პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, თბილისის მარიონეტების თეატრში გაიმართება
რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, თბილისის მარიონეტების თეატრში გაიმართება

ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს რე­ჟი­სო­რი­სა და მწერ­ლის რეზო გაბ­რი­ა­ძის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი დღეს და ხვალ, 8 და 9 ივ­ნისს, 16:00 სა­ა­თი­დან 20:00 სა­ა­თამ­დე, თბი­ლი­სის მა­რი­ო­ნე­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის (რეზო გაბ­რი­ა­ძის თე­ატ­რი) შე­ნო­ბა­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა, ნა­თე­ლა წიკ­ლა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, რეზო გაბ­რი­ა­ძის ცხე­დარს ან­ჩის­ხა­ტის ტაძ­რი­დან 15:00 სა­ათ­ზე გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. თუ სად დაკ­რძა­ლა­ვენ ცნო­ბილ რე­ჟი­სორ­სა და მწე­რალს, ეს ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

რეზო გაბ­რი­ა­ძე 6 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა. მხატ­ვა­რი, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს რე­ჟი­სო­რი, მწე­რა­ლი და მო­ქან­და­კე რეზო გაბ­რი­ა­ძე 1936 წელს ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და. ის 35-ზე მეტი ფილ­მის ავ­ტო­რია, რო­მელ­თა შო­რის არის „მი­მი­ნო“, „არ იდარ­დო“, „ქინ ძა ძა“, „შე­რე­კი­ლე­ბი“, „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“, „სამ­ნი გზა­ზე“ და ა.შ.

1981 წელს რეზო გაბ­რი­ა­ძემ თბი­ლის­ში და­არ­სა მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი­ვე სპექ­ტაკ­ლი­დან და­ი­პყრო მა­ყუ­რე­ბელ­თა გუ­ლე­ბი და დღეს თე­ატ­რი მთელ მსოფ­ლი­ო­ში მოგ­ზა­უ­რობს.

რეზო გაბ­რი­ა­ძე მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია, მათ შო­რის არის საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კო­მან­დო­რის ორ­დე­ნი, სსრკ სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია, პრე­მი­ე­ბი - „ნიკა“, „ტრი­უმ­ფი“, „ოქ­როს ნი­ღა­ბი“, „ოქ­როს სო­ფი­ტი“, „ცარ­სკო­სელსკა­ია პრე­მია“, შ. რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია და ა.შ.

ავტორი:

რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, თბილისის მარიონეტების თეატრში გაიმართება

რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, თბილისის მარიონეტების თეატრში გაიმართება

ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორისა და მწერლის რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, 8 და 9 ივნისს, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის (რეზო გაბრიაძის თეატრი) შენობაში გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეატრის დირექტორმა, ნათელა წიკლაურმა განუცხადა.

მისი განცხადებით, რეზო გაბრიაძის ცხედარს ანჩისხატის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ. თუ სად დაკრძალავენ ცნობილ რეჟისორსა და მწერალს, ეს ამ დროისთვის უცნობია.

რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.

რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები - „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

"რეზო გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა" - "მარიონეტების მძევალი" გენიოსი

ყვითელი სადღესასწაულო კაბა და უარი "დეპრესიულ ცხოვრებას" - როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ დაბადების დღე (ფოტოები)

"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში