პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიყვარული ერთი ლეგენდით - ვინ იყო აფთიაქარი და მწერალი, რომელმაც ლიეტუველებს ქართველები ასე განსაკუთრებულად შეაყვარა?
სიყვარული ერთი ლეგენდით - ვინ იყო აფთიაქარი და მწერალი, რომელმაც ლიეტუველებს ქართველები ასე განსაკუთრებულად შეაყვარა?

რა­ტომ უყ­ვართ ლი­ე­ტუ­ვე­ლებს ქარ­თვე­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო ასე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად? - ეს კი­თხვა ალ­ბათ ბევ­რჯერ გაგ­ვჩე­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ლი­ე­ტუ­ვა ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის ხმა­ლა­მო­ღე­ბულ დამ­ცვე­ლად იქცა. ლი­ე­ტუ­ვე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის მე­გობ­რო­ბა XX სა­უ­კუ­ნი­დან იღებს სა­თა­ვეს...

ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის მი­ზე­ზი აფ­თი­ა­ქა­რი და მწე­რა­ლი კა­ცია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო ისეთ ზღაპ­რულ ქვეყ­ნად და­უ­ხა­ტა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, ერ­თბა­შად სა­ოც­ნე­ბო ქვეყ­ნად აქ­ცია.

1900-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი აფ­თი­ა­ქა­რი ან­ტა­ნას ჟუ­კა­უს­კას-ვი­ე­ნუ­ო­ლი­სი ისე მო­ი­ხიბ­ლა უცხო მხა­რის მშვე­ნი­ე­რე­ბით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შე­მო­ი­ა­რა. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი იმ­დე­ნად -0:15 ძლი­ე­რი იყო, რომ გა­და­წყვი­ტა სხვე­ბის­თვი­საც გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. ასე და­ი­ბა­და ლე­გენ­და "და­წყევ­ლი­ლი ბე­რე­ბი", რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბისთნა­ვე აღი­ა­რე­ბულ იქნა ლი­ეტ­ვუ­რი კლა­სი­კუ­რი პრო­ზის ნი­მუ­შე­ბად.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­წარ­მო­ე­ბი სას­კო­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ი­ტა­ნეს. ასე იქცა სა­ქარ­თვე­ლო ლი­ე­ტუ­ვე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო მხა­რედ. სა­ქარ­თვე­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კა­ცის მიერ და­წე­რი­ლი ლე­გენ­დე­ბი მთარ­გმნელ­მა, ლი­ე­ტუ­ვის მწე­რალ­თა კავ­ში­რის სა­პა­ტიო წევ­რმა ნანა დე­ვი­ძემ თარ­გმნა. ვინ იყო ან­ტა­ნას ჟუ­კა­უს­კას-ვი­ე­ნუ­ო­ლი­სი და რო­გორ მოხ­ვდა ის თბი­ლის­ში? სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ლი­ე­ტუ­ვე­ლის შე­სა­ხებ ნანა დე­ვი­ძე გი­ამ­ბობთ:

  • გზა წვი­მი­ა­ნე­თი­დან ფე­რად სა­ქარ­თვე­ლომ­დე

- ლი­ე­ტუ­ვა-წვი­მი­ა­ნეთს ნიშ­ნავს. იქ მარ­თლაც სულ წვიმს. ამი­ტომ ეს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, თა­ვი­სი ჩახ­ჩა­ხა მზით, გან­სა­კუთ­რე­ბით ხიბ­ლავთ ჩვენს ჩრდი­ლო­ელ მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც მა­სობ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდნენ. რუ­სეთს თურ­ქე­თის ფრონ­ტი­დან გა­მოჰ­ყავ­და ჯა­რე­ბი. რუ­სულ არ­მი­ა­ში, რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე ლი­ე­ტუ­ვე­ლი ოფიც­რე­ბიც მსა­ხუ­რობ­დნენ, ლი­უ­ტუ­ვე­ლი სამ­ხედ­რო პი­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ ისი­ნი სამ­შობ­ლო­ში არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ, მათ კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა მო­უ­წი­ათ. fb სწო­რედ მა­შინ შე­იქ­მნა ლი­ე­ტუ­ვე­ლე­ბის პირ­ვე­ლი სათ­ვის­ტო­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის ხელს უწყობ­და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ სამ­შობ­ლო­ში, თუმ­ცა დაბ­რუ­ნე­ბამ­დე მათ მომ­ღე­რალ­თა გუნ­დიც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს და სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­საც ჩა­უდ­გნენ სა­თა­ვე­ში. ეს იყო ლი­ე­ტუ­ვე­ლე­ბის პირ­ვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან... სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბუ­რი გაც­ნო­ბა კი ანტა­ნას ჟუ­კა­უს­კას-ვი­ე­ნუ­ო­ლისს სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

ან­ტა­ნას ჟუ­კა­უს­კა­სი გახ­ლდათ აფ­თი­ა­ქა­რი. 1903 წელს ან­ტა­ნა­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­აგ­ზავ­ნეს. მან სო­ლო­ლაკ­ში, ეს­ტო­ნე­ლი აფ­თი­ა­ქა­რის, ფერ­დი­ნანდ ოტე­ნის აფ­თი­აქ­ში თა­ნა­შემ­წედ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. იმა­ვე აფ­თი­აქ­ში მუ­შა­ობ­და პრო­ვი­ზო­რი ვანო ბრეგ­ვა­ძე, რო­მელ­საც ან­ტა­ნა­სი ძა­ლი­ან და­უ­მე­გობ­რდა. (სხვა­თა შო­რის, იმ აფ­თი­ა­ქის სივ­რცის ნა­წი­ლი დღე­საც აფ­თი­აქს უკა­ვია. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლე­ბამ­დე მისი ინ­ტე­რი­ე­რი იმა­ვე სა­ხით იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რო­გო­რიც ოტე­ნის დროს, სამ­წუ­ხა­როდ, იმ სა­ში­ნელ 90-იან წლებ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გურ­და, ჩვენ რო­გორც გვჩ­ვე­ვია, ვერ მო­ვუ­ა­რეთ და ვერ გა­ვუფრ­თხილ­დით ამ უნი­კა­ლურ აფ­თი­აქს). გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უტრუხუნე
48

ძალიან დიდი და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ ჩვენ ლიტველმა ვუყვარდი. მორიგი ქართული, თავქარიანული, სადღეგრძელო უტოპია.

მედეა
4

უტრუხუნე, მარტო სომხები უყვართ ხომ? ქართველები ძალიან კარგები ვართ, ამას ადასტურებს ეს სტატიაც! ჩვენც სიყვარულს სიყვარულით ვპასუხობთ

ავტორი:

სიყვარული ერთი ლეგენდით - ვინ იყო აფთიაქარი და მწერალი, რომელმაც ლიეტუველებს ქართველები ასე განსაკუთრებულად შეაყვარა?

სიყვარული ერთი ლეგენდით - ვინ იყო აფთიაქარი და მწერალი, რომელმაც ლიეტუველებს ქართველები ასე განსაკუთრებულად შეაყვარა?

რატომ უყვართ ლიეტუველებს ქართველები და საქართველო ასე განსაკუთრებულად? - ეს კითხვა ალბათ ბევრჯერ გაგვჩენია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ლიეტუვა ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტერესების ხმალამოღებულ დამცველად იქცა. ლიეტუველებსა და ქართველებს შორის მეგობრობა XX საუკუნიდან იღებს სათავეს...

ამ განსაკუთრებული სიყვარულის მიზეზი აფთიაქარი და მწერალი კაცია, რომელმაც საქართველო ისეთ ზღაპრულ ქვეყნად დაუხატა თანამემამულეებს, ერთბაშად საოცნებო ქვეყნად აქცია.

1900-იანი წლების საქართველოში ჩამოსული აფთიაქარი ანტანას ჟუკაუსკას-ვიენუოლისი ისე მოიხიბლა უცხო მხარის მშვენიერებით, მთელი საქართველო შემოიარა. შთაბეჭდილებები იმდენად -0:15 ძლიერი იყო, რომ გადაწყვიტა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ასე დაიბადა ლეგენდა "დაწყევლილი ბერები", რომელიც გამოქვეყნებისთნავე აღიარებულ იქნა ლიეტვური კლასიკური პროზის ნიმუშებად.

მოგვიანებით ნაწარმოები სასკოლო პროგრამაში შეიტანეს. ასე იქცა საქართველო ლიეტუველი ბავშვებისთვის საოცნებო მხარედ. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კაცის მიერ დაწერილი ლეგენდები მთარგმნელმა, ლიეტუვის მწერალთა კავშირის საპატიო წევრმა ნანა დევიძემ თარგმნა. ვინ იყო ანტანას ჟუკაუსკას-ვიენუოლისი და როგორ მოხვდა ის თბილისში? საქართველოზე შეყვარებული ლიეტუველის შესახებ ნანა დევიძე გიამბობთ:

  • გზა წვიმიანეთიდან ფერად საქართველომდე

- ლიეტუვა-წვიმიანეთს ნიშნავს. იქ მართლაც სულ წვიმს. ამიტომ ეს ჩვენი სამშობლო, თავისი ჩახჩახა მზით, განსაკუთრებით ხიბლავთ ჩვენს ჩრდილოელ მეგობრებს, რომლებიც მასობრივად საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღმოჩნდნენ. რუსეთს თურქეთის ფრონტიდან გამოჰყავდა ჯარები. რუსულ არმიაში, როგორც ქართველი, ასევე ლიეტუველი ოფიცრებიც მსახურობდნენ, ლიუტუველი სამხედრო პირების გამოყვანის შემდეგ ისინი სამშობლოში არ დაუბრუნებიათ, მათ კარგა ხნის განმავლობაში თბილისში ცხოვრება მოუწიათ. fb სწორედ მაშინ შეიქმნა ლიეტუველების პირველი სათვისტომო საქართველოში. ის ხელს უწყობდა თანამემამულეებს, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, თუმცა დაბრუნებამდე მათ მომღერალთა გუნდიც ჩამოაყალიბეს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასაც ჩაუდგნენ სათავეში. ეს იყო ლიეტუველების პირველი ურთიერთობა საქართველოსთან... საქართველოს მასშტაბური გაცნობა კი ანტანას ჟუკაუსკას-ვიენუოლისს სახელს უკავშირდება.

ანტანას ჟუკაუსკასი გახლდათ აფთიაქარი. 1903 წელს ანტანასი საქართველოში გამოაგზავნეს. მან სოლოლაკში, ესტონელი აფთიაქარის, ფერდინანდ ოტენის აფთიაქში თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. იმავე აფთიაქში მუშაობდა პროვიზორი ვანო ბრეგვაძე, რომელსაც ანტანასი ძალიან დაუმეგობრდა. (სხვათა შორის, იმ აფთიაქის სივრცის ნაწილი დღესაც აფთიაქს უკავია. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მისი ინტერიერი იმავე სახით იყო შემორჩენილი, როგორიც ოტენის დროს, სამწუხაროდ, იმ საშინელ 90-იან წლებში ყველაფერი განადგურდა, ჩვენ როგორც გვჩვევია, ვერ მოვუარეთ და ვერ გავუფრთხილდით ამ უნიკალურ აფთიაქს). გააგრძელეთ კითხვა

რაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე - ვარლამ გოლეთიანის კომენტარი

"ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

"ერთი ადამიანი შემოყვანილი იყო გულის გაჩერებით... დაშავებულებს შორის ბავშვიც არის" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი