პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო წუთამდე გვეუბნებოდა, რომ არ გვენერვიულა, მაგრამ ჩვენ ის დავკარგეთ" - გიორგი ვაშაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამაზე
"ბოლო წუთამდე გვეუბნებოდა, რომ არ გვენერვიულა, მაგრამ ჩვენ ის დავკარგეთ" - გიორგი ვაშაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამაზე

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის მამა, გუტა ვა­შა­ძე გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. გუტა ვა­შა­ძე, რო­მე­ლიც დღეს 74 წლის გახ­დე­ბო­და, მე­დი­კო­სი იყო.

გი­ორ­გი ვა­შა­ძე მა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ემო­ცი­ურ პოსტს ავ­რცე­ლებს:

"დღეს მამა 74 წლის გახ­დე­ბო­და. უდი­დე­სი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და­მი­ტო­ვა. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი რომ ასე ად­რე­უ­ლად დავ­კარ­გავ­დი.სა­ოც­რად კე­თი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და სამ­შობ­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. სწო­რედ მის­გან ვის­წავ­ლე სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი.

ვის­წავ­ლე, რომ ბო­რი­ტე­ბას ყო­ველ­თვის სი­კე­თით უნდა უპა­სუ­ხო. ვის­წავ­ლე, რომ პა­ტი­ვი უნდა სცე შენს ოჯახს, შენს ტრა­დი­ცი­ებს, წი­ნაპ­რებს და არა­სო­დეს ჩა­ი­დო გულ­ში ბო­რო­ტე­ბა, რად­გან ეს პირ­ველ რიგ­ში შენ თვი­თონ და­გან­გრეგვს.

მახ­სოვს პა­ტა­რა­ო­ბი­დან რო­გორ მიყ­ვე­ბო­და კე­თი­ლი ადა­მი­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე შეხ­ვედ­რია. ხში­რად მათ საფ­ლავ­ზე წა­ვუყ­ვა­ნი­ვარ და მო­უ­ყო­ლია მათი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ.

კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე პირ­ვე­ლი მა­მას და­ვუ­რე­კე, ვთხო­ვე ფრთხი­ლად ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან მისი ასა­კის გამო რისკ ჯგუფ­ში იყო.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­გორც კი მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბით ჩარ­თუ­ლი­ყო კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა მკურ­ნა­ლო­ბა­ში ერთი წუ­თით არ და­ფიქ­რე­ბუ­ლა, არც ჩვენ­თვის უკი­თხავს ისე შე­უდ­გა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას.

მწა­რედ მახ­სოვს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი, როცა ჩემ­მა ძმამ მი­თხრა რომ მა­მას და დე­დას, ორი­ვე ექი­მე­ბი არი­ან, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ. ამის შემ­დეგ ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი დღე სულ უფრო რთუ­ლი იყო. ბოლო წუ­თამ­დე გვე­უბ­ნე­ბო­და რომ არ გვე­ნერ­ვი­უ­ლა, მაგ­რამ ჩვენ ის დავ­კარ­გეთ.

და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს მამა თორ­ნი­კემ, რო­მელ­თა­ნაც ბოლო წლე­ბი ხში­რი ურტი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, წარ­მოთ­ქვა სი­ტყვე­ბი მა­მა­ჩემ­ზე და ამ სი­ტყვე­ბით და­ვამ­თავ­რებ: გუტა ვა­შა­ძე თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით ქრის­ტი­ა­ნო­ბას ქა­და­გებ­და.მად­ლო­ბა მამა" - წერს ვა­შა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Americaძ
3

ძალიან ვწუხვარ, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას გიორგი

dima
27

რატომ გამოხვედი მერე ,ასეთი თაღლითი?!))))))

ავტორი:

"ბოლო წუთამდე გვეუბნებოდა, რომ არ გვენერვიულა, მაგრამ ჩვენ ის დავკარგეთ" - გიორგი ვაშაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამაზე

"ბოლო წუთამდე გვეუბნებოდა, რომ არ გვენერვიულა, მაგრამ ჩვენ ის დავკარგეთ" - გიორგი ვაშაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა, გუტა ვაშაძე გასული წლის დეკემბერში კორონავირუსით გარდაიცვალა. გუტა ვაშაძე, რომელიც დღეს 74 წლის გახდებოდა, მედიკოსი იყო.

გიორგი ვაშაძე მამასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს:

"დღეს მამა 74 წლის გახდებოდა. უდიდესი გულისტკივილი დამიტოვა. ვერ წარმოვიდგენდი რომ ასე ადრეულად დავკარგავდი.საოცრად კეთილი, მოსიყვარულე და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი იყო. სწორედ მისგან ვისწავლე სამშობლოს სიყვარული.

ვისწავლე, რომ ბორიტებას ყოველთვის სიკეთით უნდა უპასუხო. ვისწავლე, რომ პატივი უნდა სცე შენს ოჯახს, შენს ტრადიციებს, წინაპრებს და არასოდეს ჩაიდო გულში ბოროტება, რადგან ეს პირველ რიგში შენ თვითონ დაგანგრეგვს.

მახსოვს პატარაობიდან როგორ მიყვებოდა კეთილი ადამინების შესახებ, რომლებსაც თავისი ცხოვრების მანძილზე შეხვედრია. ხშირად მათ საფლავზე წავუყვანივარ და მოუყოლია მათი გაკეთებული საქმეების შესახებ.

კორონავირუსის შესახებ რომ გავიგე პირველი მამას დავურეკე, ვთხოვე ფრთხილად ყოფილიყო, რადგან მისი ასაკის გამო რისკ ჯგუფში იყო.

მიუხედავად ამისა, როგორც კი მიეცა შესაძლებლობა თავისი პროფესიული ვალდებულებით ჩართულიყო კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობაში ერთი წუთით არ დაფიქრებულა, არც ჩვენთვის უკითხავს ისე შეუდგა ინფიცირებულების მკურნალობას.

მწარედ მახსოვს სატელეფონო ზარი, როცა ჩემმა ძმამ მითხრა რომ მამას და დედას, ორივე ექიმები არიან, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შემდეგ ყოველი შემდგომი დღე სულ უფრო რთული იყო. ბოლო წუთამდე გვეუბნებოდა რომ არ გვენერვიულა, მაგრამ ჩვენ ის დავკარგეთ.

დასაფლავების დღეს მამა თორნიკემ, რომელთანაც ბოლო წლები ხშირი ურტიერთობა ჰქონდა, წარმოთქვა სიტყვები მამაჩემზე და ამ სიტყვებით დავამთავრებ: გუტა ვაშაძე თავისი ცხოვრების წესით ქრისტიანობას ქადაგებდა.მადლობა მამა" - წერს ვაშაძე.

"პრემიერის უშუალო კომუნიკაციით, წლის ბოლომდე ქვეყანა ვაქცინის 4 მილიონამდე დოზას მიიღებს"  - რას წერს ნინო გიორგობიანი მასობრივი ვაქცინაციის დაწყებაზე

"არ ამოივსება სიცარიელის გრძნობა სხვებზე ბრაზის გადატანით" - რას წერს ფსიქოლოგი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებსა და მათ დევნაზე

მოგზაური ძაღლი, რომელსაც მთელი თბილისი იცნობს და ფოტოებს უღებს - "ავტობუსში ადის და მიყვება... ხან საიდან მოვათრევ, ხან საიდან"