სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი არსებითად პროევროპული პარტიაა" - რას ამბობს კარლ ჰარცელი გიორგი გახარიასა და მისი პარტიის შესახებ
"მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი არსებითად პროევროპული პარტიაა" - რას ამბობს კარლ ჰარცელი გიორგი გახარიასა და მისი პარტიის შესახებ

"ეს პარ­ტია და მისი ლი­დე­რი, ვფიქ­რობ, ყვე­ლა მხრი­დან უკვე საკ­მა­ოდ მკაც­რი, გნე­ბავთ, პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ობი­ექ­ტე­ბი გახ­დნენ", - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, კარლ ჰარ­ცელ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ გზავ­ნილს ეხე­ბო­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ შე­იქ­მნა ქვეყ­ნის­თვის, მაგ­რამ არ იქ­ნე­ბა არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ.

ჰარ­ცელ­მა უპა­სუ­ხა კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­მელ­შიც პო­ლა­რი­ზა­ცი­ას გარ­კვე­უ­ლი ის­ტო­რია აქვს.

"ვფიქ­რობ, ეს კარ­გად გან­სა­ზღვრუ­ლი და­სა­წყი­სია და ვი­ტყო­დი, რომ ბევ­რის მი­ზა­ნიც უნდა იყოს. ამა­ვე დროს, რო­გორც ვი­ცით, ეს პარ­ტია და ამ პარ­ტი­ის ლი­დე­რი, ვფიქ­რობ, ყვე­ლა მხრი­დან უკვე საკ­მა­ოდ მკაც­რი, გნე­ბავთ, პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ობი­ექ­ტე­ბი გახ­დნენ. ამ­რი­გად, ეს მხო­ლოდ იმას მოწ­მობს, რომ ზო­გი­ერთ მსგავს სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი უფრო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე - მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჰარ­ცელ­მა.

მან­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას, რას ელის გა­ხა­რი­ას ახა­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის­გან.

"ჯერ საკ­მა­ოდ ად­რეა. უბ­რა­ლოდ ვი­ტყო­დი, რომ ვფიქ­რობ, მისი პო­ლი­ტი­კა­ში კვლავ შე­მოს­ვლი­სა და ახა­ლი პარ­ტი­ის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რივ იმ გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წი­ლია, რაც ვი­ხი­ლეთ, რომ უფრო მეტი პარ­ტია ჩნდე­ბა და უფრო ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი­სა და პლუ­რა­ლიზ­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ახ­დენს, რაც შე­იძ­ლე­ბა, ამ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კურ­სის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი იყოს.

ვიცი, რომ ექ­ვსმა პარ­ლა­მენ­ტარ­მა, რომ­ლე­ბიც მის პარ­ტი­ას შე­უ­ერ­თდნენ, ასე­ვე ხელი მო­ა­წე­რეს შე­თან­ხმე­ბას და მჯე­რა, რომ ეს კი­დევ ერთი არ­სე­ბი­თად პრო­ევ­რო­პუ­ლი პარ­ტი­აა, რო­მე­ლიც ამ იდე­ა­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­ეც­დე­ბა. ამის მიღ­მა, არ ვარ იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ კი­დევ ბევ­რი ვთქვა, და­ნარ­ჩენს მხო­ლოდ დრო გვიჩ­ვე­ნებს“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
21

ბ-ნო ჰარცელ, არც პროევროპული და არც პრორუსული, პროქართული გჭირდება მაგრამ არ არის.

ალექს
22

კაცო რამდენჯერ გითხრა , ერთი პარტიაა აქა-კომპარტია, 267 პარტუჯრედით, ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებით !

ავტორი:

"მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი არსებითად პროევროპული პარტიაა" - რას ამბობს კარლ ჰარცელი გიორგი გახარიასა და მისი პარტიის შესახებ

"მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი არსებითად პროევროპული პარტიაა" - რას ამბობს კარლ ჰარცელი გიორგი გახარიასა და მისი პარტიის შესახებ

"ეს პარტია და მისი ლიდერი, ვფიქრობ, ყველა მხრიდან უკვე საკმაოდ მკაცრი, გნებავთ, პოლარიზებული კომენტარების ობიექტები გახდნენ", - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა "ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის მიერ გაჟღერებულ გზავნილს ეხებოდა, რომლის თანახმადაც, პარტია "საქართველოსთვის“ შეიქმნა ქვეყნისთვის, მაგრამ არ იქნება არავის წინააღმდეგ.

ჰარცელმა უპასუხა კითხვაზე, რამდენად რეალურია აღნიშნული მიდგომა ქართულ რეალობაში, რომელშიც პოლარიზაციას გარკვეული ისტორია აქვს.

"ვფიქრობ, ეს კარგად განსაზღვრული დასაწყისია და ვიტყოდი, რომ ბევრის მიზანიც უნდა იყოს. ამავე დროს, როგორც ვიცით, ეს პარტია და ამ პარტიის ლიდერი, ვფიქრობ, ყველა მხრიდან უკვე საკმაოდ მკაცრი, გნებავთ, პოლარიზებული კომენტარების ობიექტები გახდნენ. ამრიგად, ეს მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ზოგიერთ მსგავს საკითხზე საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე - მათი განხორციელება“, - განაცხადა ჰარცელმა.

მანვე უპასუხა კითხვას, რას ელის გახარიას ახალი ოპოზიციური პარტიისგან.

"ჯერ საკმაოდ ადრეა. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ვფიქრობ, მისი პოლიტიკაში კვლავ შემოსვლისა და ახალი პარტიის შექმნის გადაწყვეტილება ნაწილობრივ იმ განვითარების ნაწილია, რაც ვიხილეთ, რომ უფრო მეტი პარტია ჩნდება და უფრო ფართო არჩევანისა და პლურალიზმის უზრუნველყოფას ახდენს, რაც შეიძლება, ამ ქვეყანაში პოლიტიკური დისკურსის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს.

ვიცი, რომ ექვსმა პარლამენტარმა, რომლებიც მის პარტიას შეუერთდნენ, ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას და მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი არსებითად პროევროპული პარტიაა, რომელიც ამ იდეალების პოპულარიზაციას შეეცდება. ამის მიღმა, არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ კიდევ ბევრი ვთქვა, დანარჩენს მხოლოდ დრო გვიჩვენებს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ინტერვიუში.

"ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე არ გახდება" - არმაზ ახვლედიანი

"უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა" -კელი დეგნანი

რას ამბობს კახა კუჭავა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს?