პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თემომ მითხრა, მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო... ერთად უნდა ჩამეწერა და მოულოდნელად გახდა ავად" - როგორ იხსენებენ ცნობილ მსახიობს მეგობრები და კოლეგები?
"თემომ მითხრა, მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო... ერთად უნდა ჩამეწერა და მოულოდნელად გახდა ავად" - როგორ იხსენებენ ცნობილ მსახიობს მეგობრები და კოლეგები?

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ნა ჯა­ნა­შია მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. მან ასე უდ­რო­ოდ წას­ვლით უამ­რავ ნაც­ნობ თუ უც­ნობ ადა­მი­ანს დას­წყვი­ტა გული.

"მა­რი­ნა ჯა­ნა­ში­ამ ერთი კვი­რის წინ და­მი­რე­კა, ძლივს მე­ლა­პა­რა­კა, მაგ­რამ ერთი წუ­თით არ და­უშ­ვია, რომ ასე­თი და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და. სამი მსა­ხი­ო­ბის (მე­დეა ჩა­ხა­ვა, სა­ლო­მე ყან­ჩე­ლი, მა­რი­ნა თბი­ლე­ლი) 100 წლის იუ­ბი­ლე­ზე მე­კი­თხე­ბო­და. გუ­ლის­წყვე­ტაც შე­ვა­ტყვე, რომ ჩვენ­თან ერ­თად არ იდგა სცე­ნა­ზე. გული მეწ­ვის, რომ "მო­ხუ­ცი ჯამ­ბა­ზე­ბის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი ჯამ­ბა­ზი მო­ხუ­ცი ვერ გახ­და, ძა­ლი­ან ადრე წა­ვი­და, ძა­ლი­ან... თემო გო­ცა­ძემ მი­თხრა, მა­რი­ნას გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის მე­ში­ნი­აო. გი­თა­ნაგ­რძნობთ და გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებთ, ბა­ტო­ნო თემო!“ - ეს თე­ატრმ­ცოდ­ნე ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძის ფე­ის­ბუქ-პოს­ტია, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბა­რი კი ასე გა­ნაგ­რძო:

"ტე­ლე­ფონ­ზე რომ და­მი­რე­კა, მი­კი­თხა, რო­დის იქ­ნე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ით სამი მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის სა­ღა­მო, აინ­ტე­რე­სებ­და, რომ ენა­ხა, რად­გან ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და... სა­ოც­რად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ქალი იყო, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, მო­რი­დე­ბუ­ლი, მშვი­დი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბი­ოგ­რა­ფი­ის მქო­ნე. გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი, თავ­გან­წირ­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თე­ატრზე.

სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა­ნა­ი­რი ამ­ბი­ცი­ის­გან დაც­ლი­ლი იყო, იცო­და თა­ვი­სი ად­გი­ლი და ყო­ველ­თვის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად იღწ­ვო­და, არ იყო მე­ო­მა­რი მსა­ხი­ო­ბი. გული მწყდე­ბა, რომ "მო­ხუ­ცი ჯამ­ბა­ზი" ვერ გახ­და და ასე ადრე წა­ვი­და... თემო გო­ცა­ძე 25 მარტს 80 წლის გახ­და. მივ­დი­ო­დი გა­და­ცე­მის ჩა­სა­წე­რად. ერ­თად უნდა ჩა­მე­წე­რა ისი­ნი, მაგ­რამ მა­რი­ნა უც­ბად ცუ­დად გახ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს. მა­რი­ნას თემო, ხე­ლის გულ­ზე ჰყავ­და. სა­ერ­თოდ კი, ერ­თმა­ნეთს აბა­ლან­სებ­დნენ...

მა­რი­ნა ჯა­ნა­შია და თე­მურ გო­ცა­ძე

არ და­მა­ვი­წყდე­ბა ის დღე, რო­დე­საც "მო­ხუც ჯამ­ბა­ზებ­ზე“ სტუ­დენ­ტი მას­თან მი­ვე­დი, ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღო. სა­ო­ცა­რი სით­ბო ჰქონ­და და მზრუნ­ვე­ლო­ბა იცო­და. იმ შეხ­ვედ­რი­სას უც­ბად ისე გა­მენ­დო და გულ­წრფე­ლად მე­ლა­პა­რა­კა თე­ატ­რა­ლურ ტკი­ვილ­ზე, თა­ვის თე­ატ­რა­ლურ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე... ავად­მყო­ფო­ბის გამო მარ­თლა ბევ­რი იწ­ვა­ლა და ამის გამო რამ­ხე­ლა დარდს ატა­რებ­და, მაგ­რამ ვერ შე­ა­ტყობ­დი. თა­ვის­თვის, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და და სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ას აღ­მერ­თებ­და".

კად­რი ფილ­მი­დან "კუ­კარ­ა­ჩა"

მაკა მა­ხა­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

"ასე­თი სი­კე­თის, ნი­ჭის, სით­ბოს მა­ტა­რე­ბე­ლი, ალერ­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე არ ვიცი... სა­უ­კე­თე­სო და იშ­ვი­ა­თი იყო. არას­დროს არა­ვის ახ­სოვს, მისი რა­ღა­ცა­ში მა­ინც უდი­ე­რად ჩა­რე­ვა... მა­რი­ნას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ­დი, ახ­ლოს ვი­ყა­ვით... დღეს ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, გავ­ნად­გურ­დი, სა­წო­ლი­დან ვერ ავ­დე­ქი. გული ძა­ლი­ან მტკი­ვა...

რამ­დენ ტკი­ვილს გა­უძ­ლო, ასე­თი წა­მე­ბით წა­ვი­და და რო­გორ მებ­რა­ლე­ბა. თუმ­ცა ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყო. გა­რეგ­ნუ­ლა­დაც კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ჭა­ღა­რა თმა მო­უხ­და. იმ­დე­ნად კე­თილ­მო­სურ­ნე იყო ყვე­ლა­სად­მი, რომ ეს ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩემი რძა­ლი - ნანი ჩიქ­ვი­ნი­ძე და მა­რი­ნა ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ხში­რად ურე­კავ­და ნა­ნის, მაგ­რამ მისი ცუ­დად ყოფ­ნით გა­მოწ­ვე­ულ წუ­ხილს სხვას არ გა­დას­დებ­და, ასე­თი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო.

არ ვიცი ეს ტკი­ვი­ლი ოჯახ­მა რო­გორ უნდა გა­და­ი­ტა­ნოს. და­ა­ვა­დე­ბა რომ აღ­მო­აჩ­ნდა, თა­ვი­დან არა­ვის გვე­გო­ნა, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და, მარ­თლა მკვდრე­თით აღ­დგა. ახლა კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და... 28 აგ­ვის­ტოს არის და­ბა­დე­ბუ­ლი, მა­რი­ა­მო­ბას. ის ისე­თი სი­ნათ­ლე იყო, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ნა­თელ­ში არ იყოს".

ლელა ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი:

- ჩემ­თვის და რა თქმა უნდა, მთლი­ა­ნად რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის­თვის ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბის, ასე ადრე წას­ვლა დიდი ტკი­ვი­ლია. ჩემ­თვის კი­დევ უფრო რთუ­ლია, რად­გა­ნაც ერთ საგ­რი­მი­ო­რო­ში ვი­ყა­ვით. მა­რი­ნა არა მარ­ტო კო­ლე­გა, უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი და ძა­ლი­ან თბი­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი, გო­ნი­ე­რი, მშვი­დი ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან და­მაკ­ლდე­ბა მისი არ­ყოფ­ნა თე­ატ­რში. ჯერ არც გა­მიც­ნო­ბი­ე­რე­ბია კარ­გად, რომ აღარ არის. ახლა შე­მო­ვე­დი საგ­რი­მი­ო­რო­ში, ვუ­ყუ­რებ მის მა­გი­დას და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. ერთი კვი­რის წინ ვე­სა­უბ­რე და ვუ­თხა­რი, რომ ენატ­რე­ბა თე­ატრს, მის საგ­რი­მი­ო­როს, მე და რომ ვე­ლო­დე­ბით, რომ ადრე უფრო ცუ­დად იყა­ვი, რაც დაძ­ლიე და ახ­ლაც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. დღეს კი ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი დარ­ტმა იყო...

- არა­და, თით­ქოს და­ა­მარ­ცხა და ოპ­ტი­მის­ტუ­რა­დაც იყო...

- კი, სპექ­ტაკ­ლე­ბიც ითა­მა­შა, ფი­ზი­კუ­რა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყო, ფორ­მა­ში. წელს ზამ­თარ­ში ერ­თდრო­უ­ლად დაგ­ვა­ჯილ­დო­ვეს ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ით, ამის­თვის ბედ­ნი­ე­რი და მად­ლი­ე­რი იყო... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თბი­ლი მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. იშ­ვი­ა­თი და დახ­ვე­წი­ლი თვი­სე­ბე­ბის პატ­რო­ნი, უზო­მოდ და­მაკ­ლდე­ბა.

კად­რი ფილ­მი­დან "გზის და­სა­წყი­სი"

* * *

მა­რი­ნა ჯა­ნა­შია თავს ბე­დის ნე­ბი­ე­რას უწო­დებ­და, რად­გა­ნაც რო­გორც მსა­ხი­ობს, მი­აჩ­ნდა, რომ თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა... ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო - ერთხელ, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­დი­ო­და, კი­ნოს­ტუ­დი­ას­თან ყმაწ­ვილ­მა გა­ა­ჩე­რა, - ბა­ტო­ნი რეზო ჩხე­ი­ძე ფილ­მს იღებს და სინ­ჯებ­ზე შე­მო­დი­თო.

"დიდი წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ზე, ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ ჩემი მე­გო­ბა­რი მო­ე­წო­ნათ-მეთ­ქი და შე­ვე­დით. ბა­ტონ­მა რე­ზომ შეგ­ვათ­ვა­ლი­ე­რა და გა­მომ­კი­თხა, - ვინ ვი­ყა­ვი, სად ვა­ბა­რებ­დი. შემ­დეგ მი­თხრა, - შენ "თე­ატ­რა­ლურ­ზე" უნდა ჩა­ა­ბა­რო, ხვალ სა­ბუ­თე­ბის მი­ღე­ბა მთავ­რდე­ბა, ამი­ტომ, დღეს­ვე სას­წრა­ფოდ შე­ი­ტა­ნეო".

იმ პე­რი­ოდ­ში სხვა გო­გო­ე­ბი­ვით თურ­მე ისიც ოც­ნე­ბობ­და მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე... ეს კი მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, მაგ­რამ გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი. მო­ას­წრო სა­ბუ­თე­ბის შე­ტა­ნა და ჩა­ი­რი­ცხა... სწო­რედ იმ წელს ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა პირ­ვე­ლად აიყ­ვა­ნა ჯგუ­ფი და მას­თან მოხ­ვდა. პირ­ველ კურ­სზე იყო, როცა დიდ­მა რე­ჟი­სორ­მა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მი­მიყ­ვა­ნა. "ან­ტი­გო­ნეს“ დგამ­და და პა­ჟის როლი ათა­მა­შა.

"ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა მხვდა წი­ლად! რე­ჟი­სო­რი - მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბე­ბი - სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე და ზი­ნა­ი­და კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე. გაბ­რუ­ე­ბუ­ლი დავ­დი­ო­დი. უდი­დე­სი სკო­ლა გა­ვი­ა­რე“ - ეს არა­ერ­თხელ უთ­ქვამს ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას. სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ არ­ტისტს დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­რე­ჟი­სო­რო-სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტის მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ჯგუ­ფი და სტუ­დენ­ტო­ბის წლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, არა­ერ­თი თე­ატ­რა­ლუ­რი თუ კინო როლი შექ­მნა. „ან­ტი­გო­ნე“, „ბერ­ნარ­და ალ­ბას სახ­ლი“, „რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა“, „ოტე­ლო“, „ქა­ლის ტვირ­თი“, „ტარ­ტი­უ­ფი“, „თა­ვა­დის ასუ­ლი მერი“, „ისევ ვო­დე­ვი­ლე­ბი“, „ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა“, „მო­ხუ­ცი ჯამ­ბა­ზე­ბი“ – ეს იმ სპექ­ტაკ­ლე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლებ­შიც მსა­ხი­ობ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კი­ნო­ფილ­მებს, მა­რი­ნა ჯა­ნა­შია გა­მორ­ჩე­უ­ლია ფილ­მებ­ში - „ნუცა“, „კუ­კარ­ა­ჩა“, „მა­რა­დი­სო­ბის კა­ნო­ნი“, „ო, რა ტკბი­ლია გან­შო­რე­ბის ეს ნაზი სევ­და (ევ­რი­დი­კე)“.

კად­რი სპექ­ტაკ­ლი­დან "მო­ხუ­ცი ჯამ­ბა­ზე­ბი"

და სწო­რედ ამ რო­ლე­ბის გამო მა­ყუ­რე­ბელს ის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. პრო­ფე­სი­ა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ იყო, ამას კი ესეც ადას­ტუ­რებს - უცხო­ე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მყო­ფი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი რო­გორც კი გონ­ზე მო­ვი­დო­და, მა­შინ­ვე თა­ვის საყ­ვა­რელ თე­ატრზე, სპექ­ტაკ­ლებ­ზე და მა­ყუ­რებ­ლებ­ზე ფიქ­რობ­და...

მისი ავად­მყო­ფო­ბა იმ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, რო­დე­საც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გოჩა კა­პა­ნა­ძის "მო­ხუ­ცი ჯამ­ბა­ზე­ბი" იდ­გმე­ბო­და. სპექ­ტაკ­ლი მუდ­მი­ვი ანშლა­გით მი­დი­ო­და, ბი­ლე­თის შოვ­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად მსა­ხი­ო­ბი სწო­რედ ამა­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და და ექიმს მუდ­მი­ვად ეკი­თხე­ბო­და, - რო­დის დაბ­რუნ­დე­ბო­და სამ­შობ­ლო­ში, რომ სპექ­ტაკ­ლი ეთა­მა­შა.

"მა­შინ, როცა ყვე­ლა­ზე ცუ­დად ვი­ყა­ვი, ჩემს პრო­ფე­სორს ვე­კი­თხე­ბო­დი, სცე­ნა­ზე დად­გო­მას რო­დის შევ­ძლებ­დი. მოხ­და ასე­თი რამ: ბა­ტო­ნი კახი კავ­სა­ძე გერ­მა­ნი­ა­ში თა­ვი­სი მი­ზე­ზით იმ­ყო­ფე­ბო­და... ქარ­თულ­მა, უც­ნა­ურ­მა კონ­ფი­გუ­რა­ცი­ამ მა­ი­ძუ­ლა თვა­ლე­ბი გა­მე­ხი­ლა - და­ვი­ნა­ხე კახი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სორს თი­თით ეძახ­და, - მოდი აქ. მერე უთხრა: ეს ბოვ­ში, რო­დის დად­გე­ბა სცე­ნა­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სპექ­ტაკ­ლია გა­ჩე­რე­ბუ­ლი და მას ვე­ლო­დე­ბი­თო... პრო­ფე­სო­რი დაბ­ნე­უ­ლი უყუ­რებ­და - სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლე­ზე იყო სა­უ­ბა­რი, ეს კაცი კი, რას ეკი­თხე­ბო­და," - იხ­სე­ნებ­და მა­რი­ნა ჯა­ნა­შია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­შინ გა­მო­ჯან­მრთელ­და, უამ­რა­ვი სირ­თუ­ლე და დაბ­რკო­ლე­ბა გა­და­ლა­ხა. ბო­ლოს კი ეს სამ­წუ­ხა­როდ ვე­ღარ შეძ­ლო...

AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ვამს მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უთა­ნაგ­რძნობს ოჯახს, მე­გობ­რებს და თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­როს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
1

მოზიარე ვარ მწუხარების... ფრიად გულდასაწყვეტი ამბავია... ფარავდეს უფალი და სასუფეველი დაუმკვიდროს...

ნესტანი
0

ძალიან დამწყდა გული. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც მარი ჯანაშიას მიმართ პატივისცემა და სიყვარული არ ჰქონდა. იშვიათი თვისებების პიროვნება იყო. დიახ, სწორედ პიროვნება, ნათელი სულის ადამიანი.

ავტორი:

"თემომ მითხრა, მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო... ერთად უნდა ჩამეწერა და მოულოდნელად გახდა ავად" - როგორ იხსენებენ ცნობილ მსახიობს მეგობრები და კოლეგები?

"თემომ მითხრა, მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო... ერთად უნდა ჩამეწერა და მოულოდნელად გახდა ავად" - როგორ იხსენებენ ცნობილ მსახიობს მეგობრები და კოლეგები?

რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა ჯანაშია მძიმე ავადმყოფობის შედეგად დღეს გარდაიცვალა. მან ასე უდროოდ წასვლით უამრავ ნაცნობ თუ უცნობ ადამიანს დასწყვიტა გული.

"მარინა ჯანაშიამ ერთი კვირის წინ დამირეკა, ძლივს მელაპარაკა, მაგრამ ერთი წუთით არ დაუშვია, რომ ასეთი დასასრული იქნებოდა. სამი მსახიობის (მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი, მარინა თბილელი) 100 წლის იუბილეზე მეკითხებოდა. გულისწყვეტაც შევატყვე, რომ ჩვენთან ერთად არ იდგა სცენაზე. გული მეწვის, რომ ,,მოხუცი ჯამბაზების" ერთ-ერთი მთავარი ჯამბაზი მოხუცი ვერ გახდა, ძალიან ადრე წავიდა, ძალიან... თემო გოცაძემ მითხრა, მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო. გითანაგრძნობთ და გამძლეობას გისურვებთ, ბატონო თემო!“ - ეს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ფეისბუქ-პოსტია, რომელიც საკუთარ გვერდზე დაწერა.

AMBEBI.GE-სთან საუბარი კი ასე განაგრძო:

"ტელეფონზე რომ დამირეკა, მიკითხა, როდის იქნებოდა ტელევიზიით სამი მსახიობი ქალის საღამო, აინტერესებდა, რომ ენახა, რადგან ეს ქალბატონები ძალიან უყვარდა... საოცრად კეთილგანწყობილი ქალი იყო, მოკრძალებული, მორიდებული, მშვიდი და ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფიის მქონე. გამორჩეული მსახიობი, თავგანწირვით შეყვარებული თეატრზე.

სხვათა შორის, ყველანაირი ამბიციისგან დაცლილი იყო, იცოდა თავისი ადგილი და ყოველთვის მოკრძალებულად იღწვოდა, არ იყო მეომარი მსახიობი. გული მწყდება, რომ "მოხუცი ჯამბაზი" ვერ გახდა და ასე ადრე წავიდა... თემო გოცაძე 25 მარტს 80 წლის გახდა. მივდიოდი გადაცემის ჩასაწერად. ერთად უნდა ჩამეწერა ისინი, მაგრამ მარინა უცბად ცუდად გახდა, საავადმყოფოში წაიყვანეს. მარინას თემო, ხელის გულზე ჰყავდა. საერთოდ კი, ერთმანეთს აბალანსებდნენ...

მარინა ჯანაშია და თემურ გოცაძე

არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც "მოხუც ჯამბაზებზე“ სტუდენტი მასთან მივედი, ძალიან თბილად მიმიღო. საოცარი სითბო ჰქონდა და მზრუნველობა იცოდა. იმ შეხვედრისას უცბად ისე გამენდო და გულწრფელად მელაპარაკა თეატრალურ ტკივილზე, თავის თეატრალურ თავგადასავლებზე... ავადმყოფობის გამო მართლა ბევრი იწვალა და ამის გამო რამხელა დარდს ატარებდა, მაგრამ ვერ შეატყობდი. თავისთვის, მოკრძალებულად ცხოვრობდა და საკუთარ პროფესიას აღმერთებდა".

კადრი ფილმიდან "კუკარაჩა"

მაკა მახარაძე, მსახიობი:

"ასეთი სიკეთის, ნიჭის, სითბოს მატარებელი, ალერსიანი ადამიანი მეორე არ ვიცი... საუკეთესო და იშვიათი იყო. არასდროს არავის ახსოვს, მისი რაღაცაში მაინც უდიერად ჩარევა... მარინას ბავშვობიდან ვიცნობდი, ახლოს ვიყავით... დღეს ეს ამბავი რომ გავიგე, გავნადგურდი, საწოლიდან ვერ ავდექი. გული ძალიან მტკივა...

რამდენ ტკივილს გაუძლო, ასეთი წამებით წავიდა და როგორ მებრალება. თუმცა ოპტიმისტურად იყო. გარეგნულადაც კარგად გამოიყურებოდა, ჭაღარა თმა მოუხდა. იმდენად კეთილმოსურნე იყო ყველასადმი, რომ ეს ამის დამსახურებაა. ჩემი რძალი - ნანი ჩიქვინიძე და მარინა ახლო მეგობრები იყვნენ. ხშირად ურეკავდა ნანის, მაგრამ მისი ცუდად ყოფნით გამოწვეულ წუხილს სხვას არ გადასდებდა, ასეთი საოცარი ადამიანი იყო.

არ ვიცი ეს ტკივილი ოჯახმა როგორ უნდა გადაიტანოს. დაავადება რომ აღმოაჩნდა, თავიდან არავის გვეგონა, რომ გადარჩებოდა, მართლა მკვდრეთით აღდგა. ახლა კი წარმოუდგენელი ამბავი მოხდა... 28 აგვისტოს არის დაბადებული, მარიამობას. ის ისეთი სინათლე იყო, რომ არ შეიძლება, ნათელში არ იყოს".

ლელა ალიბეგაშვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი:

- ჩემთვის და რა თქმა უნდა, მთლიანად რუსთაველის თეატრისთვის ასეთი შესანიშნავი მსახიობის, ასე ადრე წასვლა დიდი ტკივილია. ჩემთვის კიდევ უფრო რთულია, რადგანაც ერთ საგრიმიოროში ვიყავით. მარინა არა მარტო კოლეგა, უფროსი მეგობარი და ძალიან თბილი, კეთილშობილი, გონიერი, მშვიდი ადამიანი იყო. ძალიან დამაკლდება მისი არყოფნა თეატრში. ჯერ არც გამიცნობიერებია კარგად, რომ აღარ არის. ახლა შემოვედი საგრიმიოროში, ვუყურებ მის მაგიდას და ძალიან განვიცდი. ერთი კვირის წინ ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ენატრება თეატრს, მის საგრიმიოროს, მე და რომ ველოდებით, რომ ადრე უფრო ცუდად იყავი, რაც დაძლიე და ახლაც ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. დღეს კი ეს ამბავი გავიგე, ჩემთვის მოულოდნელი დარტმა იყო...

- არადა, თითქოს დაამარცხა და ოპტიმისტურადაც იყო...

- კი, სპექტაკლებიც ითამაშა, ფიზიკურადაც შესანიშნავად იყო, ფორმაში. წელს ზამთარში ერთდროულად დაგვაჯილდოვეს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიით, ამისთვის ბედნიერი და მადლიერი იყო... არაჩვეულებრივად თბილი მეგობარი დავკარგე და ძალიან განვიცდი. იშვიათი და დახვეწილი თვისებების პატრონი, უზომოდ დამაკლდება.

კადრი ფილმიდან "გზის დასაწყისი"

* * *

მარინა ჯანაშია თავს ბედის ნებიერას უწოდებდა, რადგანაც როგორც მსახიობს, მიაჩნდა, რომ თავიდანვე ძალიან გაუმართლა... ყველაფერი კი ასე დაიწყო - ერთხელ, როდესაც ქუჩაში მეგობართან ერთად მიდიოდა, კინოსტუდიასთან ყმაწვილმა გააჩერა, - ბატონი რეზო ჩხეიძე ფილმს იღებს და სინჯებზე შემოდითო.

"დიდი წარმოდგენა არ მქონდა ჩემს გარეგნობაზე, ვიფიქრე, ალბათ ჩემი მეგობარი მოეწონათ-მეთქი და შევედით. ბატონმა რეზომ შეგვათვალიერა და გამომკითხა, - ვინ ვიყავი, სად ვაბარებდი. შემდეგ მითხრა, - შენ "თეატრალურზე" უნდა ჩააბარო, ხვალ საბუთების მიღება მთავრდება, ამიტომ, დღესვე სასწრაფოდ შეიტანეო".

იმ პერიოდში სხვა გოგოებივით თურმე ისიც ოცნებობდა მსახიობობაზე... ეს კი მისთვის მოულოდნელი შემოთავაზება იყო, მაგრამ გადამწყვეტი მომენტი. მოასწრო საბუთების შეტანა და ჩაირიცხა... სწორედ იმ წელს ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა პირველად აიყვანა ჯგუფი და მასთან მოხვდა. პირველ კურსზე იყო, როცა დიდმა რეჟისორმა რუსთაველის თეატრში მიმიყვანა. "ანტიგონეს“ დგამდა და პაჟის როლი ათამაშა.

"ხომ წარმოგიდგენიათ, რა დიდი ბედნიერება მხვდა წილად! რეჟისორი - მიხეილ თუმანიშვილი, მსახიობები - სერგო ზაქარიაძე და ზინაიდა კვერენჩხილაძე. გაბრუებული დავდიოდი. უდიდესი სკოლა გავიარე“ - ეს არაერთხელ უთქვამს ქალბატონ მარინას. საქართველოს დამსახურებულ არტისტს დამთავრებული ჰქონდა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტის მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი და სტუდენტობის წლებიდან დაწყებული, არაერთი თეატრალური თუ კინო როლი შექმნა. „ანტიგონე“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ოტელო“, „ქალის ტვირთი“, „ტარტიუფი“, „თავადის ასული მერი“, „ისევ ვოდევილები“, „ჯინსების თაობა“, „მოხუცი ჯამბაზები“ – ეს იმ სპექტაკლების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება კინოფილმებს, მარინა ჯანაშია გამორჩეულია ფილმებში - „ნუცა“, „კუკარაჩა“, „მარადისობის კანონი“, „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)“.

კადრი სპექტაკლიდან "მოხუცი ჯამბაზები"

და სწორედ ამ როლების გამო მაყურებელს ის ძალიან უყვარდა. პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული რომ იყო, ამას კი ესეც ადასტურებს - უცხოეთის ერთ-ერთ კლინიკაში მყოფი უგონო მდგომარეობაში მყოფი როგორც კი გონზე მოვიდოდა, მაშინვე თავის საყვარელ თეატრზე, სპექტაკლებზე და მაყურებლებზე ფიქრობდა...

მისი ავადმყოფობა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც რუსთაველის თეატრში გოჩა კაპანაძის "მოხუცი ჯამბაზები" იდგმებოდა. სპექტაკლი მუდმივი ანშლაგით მიდიოდა, ბილეთის შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. ყველაზე მეტად მსახიობი სწორედ ამაზე ნერვიულობდა და ექიმს მუდმივად ეკითხებოდა, - როდის დაბრუნდებოდა სამშობლოში, რომ სპექტაკლი ეთამაშა.

"მაშინ, როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, ჩემს პროფესორს ვეკითხებოდი, სცენაზე დადგომას როდის შევძლებდი. მოხდა ასეთი რამ: ბატონი კახი კავსაძე გერმანიაში თავისი მიზეზით იმყოფებოდა... ქართულმა, უცნაურმა კონფიგურაციამ მაიძულა თვალები გამეხილა - დავინახე კახი, რომელიც პროფესორს თითით ეძახდა, - მოდი აქ. მერე უთხრა: ეს ბოვში, როდის დადგება სცენაზე. მნიშვნელოვანი სპექტაკლია გაჩერებული და მას ველოდებითო... პროფესორი დაბნეული უყურებდა - სიკვდილ-სიცოცხლეზე იყო საუბარი, ეს კაცი კი, რას ეკითხებოდა," - იხსენებდა მარინა ჯანაშია ერთ-ერთ ინტერვიუში.

საბედნიეროდ, მაშინ გამოჯანმრთელდა, უამრავი სირთულე და დაბრკოლება გადალახა. ბოლოს კი ეს სამწუხაროდ ვეღარ შეძლო...

AMBEBI.GE მწუხარებას გამოთვამს მსახიობის გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს ოჯახს, მეგობრებს და თეატრალურ სამყაროს.

"რუსთავი 2"-ზე დავით კიკალიშვილი ბრუნდება  - რა სიახლეები გელოდებათ ახალი სეზონიდან და როგორ აღნიშნა არხმა 27 წლის იუბილე?

"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას ამბობს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის დაინფიცირების შემდეგ?

"პოლიციელთა შვილებო - თქვენ საამაყო მშობლების შვილები ხართ!" - ვახტანგ გომელაური პატარებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს