პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მხედრები, ლიმუზინი, ორკესტრი - თურქეთში ღარიბაშვილის დახვედრის პომპეზური ცერემონიის ამსახველი კადრები
მხედრები, ლიმუზინი, ორკესტრი - თურქეთში ღარიბაშვილის დახვედრის პომპეზური ცერემონიის ამსახველი კადრები

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დახ­ვედ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თა.

სა­სახ­ლემ­დე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ეს­კორ­ტი ლი­მუ­ზი­ნით მი­ვი­და, ისი­ნი მხედ­რებ­მა მი­ა­ცი­ლეს. თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა მსგავს პომ­პე­ზურ დახ­ვედ­რებს სხვა ქვეყ­ნის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლებს უწყობს.

დახ­ვედ­რის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის პი­რის­პირ და გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა. ამის შემ­დეგ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, წლე­ვან­დე­ლი წელი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ ან­კა­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა 100 წლის წინ გა­იხ­სნა და თან სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30 წლის­თა­ვია.

"თურ­ქე­თი უკვე 14 წე­ლია, არის სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2020 წელს მცი­რე­დი კლე­ბა იყო სა­ვაჭ­რო მო­ცუ­ლო­ბა­ში, ჩვენ მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, უმოკ­ლეს დრო­ში სა­ვაჭ­რო მო­ცუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 3 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე გავ­ზარ­დოთ. თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, მტკი­ცედ ვმუ­შა­ობთ ჩვენს სა­ვაჭ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლის გაზ­რდის­თვის და ამ კუ­თხით სა­ბა­ჟო მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე. რო­გორც ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში, ასე­ვე ყვე­ლა სხვა სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია თურ­ქუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რომ­ლის მო­ცუ­ლო­ბა 214 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რია. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან გვაქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად რე­გი­ონს უც­ვლის სა­ხეს. ერთ-ერთი ასე­თია სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტი სამ­ხრე­თის გა­ზის დე­რე­ფა­ნი, რო­მელ­ზეც ჩვენ ეს პლატ­ფორ­მა შევ­ქმე­ნით. და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი დე­რეფ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩვენ წა­მო­წყე­ბუ­ლი გვაქვს მრა­ვალ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზი­ტი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში გუ­შინ­ვე დას­რულ­და. შეხ­ვედ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა გა­ა­ცი­ლა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
77
33

IRAKLI MAGARI KACI XAR 

Emma
327

ისეთი ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული თურქეთთან, რაც კლავს ეკონომიკას საქართველოში, 

იმპორტის გადასახადი უფრო დაბალია ვიდრე ადგილობრივი წარმოება ჯდება, ფაქტიურად ძარცვის უფლებას აძლეენ. აღარაფერს ვიტყვი აფხაზეთ თურქეთის მავნებლურ აქტივობებზე.

ჩვენ როდის უნდა გვეღრსოს ადექვატური ხელისუფლება, ვინც ეროვნული ინტერესებთ იმუშავებს და არა გაფხორილი ინდაურების ფარა!!!

ავტორი:

მხედრები, ლიმუზინი, ორკესტრი - თურქეთში ღარიბაშვილის დახვედრის პომპეზური ცერემონიის ამსახველი კადრები

მხედრები, ლიმუზინი, ორკესტრი - თურქეთში ღარიბაშვილის დახვედრის პომპეზური ცერემონიის ამსახველი კადრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

სასახლემდე ირაკლი ღარიბაშვილის ესკორტი ლიმუზინით მივიდა, ისინი მხედრებმა მიაცილეს. თურქეთის მთავრობა მსგავს პომპეზურ დახვედრებს სხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებს უწყობს.

დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები გაიმართა. ამის შემდეგ ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

თურქეთის პრეზიდენტის შეფასებით, წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 100 წლის წინ გაიხსნა და თან საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავია.

"თურქეთი უკვე 14 წელია, არის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მცირედი კლება იყო სავაჭრო მოცულობაში, ჩვენ მიზნად დავისახეთ, უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ამასთანავე, მტკიცედ ვმუშაობთ ჩვენს სავაჭრო პოტენციალის გაზრდისთვის და ამ კუთხით საბაჟო მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე. როგორც ენერგეტიკის სფეროში, ასევე ყველა სხვა სფეროში საქართველოში განხორციელებულია თურქული ინვესტიციები, რომლის მოცულობა 214 მილიონი აშშ დოლარია. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს დიდი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. ერთ-ერთი ასეთია სტრატეგიული პროექტი სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელზეც ჩვენ ეს პლატფორმა შევქმენით. დამაკავშირებელი მექანიზმებისა და სხვადასხვა კომბინირებული დერეფნების საშუალებით, ჩვენ წამოწყებული გვაქვს მრავალმხრივი თანამშრომლობა“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გუშინვე დასრულდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააცილა.

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს ხვდება - დახვედრის ცერემონიის ამსახველი კადრები ათონელის რეზიდენციიდან

"ღარიბაშვილს რომ გენერატორი დაუყენო, "ნამახვანის" ნახევარი სიმძლავრის ელექტროენერგიას მაინც გამოიმუშავებს, ცარიელ თავში რა ქარიც უქრის" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"