საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი წამით დავინახე, ვიკითხე, ხომ კარგად არის-მეთქი და ეგ იყო, ბავშვი ეგრევე სხვაგან წაიყვანეს..." - ირინა ბაირამაშვილი მშობიარობის შემდგომ გართულებულ კორონავირუსზე
"ორი წამით დავინახე, ვიკითხე, ხომ კარგად არის-მეთქი და ეგ იყო, ბავშვი ეგრევე სხვაგან წაიყვანეს..." - ირინა ბაირამაშვილი მშობიარობის შემდგომ გართულებულ კორონავირუსზე

მომ­ღე­რალ ირი­ნა ბა­ი­რა­მაშ­ვილს ორ­სუ­ლო­ბის დროს კო­ვი­დი და­უ­დას­ტურ­და, რაც მმ­შო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო გა­ურ­თულ­და. ირი­ნამ ვირუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბამ­დე შვი­ლი ვერ ნახა... მომ­ღე­რა­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ვრცლად ყვე­ბა, იმ გან­ვლილ რთულ გზა­ზე, რაც ვირუ­სის გამო გა­ი­ა­რა:

"პა­ლა­ტა 306... ბრძო­ლა კო­რო­ნას­თან ორ­სუ­ლო­ბის 37-ე კვი­რას... 2 მა­ისს ვი­კე­თებ ტესტს და აჩ­ვე­ნებს და­დე­ბითს. იმ მო­მენ­ტში, რა თქმა უნდა, არც მი­ფიქ­რია სა­კუ­თარ თავ­ზე, ვფიქ­რობ, მუც­ლად მყოფ ჩემს შვილ­ზე და კი­დევ იმა­ზე, რომ ორ­სუ­ლებს ეს ყვე­ლა­ფე­რი მსუ­ბუ­ქად გა­და­აქვთ...

მე­ო­რე დღი­დან­ვე და­მე­წყო სა­ში­ნე­ლი სიმპტო­მე­ბი, სი­სუს­ტე, სი­ცხე, მაგ­რამ რა უნდა მექ­ნა ორ­სულს, არც არა­ფე­რი, მხო­ლოდ სი­თხე­ე­ბი, რო­მელ­საც ვერ ვსვამ­დი, არა­ნა­ი­რი წა­მა­ლი, მაგ­რამ ვა­ტყობ, რომ დღი­თი დღე ძა­ლი­ან ცუ­დად ვხდე­ბი - ხვე­ლა მე­მა­ტე­ბა, სი­ცხე ისევ მაქვს. ამა­სო­ბა­ში, გა­დის 6 დღე და ბოლო ძა­ლებს ვიკ­რებ. მე-7 დღეს ჩა­ვიც­ვი, წა­მო­ვე­დი კლი­ნი­კა­ში და ვფიქ­რობ, რომ ორ-სამ დღე­ში სახ­ლში ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ შე­მოვ­დგი თუ არა ფეხი, მივ­ხვდი, რომ ორი-სამი დღე ნამ­დვი­ლად არ იყო საკ­მა­რი­სი. უკვე შე­მი­პყრო სა­ში­ნელ­მა დეპ­რე­სი­ამ, დანი რო­მე­ლიც ერთი დღე მყავს უჩე­მოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი, მეტი არა, დავ­ტო­ვე...

ჩა­მიდ­გეს პირ­ვე­ლი კა­თე­ტე­რი და ცრემ­ლე­ბი მომ­დის... თავს ვერ ვი­კა­ვებ, არც ვცდი­ლობ შე­ვი­კა­ვო, კა­რებ­ში ჩემი და მამ­ხნე­ვებს, მაგ­რამ ისიც ძლივს იკა­ვებს თავს, რომ არ იტი­როს... ექი­მე­ბი თავს დამ­ტრი­ა­ლე­ბენ, ცის­ფერ სკა­ფან­დრებ­ში მხო­ლოდ თვა­ლე­ბი უჩანს (ეს ცალ­კე სტრე­სია). მო­მამ­ზა­დეს, გა­მო­ი­ტა­ნეს ეტლი, "ამით ავიყ­ვან­თო", რა თქმა უნდა, გა­ვაპ­რო­ტეს­ტე და ლიფ­ტით ავე­დი... შე­ვე­დი პა­ლა­ტა­ში, ლო­გინ­ზე დავ­ჯე­ქი და თავი სიზ­მარ­ში მგო­ნია, იმი­ტომ რომ ალ­ბათ 9 წლის ვი­ყა­ვი, ბო­ლოს გრი­პი რომ შემ­ხვდა და პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, 3 დღე ვი­წე­ქი კლი­ნი­კა­ში... ამ ფიქ­რებ­ში ვი­ყა­ვი და გვი­ან მივ­ხვდი, რომ პა­ლა­ტა­ში კი­დევ ერთი ორ­სუ­ლი გოგო იყო, გა­მი­ხარ­და. ეგ­რე­ვე ვკი­თხე, რო­დის, რა­ტომ და რა სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და, ორი­ვე სა­შინ­ლად ვახ­ვე­ლებ­დით... ამა­სო­ბა­ში მიდ­გა­მენ პირ­ველ გა­დას­ხმას... ის ღამე არ მძი­ნე­ბია, მთე­ლი ღამე ვტი­რო­დი... შე­მო­დის ექი­მი, გვა­რი­გებს, მაგ­რამ არა­ფე­რი მეს­მის... სულ მინ­და ვიწ­ვე... ბავ­შვის გუ­ლის ცემა, სა­ტუ­რა­ცია, წნე­ვა, ანა­ლი­ზე­ბის­თვის სის­ხლის აღე­ბა, ცის­ფე­რი სკა­ფან­დრის შრი­ა­ლის ხმა და ჩემი გუ­ლის ცემა... გა­დას­ხმა, გა­დას­ხმა, გა­დას­ხმა... ასე გაგ­რძელ­და 7 დღე.

დად­გა 13 მა­ი­სი... ამ დროს ჩემს მე­ო­რე ბავ­შვსაც მო­უნ­და გა­რეთ გა­მოს­ვლა... მიყ­ვარს ციფ­რი 13... 13 აპ­რი­ლი მე და 13 მა­ი­სი სანი... გა­ვემ­ზა­დე, ერთი ღრმად ჩა­ვი­სუნ­თქე და ორ სა­ათ­ში სანი გაჩ­ნდა, მაგ­რამ აქ იწყე­ბა მთა­ვა­რი. ორი წა­მით და­ვი­ნა­ხე, ვი­კი­თხე: - ხომ კარ­გად არის - მეთ­ქი და ეგ იყო, ბავ­შვი ეგ­რე­ვე სხვა­გან წა­იყ­ვა­ნეს, მე შე­მიყ­ვა­ნეს პა­ლა­ტა 306-ში. მგო­ნია, რომ ეს კოშ­მა­რი დამ­თავ­რდა, მაგ­რამ კი არ დამ­თავ­რდა, და­ი­წყო...

ისევ სკა­ფან­დრის შრი­ა­ლი, ისევ ექი­მე­ბი... მოკ­ლედ, ეს მონ­სტრი კო­რო­ნა ჩემ­გან კი არ წა­სუ­ლა, პი­რი­ქით, მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა იმა­ლე­ბო­და და ახლა გამძვინ­ვარ­და, გაბ­რაზ­და, ყვე­ლა ანა­ლი­ზი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რი მო­დის და ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა, კა­ტე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია. აქ უკვე იწყე­ბა კო­რო­ნა მონ­სტრთან ბრძო­ლა. ორი უსაყ­ვარ­ლე­სი გოგო დამ­ხვდა პა­ლა­ტა­ში, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს არ დავ­კარ­გავ. ხან ვტი­რი, ხან ვი­ცი­ნი, ხან ვმღე­რი, ხან ვლო­ცუ­ლობ... ის­ტე­რი­კა მჭირ­და... გა­რეთ ჩემი ერთი შვი­ლი მე­ნატ­რე­ბო­და, შიგ­ნით ჩემი მე­ო­რე შვი­ლი, ქმა­რი, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მამ­ხნე­ვებ­დნენ, ისი­ნი რომ არა, არ ვიცი რა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ისევ ამ რე­ა­ლო­ბა­ში და სი­თეთ­რე­ში, რომ ბრუნ­დე­ბი, ღმერ­თო არა­ვის ვუ­სურ­ვებ... სა­ნის ის­ტე­რი­უ­ლად ვკი­თხუ­ლობ და ვუგ­ზავ­ნი რძეს იქ, სა­დაც არა კო­ვიდ­ზო­ნა არის, ალ­ბათ ასე­თია სა­პყრო­ბი­ლე და მე, რო­გორც პა­ტი­მა­რი ისე ვარ. ექთ­ნე­ბის მე­ა­სე მო­რი­გე­ო­ბას ვუს­წრებ... ჩემი ორი თა­ნა­მე­პა­ლა­ტე გა­წე­რეს, მე დავ­რჩი მარ­ტო, აქ უკვე იუ­მო­რით ვუ­ყუ­რებ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ მა­ინც მე­ტი­რე­ბა, გრძელ­დე­ბა ეს კოშ­მა­რი. არას­დროს, არას­დროს არ ინერ­ვი­უ­ლოთ ეკო­ნო­მი­ურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, კა­რი­ე­რა­ზე, სმა-ჭა­მა­ზე, მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბაა... ამა­ზე მთა­ვა­რი არა­ფე­რია და არც იმა­ზე კი­დევ, რომ კო­ვი­დი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პი, ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთელ სხე­ულ­ში გყავს, დაგ­ცი­ნის და გან­გრევს მთლი­ა­ნად... მონ­სტრი გახ­რჩობს და დაგ­ცი­ნის...

და აი, უკვე მე­თექ­ვსმე­ტე დღეა კლი­ნი­კა­ში ვარ... ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა, ოღონდ იყოს ჯან­მრთე­ლად და ჰყავ­დეს ჯან­მრთე­ლი შვი­ლი. უკვე ვცო­ცხლდე­ბი, ვა­ტყობ ენერ­გია მე­მა­ტე­ბა. სიმ­ღე­რა მო­მინ­და... აღარც სკაფ­ნად­რის შრი­ა­ლის მე­ში­ნია და კი­დევ ლო­დი­ნის რე­ჟი­მი, ალ­ბათ ორ­შა­ბათს გა­მო­მიშ­ვე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სიკ­ვდილს სა­დღაც შორს ნისლში მოვ­კა­რი თვა­ლი... ძა­ლი­ან გა­უფრ­თხილ­დით თავს, ძა­ლი­ან, ყვე­ლა ორ­სუ­ლი და არა­ორ­სუ­ლი... ამა­სო­ბა­ში ჩემს სახ­ლში ვარ­დე­ბი აყ­ვავ­და, რომ­ლის ყვა­ვი­ლო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, ის ერთი ცალი რომ იშ­ლე­ბა და მერე მოყ­ვე­ბა უამ­რა­ვი... სახ­ლში მინ­და...

გა­თენ­და მეჩ­ვიდ­მე­ტე დღე... მე­თერ­თმე­ტე დღე, რაც ჩემი სანი არ მი­ნა­ხავს. მე­ცა­მე­ტე ან­ტი­ბი­ო­ტი­კი... მე­თერ­თმე­ტე ფრაქ­სი ჭი­პის ქვეშ... ანა­ლი­ზებ­ში წინსვლა და­მე­წყო. ვგრძნობ, რომ აქეთ ვბრუნ­დე­ბი. ალ­ბათ, ორ­შა­ბათს, მე და ჩემს შვილს ერ­თად გაგ­ვწე­რენ. უკვე ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით ვუდ­გე­ბი, ვფიქ­რობ, პა­ლა­ტა 306-ს აი­ვა­ნი ხომ არ მო­ვა­შე­ნო. არც ვფიქ­რობ იმა­ზე, რა იქ­ნე­ბა მე და ჩემი შვი­ლე­ბის შეხ­ვედ­რა... აუ, რო­გორ მე­ნატ­რე­ე­ე­ე­ბი­ან ღმერ­თო... დღეს ალ­ბათ მთე­ლი ღამე თვალს ვერ მოვ­ხუ­ჭავ... მგო­ნი, ბოლო ცის­ფერ სკა­ფან­დრი­ა­ნი შე­მო­ვი­და, კა­თე­ტე­რი მომხსნა და კი­დევ ერთხელ ამი­ღო სის­ხლი. ეს, იცით რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა? გე­გო­ნე­ბა, ხე­ლი­დან ბორ­კი­ლებს გხსნიდ­ნენ...

ესეც მეთ­ვრა­მე­ტე დღე... გვწე­რენ... მე ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ, მაგ­რამ მა­ინც შიში დამ­ჩემ­და... სკა­ფან­დრის შრი­ა­ლის და კა­რე­ბის შე­მო­ღე­ბის. მე­ში­ნია, ბავ­შვს რომ ხელ­ში ავიყ­ვან, გული არ წა­მი­ვი­დეს. დღე­ი­დან ახალ ცხოვ­რე­ბას ვი­წყებ ჩემს ორ ბი­ჭთან, არა სამ ბი­ჭთან (მი­კუ­ნა) ერ­თად... უფა­ლო, მად­ლო­ბა რომ სულ ჩემ­ში ხარ. მად­ლო­ბებს კი­დევ ბევ­რს მო­ვიხ­დი და მო­ვუხ­დი. გული ისე მი­ცემს, ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ. მამა გი­ორ­გის და­ვუ­რე­კე გა­ვა­ხა­რე. ისევ სკა­ფან­დრი, ისევ თეთ­რი კედ­ლე­ბი, ისევ სი­ჩუ­მე და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ფიქ­რი. კა­რის ხმა, ექთა­ნი: - ბა­ი­რა­მაშ­ვი­ლი მო­ემ­ზა­დე, კლი­ნი­კას ტო­ვებ! უკან არ მი­მი­ხე­დავს ისე გა­მო­ვე­დი პა­ლა­ტი­დან, გა­ვი­ა­რე თეთ­რი დე­რე­ფა­ნი, თით­ქოს კა­თარ­ზი­სი ყო­ფი­ლი­ყოს და გან­წმენ­დი­ლი ვუბ­რუნ­დე­ბო­დი სამ­ყა­როს, გავ­ხსე­ნი ერთი კარი, მე­ო­რე, მე­სა­მე, დარ­ჩა ბოლო კარი, იმის იქით უკვე გარე სამ­ყა­როა, ექთან­მა პა­ტა­რა ბიჭი მო­მა­წო­და ხელ­ში... გა­მარ­ჯო­ბა სანი! მე დე­და­შე­ნი ვარ. ასე ჩა­ხუ­ტე­ბულ­მა გა­მო­ვიყ­ვა­ნე და გა­და­ვეშ­ვით სამ­ყა­როს ორომ­ტრი­ალ­ში..."

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
likuna
0

გილოცავთ ირინა!!! გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს და დაიცავით სხვებიც!!!

ana
78

"რა თქმა უნდა ეტლში ჯდომა გააპროტესტე" ვითომ გმირობა ჩაიდინე რაა. თავმომწობე ადამიანები დაემორჩილე წესებს. ჯანმრთელობას გისურვებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ორი წამით დავინახე, ვიკითხე, ხომ კარგად არის-მეთქი და ეგ იყო, ბავშვი ეგრევე სხვაგან წაიყვანეს..." - ირინა ბაირამაშვილი მშობიარობის შემდგომ გართულებულ კორონავირუსზე

"ორი წამით დავინახე, ვიკითხე, ხომ კარგად არის-მეთქი და ეგ იყო, ბავშვი ეგრევე სხვაგან წაიყვანეს..." - ირინა ბაირამაშვილი მშობიარობის შემდგომ გართულებულ კორონავირუსზე

მომღერალ ირინა ბაირამაშვილს ორსულობის დროს კოვიდი დაუდასტურდა, რაც მმშობიარობის შემდეგ კიდევ უფრო გაურთულდა. ირინამ ვირუსისგან განკურნებამდე შვილი ვერ ნახა... მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ვრცლად ყვება, იმ განვლილ რთულ გზაზე, რაც ვირუსის გამო გაიარა:

"პალატა 306... ბრძოლა კორონასთან ორსულობის 37-ე კვირას... 2 მაისს ვიკეთებ ტესტს და აჩვენებს დადებითს. იმ მომენტში, რა თქმა უნდა, არც მიფიქრია საკუთარ თავზე, ვფიქრობ, მუცლად მყოფ ჩემს შვილზე და კიდევ იმაზე, რომ ორსულებს ეს ყველაფერი მსუბუქად გადააქვთ...

მეორე დღიდანვე დამეწყო საშინელი სიმპტომები, სისუსტე, სიცხე, მაგრამ რა უნდა მექნა ორსულს, არც არაფერი, მხოლოდ სითხეები, რომელსაც ვერ ვსვამდი, არანაირი წამალი, მაგრამ ვატყობ, რომ დღითი დღე ძალიან ცუდად ვხდები - ხველა მემატება, სიცხე ისევ მაქვს. ამასობაში, გადის 6 დღე და ბოლო ძალებს ვიკრებ. მე-7 დღეს ჩავიცვი, წამოვედი კლინიკაში და ვფიქრობ, რომ ორ-სამ დღეში სახლში ვიქნები, მაგრამ შემოვდგი თუ არა ფეხი, მივხვდი, რომ ორი-სამი დღე ნამდვილად არ იყო საკმარისი. უკვე შემიპყრო საშინელმა დეპრესიამ, დანი რომელიც ერთი დღე მყავს უჩემოდ დატოვებული, მეტი არა, დავტოვე...

ჩამიდგეს პირველი კათეტერი და ცრემლები მომდის... თავს ვერ ვიკავებ, არც ვცდილობ შევიკავო, კარებში ჩემი და მამხნევებს, მაგრამ ისიც ძლივს იკავებს თავს, რომ არ იტიროს... ექიმები თავს დამტრიალებენ, ცისფერ სკაფანდრებში მხოლოდ თვალები უჩანს (ეს ცალკე სტრესია). მომამზადეს, გამოიტანეს ეტლი, "ამით ავიყვანთო", რა თქმა უნდა, გავაპროტესტე და ლიფტით ავედი... შევედი პალატაში, ლოგინზე დავჯექი და თავი სიზმარში მგონია, იმიტომ რომ ალბათ 9 წლის ვიყავი, ბოლოს გრიპი რომ შემხვდა და პირველი მშობიარობის შემდეგ, 3 დღე ვიწექი კლინიკაში... ამ ფიქრებში ვიყავი და გვიან მივხვდი, რომ პალატაში კიდევ ერთი ორსული გოგო იყო, გამიხარდა. ეგრევე ვკითხე, როდის, რატომ და რა სიმპტომები ჰქონდა, ორივე საშინლად ვახველებდით... ამასობაში მიდგამენ პირველ გადასხმას... ის ღამე არ მძინებია, მთელი ღამე ვტიროდი... შემოდის ექიმი, გვარიგებს, მაგრამ არაფერი მესმის... სულ მინდა ვიწვე... ბავშვის გულის ცემა, სატურაცია, წნევა, ანალიზებისთვის სისხლის აღება, ცისფერი სკაფანდრის შრიალის ხმა და ჩემი გულის ცემა... გადასხმა, გადასხმა, გადასხმა... ასე გაგრძელდა 7 დღე.

დადგა 13 მაისი... ამ დროს ჩემს მეორე ბავშვსაც მოუნდა გარეთ გამოსვლა... მიყვარს ციფრი 13... 13 აპრილი მე და 13 მაისი სანი... გავემზადე, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ორ საათში სანი გაჩნდა, მაგრამ აქ იწყება მთავარი. ორი წამით დავინახე, ვიკითხე: - ხომ კარგად არის - მეთქი და ეგ იყო, ბავშვი ეგრევე სხვაგან წაიყვანეს, მე შემიყვანეს პალატა 306-ში. მგონია, რომ ეს კოშმარი დამთავრდა, მაგრამ კი არ დამთავრდა, დაიწყო...

ისევ სკაფანდრის შრიალი, ისევ ექიმები... მოკლედ, ეს მონსტრი კორონა ჩემგან კი არ წასულა, პირიქით, მთელი ორსულობა იმალებოდა და ახლა გამძვინვარდა, გაბრაზდა, ყველა ანალიზი აბსოლუტურად სხვანაირი მოდის და ამ ყველაფერს ემატება, კატეზე გადაღებული ორმხრივი პნევმონია. აქ უკვე იწყება კორონა მონსტრთან ბრძოლა. ორი უსაყვარლესი გოგო დამხვდა პალატაში, რომლებსაც არასოდეს არ დავკარგავ. ხან ვტირი, ხან ვიცინი, ხან ვმღერი, ხან ვლოცულობ... ისტერიკა მჭირდა... გარეთ ჩემი ერთი შვილი მენატრებოდა, შიგნით ჩემი მეორე შვილი, ქმარი, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ნათესავები და მეგობრები, რომლებიც მამხნევებდნენ, ისინი რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა, მაგრამ ისევ ამ რეალობაში და სითეთრეში, რომ ბრუნდები, ღმერთო არავის ვუსურვებ... სანის ისტერიულად ვკითხულობ და ვუგზავნი რძეს იქ, სადაც არა კოვიდზონა არის, ალბათ ასეთია საპყრობილე და მე, როგორც პატიმარი ისე ვარ. ექთნების მეასე მორიგეობას ვუსწრებ... ჩემი ორი თანამეპალატე გაწერეს, მე დავრჩი მარტო, აქ უკვე იუმორით ვუყურებ ყველაფერს, მაგრამ მაინც მეტირება, გრძელდება ეს კოშმარი. არასდროს, არასდროს არ ინერვიულოთ ეკონომიურ კეთილდღეობაზე, კარიერაზე, სმა-ჭამაზე, მხოლოდ ჯანმრთელობაა... ამაზე მთავარი არაფერია და არც იმაზე კიდევ, რომ კოვიდი არის ჩვეულებრივი გრიპი, ეს არის ადამიანი, რომელიც მთელ სხეულში გყავს, დაგცინის და განგრევს მთლიანად... მონსტრი გახრჩობს და დაგცინის...

და აი, უკვე მეთექვსმეტე დღეა კლინიკაში ვარ... ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ოღონდ იყოს ჯანმრთელად და ჰყავდეს ჯანმრთელი შვილი. უკვე ვცოცხლდები, ვატყობ ენერგია მემატება. სიმღერა მომინდა... აღარც სკაფნადრის შრიალის მეშინია და კიდევ ლოდინის რეჟიმი, ალბათ ორშაბათს გამომიშვებენ. შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილს სადღაც შორს ნისლში მოვკარი თვალი... ძალიან გაუფრთხილდით თავს, ძალიან, ყველა ორსული და არაორსული... ამასობაში ჩემს სახლში ვარდები აყვავდა, რომლის ყვავილობა ყველაზე მეტად მიყვარს, ის ერთი ცალი რომ იშლება და მერე მოყვება უამრავი... სახლში მინდა...

გათენდა მეჩვიდმეტე დღე... მეთერთმეტე დღე, რაც ჩემი სანი არ მინახავს. მეცამეტე ანტიბიოტიკი... მეთერთმეტე ფრაქსი ჭიპის ქვეშ... ანალიზებში წინსვლა დამეწყო. ვგრძნობ, რომ აქეთ ვბრუნდები. ალბათ, ორშაბათს, მე და ჩემს შვილს ერთად გაგვწერენ. უკვე ყველაფერს იუმორით ვუდგები, ვფიქრობ, პალატა 306-ს აივანი ხომ არ მოვაშენო. არც ვფიქრობ იმაზე, რა იქნება მე და ჩემი შვილების შეხვედრა... აუ, როგორ მენატრეეეებიან ღმერთო... დღეს ალბათ მთელი ღამე თვალს ვერ მოვხუჭავ... მგონი, ბოლო ცისფერ სკაფანდრიანი შემოვიდა, კათეტერი მომხსნა და კიდევ ერთხელ ამიღო სისხლი. ეს, იცით როგორი შეგრძნებაა? გეგონება, ხელიდან ბორკილებს გხსნიდნენ...

ესეც მეთვრამეტე დღე... გვწერენ... მე ადგილს ვერ ვპოულობ, მაგრამ მაინც შიში დამჩემდა... სკაფანდრის შრიალის და კარების შემოღების. მეშინია, ბავშვს რომ ხელში ავიყვან, გული არ წამივიდეს. დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ ჩემს ორ ბიჭთან, არა სამ ბიჭთან (მიკუნა) ერთად... უფალო, მადლობა რომ სულ ჩემში ხარ. მადლობებს კიდევ ბევრს მოვიხდი და მოვუხდი. გული ისე მიცემს, ადგილს ვერ ვპოულობ. მამა გიორგის დავურეკე გავახარე. ისევ სკაფანდრი, ისევ თეთრი კედლები, ისევ სიჩუმე და ამ ყველაფერზე დაუსრულებელი ფიქრი. კარის ხმა, ექთანი: - ბაირამაშვილი მოემზადე, კლინიკას ტოვებ! უკან არ მიმიხედავს ისე გამოვედი პალატიდან, გავიარე თეთრი დერეფანი, თითქოს კათარზისი ყოფილიყოს და განწმენდილი ვუბრუნდებოდი სამყაროს, გავხსენი ერთი კარი, მეორე, მესამე, დარჩა ბოლო კარი, იმის იქით უკვე გარე სამყაროა, ექთანმა პატარა ბიჭი მომაწოდა ხელში... გამარჯობა სანი! მე დედაშენი ვარ. ასე ჩახუტებულმა გამოვიყვანე და გადავეშვით სამყაროს ორომტრიალში..."

"არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა" - რას ჰყვება ნანა ჯორჯაძე მარინა ჯანაშიას უკანასკნელ კინოროლზე?

"ნიკოლოზი რომ გავიცანი,  9 დღეში სხვადასხვა ფერის 7 თაიგული გამომიგზავნა" - ფეხმძიმე ნანუკა გოგიჩაიშვილის ულამაზესი ფოტოები

ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა აშშ-ში კულტურის ცენტრი დააფუძნა - "ეს ადგილი ხელოვანებისთვის ბოჰემური თავშეყრის ადგილად უნდა იქცეს"