი ჰყავს. უბ­რა­ლოდ მის­მა ნა­თე­სავ­მა სთხო­ვა რა­ღაც პრობ­ლე­მა ჰქონ­და თა­ვის პარტნი­ორ­თან, რა­ღა­ცას ვერ არ­კვევ­დნენ და თუ შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თან იყა­ვიო და ისიც გაყ­ვა" -ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვი­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­თუ­ნაშ­ვი­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის "გლე­ხო­ვი­ჩის" ნა­თე­სა­ვია.

დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, მაგ­რამ ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს ბრალ­დე­ბუ­ლი გიგა მჟა­ვია. რო­გორც ჩანს, სწო­რედ გიგა მჟა­ვი­აა ის პირი, რო­მელ­საც კუთ­ვნი­ლი თან­ხის ამო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

მისი ად­ვო­კა­ტი ადას­ტუ­რებს, რომ ერთ-ერთ მე­წი­ლეს­თან, გი­ორ­გი და­ლა­ქიშ­ვილ­თან იყო და­საქ­მე­ბუ­ლი გიგა მჟა­ვია და მას­თან ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, რად­გან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის კუთ­ვნი­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა მას არ მის­ცეს. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით მჟა­ვი­ამ მე­გობ­რებს დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა, მაგ­რამ ირ­წმუ­ნე­ბა, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი არა­ვინ ყო­ფი­ლაო.

საქ­მის კი­დევ ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი იმე­და ჭუმ­ბუ­რი­ძეა, ისიც ერთ-ერთი მე­წი­ლეა ამ კომ­პა­ნი­ა­ში. რო­გორც ჩანს, მა­საც ეკუთ­ვნო­და თან­ხა, მაგ­რამ მისი მე­უღ­ლე ამ­ბობს, რომ იმე­და ჭუმ­ბუ­რი­ძე არ ითხოვ­და თან­ხის ამო­ღე­ბას და იმ შეკ­რე­ბა­ზე შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა.

კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ჯე­მალ ქშო­ე­ვის ად­ვო­კა­ტი ვი­ტა­ლი მირ­ზო­ი­ა­ნის სა­უბ­რობს მისი და­სა­ცა­ვის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე და აცხა­დებს სხვე­ბის მსგავ­სად, რომ მის და­სა­ცავს ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რი არ აქვს. სწო­რედ ად­ვო­კა­ტი მირ­ზო­ი­ა­ნი აყე­ნებს ეჭქვეშ ძა­ლო­ვან­თა მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბას და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ის ან ამოჭ­რი­ლია, ან რამე მა­ნი­პუ­ლა­ცი­აა გა­კე­თე­ბუ­ლი.

"გლე­ხო­ვი­ჩის" შვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი მევ­ლუდ მა­ხა­რობ­ლი­ძე სხდო­მას დის­ტან­ცი­უ­რად და­ეს­წრო, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო­ზე მას არა­ფე­რი უთ­ქვამს. მისი ად­ვო­კა­ტის თქმით, ის თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს, რად­გან დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ეს­პა­ნეთ­ში მყოფ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს, ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძეს, იგი­ვე "გლე­ხო­ვიჩს" მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა 10-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ქარ­თულ­მა მხა­რემ "გლე­ხო­ვი­ჩის" ექ­სტრა­დი­რე­ბა მო­ი­თხო­ვოს. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

  • ვინ არის "გლე­ხო­ვი­ჩი?

53 წლის "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს" ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძეს, იგი­ვე "გლე­ხო­ვიჩს" კრი­მი­ნა­ლურ წრე­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ის წარ­მო­შო­ბით ცა­გე­რის სო­ფელ ლა­ჯა­ნა­დან არის, თუმ­ცა ოჯა­ხი წლე­ბის მან­ძილ­ზე ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და, მე­უღ­ლეც ქუ­თა­ი­სე­ლი ჰყავს. სამი შვი­ლის მა­მაა. მათ აქვთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი თბი­ლის­შიც. პირ­ვე­ლად ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძე 1988 წელს და­ა­კა­ვეს. 1991 წელს სას­ჯელს ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში იხ­დი­და, თუმ­ცა იმა­ვე წლის მა­ის­ში სა­პა­ტიმ­რო­დან მან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. 1999 წელს კი კვლავ თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

2002 წელ­საც მი­დი­ო­და მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, მა­შინ მას პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას ედა­ვე­ბოდ­ნენ და საქ­მე აღიძ­რა სს კო­დექ­სის 335-ე მუხ­ლით. ერთი თვე გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში და მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა მისი გა­მარ­თლე­ბა შეძ­ლეს.

ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძე, იგი­ვე "გლე­ხო­ვი­ჩი"

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ად­ვო­კატ თი­ნა­თინ ნა­კა­ში­ძეს, რო­მე­ლიც 2002 წელს, ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძის ინ­ტე­რე­სებს იცავ­და და საქ­მის დე­ტა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა ვთხო­ვეთ:

თი­ნა­თი­ნა ნა­კა­ში­ძე, ად­ვო­კა­ტი:

- რო­გორც მახ­სოვს, 2002 წლის 15 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძე პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბით და მის ინ­ტე­რესს ვი­ცავ­დი. ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი იყო, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მა­შინ არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თით­ქოს ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძემ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია მათ და სხე­ულ­ზე სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და იმ ად­გი­ლას, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას უთი­თებ­დნენ. 30 ადა­მი­ა­ნი მა­ინც და­ი­კი­თხა, ყვე­ლა ადას­ტუ­რებ­და, რომ იმ დროს ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძე ნამ­დვი­ლად იყო ქუ­თა­ის­ში, გე­ლა­თის ქუ­ჩა­ზე, ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რებ­ლებს მი­ე­სალ­მა, გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა. რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, ეკ­ლე­სი­ა­ში მი­დი­ო­და მა­მა­ოს სა­ნა­ხა­ვად, ბავ­შვი უნდა მო­ე­ნათ­ლა. ხოლო ამ ად­გი­ლას, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არა­ვის უნა­ხავს, შე­სა­ბა­მი­სად, არც ჩხუბ­სა და კონ­ფლიქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მოგ­როვ­და ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე­ვე და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­ე­წყვი­ტა. თუმ­ცა ერთი თვე იჯდა ცი­ხე­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, 2003 წლის და­სა­წყის­ში ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძე სა­ერ­თოდ წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან და მას მერე აქ არ ჩა­მო­სუ­ლა.

- მის შვილ­ზე ხომ არ ფლობთ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- როცა მე ვი­ცავ­დი, მა­შინ მისი შვი­ლე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ. რამ­დე­ნად ვიცი, ბიჭი მო­რაგ­ბე იყო, სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო. გო­გო­ნა საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რი იყო, მღე­რო­და. სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

- ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძე აღი­ა­რებ­და თავს კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად?

- რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბას, რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, არც მა­შინ და არც მის შემ­დეგ ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძეს კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბას არ ედა­ვე­ბოდ­ნენ. ხაზს ვუს­ვამ, 2003 წლი­დან - დღემ­დე. რამე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რომ ჰქო­ნო­და და რამე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ე­დი­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ვინ­მე შე­ა­ჩე­რებ­და? ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი კი ის არის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყო­ვე­ლი წლის ივ­ნი­სი- ივ­ლი­სი-აგ­ვის­ტო, ამ პე­რი­ოდ­ში რა­ტომ­ღაც დიდი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბით აკა­ვე­ბენ ადა­მი­ა­ნებს ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით. ჩემს პრაქ­ტი­კა­ში არა­ერ­თი ასე­თი საქ­მეა, რო­მე­ლიც შემ­დეგ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

P.S. რო­გორც ჩვენ­თვის არის ცნო­ბი­ლი, ეს წლე­ბი ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძე სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ­და. უცხო­ეთ­შიც რამ­დენ­ჯერ­მე აღ­მოჩ­ნდა ცი­ხე­ში. 2006 წლის სექ­ტემ­ბერ­ში "გლე­ხო­ვი­ჩი" ავ­სტრი­ა­ში და­ა­კა­ვეს და ვე­ნის ცი­ხე­ში სამი წელი გა­ა­ტა­რა, 2009 წლის აპ­რი­ლამ­დე იქ იხ­დი­და სას­ჯელს, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი კი ერთ წე­ლი­წად­ში, 2010 წლის მარ­ტში კვლავ ვე­ნა­ში და­ა­კა­ვეს. ვე­ნის ცი­ხი­დან 2012 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"გლე­ხო­ვი­ჩის" სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა 2019 წლის მარ­ტში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­საც. მა­შინ გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მე­წი­ლემ ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან და­ვის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, დახ­მა­რე­ბის­თვის 2 ნაც­ნობ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს მი­მარ­თა და კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, და­ვის მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვე­ტა სთხო­ვა. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი შეხ­ვდნენ ბრალ­დე­ბუ­ლის ბიზ­ნეს­პარტნი­ორს, მას გა­ეც­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძის (მეტ­სა­ხე­ლად „გლე­ხო­ვი­ჩის“) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად და კომ­პა­ნი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ლის დათ­მო­ბა მოს­თხო­ვეს. პო­ლი­ცი­ამ მა­ში­ნაც რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვა, თუმ­ცა "გლე­ხო­ვიჩს" ბრა­ლი მა­ში­ნაც და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

მე­დია წერ­და, რომ ქარ­თვე­ლე­ბის ჯგუ­ფი ავ­სტრი­ა­ში ბი­ნე­ბის ქურ­დო­ბე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ამ საქ­მე­ე­ბის უკან ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძე იდ­გაო. თუმ­ცა რამ­დე­ნად არის ეს რა­ე­ლო­ბას­თან ახ­ლოს, ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. ბო­ლოს "გლე­ხო­ვი­ჩი" თურ­ქეთ­ში, კერ­ძოდ სტამ­ბულ­ში, კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის შეკ­რე­ბა­ზე გა­მოჩ­ნდა, ეს შეკ­რე­ბა ნა­დირ სა­ლი­ფო­ვის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მოხ­და, სა­დაც კლა­ნებს შო­რის არ­სე­ბულ და­ძა­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, "გლე­ხოვჩ­თან" ერ­თად ამ შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ სხვა ქარ­თვე­ლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“, მათ შო­რის ქუ­თა­ი­სუ­რი კლა­ნის წევ­რი გა­ი­ოზ ზვი­ა­და­ძე, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით თურ­ქეთ­ში ჩა­ცხრი­ლეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, იგი კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად 1990 წელს მო­ი­ნათ­ლა.

ამ­ჟა­მად 53 წლის მა­ხა­რობ­ლი­ძე ისევ უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­გო­რია მისი პო­ზი­ცია ამ ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ფაქ­ტია ისიც, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა მის­მა გვარ­მა მსგავს ბრალ­დე­ბებ­ში გა­იჟ­ღე­რა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
fd
18

Ra sisulelebze mushaobs media? uqnarebi!

გიორგი
30

კარგი ესენი დამნაშავეები არიან , მაგრამ ის რა დონის ნაძირალაა აზრზე ხართ? ჯერ შესრულებული სამუშაოს ფული არ მისცა კაცს ,მერე უჩივლა და დააჭერინა. მე თუ მკითხავთ ასეთი ადამიანი უფრო დამნაშავე და საშიშია საზოგადოებისთვის,ვიდრე ის ხალხი ვინც ციხეში შეყარეს.

ავტორი:

"საქართველოდან 2003 წელს წავიდა... მისი ბიჭი წარმატებული სპორტსმენი იყო" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მის კრიმინალურ წარსულზე?

"საქართველოდან 2003 წელს წავიდა... მისი ბიჭი წარმატებული სპორტსმენი იყო" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მის კრიმინალურ წარსულზე?

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ იმსჯელა. 13 ბრალდებულიდან დარბაზში სხდომას მხოლოდ სამი პირი დაესწრო, დანარჩენები დისტანციურად ჩაერთვნენ. სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, დაკავებულთა დიდი ნაწილი წარსულში ნასამართლევია და "გლეხოვიჩთან" მათ შემხებლობას საქმეში არაერთი მტკიცებულება ადასტურებს. მისი თქმით, პატიმრობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ამ პირებს ბევრჯერ აქვთ გადაკვეთილი საზღვარი და არსებობს მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე.

"არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია, რათა დამტკიცდეს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული. დღეს ყველა ბრალდებულის მიმართ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი. ეს არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. ისინი შესაძლოა, მიემალონ გამოძიებას და ამას ამყარებს ის ფაქტიც, რომ თითოეულს არაერთხელ აქვს საზღვარი გადაკვეთილი. თვალნათლივ ჩანს, რომ მათ კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ პირთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება არის პატიმრობა. თითქმის ყველა მათგანი წარსულში სანამართლევია" - განაცხადა პროკურორმა.

ვიდეო: სამ ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრები

დაკავებულები ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებენ. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატები მათი აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს გირაო შესთავაზეს. საქმე მრავალტომიანია. როგორც ჩანს, საქმის გამოძიება აპრილშია დაწყებული და გამოძიებას 8 ტომიანი საქმე უკვე ხელთ აქვს. სასამართლოში ადვოკატები პრეტენზიას იმის გამოც გამოთქვამდნენ, რომ საქმის მასალები დაგვიანებით მიიღეს. ადვოკატების ნაწილი ამბობს, რომ დღის მეორე ნახევარში გადაცემული მასალების გაცნობა ფიზიკურად ვერ შეძლეს.

ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიება ჩაატარეს და „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ერთდროულად სამ ქალაქში 13 პირი დააკავა: 1978 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ვიტო“), 1976 წელს დაბადებული ჯ. ხ. (მეტსახელად „ჯეკო“) , 1983 წელს დაბადებული რ. გ. (მეტსახელად პუპუშა“, 1974 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „ხონსკი“), 1987 წელს დაბადებული რ. დ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1992 წელს დაბადებული ა. შ., 1995 წელს დაბადებული ა. ლ., 1973 წელს დაბადებული გ. მ. (მეტსახელად „გიბონა“), 1978 წელს დაბადებული გ. დ., 1975 წელს დაბადებული ი. ჭ., 1966 წელს დაბადებული მ. კ. (მეტსახელად „ტყვლიპე“), 1978 წელს დაბადებული გ. მ., 1996 წელს დაბადებული მევლუდ მახარობლიძე, (მეტსახელად „მემი“) დააკავეს.

მათთვის წაყენებული ბრალი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალი დაუსწრებლად უკვე წაეყენა საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს, ზაალ მახარობლიძეს, მეტსახელად „გლეხოვიჩს“ , მას 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც ირკვევა, ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესპარტნიორთან ფინანსური დავა ჰქონდა.

ე.წ. ქურდებს დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც გაყიდული ტრაქტორების თანხა ვერ ამოიღო. დაუკავშირდა კანონიერ ქურდ ზაალ მახარობლიძეს. საქმის მასალებით, საქმის გარჩევის ორგანიზება "გლეხოვიჩმა" თავის შვილს, მევლუდ (მემი) მახარობლიძეს დაავალა. ამ უკანასკნელმა კი 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, თავის უბანში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა და საქმის გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ძალოვნებმა გაასაჯაროვეს კიდეც ამ დიალოგის ამსახველი აუდიოჩანაწერები. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ "კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის რევაზ დათუნაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ქურდულ სამყაროსთან მისი დასაცავის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

"დათუნაშვილს დიდი ხანია ვიცნობ, არანაირი ქურდული სამყაროს წევრი არ არის, მას თავისი ბიზნესი აქვს, შრომობს, ოჯახი ჰყავს. უბრალოდ მისმა ნათესავმა სთხოვა რაღაც პრობლემა ჰქონდა თავის პარტნიორთან, რაღაცას ვერ არკვევდნენ და თუ შეიძლება ჩემთან იყავიო და ისიც გაყვა" -ამბობს ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი. როგორც ამბობენ, დათუნაშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის "გლეხოვიჩის" ნათესავია.

დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ ბრალდებას უარყოფს ბრალდებული გიგა მჟავია. როგორც ჩანს, სწორედ გიგა მჟავიაა ის პირი, რომელსაც კუთვნილი თანხის ამოღებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.

მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ მეწილესთან, გიორგი დალაქიშვილთან იყო დასაქმებული გიგა მჟავია და მასთან ჰქონდა პრობლემები, რადგან შესრულებული სამუშაოსთვის კუთვნილი ანაზღაურება მას არ მისცეს. ადვოკატი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით მჟავიამ მეგობრებს დახმარებისთვის მიმართა, მაგრამ ირწმუნება, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტი არავინ ყოფილაო.

საქმის კიდევ ერთ-ერთი ფიგურანტი იმედა ჭუმბურიძეა, ისიც ერთ-ერთი მეწილეა ამ კომპანიაში. როგორც ჩანს, მასაც ეკუთვნოდა თანხა, მაგრამ მისი მეუღლე ამბობს, რომ იმედა ჭუმბურიძე არ ითხოვდა თანხის ამოღებას და იმ შეკრებაზე შემთხვევით აღმოჩნდა.

კიდევ ერთი ბრალდებულის ჯემალ ქშოევის ადვოკატი ვიტალი მირზოიანის საუბრობს მისი დასაცავის უდანაშაულობაზე და აცხადებს სხვების მსგავსად, რომ მის დასაცავს ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ აქვს. სწორედ ადვოკატი მირზოიანი აყენებს ეჭქვეშ ძალოვანთა მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას და არ გამორიცხავს, რომ ის ან ამოჭრილია, ან რამე მანიპულაციაა გაკეთებული.

"გლეხოვიჩის" შვილი დაკავებული მევლუდ მახარობლიძე სხდომას დისტანციურად დაესწრო, თუმცა სასამართლოზე მას არაფერი უთქვამს. მისი ადვოკატის თქმით, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, რადგან დუმილის უფლებას იყენებს.

რაც შეეხება ესპანეთში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს, ზაალ მახარობლიძეს, იგივე "გლეხოვიჩს" მისთვის წაყენებული ბრალდება 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. არ არის გამორიცხული ქართულმა მხარემ `გლეხოვიჩის" ექსტრადირება მოითხოვოს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

  • ვინ არის "გლეხოვიჩი?

53 წლის "კანონიერ ქურდს" ზაალ მახარობლიძეს, იგივე "გლეხოვიჩს" კრიმინალურ წრეში კარგად იცნობენ. ის წარმოშობით ცაგერის სოფელ ლაჯანადან არის, თუმცა ოჯახი წლების მანძილზე ქუთაისში ცხოვრობდა, მეუღლეც ქუთაისელი ჰყავს. სამი შვილის მამაა. მათ აქვთ საცხოვრებელი სახლი თბილისშიც. პირველად ზაალ მახარობლიძე 1988 წელს დააკავეს. 1991 წელს სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდიდა, თუმცა იმავე წლის მაისში საპატიმროდან მან გაქცევა მოახერხა. 1999 წელს კი კვლავ თბილისში დააკავეს.

2002 წელსაც მიდიოდა მისი სასამართლო პროცესები, მაშინ მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ და საქმე აღიძრა სს კოდექსის 335-ე მუხლით. ერთი თვე გაატარა ციხეში და მისმა ადვოკატებმა მისი გამართლება შეძლეს.

ზაალ მახარობლიძე, იგივე "გლეხოვიჩი"

ჩვენ დავუკავშირდით ადვოკატ თინათინ ნაკაშიძეს, რომელიც 2002 წელს, ზაალ მახარობლიძის ინტერესებს იცავდა და საქმის დეტალების გახსენება ვთხოვეთ:

თინათინა ნაკაშიძე, ადვოკატი:

- როგორც მახსოვს, 2002 წლის 15 აგვისტოს დააკავეს ზაალ მახარობლიძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით და მის ინტერესს ვიცავდი. ყველაფერი პოლიციელების დადგმული სპექტაკლი იყო, ამ საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მაშინ არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. პოლიციელები ამბობდნენ, რომ თითქოს ზაალ მახარობლიძემ წინააღმდეგობა გაუწია მათ და სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა. არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა იმ ადგილას, სადაც დანაშაულის ჩადენას უთითებდნენ. 30 ადამიანი მაინც დაიკითხა, ყველა ადასტურებდა, რომ იმ დროს ზაალ მახარობლიძე ნამდვილად იყო ქუთაისში, გელათის ქუჩაზე, ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიესალმა, გამოელაპარაკა. რამდენადაც მახსოვს, ეკლესიაში მიდიოდა მამაოს სანახავად, ბავშვი უნდა მოენათლა. ხოლო ამ ადგილას, პოლიციელები არავის უნახავს, შესაბამისად, არც ჩხუბსა და კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

უამრავი მტკიცებულება მოგროვდა ზაალ მახარობლიძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად წინასწარი გამოძიების ეტაპზევე და იძულებული გახდა პროკურატურა სისხლის სამართლებრივი დევნა შეეწყვიტა. თუმცა ერთი თვე იჯდა ციხეში უდანაშაულოდ. ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე თვეში, 2003 წლის დასაწყისში ზაალ მახარობლიძე საერთოდ წავიდა საქართველოდან და მას მერე აქ არ ჩამოსულა.

- მის შვილზე ხომ არ ფლობთ რაიმე ინფორმაციას?

- როცა მე ვიცავდი, მაშინ მისი შვილები პატარები იყვნენ. რამდენად ვიცი, ბიჭი მორაგბე იყო, სპორტით იყო დაკავებული, საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი იყო. გოგონა საკმაოდ ნიჭიერი იყო, მღეროდა. სხვას ვერაფერს გეტყვით.

- ზაალ მახარობლიძე აღიარებდა თავს კანონიერ ქურდად?

- რაც შეეხება კანონიერ ქურდობას, როგორც ჩემთვის ცნობილია, არც მაშინ და არც მის შემდეგ ზაალ მახარობლიძეს კანონიერ ქურდობას არ ედავებოდნენ. ხაზს ვუსვამ, 2003 წლიდან - დღემდე. რამე მტკიცებულება რომ ჰქონოდა და რამე დანაშაული ჩაედინა "ნაციონალურ მოძრაობას" ვინმე შეაჩერებდა? ერთი საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ "ნაციონალების" ხელისუფლების ყოფნის პერიოდიდან მოყოლებული, ყოველი წლის ივნისი- ივლისი-აგვისტო, ამ პერიოდში რატომღაც დიდი სპეცოპერაციებით აკავებენ ადამიანებს ე.წ კანონიერი ქურდობის ბრალდებით. ჩემს პრაქტიკაში არაერთი ასეთი საქმეა, რომელიც შემდეგ გამამართლებელი განაჩენით დასრულებულა.

P.S. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს წლები ზაალ მახარობლიძე სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. უცხოეთშიც რამდენჯერმე აღმოჩნდა ციხეში. 2006 წლის სექტემბერში "გლეხოვიჩი" ავსტრიაში დააკავეს და ვენის ციხეში სამი წელი გაატარა, 2009 წლის აპრილამდე იქ იხდიდა სასჯელს, გათავისუფლებული კი ერთ წელიწადში, 2010 წლის მარტში კვლავ ვენაში დააკავეს. ვენის ციხიდან 2012 წელს გაათავისუფლეს.

"გლეხოვიჩის" სახელი უკავშირდება 2019 წლის მარტში ჩატარებულ სპეცოპერაციასაც. მაშინ გამოძიებით დადგინდა, რომ კერძო კომპანიის მეწილემ ბიზნესპარტნიორთან დავის გადაწყვეტის მიზნით, დახმარებისთვის 2 ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები შეხვდნენ ბრალდებულის ბიზნესპარტნიორს, მას გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები "კანონიერი ქურდის" ზაალ მახარობლიძის (მეტსახელად „გლეხოვიჩის“) წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს. პოლიციამ მაშინაც რამდენიმე პირი დააკავა, თუმცა "გლეხოვიჩს" ბრალი მაშინაც დაუსწრებლად წარედგინა.

მედია წერდა, რომ ქართველების ჯგუფი ავსტრიაში ბინების ქურდობებით იყო დაკავებული და ამ საქმეების უკან ზაალ მახარობლიძე იდგაო. თუმცა რამდენად არის ეს რაელობასთან ახლოს, ჩვენთვის უცნობია. ბოლოს "გლეხოვიჩი" თურქეთში, კერძოდ სტამბულში, კანონიერი ქურდების შეკრებაზე გამოჩნდა, ეს შეკრება ნადირ სალიფოვის რეზიდენციაში მოხდა, სადაც კლანებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს განიხილავდნენ. როგორც ამბობენ, "გლეხოვჩთან" ერთად ამ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა ქართველი „კანონიერი ქურდები“, მათ შორის ქუთაისური კლანის წევრი გაიოზ ზვიადაძე, რომელიც მოგვიანებით თურქეთში ჩაცხრილეს. როგორც ამბობენ, იგი კანონიერ ქურდად 1990 წელს მოინათლა.

ამჟამად 53 წლის მახარობლიძე ისევ უცხოეთში ცხოვრობს. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მისი პოზიცია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მისმა გვარმა მსგავს ბრალდებებში გაიჟღერა.

"დაკავებულები გმირები არიან და ისინი გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდნენ" - "თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი

"ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, ემოციებიდან გამომდინარე მოხდა" - რა თქვა ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა სასამართლოში

"ითხოვა საპირფარეშოში გასვლა, მშვიდი მოძრაობით დაშორდა მაგიდას, შემდეგ გაიქცა და აივნიდან გადახტა..." - რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური