სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აშშ-სგან მიიღებს" - საელჩო
"საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აშშ-სგან მიიღებს" - საელჩო

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო, უკ­რა­ი­ნა და კო­სო­ვო პირ­ვე­ლი სამი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­დე­გო ვაქ­ცი­ნას შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­გან მი­ი­ღებს.

რო­გორც სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, და­ეხ­მა­როს პან­დე­მი­ის­გან ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნის პრო­ცესს.

„ამ კვი­რა­ში პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას გა­უ­ზი­ა­რებს, იმი­ტომ, რომ არ­ცერ­თი ჩვენ­გა­ნი არაა და­ცუ­ლი, სა­ნამ ყვე­ლა­ნი არ ვიქ­ნე­ბით და­ცუ­ლი.

რე­გი­ო­ნულ პრი­ო­რი­ტე­ტებ­სა და პარტნი­ო­რო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლო, უკ­რა­ი­ნა და კო­სო­ვო პირ­ვე­ლი სამი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნას შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­გან მი­ი­ღებს.

ასე­ვე, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, და­ეხ­მა­როს პან­დე­მი­ის­გან ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნის პრო­ცესს. დღეს სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში, ფილ რი­კე­რი შეხ­ვდა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც USAID/Georgia-ს მიერ მხარ­და­ჭე­რილ ანა­ლი­ტი­კურ სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუფ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მათ გა­ნი­ხი­ლეს, რო­გორ შე­უძ­ლია შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნის მხარ­და­ჭე­რის გაგ­რძე­ლე­ბა, რაც და­საქ­მე­ბუ­ლებს, მათ ოჯა­ხებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

ავტორი:

"საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აშშ-სგან მიიღებს" - საელჩო

"საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აშშ-სგან მიიღებს" - საელჩო

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს.

„ამ კვირაში პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს, იმიტომ, რომ არცერთი ჩვენგანი არაა დაცული, სანამ ყველანი არ ვიქნებით დაცული.

რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს.

ასევე, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი შეხვდა ორგანიზაციებს, რომლებიც USAID/Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ანალიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობენ. მათ განიხილეს, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ძლიერი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის გაგრძელება, რაც დასაქმებულებს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

"ე.წ. მაუგლის მეთოდით ვარჯიში ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია" - სახალხო დამცველი

ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - სპეციალისტები ზაფხულის განმავლობაში ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მომხმარებელს ხელსაყრელ ფასად სთავაზობს