პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პარტიაზე - ეს არის "ქართული ოცნება 2"
მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პარტიაზე - ეს არის "ქართული ოცნება 2"

ცოტა ცი­ნი­კუ­რია, როცა პარ­ტი­ის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი იყა­ვი და დღეს აკ­რი­ტი­კებ, რომ თურ­მე ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცია და ნე­პო­ტიზ­მი არის - ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა 2“ , - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს" ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მისი პარ­ტი­ის პრე­ზენ­ტა­ცია შე­ა­ფა­სა.

ხა­ზა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სის პო­ლი­ტი­კურ მო­მა­ვალს ამომ­რჩე­ვე­ლი გან­სა­ზღვრას.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ შე­ფა­სე­ბას, ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა 2“ . ცოტა ცი­ნი­კუ­რია, როცა პარ­ტი­ის, რომ­ლის პრე­მი­ე­რიც, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრიც, ომ­ბუდსმე­ნიც, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ხარ და ასე­ვე ორი-სამი თვის წი­ნა­თაც, პირ­ვე­ლი ნო­მე­რი იყა­ვი და დღეს აკ­რი­ტი­კებ, რომ თურ­მე ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცია და ნე­პო­ტიზ­მია. ვფიქ­რობ, რომ იგი არის ამ სის­ტე­მის ნა­წი­ლი და ასე­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ზე და ბევ­რი პრობ­ლე­მის შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნას შე­ექ­მნა. ამი­ტომ ნამ­დვი­ლად არ მინ­და, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ შეც­დო­მა­ში შე­ვი­დეს. თუ ეს სის­ტე­მა არ გა­ვის­ტუმ­რეთ, რო­მელ­მაც ეს ქვე­ყა­ნა გა­ა­ჩე­რა და პრაქ­ტი­კუ­ლად მი­იყ­ვა­ნა უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, ამ ქვე­ყა­ნას სე­რი­ო­ზუ­ლი მო­მა­ვა­ლი არ ექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

პარ­ტი­ის მე­ო­რე ლი­დე­რის, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, "გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე შე­მოყ­ვა­ნა ერთ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, შექ­მნას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ და რო­გორ­მე არ და­კარ­გოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი".

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე თან­მიმ­დევ­რუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ამო­ცა­ნაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა სა­კუ­თა­რი შე­დე­გით „გა­და­ტე­ხონ“.

„ჩვენ ახლა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვართ არა გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლა­ზე, რო­მე­ლიც, ჩვე­ნი აზ­რით, მო­რი­გი მცდე­ლო­ბაა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან, რომ რო­გორ­მე იმ ელექ­ტო­რა­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხოს, რო­მე­ლიც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და­კარ­გა. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, უკვე პარ­ლა­მენ­ტი­დან მო­ვა­ხერ­ხოთ ბრძო­ლა უმ­ძი­მეს გა­მოწ­ვე­ვებ­თან, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა ეჯა­ხე­ბა. ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ერთ-ერთი შე­მოქ­მე­დი გა­ხა­რი­აა, ამი­ტომ ჩვე­ნი ამო­ცა­ნა ახლა კონ­ცენ­ტრი­რე­ბაა იმ უმწვა­ვე­სი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე, რო­მელ­საც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ეჯა­ხე­ბი­ან, ესაა: პან­დე­მია, ეკო­ნო­მი­კურ-სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, გარე გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ქვე­ყა­ნას უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვა აქვს.

გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე შე­მოყ­ვა­ნა ერთ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, შექ­მნას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ და რო­გორ­მე არ და­კარ­გოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა თან­მიმ­დევ­რუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის, რომ გა­დავ­ტე­ხოთ ჩვე­ნი შე­დე­გით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბელმონდო
0

ორივეს ძალიან გრძელი ცხვირი აქვს, მაგრამ მაგრად უხდებათ. 

მამუკა
7

გახარიას პარტია, ქართული ოცნების მიერ შექმნილი პირადი ოპოზიციაა. ფარისევლები

ავტორი:

მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პარტიაზე - ეს არის "ქართული ოცნება 2"

მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პარტიაზე - ეს არის "ქართული ოცნება 2"

ცოტა ცინიკურია, როცა პარტიის პირველი ნომერი იყავი და დღეს აკრიტიკებ, რომ თურმე ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმი არის - ეს არის "ქართული ოცნება 2“ , - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება და მისი პარტიის პრეზენტაცია შეაფასა.

ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის პოლიტიკურ მომავალს ამომრჩეველი განსაზღვრას.

"რაც შეეხება ჩემ შეფასებას, ეს არის "ქართული ოცნება 2“ . ცოტა ცინიკურია, როცა პარტიის, რომლის პრემიერიც, ეკონომიკის მინისტრიც, ომბუდსმენიც, შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ და ასევე ორი-სამი თვის წინათაც, პირველი ნომერი იყავი და დღეს აკრიტიკებ, რომ თურმე ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმია. ვფიქრობ, რომ იგი არის ამ სისტემის ნაწილი და ასევე პასუხისმგებელი იმ დანაშაულებრივ კორუფციულ გარიგებებზე და ბევრი პრობლემის შექმნაზე, რომელიც ამ ქვეყანას შეექმნა. ამიტომ ნამდვილად არ მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შევიდეს. თუ ეს სისტემა არ გავისტუმრეთ, რომელმაც ეს ქვეყანა გააჩერა და პრაქტიკულად მიიყვანა უკიდურეს მდგომარეობამდე, ამ ქვეყანას სერიოზული მომავალი არ ექნება", - განაცხადა ხაზარაძემ.

პარტიის მეორე ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი, "გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოყვანა ერთ მიზანს ემსახურება, შექმნას ალტერნატივა „ქართული ოცნებისთვის“ და როგორმე არ დაკარგოს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი".

მისივე თქმით, ამ ეტაპზე თანმიმდევრული ოპოზიციური პარტიების ამოცანაა, რომ ქვეყანაში დამკვიდრებული არსებული ვითარება საკუთარი შედეგით „გადატეხონ“.

„ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ არა გახარიას პოლიტიკაში შემოსვლაზე, რომელიც, ჩვენი აზრით, მორიგი მცდელობაა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ როგორმე იმ ელექტორატის შენარჩუნება მოახერხოს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა. ჩვენი ამოცანაა, უკვე პარლამენტიდან მოვახერხოთ ბრძოლა უმძიმეს გამოწვევებთან, რომელსაც ქვეყანა ეჯახება. ამ გამოწვევების ერთ-ერთი შემოქმედი გახარიაა, ამიტომ ჩვენი ამოცანა ახლა კონცენტრირებაა იმ უმწვავესი პრობლემის გადაჭრაზე, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად ეჯახებიან, ესაა: პანდემია, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები, გარე გამოწვევები, ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს.

გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოყვანა ერთ მიზანს ემსახურება, შექმნას ალტერნატივა „ქართული ოცნებისთვის“ და როგორმე არ დაკარგოს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. ჩვენი ამოცანაა თანმიმდევრული ოპოზიციური პარტიების, რომ გადავტეხოთ ჩვენი შედეგით არსებული ვითარება, რომელიც ქვეყანაშია დამკვიდრებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ესენი ყოფილან ქეციანები..." - რას აცხადებს თეა წულუკიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს ძალიან დიდ სიურპრიზს" - რას სთხოვს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას?