სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას" - რა წერია საპატრიარქოს 5-პუნქტიან განცხადებაში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით
"გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას" - რა წერია საპატრიარქოს 5-პუნქტიან განცხადებაში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს, რო­მე­ლიც ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნი­დან ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცესს ეხე­ბა.

ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­აბსთან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­სა­მარ­თლო­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქ მყოფ არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე უღირ­სი მო­პყრო­ბის და ძა­ლა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

ამას­თან, სა­პატ­რი­არ­ქო მი­იჩ­ნევს, რომ პან­სი­ო­ნი­დან ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის გაყ­ვა­ნის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბავ­შვე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რესს.

  1. გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ონ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ო­ბა­ზე ჩვენ­თვის არა­ვის მო­უ­მარ­თავს და იგი მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი. ამი­ტო­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ვერ­თეთ. ამ­ჟა­მად ვი­თა­რე­ბა შეც­ვლი­ლია. იქ სოც­მუ­შა­კე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან და ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­ზე სა­დღე­ღა­მი­სო დაკ­ვირ­ვე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ეკ­ლე­სია კვლა­ვაც ითა­ნამ­შრომ­ლებს სა­თა­ნა­დო უწყე­ბებ­თან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით.
  2. ამას­თან, ვა­ცხა­დებთ, რომ გა­ვა­სა­ჩივ­რებთ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ეხე­ბა ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნი­დან ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცესს, რად­გან სა­სა­მარ­თლო­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქ მყოფ არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე უღირ­სი მო­პყრო­ბის და ძა­ლა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ; აგ­რეთ­ვე, პან­სი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და პერ­სო­ნალს არ მის­ცე­მია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია.
  3. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა დრო­უ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად მო­ახ­დი­ნონ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა, რათა სა­მარ­თლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცეს მოვ­ლე­ნებს.
  4. ვთვლით, რომ პან­სი­ო­ნი­დან ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის გაყ­ვა­ნის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბავ­შვე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რესს, რად­გან არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მიერ იქ არ­სე­ბუ­ლი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა და არც სა­თა­ნა­დო დას­კვნა და­დე­ბუ­ლა კომ­პე­ტენ­ტუ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ. ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ით, გა­დაყ­ვა­ნის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და ნაჩ­ქა­რე­ვი პრო­ცე­სი მხო­ლოდ და­ა­ზა­რა­ლებს აღ­საზ­რდე­ლებს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის მათი უფ­ლე­ბე­ბის სა­თა­ნა­დო დაც­ვას­თან.
  5. მიგ­ვაჩ­ნია, რომ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის უფ­ლე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მი­უმხრო­ბე­ლი და მათ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რათა არ მოხ­დეს, ერთი მხრივ, არას­რულ­წლო­ვან­თა ტრამ­ვი­რე­ბა და, მე­ო­რე მხრივ, მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ან­ტი­ეკ­ლე­სი­უ­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ი­სა­თის”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nia
12

ბავშვების და სასწავლებლის კურსდამთავრებულების ნაწილი სხვანაირად. ლაპარაკობს და კმაყოფილია პანსიონატის. სერიოზული გამოძიებაა საჭირო სიმართლის დასადგენად. მაგრამ! ის რაც ფაქტია, და გამოძიება არც სჭირდება, მეუფეების,მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლების დაუოკებელი სწრაფვა,სიმდიდრის მოხვეჭისკენ! საუკეათესო,ძვირადღირებული მანქანები,ტელეფონები,დიდი ფართობის,ათობით ჰექტარი მიწები საკუთრებაში,რეზიდენციები... რას ჰგავს ეს??? მართლმადიდებლურ ქრისტიანობას??? ერთადერთი მეუფე,რომელიც იმსახურებს თავისი უბრალოებით ეს წოდება ატაროს არის მეუფე ისაია.(ნიქოზის) მრევლი ვარ,მოძღვარიც მყავს, ბევრი ღირსეული მოძღვარიც მსახურობს ჩვენს ეკლესიებში . თუმცა რაც ზოგადად საპატრიარქოში, გამდიდრების წყურვილით შეპყრობილ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებში ხდება არის მ ა რ ა ზ მ ი!!ყველანაირად წინააღმდეგობაში რომ მოდის მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან!!

ნიტა
18

სასამართლოს განჩინება ყველასთვის სავალდებულოა აღსასრულებლად თუ ეს ორჯერ ნასამართლებ სპირიდონ გოჩა აბულაძეს და საპატრიარქოს არ ეხებათ? რას ჩააფრინდა ეს კაცი ამ ბავშვებს? გაათავისუფლეთ ბავშვები ამ ბნელი, ღიად პრორუსი კაცისგან.ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.ესეთი განაცხადი უნდა გააკეთოს ოცნებამ 2024 წელს ევროკავშირში? თუ გარეჯი საქართველოათი აპირებენ? ისე ვეტყვი რომ გარეჯიც საქართველოა და ვარკეთილიც თბილისია 

ავტორი:

"გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას" - რა წერია საპატრიარქოს 5-პუნქტიან განცხადებაში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით

"გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას" - რა წერია საპატრიარქოს 5-პუნქტიან განცხადებაში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქო სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საზოგადოეაბსთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ.

ამასთან, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს.

  1. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთვის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით.
  2. ამასთან, ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.
  3. აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს.
  4. ვთვლით, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან.
  5. მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათის”, - ნათქვამია განცხადებაში.

რა ხდება ამ წუთებში "ენკას" ოფისთან, სადაც “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „უნივერსიადა 2021“-ზე სამი ოქრო მოიპოვა

სწრაფი ონლაინ სესხები: რა პრიორიტეტებით გამოირჩევა სფეის სესხი