სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაფერი ისეთი არ ხდება, არავინ ბავშვის ხორცით არ იკვებება აქ" - მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე
"არაფერი ისეთი არ ხდება, არავინ ბავშვის ხორცით არ იკვებება აქ" - მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე

არა­ფე­რი ისე­თი არ ხდე­ბა აქ, ნამ­დვი­ლად მინ­და გი­თხრათ, რომ არა­ვინ ბავ­შვის ხორ­ცით აქ არ იკ­ვე­ბე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნატ­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ამ ეტაპ­ზე, ბავ­შვე­ბის სურ­ვი­ლებს არ იც­ნობს და მათ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ესა­უბ­რე­ბი­ან.

კი­თხვა­ზე, თუ რის გამო იმ­ყო­ფე­ბი­ან ბავ­შვე­ბი გა­მო­კი­თხვა­ზე, ნი­კო­ლო­ზი აცხა­დებს, რომ ისი­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ, და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში არი­ან.

„ერ­თა­დერ­თი ვა­რა­უ­დი შე­მიძ­ლია გა­მოვ­თქვა, ეს ბავ­შვე­ბი და­კი­თხვა­ზე არი­ან იმის გამო, რომ ახა­ლი საქ­მე აღიძ­რა გუ­შინ და რაც მოხ­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე რო­გორც გა­ვი­გე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ვალ­დე­ბუ­ლია, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ნე­ბის­მი­ერ მი­მარ­თვა­ზე აღ­ძრას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, არ აქვს უფ­ლე­ბა, უარი უთხრას.

პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, სა­პატ­რი­არ­ქოს კო­მი­სი­აა ჩა­მო­სუ­ლი, მეც დღეს ჩა­ვერ­თე აქ­ტი­უ­რად ამ მოვ­ლე­ნებ­ში, მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აქ არი­ან მუდ­მი­ვად, და კი­დევ, რაც მთა­ვა­რია, ბავ­შვე­ბი არი­ან. გვინ­და, გა­ვი­გოთ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვი რას ფიქ­რობს, რა უნდა, სოც­მუ­შა­კე­ბი ამას ჩა­ი­ნიშ­ნა­ვენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, სა­თი­თა­ოდ. სოც­მუ­შა­კე­ბი ამ ან­გა­რიშს წა­ი­ღე­ბენ და იმის მი­ხედ­ვით, რა უნდა ბავ­შვს, გა­არ­კვე­ვენ იქ შემ­ხვედ­რი წი­ნა­და­დე­ბა რო­გო­რია. ასე ამ­ბობს მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი, რომ ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე წა­იყ­ვა­ნეს 6 ბავ­შვი, ეს არა­ჯან­სა­ღი რა­ღა­ცაა, არა­ფე­რი ისე­თი არ ხდე­ბა აქ, ნამ­დვი­ლად მინ­და გი­თხრათ, რომ არა­ვინ ბავ­შვის ხორ­ცით აქ არ იკ­ვე­ბე­ბა. ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვევთ თან­და­თა­ნო­ბით, მშვი­დად და წყნა­რად, რო­გორც უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის, ისე გა­დავ­წყვეტთ.

ჯერ არ­ცერ­თი ბავ­შვის სურ­ვი­ლი არ ვიცი, ჩვე­ნი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ელა­პა­რა­კე­ბი­ან და მეც ერთი სული მაქვს, რო­დის შევ­ბრუნ­დე­ბი, რომ ჩა­ვერ­თო“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maka
20

არ გეკადრებათ უტრირება. ბავშვების ხორცით რომ ვინმე იკვებებოდეს, მაგაზე არაა საქმე აღძრული დიდი ალბათობით. არაჯანსაღი ისაა, არავის რომ არ უშვებთ მანდ და გეშინიათ, ბავშვებს რამე არ წამოსცდეთ. 

სიმართლე
20

ხო აბა სხვა რას იტყოდი 

ავტორი:

"არაფერი ისეთი არ ხდება, არავინ ბავშვის ხორცით არ იკვებება აქ" - მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე

"არაფერი ისეთი არ ხდება, არავინ ბავშვის ხორცით არ იკვებება აქ" - მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე

არაფერი ისეთი არ ხდება აქ, ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არავინ ბავშვის ხორცით აქ არ იკვებება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ამ ეტაპზე, ბავშვების სურვილებს არ იცნობს და მათ კომისიის წევრები ესაუბრებიან.

კითხვაზე, თუ რის გამო იმყოფებიან ბავშვები გამოკითხვაზე, ნიკოლოზი აცხადებს, რომ ისინი სავარაუდოდ, დაწყებული გამოძიების ფარგლებში არიან.

„ერთადერთი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, ეს ბავშვები დაკითხვაზე არიან იმის გამო, რომ ახალი საქმე აღიძრა გუშინ და რაც მოხდა იმასთან დაკავშირებით. მე როგორც გავიგე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, სახალხო დამცველის ნებისმიერ მიმართვაზე აღძრას სისხლის სამართლის საქმე, არ აქვს უფლება, უარი უთხრას.

პარლამენტარები, საპატრიარქოს კომისიაა ჩამოსული, მეც დღეს ჩავერთე აქტიურად ამ მოვლენებში, მეუფე სპირიდონი და მისი თანამშრომლები აქ არიან მუდმივად, და კიდევ, რაც მთავარია, ბავშვები არიან. გვინდა, გავიგოთ თითოეული ბავშვი რას ფიქრობს, რა უნდა, სოცმუშაკები ამას ჩაინიშნავენ ინდივიდუალურად, სათითაოდ. სოცმუშაკები ამ ანგარიშს წაიღებენ და იმის მიხედვით, რა უნდა ბავშვს, გაარკვევენ იქ შემხვედრი წინადადება როგორია. ასე ამბობს მეუფე სპირიდონი, რომ ღამის პირველ საათზე წაიყვანეს 6 ბავშვი, ეს არაჯანსაღი რაღაცაა, არაფერი ისეთი არ ხდება აქ, ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არავინ ბავშვის ხორცით აქ არ იკვებება. ყველაფერს გავარკვევთ თანდათანობით, მშვიდად და წყნარად, როგორც უკეთესი იქნება ბავშვებისთვის, ისე გადავწყვეტთ.

ჯერ არცერთი ბავშვის სურვილი არ ვიცი, ჩვენი კომისიის წევრები ელაპარაკებიან და მეც ერთი სული მაქვს, როდის შევბრუნდები, რომ ჩავერთო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც 9 ივნისს დენი გაითიშება

"საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აშშ-სგან მიიღებს" - საელჩო

"ე.წ. მაუგლის მეთოდით ვარჯიში ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია" - სახალხო დამცველი