მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანაში მასიური ვაქცინაციის უახლოეს მომავალში დაწყება რეალურია" - რამდენი ვაქცინა შემოვა საქართველოში წლის ბოლომდე და უნდა ატარონ თუ არა აცრილებმა ნიღაბი?
"ქვეყანაში მასიური ვაქცინაციის უახლოეს მომავალში დაწყება რეალურია" - რამდენი ვაქცინა შემოვა საქართველოში წლის ბოლომდე და უნდა ატარონ თუ არა აცრილებმა ნიღაბი?

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

საბ­ჭოს წევ­რებ­მა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნი­ხი­ლეს. აღი­ნიშ­ნა, რომ შე­ი­ნიშ­ნე­ბა სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ტენ­დენ­ცია. საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ასე­ვე იმ­სჯე­ლეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­სა და ვაქ­ცი­ნე­ბის და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის შე­მოს­ვლის ვა­დებ­ზე.

აღი­ნიშ­ნა, რომ წლის ბო­ლომ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯამ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 3,6 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვაქ­ცი­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის აქ­ტი­უ­რი მზა­დე­ბა იწყე­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ერთი კვი­რის ვა­და­ში შე­ი­მუ­შა­ვებს ინ­ტენ­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა და მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის გეგ­მას, რო­მე­ლიც და­სამ­ტკი­ცებ­ლად სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წა­რედ­გი­ნე­ბა. ამას­თან, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, გა­და­ამ­ზა­დებს და­მა­ტე­ბით ამცრელ ბრი­გა­დებს და ამ პრო­ცეს­ში სოფ­ლის ექი­მე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

გარ­და ამი­სა, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში პრი­ო­რი­ტე­ტულ ჯგუ­ფად ჩა­ერ­თვე­ბი­ან ავი­ა­ცი­ის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი.

"ჯან­მო-ს პროგ­ნო­ზუ­ლად კე­თილ­სა­ი­მე­დო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ თუ სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე, ქვეყ­ნე­ბი, ვაქ­ცი­ნა­ცი­ით მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-ს მა­ინც მო­ი­ცა­ვენ, ეს ყვე­ლას­თვის უკე­თე­სი პერ­სპექ­ტი­ვა იქ­ნე­ბა ეპი­დე­მი­ის დაძ­ლე­ვის­თვის. ვფიქ­რობ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ 20%-ის და უფრო მე­ტის მოც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, მო­ლო­დი­ნი იმის, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ი­წყოს, ნამ­დვი­ლად რე­ა­ლუ­რია. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ერ­თად ნიღ­ბის ტა­რე­ბა კვლა­ვაც რჩე­ბა ყვე­ლა­ზე ქმე­დით მე­ქა­ნიზ­მად ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან თა­ვის დაც­ვის­თვის და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ თუ არა, "უნდა გა­ვა­კე­თოთ ნიღ­ბის ტა­რე­ბა­ზე აქ­ცენ­ტი“.

"ჩვენ­თან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­ლო­დი­ნი იმის, რომ მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ი­წყოს, ნამ­დვი­ლად რე­ა­ლუ­რია. ჯან­მო-ს პროგ­ნო­ზუ­ლად კე­თილ­სა­ი­მე­დო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ თუ სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-ს მა­ინც მო­ი­ცავს ქვეყ­ნე­ბი, ეს ყვე­ლას­თვის უკე­თე­სი პერ­სპექ­ტი­ვა იქ­ნე­ბა ეპი­დე­მი­ის დაძ­ლე­ვის­თვის. ვფიქ­რობ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ 20%-ის და უფრო მე­ტის მოც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა. არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის რის­კე­ბი რჩე­ბა, ნიღ­ბის ტა­რე­ბა არის კვლა­ვაც ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თი მე­ქა­ნიზ­მი ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან თა­ვის დაც­ვის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ თუ არა, უნდა გა­ვა­კე­თოთ ნიღ­ბის ტა­რე­ბა­ზე აქ­ცენ­ტი. კარ­გია, რომ 66-70%-ის ფარ­გლებ­ში ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს, თუმ­ცა მა­ინც სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე, ვიდ­რე მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია არ გვექ­ნე­ბა ასე­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სის­ვე თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ბი­ნე­ტე­ბის და­მა­ტე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან სხვაგ­ვა­რად მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის­გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

„ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ბი­ნე­ტე­ბის და­მა­ტე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ჩვენ სხვაგ­ვა­რად მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მას ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ამ ეტაპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ბი­ნე­ტე­ბი ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია თბი­ლის­ში, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი დატ­ვირ­თვაა რე­გი­ო­ნებ­ში, თბი­ლის­შიც ემა­ტე­ბა, ასე­ვე მი­დის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის და­მა­ტე­ბა­ზე.

რაც შე­ხე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბას, რო­დე­საც პროგ­რა­მა და­ი­გეგ­მა, გა­ნი­სა­ზღვრა ორ­ჯე­რა­დი ვაქ­ცი­ნა­ცია 5 ლარი, რაც შემ­დეგ უკვე, რო­დე­საც და­მა­ტე­ბი­თი მო­თხოვ­ნე­ბი გაჩ­ნდა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ბი­ნე­ტე­ბის მი­მართ, მათ შო­რის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სერ­ვი­სის, მო­ნი­ტი­რინ­გის გა­წე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, გა­და­ფას­და ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ახლა ჩვენ ვმუ­შა­ობთ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე, რათა მეტი მო­ტი­ვა­ცია შე­ვუქ­მნათ კლი­ნი­კებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ორ­მაგ­დე­ბა, მაგ­რამ ამ დე­ტა­ლებ­ზე ვმუ­შა­ობთ და და­მა­ტე­ბით კი­დევ გვექ­ნე­ბა და­ზუს­ტე­ბუ­ლი პა­სუ­ხი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mwkubove
2

Vai ahens patrons, amas fauchis skandalze araferi smenia, xom?

hfg
1

mocemul gegmas 20%! gadavacharbebt da avcrit 60%! vai tqvens patrons?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ქვეყანაში მასიური ვაქცინაციის უახლოეს მომავალში დაწყება რეალურია" - რამდენი ვაქცინა შემოვა საქართველოში წლის ბოლომდე და უნდა ატარონ თუ არა აცრილებმა ნიღაბი?

"ქვეყანაში მასიური ვაქცინაციის უახლოეს მომავალში დაწყება რეალურია" - რამდენი ვაქცინა შემოვა საქართველოში წლის ბოლომდე და უნდა ატარონ თუ არა აცრილებმა ნიღაბი?

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე.

აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად ჩაერთვებიან ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები.

"ჯანმო-ს პროგნოზულად კეთილსაიმედო მაჩვენებელია, რომ თუ სექტემბრის ბოლომდე, ქვეყნები, ვაქცინაციით მოსახლეობის 20%-ს მაინც მოიცავენ, ეს ყველასთვის უკეთესი პერსპექტივა იქნება ეპიდემიის დაძლევისთვის. ვფიქრობ ამ შემთხვევაში, ჩვენ 20%-ის და უფრო მეტის მოცვის შესაძლებლობა გვექნება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, მოლოდინი იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში მასიური ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყოს, ნამდვილად რეალურია. მისივე განცხადებით, ვაქცინაციასთან ერთად ნიღბის ტარება კვლავაც რჩება ყველაზე ქმედით მექანიზმად ინფიცირებისგან თავის დაცვისთვის და მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები ვართ თუ არა, "უნდა გავაკეთოთ ნიღბის ტარებაზე აქცენტი“.

"ჩვენთან ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. მოლოდინი იმის, რომ მასიური ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყოს, ნამდვილად რეალურია. ჯანმო-ს პროგნოზულად კეთილსაიმედო მაჩვენებელია, რომ თუ სექტემბრის ბოლომდე მოსახლეობის 20%-ს მაინც მოიცავს ქვეყნები, ეს ყველასთვის უკეთესი პერსპექტივა იქნება ეპიდემიის დაძლევისთვის. ვფიქრობ ამ შემთხვევაში, ჩვენ 20%-ის და უფრო მეტის მოცვის შესაძლებლობა გვექნება. არავაქცინირებული ადამიანებისთვის რისკები რჩება, ნიღბის ტარება არის კვლავაც ყველაზე ქმედითი მექანიზმი ინფიცირებისგან თავის დაცვისთვის. მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები ვართ თუ არა, უნდა გავაკეთოთ ნიღბის ტარებაზე აქცენტი. კარგია, რომ 66-70%-ის ფარგლებში ვინარჩუნებთ ამ მაჩვენებელს, თუმცა მაინც საყურადღებოა, რომ სექტემბრის ბოლომდე, ვიდრე მასიური ვაქცინაცია არ გვექნება ასეთი მაჩვენებელი შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისისვე თქმით, ვაქცინაციის კაბინეტების დამატება აუცილებელია, რადგან სხვაგვარად მასიური ვაქცინაციის პროგრამისგანხორციელება შეუძლებელი იქნება.

„ვაქცინაციის კაბინეტების დამატება აუცილებელია, რადგან ჩვენ სხვაგვარად მასიური ვაქცინაციის პროგრამას ვერ განვახორციელებთ. ამ ეტაპზე ვაქცინაციის კაბინეტები ძალიან დატვირთულია თბილისში, შედარებით ნაკლები დატვირთვაა რეგიონებში, თბილისშიც ემატება, ასევე მიდის აქტიური მუშაობა მასიური ვაქცინაციის ცენტრების დამატებაზე.

რაც შეხება ანაზღაურებას, როდესაც პროგრამა დაიგეგმა, განისაზღვრა ორჯერადი ვაქცინაცია 5 ლარი, რაც შემდეგ უკვე, როდესაც დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა ვაქცინაციის კაბინეტების მიმართ, მათ შორის გადაუდებელი დახმარების სერვისის, მონიტირინგის გაწევის აუცილებლობა, გადაფასდა ეს ღირებულება და ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი რესურსის მობილიზებაზე, რათა მეტი მოტივაცია შევუქმნათ კლინიკებს. სავარაუდოდ, გაორმაგდება, მაგრამ ამ დეტალებზე ვმუშაობთ და დამატებით კიდევ გვექნება დაზუსტებული პასუხი“, - განაცხადა გაბუნიამ.

31 გარდაცვლილი და 821 ახალი ინფიცირებული - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები და რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი შემთხვევა

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

"ნენეტოს ვერავინ ნახულობდა და ცოტა შეგვეშინდა... იყო სოციალური პრობლემებიც"  - რას ჰყვება ცნობილი მსახიობი, რომელმაც თვეების შვილისთვის სახლის თეატრი შექმნა