პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის ზოლში გაჩერებული მანქანა დაჯარიმდება" - კახა კალაძე
"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის ზოლში გაჩერებული მანქანა დაჯარიმდება" - კახა კალაძე

სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თუ ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში გა­ჩერ­დე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნა, ის და­ჯა­რიმ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია ერთ-ერთი პრობ­ლე­მუ­რი სატ­რან­სპორ­ტო მო­ნაკ­ვე­თია, რად­გან აქ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს „მაკ­დო­ნალდსის“ „დრა­ი­ვი“ და პი­კის სა­ა­თებ­ში მომ­ლო­დი­ნე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რიგი დგე­ბა.

„ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ ამ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ერ­თა­დერ­თი გა­და­წყვე­ტა არის ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის და­ყე­ნე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში გა­ჩერ­დე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნა, თუნ­დაც „დრა­ივ­ზე“ რი­გის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, ის და­ჯა­რიმ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მინ­და მო­ვუ­წო­დო მძღო­ლებს, რომ ამ ად­გი­ლას არ და­ა­კა­ვონ ავ­ტო­ბუ­სის ზოლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მათ და­ე­კის­რე­ბათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, მძღო­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ინ­სპექ­ტო­რი იმუ­შა­ვებს.

„სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის მეტი ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, მინ­და ვთხო­ვო თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას, რომ ერთი ინ­სპექ­ტო­რი იქ იდ­გეს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით და მძღო­ლებს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­სა­ბა­მი­სი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნი­შა­ნი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0
საერთოდ შიგნიდან უნდა დადგნენ, თორემ მერე ჩვეულებრივ ზოლზე დადგებიან და უარესი საცობი შეიქმნება, ისედაც პიკის საათებში გმირთა მოედნიდან იწყება ხოლმე საცობი, მაგრამ ხალხზე ფიქრობთ თქვენ??? არა მგონია, აბა დაფიქრდით
Rezi
0

 ისე სტრატეგიულათ მართლა ცუდ ადგილას არის მ.კ და მისი დრაივიც მაგრამ მაგი რო აშენდა მაშინ ამდენი მანქანა არ დადიოდა და მაგრა მახსოვს დრაივით არავინ არც სარგებლობდა ღამე როცა მარტო დრაივით იყიდებოდა მაშინ თუ შევიდოდი ეხლა იმდენი ხალხია და იმდენი მანქანა მაგის რიგში დგომას გამოძახება მირჩევნია უფრო სწრაფად და დაუღალავათ

ავტორი:

"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის ზოლში გაჩერებული მანქანა დაჯარიმდება" - კახა კალაძე

"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის ზოლში გაჩერებული მანქანა დაჯარიმდება" - კახა კალაძე

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, ის დაჯარიმდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო მონაკვეთია, რადგან აქ ფუნქციონირებს „მაკდონალდსის“ „დრაივი“ და პიკის საათებში მომლოდინე ავტომანქანების რიგი დგება.

„ბევრი ვიმუშავეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ერთადერთი გადაწყვეტა არის ვიდეოსათვალთვალო კამერის დაყენება. იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, თუნდაც „დრაივზე“ რიგის დაკავების მიზნით, ის დაჯარიმდება. აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო მძღოლებს, რომ ამ ადგილას არ დააკავონ ავტობუსის ზოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მძღოლების ინფორმირებულობის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ინსპექტორი იმუშავებს.

„სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების მეტი ინფორმირების მიზნით, მინდა ვთხოვო თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომ ერთი ინსპექტორი იქ იდგეს გარკვეული პერიოდულობით და მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი დამონტაჟებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბანერი გურამ ფალავანდიშვილისა და მისი თანამოაზრეების აქციიდან, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

"ნიუ ჰოსპიტალსში" აცხადებენ, რომ კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებულ არასრულწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია

როგორია ვითარება პარლამენტთან, სადაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული აქციის პარალელურად გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეებიც აქციას მართავენ