პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილმა იმიტომაც გამოაქვეყნა ეს წერილი ალბათ, შიგნით შეაწუხეს ძალიან" - რას აჩვენებს ივანიშვილის მიერ გახარიას კრიტიკა?
"ივანიშვილმა იმიტომაც გამოაქვეყნა ეს წერილი ალბათ, შიგნით შეაწუხეს ძალიან" - რას აჩვენებს ივანიშვილის მიერ გახარიას კრიტიკა?

დღეს დი­ლით გავ­რცელ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რი­ლი, რომ­ლი­თაც ის გა­ხა­რი­ას­თან პო­ლი­ტი­კურ კავ­შირს გა­მო­რი­ცხავს და მის გა­დად­გო­მას აფა­სებს. მისი თქმით, გა­ხა­რი­ამ გუნდს უღა­ლა­ტა. "რო­დე­საც უმაღ­ლე­სი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დის და ამ სა­ბა­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს, ამა­ზე დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლი ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია. მინ­და მწუ­ხა­რე­ბით აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩემი მძი­მე იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამ ყვე­ლაფ­რის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა იყო გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მიერ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის და­ფუძ­ნე­ბა. მის პარ­ტი­ას არა აქვს არა­ვი­თა­რი იდე­ო­ლო­გი­უ­რი თუ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი და იგი, აშ­კა­რად, მო­აზ­რე­ბუ­ლია რო­გორც სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი მმარ­თვე­ლი გუნ­დის­თვის სა­არ­ჩევ­ნო ხმე­ბის თუნ­დაც მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის წა­სარ­თმე­ვად", - ვკი­თხუ­ლობთ ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღეს­ვე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­პა­სუ­ხო პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ფე­ის­ბუ­კის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, სა­დაც ის წერს, რომ "სი­მარ­თლეს ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამას ყვე­ლა გა­ი­გებს. ისევ ჭო­რა­ო­ბის გა­რე­შე, ვერ­თი­ან­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ!" - წერს გა­ხა­რია.

"ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტყუ­ილ-მარ­თლით გა­ზა­ვე­ბუ­ლი ყალ­ბი პა­თე­ტი­კა და მეტი არა­ფე­რი." - ასევ აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას."

აქ სამი ძი­რი­თა­დი მო­მენ­ტი შე­მიძ­ლია შე­ვა­ფა­სო: გა­ხა­რია მისი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი რომ არ არის, ამის დეკ­ლა­რი­რე­ბას და­ვე­თან­ხმე­ბო­დი - მას კარ­გად ვიც­ნობ და სი­მარ­თლე თქვა, ივა­ნიშ­ვი­ლი ამ თა­მა­შე­ბით ნამ­დვი­ლად არ და­კავ­დე­ბო­და, არაა მისი სტი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ის წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან, ესაა ტყუ­ი­ლი და მე­სა­მე - თქვა, რომ მე­ლი­ას იმ დღეს აყ­ვა­ნა ეს იყო კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქმე­დე­ბაო, რაც არის ცი­ნიზ­მი ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კურ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში შემ­ჩნე­უ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ჩა­ე­ბე­ტო­ნე­ბი­ნა სა­სა­მარ­თლო­ში და ამ ადა­მი­ანს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე სა­უბ­რის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ აქვს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ აგო­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას რაც ეხე­ბა, თით­ქოს გა­ხა­რია იმი­ტომ გა­დად­გა, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აწყობ­დნენ და ამას შე­უ­წყო ხე­ლიო, ეს არის დიდი სი­სუ­ლე­ლე, რა­ზეც კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ“.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რილ­ზე, პო­ლი­ტო­ლო­გი ასე აფა­სებს:

"გა­ხა­რია ძა­ლი­ან სწო­რად გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, არ უნდა აჰ­ყვეს მას თა­მაშ­ში, ჭკვი­ა­ნუ­რად იქ­ცე­ვა. ივა­ნიშ­ვილ­მაც იმი­ტომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ეს წე­რი­ლი, ალ­ბათ შიგ­ნით შე­ა­წუ­ხეს ძა­ლი­ან - ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ჰაი და ჰუი, შე­უ­ჩი­ჩხი­ნეს და ამი­ტომ გა­ა­კე­თა ეს გან­ცხა­დე­ბა“.

ექ­სპერტ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ის არ წა­სუ­ლა პო­ლი­ტი­კი­დან.

"ივა­ნიშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან, არ აღ­მოჩ­ნდა მთლად ზუს­ტი იმი­ტომ, რომ რო­გორც კი კრი­ტი­კუ­ლი და კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­ნა პარ­ტი­ის შიგ­ნით, ის იმა­ვე წუთ­ში გა­მო­ვი­და ას­პა­რეზ­ზე. რო­გორც ჩანს, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ზუს­ტად იცი­ან გა­ხა­რი­ას წო­ნი­სა და რე­ი­ტინ­გის შე­სა­ხებ. მათ აქვთ თა­ვი­ან­თი გა­მო­კი­თხვე­ბი და შიდა აუ­დი­ტიც ეყო­ლე­ბათ, რო­მე­ლიც ამ გავ­ლე­ნებს სწავ­ლობს, გარ­და იმი­სა, რომ რე­გი­ო­ნებ­ში აქა-იქ ტო­ვე­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რი­გებს და გა­ხა­რი­ას­თან გა­და­დი­ან.

ეს ქმნის იმის წი­ნა­პი­რო­ბას, რომ შემ­დგომ­ში საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლად შეკ­რუ­ლი გუნ­დი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს გა­ხა­რი­ას. ამას თუ იმა­საც და­ვუ­მა­ტებთ, რომ საკ­რე­ბუ­ლო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ ბევ­რი ვერ მოხ­ვდე­ბა, ახა­ლი ხალ­ხი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ "ოც­ნე­ბა­ზე“ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბი საკ­მა­ოდ იქ­ნე­ბი­ან და ისი­ნი გა­ხა­რი­ას­კენ გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ. რო­გორც ჩანს, "ოც­ნე­ბას“ ამ პრო­ცე­სის შე­ე­შინ­და - 43%, თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ყო­ვე­ლი­ვე ამან აი­ძუ­ლა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩარ­თუ­ლი­ყო პრო­ცე­სებ­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. მის გან­ცხა­დე­ბა­ში არის ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი: 1. ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ხა­რია აკურ­თხა რო­გორც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ამი­ტომ მი­სად­მი კი­თხვე­ბი უკვე ძნე­ლად გაჩ­ნდე­ბა. ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ხა­რია, გარ­და პარ­ტი­ის ღა­ლა­ტი­სა, ლა­მის სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, კაცს მეტი რა უნდა და­აბ­რა­ლო? ანუ მან მოხ­სნა კი­თხვა, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რია თუ არა გა­ხა­რია და 2.

გა­ხა­რი­ას ელექ­ტო­რა­ტი ორი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა - ის, ვინც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ მერ­ყე­ობს, ვერ გა­და­უ­წყვე­ტია, დარ­ჩეს თუ არა მომ­ხრე, რად­გან ვერ უპო­ვია შე­სა­ფე­რი­სი ძალა. ამი­ტო­მაა ამ ამომ­რჩევ­ლის და­მაგ­რე­ბა ისევ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ გა­ხა­რია შე­საძ­ლოა, იყოს ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი. ამ გან­ცხა­დე­ბით ივა­ნიშ­ვი­ლი შე­ე­ცა­და ეს ამომ­რჩე­ვე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ორ­ბი­ტა­ზე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მე­ო­რე ნა­კა­დი - 0-დან 5%-მდე პარ­ტი­ის ამომ­რჩე­ვე­ლია (ის "ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი იყო თა­ვის დრო­ზე) 2016-ში, მაგ­რამ ახლა გუ­ლაც­რუ­ე­ბუ­ლია რო­გორც "ოც­ნე­ბა­ზე“, ისე ივა­ნიშ­ვილ­ზე. ამ ამომ­რჩევ­ლი­დან ნა­წი­ლი ალ­ბათ გა­ხა­რი­ას და­უბ­რუნ­დე­ბა, რად­გან ჩათ­ვლის, რომ გა­ხა­რია არის ის ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბას. ეს ამომ­რჩე­ვე­ლი ცოტა გუ­ლაც­რუ­ე­ბუ­ლია სწო­რედ ამ წვრილ პარ­ტი­ებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ექ­ვსთვი­ან პე­რი­ოდ­ში ეს პარ­ტი­ე­ბი ნებ­სით, თუ უნებ­ლი­ედ, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან“ ერ­თად ერთ ქვაბ­ში აღ­მოჩ­ნდნენ. ნა­წი­ლი მათი ამომ­რჩევ­ლი­სა, უეჭ­ვე­ლი წავა გა­ხა­რი­ას­კენ.

ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ, რა თქმა უნდა, ელექ­ტო­რა­ლუ­რად და­ა­ზა­რა­ლა გა­ხა­რია, მაგ­რამ და­ა­ზა­რა­ლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლი­დან და არა იმ ამომ­რჩევ­ლი­დან, რომ­ლებ­მაც სხვა პარ­ტი­ებს მის­ცა ხმა. გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ეს სცე­ნა­რი ძა­ლი­ან ჰგავს იმ სცე­ნარს, რაც 2001-03 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და - მა­ში­ნაც ეს სცე­ნა­რი იყო, შე­ვარ­დნა­ძე უნდა ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა მას­თან რა­დი­კა­ლუ­რად და­პი­რის­პი­რე­ბულ გუნდს და ეს აღ­მოჩ­ნდა სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დი. ვე­ლო­დე­ბი, რომ ეს სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­დე­ბა, ოღონდ, დგი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მი­ი­ღებს თუ არა "ოც­ნე­ბა“ 43%-ს. გა­ხა­რია მა­ნამ­დე იქ­ნე­ბა ზო­მი­ე­რი, ისე­თი­ვე, რო­გო­რი გან­ცხა­დე­ბაც დღეს გა­ა­კე­თა, ჭო­რა­ო­ბას არ და­ვი­წყე­ბო. ის ამ ნი­შას და­ი­ჭერს ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე და ამის მერე გახ­დე­ბა უფრო რა­დი­კა­ლუ­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, 43%-ს აი­ღებს თუ არა "ოც­ნე­ბა“ - თუ ვერ აი­ღებს, გა­ხა­რია მკვეთ­რად რა­დი­კა­ლუ­რი გახ­დე­ბა მის მი­მართ, თუ აი­ღებს - ზო­მი­ე­რად რა­დი­კა­ლუ­რი“.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
24

ვითომ გააკრიტიკა, აბა ისე ოპოზიაციად როგორ უნდა წარმოჩნდეს მთლიანად 'ექს-ქოცებით' დაკომპლექტებული პარტია. ივანიშვილს ერთ ჯიბეში მმართველი პარტია უზის და მეორეში 'ფეიკ'-ოპოზიცია, ანუ გახარია და მისი პარტია...

ბესო B.
24

ახლა არქიფო ბრძანებს რომ

,,სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ტე­ლი­ტი ფსევ­დო­პარ­ტი­ე­ბის შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე ფარ­თოდ და­ნერ­გი­ლი მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა იყო. თუმ­ცა, ამ­გვა­რი რამ ჩემი ხელ­წე­რა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და 2011 წლი­დან პო­ლი­ტი­კი­დან ჩემს სა­ბო­ლო­ოდ გას­ვლამ­დე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არ­ცერ­თი ფსევ­დო­პარ­ტი­ის შექ­მნა არ მი­კად­რე­ბია." 

 

არადა თავად არქიფოს მოგონილია არჩევნებში ფსევდო ოპოზიციის გამოყენება... რითაც ამაყობდა კიდეც... 

 

აი ფაქტები ბატონებო თავად რასაც ამბობდა, თუ როგორ მოიფიქრა შექმნა და წარმატებით გამოიყენა ფსევდო ოპოზიციონერი

 

"მე "რასკრუტკა" გავუკეთე (ალექსანდრ) ლებედს, როდესაც ის მიტოვებული პოლიტიკოსი იყო. მე მაშინ ე.წ. "სემიბანკირშჩინაში" (семибанкирщина) შემიყვანეს. ელცინის საარჩევნო შტაბში, რომელსაც ანატოლი ჩუბაისი ხელმძღვანელობდა, ლებედს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. მე კი მისი საარჩევნო შტაბი ბანკის ოფისში განვათავსე, მისი "რასკრუტკა" დავაფინანსე.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ყველა მიხვდა, რომ მე მართალი ვიყავი: ელცინს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ლებედმა არჩევნებზე თავისი ხმები ელცინს გადასცა, რითიც მისი გამარჯვება უზრუნველყო. მე მადლობაც კი არავინ მითხრა, ხოლო როცა ლებედი მოხსნეს (უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან), ყველამ გაიხსენა, რომ ის მე მოვიყვანე და გამინაპირეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე პოლიტიკაში ჩავერთე".

შემდეგ, როდესაც ლებედი კრასნოიარსკის გუბერნატორად იყრიდა კენჭს, ივანიშვილი მას, "ძველი ურთიერთობიდან" გამომდინარე, კადრებით დაეხმარა. პირდაპირ არ დაუფინანსებია და პირდაპირ არც დაკავშირებია, - ამბობს ბიზნესმენი." (ციტატის დასასრული)

წყარო: newsru.com "Самый загадочный российский миллиардер Борис Иванишвили нарушил обет молчания". 7 апреля 2005 г. 

 

არქიფოსნაირი გაქექილი და გაიძვერობაში ნიჭიერი, პოლიტიკოსი მეორე არ მოიძებნება

ავტორი:

"ივანიშვილმა იმიტომაც გამოაქვეყნა ეს წერილი ალბათ, შიგნით შეაწუხეს ძალიან" - რას აჩვენებს ივანიშვილის მიერ გახარიას კრიტიკა?

"ივანიშვილმა იმიტომაც გამოაქვეყნა ეს წერილი ალბათ, შიგნით შეაწუხეს ძალიან" - რას აჩვენებს ივანიშვილის მიერ გახარიას კრიტიკა?

დღეს დილით გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც ის გახარიასთან პოლიტიკურ კავშირს გამორიცხავს და მის გადადგომას აფასებს. მისი თქმით, გახარიამ გუნდს უღალატა. "როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად", - ვკითხულობთ ივანიშვილის განცხადებაში.

დღესვე გიორგი გახარიამ საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე, სადაც ის წერს, რომ "სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!" - წერს გახარია.

"ეს არის ჩვეულებრივი ტყუილ-მართლით გაზავებული ყალბი პათეტიკა და მეტი არაფერი." - ასევ აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადებას."

აქ სამი ძირითადი მომენტი შემიძლია შევაფასო: გახარია მისი, ბიძინა ივანიშვილის პროექტი რომ არ არის, ამის დეკლარირებას დავეთანხმებოდი - მას კარგად ვიცნობ და სიმართლე თქვა, ივანიშვილი ამ თამაშებით ნამდვილად არ დაკავდებოდა, არაა მისი სტილი. რაც შეეხება იმას, რომ ის წავიდა პოლიტიკიდან, ესაა ტყუილი და მესამე - თქვა, რომ მელიას იმ დღეს აყვანა ეს იყო კანონის უზენაესობის ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებაო, რაც არის ცინიზმი ადამიანისგან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში შემჩნეული მოსამართლეები ჩაებეტონებინა სასამართლოში და ამ ადამიანს კანონის უზენაესობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.

"ქართული ოცნების“ მიერ აგორებულ კამპანიას რაც ეხება, თითქოს გახარია იმიტომ გადადგა, "ნაციონალები" გადატრიალებას აწყობდნენ და ამას შეუწყო ხელიო, ეს არის დიდი სისულელე, რაზეც კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

რაც შეეხება გახარიას გამოხმაურებას ბიძინა ივანიშვილის წერილზე, პოლიტოლოგი ასე აფასებს:

"გახარია ძალიან სწორად გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილს, არ უნდა აჰყვეს მას თამაშში, ჭკვიანურად იქცევა. ივანიშვილმაც იმიტომ გამოაქვეყნა ეს წერილი, ალბათ შიგნით შეაწუხეს ძალიან - ბატონო ბიძინა, ჰაი და ჰუი, შეუჩიჩხინეს და ამიტომ გააკეთა ეს განცხადება“.

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ივანიშვილის განცხადებამ აჩვენა, რომ ის არ წასულა პოლიტიკიდან.

"ივანიშვილის მტკიცება, რომ საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან, არ აღმოჩნდა მთლად ზუსტი იმიტომ, რომ როგორც კი კრიტიკული და კრიზისული სიტუაცია შეიქნა პარტიის შიგნით, ის იმავე წუთში გამოვიდა ასპარეზზე. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში“ ზუსტად იციან გახარიას წონისა და რეიტინგის შესახებ. მათ აქვთ თავიანთი გამოკითხვები და შიდა აუდიტიც ეყოლებათ, რომელიც ამ გავლენებს სწავლობს, გარდა იმისა, რომ რეგიონებში აქა-იქ ტოვებენ "ქართული ოცნების“ რიგებს და გახარიასთან გადადიან.

ეს ქმნის იმის წინაპირობას, რომ შემდგომში საკმაოდ ძლიერი და ორგანიზაციულად შეკრული გუნდი ჩამოუყალიბდეს გახარიას. ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ საკრებულოში "ქართული ოცნებიდან“ ბევრი ვერ მოხვდება, ახალი ხალხი იქნება, ამიტომ "ოცნებაზე“ განაწყენებულები საკმაოდ იქნებიან და ისინი გახარიასკენ გადაინაცვლებენ. როგორც ჩანს, "ოცნებას“ ამ პროცესის შეეშინდა - 43%, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველივე ამან აიძულა ივანიშვილი ჩართულიყო პროცესებში და საზოგადოებრივ ასპარეზზე დაბრუნებულიყო. მის განცხადებაში არის ორი მნიშვნელოვანი მომენტი: 1. ივანიშვილმა გახარია აკურთხა როგორც ოპოზიციონერი, ამიტომ მისადმი კითხვები უკვე ძნელად გაჩნდება. ივანიშვილმა გახარია, გარდა პარტიის ღალატისა, ლამის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, კაცს მეტი რა უნდა დააბრალო? ანუ მან მოხსნა კითხვა, ოპოზიციონერია თუ არა გახარია და 2.

გახარიას ელექტორატი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება - ის, ვინც "ქართულ ოცნებასთან“ მერყეობს, ვერ გადაუწყვეტია, დარჩეს თუ არა მომხრე, რადგან ვერ უპოვია შესაფერისი ძალა. ამიტომაა ამ ამომრჩევლის დამაგრება ისევ "ქართულ ოცნებაზე“, რომლებიც ფიქრობენ, რომ გახარია შესაძლოა, იყოს ივანიშვილის პროექტი. ამ განცხადებით ივანიშვილი შეეცადა ეს ამომრჩეველი "ქართული ოცნების“ ორბიტაზე დაეტოვებინა. მეორე ნაკადი - 0-დან 5%-მდე პარტიის ამომრჩეველია (ის "ოცნების“ ამომრჩეველი იყო თავის დროზე) 2016-ში, მაგრამ ახლა გულაცრუებულია როგორც "ოცნებაზე“, ისე ივანიშვილზე. ამ ამომრჩევლიდან ნაწილი ალბათ გახარიას დაუბრუნდება, რადგან ჩათვლის, რომ გახარია არის ის ფიგურა, რომელიც შეძლებს ივანიშვილის დამარცხებას. ეს ამომრჩეველი ცოტა გულაცრუებულია სწორედ ამ წვრილ პარტიებზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ექვსთვიან პერიოდში ეს პარტიები ნებსით, თუ უნებლიედ, "ნაციონალებთან“ ერთად ერთ ქვაბში აღმოჩნდნენ. ნაწილი მათი ამომრჩევლისა, უეჭველი წავა გახარიასკენ.

ივანიშვილის განცხადებამ, რა თქმა უნდა, ელექტორალურად დააზარალა გახარია, მაგრამ დააზარალა "ქართული ოცნების“ ამომრჩევლიდან და არა იმ ამომრჩევლიდან, რომლებმაც სხვა პარტიებს მისცა ხმა. გულწრფელად გითხრათ, ეს სცენარი ძალიან ჰგავს იმ სცენარს, რაც 2001-03 წლებში განხორციელდა - მაშინაც ეს სცენარი იყო, შევარდნაძე უნდა ჩაენაცვლებინა მასთან რადიკალურად დაპირისპირებულ გუნდს და ეს აღმოჩნდა სააკაშვილის გუნდი. ველოდები, რომ ეს სცენარი განვითარდება, ოღონდ, დგილობრივი არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა "ოცნება“ 43%-ს. გახარია მანამდე იქნება ზომიერი, ისეთივე, როგორი განცხადებაც დღეს გააკეთა, ჭორაობას არ დავიწყებო. ის ამ ნიშას დაიჭერს ადგილობრივ არჩევნებზე და ამის მერე გახდება უფრო რადიკალური, მიუხედავად იმისა, 43%-ს აიღებს თუ არა "ოცნება“ - თუ ვერ აიღებს, გახარია მკვეთრად რადიკალური გახდება მის მიმართ, თუ აიღებს - ზომიერად რადიკალური“.

რა მოლოდინია ნატო-ს სამიტისგან, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

"ყველა ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს, ველით, რომ ეს სათანადოდ იქნება დაფასებული" - ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამიტზე

"სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად - საქართველოსთვის“ - რას წერს გიორგი გახარია ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ