პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს, "ოცნების" საარჩევნო შტაბს კი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს" - რა ხდება მმართველ პარტიაში?
"თბილისის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს, "ოცნების" საარჩევნო შტაბს კი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს" - რა ხდება მმართველ პარტიაში?

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ლი­დე­რებ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, ირ­კვე­ვა, რომ კახი კა­ლა­ძე, დიდი ალ­ბა­თო­ბით, თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მე­ო­რე ვა­დით აპი­რებს კენ­ჭისყრას. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის ის უალ­ტერ­ნა­ტო­ვო კან­დი­და­ტუ­რაა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, მის გა­მარ­ჯვე­ბა­შიც დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან. ძალ­ზე მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ამას­წინ­დე­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბაც, რო­დე­საც მან ტე­ლე­ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა ახ­სე­ნა და თქვა, რომ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის კახა კა­ლა­ძე რე­ი­ტინ­გით პირ­ველ ად­გილ­ზეა და, შე­სა­ბა­მი­სად, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გუნდში.

რე­გი­ო­ნებს რაც ეხე­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბა ცდი­ლობს თა­ვი­სი თა­ნა­გუნ­დე­ლი მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის გაყ­ვა­ნას, მე­ტიც, ყვე­ლა ლი­დერს გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს, ვინ სად გა­იყ­ვანს "თა­ვის კაცს“. მა­გა­ლი­თად, ამ­ბო­ბენ, რომ კა­ხეთ­ზე კონ­ტრო­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს აქვს აღე­ბუ­ლი, აჭა­რა შე­საძ­ლოა კო­ბა­ხი­ძე-თა­ლაკ­ვა­ძის საბ­რძოლ­ვე­ლი გახ­დეს და ა.შ. რას და­უ­პი­რის­პი­რებს მათ ოპო­ზი­ცია, შე­თან­ხმდე­ბი­ან თუ არა ისი­ნი სა­ერ­თო და "ნე­იტ­რა­ლურ“კან­დი­და­ტებ­ზე და რამ­დე­ნა­დაა ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამას მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს. მა­ნამ­დე კი ambebi.ge-სთან პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ად­გი­ლობ­რივ თვით­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის შან­სებს აფა­სე­ბენ და შე­დე­გებს პროგ­ნო­ზი­რე­ბენ.

პო­ლი­ტო­ლო­გი ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი ამ­ბობს, რომ მის­თვი­საც ცნო­ბი­ლია, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბის­თვის კვლავ კახა კა­ლა­ძე იბ­რძო­ლებს, ხოლო ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­არ­ჩევ­ნო შტაბს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

"ყვე­ლა ძი­რი­თა­დი მო­თა­მა­შე უკვე გა­მოკ­ვეთ­ლია და სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნიც და­წყე­ბუ­ლია. შან­სებს რაც შე­ე­ხე­ბა, რა თქმა უნდა, ამ ეტაპ­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” უპი­რო­ბო ლი­დე­რია. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მმარ­თველ გუნდში სრუ­ლი საბ­რძო­ლო გან­წყო­ბაა. თით­ქმის და­ნამ­დვი­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბის­თვის კვლავ კახა კა­ლა­ძე იბ­რძო­ლებს, ხოლო ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­არ­ჩევ­ნო შტაბს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­ში ცხა­დია, აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ოპო­ზი­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, იქ კვლავ სრუ­ლი ქა­ო­სია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისე­ვე ვერ შე­თან­ხმდე­ბი­ან ერ­თი­ან კან­დი­და­ტებ­ზე, რო­გორც ვერ შე­თან­ხმდნენ 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე. ამის ნიშ­ნე­ბი უკვე სა­ხე­ზეა, "ლელო“ და "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყველ­გან თა­ვი­ანთ კან­დი­და­ტებს წა­რად­გე­ნენ. დიდი ალ­ბა­თო­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თბი­ლი­სის კან­დი­და­ტი ნიკა მე­ლია იქ­ნე­ბა. ჩნდე­ბი­ან ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბიც, რაც ჩემი აზ­რით, კარ­გია, თუმ­ცა მა­თაც კარ­გად უნდა გა­ი­აზ­რონ, რომ წინ ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა აქვთ გა­სავ­ლე­ლი, რად­გან ასე­თი მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე დამ­კვიდ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მეა და დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. რე­გი­ო­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, თუნ­დაც წინა არ­ჩევ­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ყვე­ლა რე­გი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბის სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რი მო­ლო­დი­ნი უნდა ჰქონ­დეს, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, მმარ­თველ გუნდს არც ერთი წუ­თით მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს“.

პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, დღეს თუ ვინ­მეს აქვს შან­სი გახ­დეს ქა­ლა­ქის მერი, ეს კახი კა­ლა­ძეა და მისი და გუნ­დის მხრი­დან სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად აფა­სებს კა­ლა­ძის პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე დარ­ჩე­ნას.

"თა­ვის დრო­ზე, არც თუ დიდი ხნის წინ ვამ­ბობ­დით, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ჰყავს ორი ლი­დე­რი - გი­ორ­გი გა­ხა­რია და კახი კა­ლა­ძე, რო­მელ­თაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­დათ. ერ­თმა და­ტო­ვა უმ­რავ­ლე­სო­ბა, მო­რეს წას­ვლაც, რა თქმა უნდა, უდი­დე­სი დარ­ტყმა იქ­ნე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შე­მოს­ვლა პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე არც თუ ისე­თი ეფექ­ტი­ა­ნი იყო, მისი გავ­ლე­ნა "ოც­ნე­ბის­თვის“ მა­ინც საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - ვგუ­ლის­ხმობ, მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე და­წე­სე­ბულ ე.წ. 43%-იან ბა­რი­ერს, რის გა­და­ლახ­ვაც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. გა­ხა­რი­ას წას­ვლას თუ და­ე­მა­ტე­ბო­და კა­ლა­ძეც (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დარ­ჩე­ბო­და თუ სა­ერ­თოდ გა­ვი­დო­და პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან), ეს მმარ­თვე­ლი გუნ­დის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ტყმა იქ­ნე­ბო­და. მე რა­საც ვუ­ყუ­რებ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ისე­თი გა­მოკ­ვე­თი­ლი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მე­რო­ბა­ზე ექ­ნე­ბო­და არა მარ­ტო პრე­ტენ­ზია, არა­მედ შე­საძ­ლებ­ლო­ბა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო, კა­ლა­ძის გარ­და, არა­ვინ ჰყავს. ამი­ტომ გა­სა­გე­ბია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ყვე­ლა­ნა­ირ დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­დო­და. სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, კა­ლა­ძე არა მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი­ყო პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე, არა­მედ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს თბი­ლი­სის არ­ჩევ­ნებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა შან­სებს, თუ ვინ­მეს აქვს დღეს შან­სი გახ­დეს ქა­ლა­ქის მერი, ეს არის კახი კა­ლა­ძე“.

ოპო­ზი­ცი­ის შან­სებს რაც შე­ე­ხე­ბა, პო­ლი­ტო­ლო­გი იწო­ნებს "ლე­ლოს“ ინი­ცი­ა­ტი­ვას, თუმ­ცა ეჭ­ვობს, იდეა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დი იყოს. ის ვა­რა­უ­დობს, რომ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში რო­გორც მმარ­თველ ძა­ლას, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ას სა­კად­რო პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­ნე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში.

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო "ლე­ლოს“ ინი­ცი­ა­ტი­ვა - ოპო­ზი­ცია შე­ჯერ­დეს მე­რო­ბის ისეთ სა­ერ­თო კან­დი­დატ­ზე, რო­მელ­საც არ ექ­ნე­ბა პარ­ტი­უ­ლი დამ­ღა. იდეა სა­ინ­ტე­რე­სო­ცაა და მიმ­ზიდ­ვე­ლიც, მაგ­რამ რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ეს ცალ­კე თე­მაა. ასე­თი კან­დი­და­ტი თუ მარ­თლა მო­ი­ძებ­ნე­ბა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი მხრი­დან იც­ნობს და თუ ამა­ზე ოპო­ზი­ცია შე­თან­ხმდე­ბო­და, ეს იქ­ნე­ბო­და მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, ასე მოხ­დეს.

უფრო მგო­ნია, რომ პარ­ტი­ა­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ალ­ბათ მე­ლი­ას და­უ­ჭერს მხარს და დიდი ალ­ბა­თო­ბით, მე­ლია იქ­ნე­ბა სა­ერ­თო კან­დი­და­ტი. მე­ლი­ამ გლ­დან­ში კი მო­ი­გო, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, თბი­ლი­სი მო­ი­გოს. გარ­და ამი­სა, "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ ისევ ის პრობ­ლე­მე­ბი უდ­გას, რაც 2012-დან დღემ­დე ჰქონ­და და თუ ვინ­მეს აქვს შან­სი გა­ვი­დეს მე­ო­რე ტუ­რებ­ში, აქვს "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“. მათ არა მარ­ტო თბი­ლის­ში, რე­გი­ო­ნებ­შიც ექ­ნე­ბათ პრობ­ლე­მე­ბი - დას­ჭირ­დე­ბათ კად­რე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა. თა­ვის დრო­ზე, ამ რა­ი­ო­ნებ­ში მე­რე­ბი, გამ­გებ­ლე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, დღეს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ელი­ტას წარ­მო­ად­გე­ნენ. მო­სახ­ლე­ო­ბის მათ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ად­გი­ლებ­ზე საკ­მა­ოდ ნე­გა­ტი­უ­რია. ასე რომ, სა­კად­რო პრობ­ლე­მე­ბი აქვს რო­გორც "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“, ისე - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მოქ­მე­დი მე­რე­ბი და გამ­გებ­ლე­ბი ჰყავს, მაგ­რამ მათ ძი­რი­თად ნა­წილს უფრო ნე­გა­ტი­უ­რი რე­ი­ტინ­გი აქვს. ამი­ტომ ვლა­პა­რა­კობ, რომ პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბა ორი­ვე მხა­რეს. რე­გი­ო­ნებ­ში შან­სე­ბი ორი­ვე ძა­ლას აქვს, მაგ­რამ აქვთ პრობ­ლე­მე­ბიც.

ის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რო­მე­ლი­მე რე­გი­ონ­ში უალ­ტერ­ნა­ტი­ვო იქ­ნე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლია, მაგ­რამ ასე­ვე პრობ­ლე­მე­ბი აქვს "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­საც“. იდე­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ წა­ვი­დეთ, ის წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც "ლე­ლომ“ წა­მო­ა­ყე­ნა, სე­რი­ო­ზუ­ლად თუ გავ­რცელ­დე­ბა და არა მარ­ტო თბი­ლის­ზე, მა­შინ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბა ყვე­ლა რე­გი­ონ­ში. თუმ­ცა ასე­თი კად­რე­ბი დე­ფი­ცი­ტია და მათი მო­ძებ­ნა რთუ­ლი იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, იქ ინ­ფორ­მა­ცია არ იმა­ლე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ხე­ლი­სუ­ფალს, აქამ­დე ის პლუ­სი ჰქონ­და, რომ რე­გი­ო­ნებ­ში თა­ვი­სი კან­დი­და­ტი გაჰ­ყავ­და. დიდ ქა­ლა­ქებ­ში ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ მცი­რე რა­ი­ო­ნებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­გე­ბის დიდი შან­სი აქვს“.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
8

:დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

....
50

თქვენ ისე ხართ პოლიტოლოგები როგორც მე ჩინური კომპარტიის მდივანი, 1500 ლარიანი ოცნების აგიტატორები ხართ

ავტორი:

"თბილისის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს, "ოცნების" საარჩევნო შტაბს კი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს" - რა ხდება მმართველ პარტიაში?

"თბილისის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს, "ოცნების" საარჩევნო შტაბს კი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს" - რა ხდება მმართველ პარტიაში?

“ქართული ოცნების” ლიდერებთან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ირკვევა, რომ კახი კალაძე, დიდი ალბათობით, თბილისის მერის თანამდებობაზე მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას. მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის ის უალტერნატოვო კანდიდატურაა ამ თანამდებობაზე და, შესაბამისად, მის გამარჯვებაშიც დარწმუნებულნი არიან. ძალზე მრავლისმეტყველი იყო "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ამასწინდელი განაცხადებაც, როდესაც მან ტელეინტერვიუში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა ახსენა და თქვა, რომ კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის კახა კალაძე რეიტინგით პირველ ადგილზეა და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "ქართული ოცნების" გუნდში.

რეგიონებს რაც ეხება, უმრავლესობა ცდილობს თავისი თანაგუნდელი მერობის კანდიდატების გაყვანას, მეტიც, ყველა ლიდერს განსაზღვრული აქვს, ვინ სად გაიყვანს "თავის კაცს“. მაგალითად, ამბობენ, რომ კახეთზე კონტროლი ღარიბაშვილს აქვს აღებული, აჭარა შესაძლოა კობახიძე-თალაკვაძის საბრძოლველი გახდეს და ა.შ. რას დაუპირისპირებს მათ ოპოზიცია, შეთანხმდებიან თუ არა ისინი საერთო და "ნეიტრალურ“კანდიდატებზე და რამდენადაა ეს შესაძლებელი, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი ambebi.ge-სთან პოლიტოლოგები ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შანსებს აფასებენ და შედეგებს პროგნოზირებენ.

პოლიტოლოგი ნიკოლოზ მეტრეველი ამბობს, რომ მისთვისაც ცნობილია, რომ თბილისის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

"ყველა ძირითადი მოთამაშე უკვე გამოკვეთლია და საარჩევნო მარათონიც დაწყებულია. შანსებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე “ქართული ოცნება” უპირობო ლიდერია. ჩემი ინფორმაციით, მმართველ გუნდში სრული საბრძოლო განწყობაა. თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კანდიდატების შერჩევაში ცხადია, აქტიურად იქნება ჩართული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ოპოზიციას რაც შეეხება, იქ კვლავ სრული ქაოსია და დარწმუნებული ვარ, ისევე ვერ შეთანხმდებიან ერთიან კანდიდატებზე, როგორც ვერ შეთანხმდნენ 2020 წლის არჩევნებზე. ამის ნიშნები უკვე სახეზეა, "ლელო“ და "სტრატეგია აღმაშენებელი“, სავარაუდოდ, ყველგან თავიანთ კანდიდატებს წარადგენენ. დიდი ალბათობით, "ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის კანდიდატი ნიკა მელია იქნება. ჩნდებიან ახალი პოლიტიკური ძალებიც, რაც ჩემი აზრით, კარგია, თუმცა მათაც კარგად უნდა გაიაზრონ, რომ წინ ძალიან რთული გზა აქვთ გასავლელი, რადგან ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში პოლიტიკურ ველზე დამკვიდრება ძალიან რთული საქმეა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რეგიონებს რაც შეეხება, თუნდაც წინა არჩევნებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ქართულ ოცნებას“ ყველა რეგიონში გამარჯვების სრულიად რეალური მოლოდინი უნდა ჰქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს არც ერთი წუთით მოდუნების უფლება არ აქვს“.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, დღეს თუ ვინმეს აქვს შანსი გახდეს ქალაქის მერი, ეს კახი კალაძეა და მისი და გუნდის მხრიდან სწორ გადაწყვეტილებად აფასებს კალაძის პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენას.

"თავის დროზე, არც თუ დიდი ხნის წინ ვამბობდით, რომ "ქართულ ოცნებას“ ჰყავს ორი ლიდერი - გიორგი გახარია და კახი კალაძე, რომელთაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდათ. ერთმა დატოვა უმრავლესობა, მორეს წასვლაც, რა თქმა უნდა, უდიდესი დარტყმა იქნებოდა "ქართული ოცნებისთვის“. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას შემოსვლა პოლიტიკურ ველზე არც თუ ისეთი ეფექტიანი იყო, მისი გავლენა "ოცნებისთვის“ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია - ვგულისხმობ, მომავალ არჩევნებზე დაწესებულ ე.წ. 43%-იან ბარიერს, რის გადალახვაც მმართველი პარტიისთვის მთავარი გამოწვევაა. გახარიას წასვლას თუ დაემატებოდა კალაძეც (მიუხედავად იმისა, დარჩებოდა თუ საერთოდ გავიდოდა პოლიტიკური ველიდან), ეს მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა. მე რასაც ვუყურებ, "ქართულ ოცნებას“ ისეთი გამოკვეთილი ფიგურა, რომელსაც თბილისის მერობაზე ექნებოდა არა მარტო პრეტენზია, არამედ შესაძლებლობა კონკურენტუნარიანი ყოფილიყო, კალაძის გარდა, არავინ ჰყავს. ამიტომ გასაგებია, რომ "ქართული ოცნება“ ყველანაირ დათმობაზე წავიდოდა. სწორი გადაწყვეტილებაა, კალაძე არა მარტო დარჩენილიყო პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ მონაწილეობა მიიღოს თბილისის არჩევნებში. რაც შეეხება შანსებს, თუ ვინმეს აქვს დღეს შანსი გახდეს ქალაქის მერი, ეს არის კახი კალაძე“.

ოპოზიციის შანსებს რაც შეეხება, პოლიტოლოგი იწონებს "ლელოს“ ინიციატივას, თუმცა ეჭვობს, იდეა განხორციელებადი იყოს. ის ვარაუდობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციას საკადრო პრობლემები შეექნება რეგიონებში.

"ძალიან საინტერესო იყო "ლელოს“ ინიციატივა - ოპოზიცია შეჯერდეს მერობის ისეთ საერთო კანდიდატზე, რომელსაც არ ექნება პარტიული დამღა. იდეა საინტერესოცაა და მიმზიდველიც, მაგრამ რამდენად რეალურია ამის განხორციელება, ეს ცალკე თემაა. ასეთი კანდიდატი თუ მართლა მოიძებნება, რომელსაც საზოგადოება პოზიტიური მხრიდან იცნობს და თუ ამაზე ოპოზიცია შეთანხმდებოდა, ეს იქნებოდა მართლაც სერიოზული გამოწვევა "ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ მეეჭვება, ასე მოხდეს.

უფრო მგონია, რომ პარტიათა გარკვეული ნაწილი ალბათ მელიას დაუჭერს მხარს და დიდი ალბათობით, მელია იქნება საერთო კანდიდატი. მელიამ გლდანში კი მოიგო, მაგრამ მეეჭვება, თბილისი მოიგოს. გარდა ამისა, "ნაცმოძრაობას“ ისევ ის პრობლემები უდგას, რაც 2012-დან დღემდე ჰქონდა და თუ ვინმეს აქვს შანსი გავიდეს მეორე ტურებში, აქვს "ნაცმოძრაობას“. მათ არა მარტო თბილისში, რეგიონებშიც ექნებათ პრობლემები - დასჭირდებათ კადრების ჩანაცვლება. თავის დროზე, ამ რაიონებში მერები, გამგებლები და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, დღეს "ნაცმოძრაობის“ ელიტას წარმოადგენენ. მოსახლეობის მათდამი დამოკიდებულება ადგილებზე საკმაოდ ნეგატიურია. ასე რომ, საკადრო პრობლემები აქვს როგორც "ნაცმოძრაობას“, ისე - "ქართულ ოცნებას“. "ქართულ ოცნებას“ მოქმედი მერები და გამგებლები ჰყავს, მაგრამ მათ ძირითად ნაწილს უფრო ნეგატიური რეიტინგი აქვს. ამიტომ ვლაპარაკობ, რომ პრობლემები ექნება ორივე მხარეს. რეგიონებში შანსები ორივე ძალას აქვს, მაგრამ აქვთ პრობლემებიც.

ის, რომ "ქართული ოცნება“ რომელიმე რეგიონში უალტერნატივო იქნება, გამორიცხულია, მაგრამ ასევე პრობლემები აქვს "ნაცმოძრაობასაც“. იდეალური მიმართულებით რომ წავიდეთ, ის წინადადება, რომელიც "ლელომ“ წამოაყენა, სერიოზულად თუ გავრცელდება და არა მარტო თბილისზე, მაშინ "ქართულ ოცნებას“ ძალიან სერიოზული პრობლემები ექნება ყველა რეგიონში. თუმცა ასეთი კადრები დეფიციტია და მათი მოძებნა რთული იქნება, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, იქ ინფორმაცია არ იმალება. ამასთანავე, "ქართულ ოცნებას“, ისევე, როგორც ყველა ხელისუფალს, აქამდე ის პლუსი ჰქონდა, რომ რეგიონებში თავისი კანდიდატი გაჰყავდა. დიდ ქალაქებში ნაკლებად, მაგრამ მცირე რაიონებში ხელისუფლებას მოგების დიდი შანსი აქვს“.

"ჟვანიამ გაგდებას, ფორმალურად საკუთარი ნებით წასვლა არჩია" - "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ჟვანიას წასვლა "ფეისბუქიდან" შეიტყვეს, მაგრამ ამის არავის სჯერა

"ვითხოვთ კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის გაძევებას" - გურამ ფალავანდიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"