მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - როგორია საზეიმო ღონისძიებების განრიგი
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - როგორია საზეიმო ღონისძიებების განრიგი

26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დი­ლი­დან და­ი­წყე­ბა.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია 25 მა­ისს გა­ი­მარ­თა.

რო­გორც თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მთა­ვარ­მა სერ­ჟან­ტმა გი­ორ­გი გო­გო­ჭურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ღო­ნის­ძი­ე­ბა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

„მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ 247 რეკ­რუ­ტი და­დებს ფიცს სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში. კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წელს ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი 26 მა­ი­სის ღო­ნის­ძი­ე­ბა. თუმ­ცა, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, ასე­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ი­ხუ­რე­ბა სუ-25-ის ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის გა­დაფ­რე­ნით“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გო­გო­ჭურ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, თათა სვა­ნი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი პირ­და­პი­რი ეთე­რით გა­და­ი­ცე­მა.

„გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, წელს 26 მა­ი­სი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნია, რო­მე­ლიც ასე­ვე 5 სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან იქ­ნე­ბა პირ­და­პი­რი ჩარ­თვით. ღო­ნის­ძი­ე­ბა 11:00 სა­ათ­ზე პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წელს გა­და­იფ­რე­ნენ სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში ბოლს გა­უშ­ვე­ბენ.

14:00 სა­ათ­ზე სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ეზო­ში გე­ნე­რალ კვი­ნი­ტა­ძის გა­მოს­ვე­ნე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო წე­სით და­იკ­რძა­ლე­ბა მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში. 20:00 სა­ათ­ზე ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის პრო­ფე­სი­ულ თე­ატ­რში გა­ი­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი გალა-კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა“, - გა­ნა­ცხა­და თათა სვა­ნი­ძემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს ფი­ცის და­დე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ისეთ ად­გი­ლებ­შიც გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, სვა­ნეთ­ში და ფა­რავ­ნის ტბა­ზე - ფო­კას­თან. ასე­ვე, ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა მცხე­თა­ში, თბი­ლის­ში, აჭა­რა­ში და კა­ხეთ­ში - ნეკ­რეს­თან.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანგლოსაქსების კოლონია
20

ფუუუ 

 

ვააა
42

ვაართ რო დამოუკიდებლებიი ვისგან ამერიკისაგან თუ თურქეთისაგან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - როგორია საზეიმო ღონისძიებების განრიგი

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - როგორია საზეიმო ღონისძიებების განრიგი

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში ღონისძიებები დილიდან დაიწყება.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია 25 მაისს გაიმართა.

როგორც თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის გამო ღონისძიება მოკრძალებული იქნება.

„მინდა აღვნიშნო, რომ 247 რეკრუტი დადებს ფიცს საზეიმო ვითარებაში. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს ძალიან მოკრძალებულად არის წარმოდგენილი 26 მაისის ღონისძიება. თუმცა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, ასევე ღონისძიება დაიხურება სუ-25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით“, - განაცხადა გიორგი გოგოჭურმა.

ღონისძიების ორგანიზატორის, თათა სვანიძის ინფორმაციით, ღონისძიებები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

„გასაგები მიზეზების გამო, წელს 26 მაისი განსხვავებული იქნება. პროტოკოლის დაცვით თავისუფლების მოედანზე გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, რომელიც ასევე 5 სხვადასხვა რეგიონიდან იქნება პირდაპირი ჩართვით. ღონისძიება 11:00 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებაზე წელს გადაიფრენენ სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს დროშის ფერებში ბოლს გაუშვებენ.

14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება გაიმართება, რომელიც სამხედრო წესით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა“, - განაცხადა თათა სვანიძემ.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ფიცის დადების ღონისძიებები ისეთ ადგილებშიც გაიმართება, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა. მაგალითად, სვანეთში და ფარავნის ტბაზე - ფოკასთან. ასევე, ფიცის დადების ცერემონია გაიმართება მცხეთაში, თბილისში, აჭარაში და კახეთში - ნეკრესთან.