მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა..." - რა განუცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ექსმეუღლემ ფსიქოლოგს?
"რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა..." - რა განუცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ექსმეუღლემ ფსიქოლოგს?

ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ფსი­ქო­ლო­გის, მა­რი­ნა მა­თი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნელი (ნეკა) დო­რო­ყაშ­ვი­ლის ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის კვლე­ვი­სას მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტან­ჯვად შე­ფას­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მა­თი­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მოწ­მის სა­ხით ჩვე­ნე­ბას აძ­ლევ­და.

ფსი­ქო­ლოგ­მა სა­სა­მარ­თლო­ში ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ახ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მას ექ­სპე­რი­მენ­ტულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის დროს მი­ა­წო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ხედ­ვით, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ფსი­ქო­ლოგს უყ­ვე­ბა, რომ მისი და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში დე­დამ­თი­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო.

ფსი­ქო­ლო­გის თქმით, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი მას შემ­დეგს მო­უყ­ვა:

"პირ­ვე­ლი­ვე თვე­ე­ბი­დან მივ­ხვდი, რომ რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა­ში ვი­ყა­ვი. დე­დამ­თილ­თან თა­ვი­დან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, თით­ქმის მე­გობ­რუ­ლი... მივ­ხვდი, რომ ჩემი პი­როვ­ნუ­ლი მი­უ­ღებ­ლო­ბა ჰქონ­და, ჩემი ყვე­ლაფ­რის­გან გან­რი­დე­ბა ხდე­ბო­და და ნი­კას გან­რი­დე­ბა ჩემ­გან. ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ოდ­ში ხში­რი იყო მე­გობ­რუ­ლი შე­გო­ნე­ბე­ბი - მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ქა­ლის ფსი­ქი­კა ლა­ბი­რუ­ლია და ხში­რად გიჟ­დე­ბი­ა­ნო. ეს გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი კონ­კრე­ტუ­ლად მე მე­ხე­ბო­და - მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, ქა­ლის ფსი­ქი­კა ლა­ბი­რუ­ლია და დიდი ალ­ბა­თო­ბაა გა­გიჟ­დე. ბო­ლოს, სრუ­ლი­ად კა­ტე­გო­რი­უ­ლი ფორ­მა მი­ი­ღო - გიჟი ხარ. რა­ღაც მო­მენ­ტში მივ­ხვდი, რომ დე­დამ­თი­ლის მე­ში­ნო­და, მაგ­რამ თა­ვა­ზი­ა­ნად ვიქ­ცე­ო­დი. ბავ­შვი მცი­რე­წო­ნი­ა­ნი და­ი­ბა­და, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლი. ამა­ზე მსაყ­ვე­დუ­რობ­და - შენ ისიც გე­ყო­ფა, უდღე­უ­რი ბავ­შვი რომ გა­ა­ჩი­ნე, ვერ­სად ვერ ვამ­ბობ ამა­სო. რომ შე­ვე­პა­სუ­ხე, უზ­რდე­ლი ხარო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი და ნი­კას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე აი­სა­ხა. 2016 წლი­დან ძა­ლა­დო­ბის ფორ­მე­ბი დამ­ძიმ­და, 2017 წლი­დან ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი სახე მი­ი­ღო".

ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ანა თავ­ხე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბით კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნო­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა გა­მო­ძი­ე­ბას დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

"ჩვენ­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ იყო ეს გა­სა­ო­ცა­რი დაც­ვის მხა­რის­თვის, რად­გან ფსი­ქო­ლო­გებ­მა ისა­უბ­რეს ზუს­ტად იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რაც მათ გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ექ­სპერ­ტი­ზის და ცნო­ბის სა­ხით გას­ცეს. ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გის ნა­წილ­ში შეგ­ნე­ბუ­ლად ვერ ვი­სა­უბ­რებ იცით, რომ სხდო­მა და­ხუ­რუ­ლი იყო და რა თქმა უნდა, ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სია, რომ მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო არ გახ­დეს.

ერ­თა­დერ­თი შე­მიძ­ლია ვთქვა,რომ ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბით კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და ის, რაც მან გა­მო­ძი­ე­ბა­ში რე­კო­მენ­და­ცი­ის, ცნო­ბის სა­ხით გას­ცა და ამავდრო­უ­ლად ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნო­ბა, რაც წარ­დგე­ნი­ლი აქვს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რა. რაც შე­ე­ხე­ბა, მე­ო­რე ფსი­ქო­ლოგს, რო­მელ­მაც შე­ა­ფა­სა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მან და­ა­დას­ტუ­რა ის, რაც ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში უწე­რია - ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი სის­ტე­მა­ტი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხი­დან იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გა­ნიც­დი­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტან­ჯვას, რაც არის მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თავ­ხე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
54

რა სამარცხვინო ქალი ხარ, მილიონები რომ მიიღო რას არ იგონებ. ამდენი შემოსავლი დაიტოვე და კიდევ რას ითხოვ ვერ გავიგე. 

ფულზე გაგიჟებული ქალი.

მანანა
50

მერე დედამთილს უჩივლე, თუ იმას არ აქვს მილიონები და არ გაწყობს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა..." - რა განუცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ექსმეუღლემ ფსიქოლოგს?

"რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა..." - რა განუცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ექსმეუღლემ ფსიქოლოგს?

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგის, მარინა მათიაშვილის განცხადებით, ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი (ნეკა) დოროყაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევისას მისი მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა. აღნიშნულის შესახებ მათიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით ჩვენებას აძლევდა.

ფსიქოლოგმა სასამართლოში ნელი დოროყაშვილის მიერ გაცხადებული ინფორმაცია გაახმაურა, რომელიც დაზარალებულმა მას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის დროს მიაწოდა. აღნიშნულის მიხედვით, ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგს უყვება, რომ მისი და ნიკოლოზ ბასილაშვილის ცხოვრებაში დედამთილი აქტუალური იყო.

ფსიქოლოგის თქმით, ნელი დოროყაშვილი მას შემდეგს მოუყვა:

"პირველივე თვეებიდან მივხვდი, რომ რაღაც გაუგებრობაში ვიყავი. დედამთილთან თავიდან კარგი ურთიერთობა მქონდა, თითქმის მეგობრული... მივხვდი, რომ ჩემი პიროვნული მიუღებლობა ჰქონდა, ჩემი ყველაფრისგან განრიდება ხდებოდა და ნიკას განრიდება ჩემგან. ფეხმძიმობის პერიოდში ხშირი იყო მეგობრული შეგონებები - მშობიარობის შემდეგ ქალის ფსიქიკა ლაბირულია და ხშირად გიჟდებიანო. ეს გამონათქვამები კონკრეტულად მე მეხებოდა - მშობიარობის შემდეგ, ქალის ფსიქიკა ლაბირულია და დიდი ალბათობაა გაგიჟდე. ბოლოს, სრულიად კატეგორიული ფორმა მიიღო - გიჟი ხარ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა, მაგრამ თავაზიანად ვიქცეოდი. ბავშვი მცირეწონიანი დაიბადა, მაგრამ ჯანმრთელი. ამაზე მსაყვედურობდა - შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინე, ვერსად ვერ ვამბობ ამასო. რომ შევეპასუხე, უზრდელი ხარო. ეს ყველაფერი ჩემი და ნიკას ურთიერთობაზე აისახა. 2016 წლიდან ძალადობის ფორმები დამძიმდა, 2017 წლიდან ძალიან აგრესიული სახე მიიღო".

ნელი დოროყაშვილის ადვოკატის, ანა თავხელიძის განცხადებით, ბავშვის ფსიქოლოგის მიერ მიცემული ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობის ბრალდების საფუძვლიანობა.

მისივე თქმით, ნელი დოროყაშვილმა გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

"ჩვენთვის დაზარალებულების ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ იყო ეს გასაოცარი დაცვის მხარისთვის, რადგან ფსიქოლოგებმა ისაუბრეს ზუსტად იმ ინფორმაციაზე, რაც მათ გამოძიების ეტაპზე ექსპერტიზის და ცნობის სახით გასცეს. ბავშვის ფსიქოლოგის ნაწილში შეგნებულად ვერ ვისაუბრებ იცით, რომ სხდომა დახურული იყო და რა თქმა უნდა, ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომ მასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია საჯარო არ გახდეს.

ერთადერთი შემიძლია ვთქვა,რომ ბავშვის ფსიქოლოგის მიერ მიცემული ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც მან გამოძიებაში რეკომენდაციის, ცნობის სახით გასცა და ამავდროულად ბრალდების საფუძვლიანობა, რაც წარდგენილი აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილს კიდევ უფრო გაამყარა. რაც შეეხება, მეორე ფსიქოლოგს, რომელმაც შეაფასა ნელი დოროყაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მან დაადასტურა ის, რაც ექსპერტიზის დასკვნაში უწერია - ნელი დოროყაშვილი სისტემატიური ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხიდან იყო განხორციელებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რაც არის მთავარი მტკიცებულება", - განაცხადა თავხელიძემ.