მსოფლიო
პოლიტიკა

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდში  „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა
ზუგდიდში  „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ზუგ­დი­დის მა­ცხოვ­რებ­ლებს „გორ­გი­ამ“ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე შეს­თა­ვა­ზა. 26 მა­ისს, ზუგ­დიდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე­ზე, ჰი­პერ­მარ­კე­ტის სა­ზე­ი­მო გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­ი­მარ­თა. ჰი­პერ­მარ­კე­ტი მომ­ხმა­რე­ბელს „გორ­გი­ას“ სრუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით, მუდ­მი­ვი სა­ჩუქ­რე­ბი­თა და აქ­ცი­ე­ბით უმას­პინ­ძლებს.

ზუგ­დი­დის ფი­ლი­ა­ლი სა­ვაჭ­რო მო­ლის ტი­პის კონ­ცეფ­ცი­ით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. სა­რე­მონ­ტო-სამ­შე­ნებ­ლო ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი „გორ­გია“ ცნო­ბი­ლია იმით, რომ მომ­ხმა­რე­ბელს 50 000-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრო­დუქტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სად სთა­ვა­ზობს.

„გორ­გი­ა­ში“ ყვე­ლა­ფე­რი ერთ სივ­რცე­შია თავ­მოყ­რი­ლი, რაც ყიდ­ვის პრო­ცეს­საც აად­ვი­ლებს.

„გორ­გი­ას“ ჰი­პერ­მარ­კე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს 6 ქა­ლაქ­ში, 8 ფი­ლი­ა­ლი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

„მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პან­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვაგ­რძე­ლებთ გა­ფარ­თო­ე­ბას, ახა­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბის გახ­სნას, ინ­ვეს­ტი­რე­ბას, ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბას. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს, 26 მა­ისს სწო­რედ სა­მეგ­რე­ლო­ში გა­იხ­სნა. გვინ­და, ახლო მო­მა­ვალ­ში სწო­რედ ეს სივ­რცე ვაქ­ცი­ოთ რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე დიდ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრად, სა­დაც 100 000 კვად­რა­ტულ მეტრ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ „გორ­გია“, არა­მედ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ყვე­ლა პრო­ფი­ლის სა­ვაჭ­რო ზონა“. - გა­ნა­ცხა­დეს „გორ­გი­ას“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალს ეს­წრე­ბოდ­ნენ ზუგ­დი­დის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე კა­კა­ვა, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­ჯდო­მა­რე მა­მუ­კა წო­წე­რია, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რწმუ­ნე­ბუ­ლი მალ­ხაზ თო­რია, ასე­ვე ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და მე­წარ­მე­ე­ბი.

„მი­ხა­რია, რომ დღეს 26 მა­ისს ჩვენ ზუგ­დიდ­ში ვხსნით ობი­ექტს, სა­დაც 100 ად­გი­ლობ­რი­ვი საქმდე­ბა და ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია ხუთ მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია. მე მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა „გორ­გი­ას“ მე­ნე­ჯმენტს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ და წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ“. - მალ­ხაზ თო­რია (სა­მეგ­რე­ლო-ზვე­ნო სვა­ნე­თის რწმუ­ნე­ბუ­ლი).

„დღეს ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრენ­დის, „გორ­გი­ას“ ფი­ლი­ა­ლის გახ­სნა ეკო­ნო­მი­კუ­რი სიძ­ლი­ე­რის­კენ გა­დად­გმუ­ლი კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია. მინ­და „გორ­გი­ას“ დამ­ფუძ­ნებ­ლებს და მის მე­ნე­ჯმენტს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სის­თვის. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს და კმა­ყო­ფილ მომ­ხმა­რებ­ლებს“. - მა­მუ­კა წო­წე­რია (ზუგ­დი­დის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­ჯდო­მა­რე).

„გორ­გი­ას“ ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი ზუგ­დიდ­ში, ჯა­ნა­ში­ას #1-ში მდე­ბა­რე­ობს.

R

00:00 / 00:00
ავტორი:

ზუგდიდში  „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ზუგდიდში  „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ზუგდიდის მაცხოვრებლებს „გორგიამ“ სასიამოვნო სიახლე შესთავაზა. 26 მაისს, ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, ჰიპერმარკეტის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ჰიპერმარკეტი მომხმარებელს „გორგიას“ სრული პროდუქციით, მუდმივი საჩუქრებითა და აქციებით უმასპინძლებს.

ზუგდიდის ფილიალი სავაჭრო მოლის ტიპის კონცეფციით იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან მოსახერხებელია მომხმარებლებისთვის. სარემონტო-სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ცნობილია იმით, რომ მომხმარებელს 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.

„გორგიაში“ ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც ყიდვის პროცესსაც აადვილებს.

„გორგიას“ ჰიპერმარკეტი საქართველოს 6 ქალაქში, 8 ფილიალითაა წარმოდგენილი.

„მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარების მიუხედავად, ვაგრძელებთ გაფართოებას, ახალი ფილიალების გახსნას, ინვესტირებას, ადამიანების დასაქმებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ფილიალი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, 26 მაისს სწორედ სამეგრელოში გაიხსნა. გვინდა, ახლო მომავალში სწორედ ეს სივრცე ვაქციოთ რეგიონში ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრად, სადაც 100 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ „გორგია“, არამედ მოსახლეობისთვის საინტერესო ყველა პროფილის სავაჭრო ზონა“. - განაცხადეს „გორგიას“ წარმომადგენლებმა.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული მალხაზ თორია, ასევე ქართველი ბიზნესმენები და მეწარმეები.

„მიხარია, რომ დღეს 26 მაისს ჩვენ ზუგდიდში ვხსნით ობიექტს, სადაც 100 ადგილობრივი საქმდება და ჩადებული ინვესტიცია ხუთ მილიონ ლარზე მეტია. მე მინდა მადლობა ვუთხრა „გორგიას“ მენეჯმენტს განხორციელებული სამუშაოებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“. - მალხაზ თორია (სამეგრელო-ზვენო სვანეთის რწმუნებული).

„დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან წარმატებული ბრენდის, „გორგიას“ ფილიალის გახსნა ეკონომიკური სიძლიერისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მინდა „გორგიას“ დამფუძნებლებს და მის მენეჯმენტს მადლობა გადავუხადო ჩვენი მუნიციპალიტეტის მიმართ გამოხატული ინტერესისთვის. გისურვებთ წარმატებებს და კმაყოფილ მომხმარებლებს“. - მამუკა წოწერია (ზუგდიდის საკრებულოს თავჯდომარე).

„გორგიას“ ახალი ფილიალი ზუგდიდში, ჯანაშიას #1-ში მდებარეობს.

R

თბილისში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ იხსნება

ევექსი კლინიკები სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მომხმარებელს საქართველოს ბანკის 0%-იან განვადებას სთავაზობს

თამბაქოს წვისა და გახურების ტექნოლოგია - მითები და რეალობა თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ