საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავ-ბნელი შურით შემშურდა ჩემი შვილის... ყველა მეზიზღებოდა, ვინც მასთან ერთად სცენაზე იდგა" - თეა დარჩიას აღიარება და სცენიდან წამოსვლის ამბავი
"შავ-ბნელი შურით შემშურდა ჩემი შვილის... ყველა მეზიზღებოდა, ვინც მასთან ერთად სცენაზე იდგა" - თეა დარჩიას აღიარება და სცენიდან წამოსვლის ამბავი

გა­და­ცე­მა­ში "მხო­ლოდ ლე­ლას­თან" მო­ცეკ­ვა­ვე თეა დარ­ჩი­ამ მისი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც სცე­ნა და­ტო­ვა.

რო­გორც ამ­ბობს, ეს მის­თვის რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი იყო. ასე­ვე გულ­წრფე­ლად ისა­უბ­რა იმ გან­ცდებ­ზე, რო­მე­ლიც მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მა­რი­ამ მა­თი­აშ­ვი­ლის სცე­ნა­ზე დად­გო­მის შემ­დეგ ეუფ­ლე­ბო­და.

"მა­რი­ამ­მა ერთ დღე­საც მი­თხრა, რომ მინ­და ცეკ­ვაო, მეც მინ­და იქ, სა­დაც შენ ხარო. კარ­გი-თქო, ვუ­თხა­რი. შე­ვი­და სტუ­დი­ა­ში, ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა ამუ­შა­ვეს, შე­ას­წავ­ლეს რა­ღა­ცე­ე­ბი. ამა­სო­ბა­ში, მე­სა­მე შვი­ლი, იო­ა­ნა გა­ვა­ჩი­ნე. დავ­ბრუნ­დი დეკ­რე­ტი­დან, შევ­დი­ვარ დარ­ბაზ­ში და მა­რი­ა­მი უკვე დგას იქ. ახლა ნა­ხეთ რა ხდე­ბა, მე მა­რი­ამს რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, გა­სახ­დელ­ში თუ სა­დაც არის, ყველ­გან ვა­კონ­ტრო­ლებ. ჩემს სა­კუ­თარ სამ­სა­ხურ­ში ჩემი ფუნ­ქცია დავ­კარ­გე და რა­ღაც ახა­ლი შე­ვი­ძი­ნე. ვერ ვხვდე­ბო­დი რა მჭირ­და, აღარ მსი­ა­მოვ­ნებ­და კონ­ცერ­ტზე ცეკ­ვა, რად­გან სულ მა­რი­ამს ვუ­ყუ­რებ. ამ დროს მე სად ვარ? და­ვი­ტან­ჯე.

შემ­დეგ ბევ­რი რამ აე­წყო ერ­თმა­ნეთ­ზე, იქ მე­ო­თხე შვი­ლი, გაბ­რი­ე­ლი გა­ვა­ჩი­ნე... იქ რა­ღაც ჩა­ვი­ფიქ­რე და ასე შემ­დეგ. გაჩ­ნდა გაბ­რი­ე­ლი და წა­მო­ვე­დი სცე­ნი­დან. გაბ­რი­ე­ლი რომ არა დღემ­დე ვი­ცეკ­ვებ­დი. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, თუმ­ცა არ მქონ­და სტრე­სი, რაც ან­სამ­ბლი­დან წა­მოს­ვლას ახ­ლავს თან" - ამ­ბობს თეა დარ­ჩია.

მო­ცეკ­ვა­ვე აღი­ა­რებს, რომ სცე­ნი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ, რო­დე­საც შვილს ცეკ­ვის დროს ხე­დავ­და, ძა­ლი­ან შურ­და მისი.

"რა­მიშ­ვი­ლე­ბი რომ და­იდ­გა, თუ გა­და­ვი­ტან­დი ამ ამ­ბავს არ მე­გო­ნა. ვუ­ყუ­რებ­დი იმას, რის­თვი­საც შე­ვე­დი ან­სამ­ბლში და ამ დროს მე იქ არ ვარ. მაგ­რამ მა­რი­ა­მი ცეკ­ვავს ზუს­ტად ისე, რო­გორც მე ვი­ცეკ­ვებ­დი. გავ­სკდი გულ­ზე. მანდ მივ­ხვდი, რომ ხე­ლო­ვა­ნე­ბი ცოტა ვერ ვართ. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა შვი­ლია, თუ სხვა. შავ-ბნე­ლი შუ­რით შემ­შურ­და მა­რი­სი. ყვე­ლა, ვინც იმ მო­მენ­ტში იდგა სცე­ნა­ზე, ჩემი შვი­ლის თა­მა­დო­ბით, მე­ზი­ზღე­ბო­და" - თქვა დარ­ჩი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
9

მართლა ვერ ხარ რა.

Zara
20

დედას თუ შვილის შეშურდებოდა, იმდენად, რომასე საჯაროდ საუბრობს კატასტროფაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"შავ-ბნელი შურით შემშურდა ჩემი შვილის... ყველა მეზიზღებოდა, ვინც მასთან ერთად სცენაზე იდგა" - თეა დარჩიას აღიარება და სცენიდან წამოსვლის ამბავი

"შავ-ბნელი შურით შემშურდა ჩემი შვილის... ყველა მეზიზღებოდა, ვინც მასთან ერთად სცენაზე იდგა" - თეა დარჩიას აღიარება და სცენიდან წამოსვლის ამბავი

გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" მოცეკვავე თეა დარჩიამ მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც სცენა დატოვა.

როგორც ამბობს, ეს მისთვის რთული გადასატანი იყო. ასევე გულწრფელად ისაუბრა იმ განცდებზე, რომელიც მისი ქალიშვილის მარიამ მათიაშვილის სცენაზე დადგომის შემდეგ ეუფლებოდა.

"მარიამმა ერთ დღესაც მითხრა, რომ მინდა ცეკვაო, მეც მინდა იქ, სადაც შენ ხარო. კარგი-თქო, ვუთხარი. შევიდა სტუდიაში, ჩემმა კოლეგებმა ამუშავეს, შეასწავლეს რაღაცეები. ამასობაში, მესამე შვილი, იოანა გავაჩინე. დავბრუნდი დეკრეტიდან, შევდივარ დარბაზში და მარიამი უკვე დგას იქ. ახლა ნახეთ რა ხდება, მე მარიამს რეპეტიციაზე, გასახდელში თუ სადაც არის, ყველგან ვაკონტროლებ. ჩემს საკუთარ სამსახურში ჩემი ფუნქცია დავკარგე და რაღაც ახალი შევიძინე. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, აღარ მსიამოვნებდა კონცერტზე ცეკვა, რადგან სულ მარიამს ვუყურებ. ამ დროს მე სად ვარ? დავიტანჯე.

შემდეგ ბევრი რამ აეწყო ერთმანეთზე, იქ მეოთხე შვილი, გაბრიელი გავაჩინე... იქ რაღაც ჩავიფიქრე და ასე შემდეგ. გაჩნდა გაბრიელი და წამოვედი სცენიდან. გაბრიელი რომ არა დღემდე ვიცეკვებდი. ძალიან რთული იყო, თუმცა არ მქონდა სტრესი, რაც ანსამბლიდან წამოსვლას ახლავს თან" - ამბობს თეა დარჩია.

მოცეკვავე აღიარებს, რომ სცენიდან წამოსვლის შემდეგ, როდესაც შვილს ცეკვის დროს ხედავდა, ძალიან შურდა მისი.

"რამიშვილები რომ დაიდგა, თუ გადავიტანდი ამ ამბავს არ მეგონა. ვუყურებდი იმას, რისთვისაც შევედი ანსამბლში და ამ დროს მე იქ არ ვარ. მაგრამ მარიამი ცეკვავს ზუსტად ისე, როგორც მე ვიცეკვებდი. გავსკდი გულზე. მანდ მივხვდი, რომ ხელოვანები ცოტა ვერ ვართ. არ აქვს მნიშვნელობა შვილია, თუ სხვა. შავ-ბნელი შურით შემშურდა მარისი. ყველა, ვინც იმ მომენტში იდგა სცენაზე, ჩემი შვილის თამადობით, მეზიზღებოდა" - თქვა დარჩიამ.