მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ჩი­ვა­რი და წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 19 და 20 მა­ისს არას­რულ­წლო­ვან­მა ა.ს.-მ 8 წლის ბავ­შვი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. ა.ს.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ (ორი ეპი­ზო­დი) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ, ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და არას­რულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის არ­ცერ­თი სახე არ გა­მო­ი­ყე­ნა, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რა.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბის მხა­რის სა­ჩი­ვა­რი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ა.ს.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

"სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე უმ­კაც­რეს სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რა­საც მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის საჩივარი და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 და 20 მაისს არასრულწლოვანმა ა.ს.-მ 8 წლის ბავშვი გააუპატიურა. ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივარი დააკმაყოფილა და ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რუსთავში გოგონებმა მამაკაცის გამო იჩხუბეს - დაზიანებულია მამაკაცის მანქანა

"საქართველოდან 2003 წელს წავიდა... მისი ბიჭი წარმატებული სპორტსმენი იყო" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მის კრიმინალურ წარსულზე?

მარნეულში, ნაცნობი ქალისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადაღების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა