მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინა მისთვის ლამაზი და ამაყი ქალია, ის კი ყოველთვის პოულობს საერთო ენას ქალებთან" - ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში სააკაშვილს განასახიერებს
"უკრაინა მისთვის ლამაზი და ამაყი ქალია, ის კი ყოველთვის პოულობს საერთო ენას ქალებთან" - ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში სააკაშვილს განასახიერებს

Знай наших - ასე ჰქვია უკ­რა­ი­ნულ კო­მე­დი­ურ მინი-სე­რი­ალს, სა­დაც ქარ­თვე­ლი პერ­სო­ნა­ჟის როლს, რომ­ლის პრო­ტო­ტი­პიც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია, ბესო ზან­გუ­რი თა­მა­შობს. ინ­ფორ­მა­ცი­ას კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ო­ბი თა­ვად ავ­რცე­ლებს. უც­ნო­ბია, რა­ტომ არ უთ­ქვამს ბესო ზან­გურს დღემ­დე ამ რო­ლის შე­სა­ხებ, რად­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ Знай наших-ის პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი ჯერ კი­დევ 2017 წელს გა­მო­ვი­და ეკ­რან­ზე და ტე­ლე­კომ­პა­ნია 1+1-ის ეთერ­ში გა­დი­ო­და.

მას შემ­დეგ, რაც რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ზან­გუ­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის როლ­ში გა­და­ი­ღეს, მსა­ხი­ობ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ პრე­მი­ე­რა ნამ­დვი­ლად ორი წლის წინ იყო, თუმ­ცა აქამ­დე ამ რო­ლის შე­სა­ხებ არ უსა­უბ­რია.

კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ხაზი იმა­ზე მოგ­ვი­თხრობს, თუ რას გრძნო­ბენ უცხო­ე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლი­სას. რო­გორ ატა­რე­ბენ დროს და რა ტი­პის თავ­გა­და­სავ­ლებ­ში ეხ­ვე­ვი­ან. მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, ზურა კო­ხე­თის როლს ას­რუ­ლებს. მისი გმი­რი ძა­ლი­ან ჰგავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს.

პო­ლი­ტი­კო­სის კი­ევ­ში ჩაფ­რე­ნის მი­ზე­ზი ერ­თია - მან უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა გა­უ­ზი­ა­როს. "უკ­რა­ი­ნა მის­თვის ლა­მა­ზი, ამა­ყი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქა­ლია და ის ყო­ველ­თვის პო­უ­ლობს სა­ერ­თო ენას ქა­ლებ­თან", - ვკი­თხუ­ლობთ სე­რი­ა­ლის ანონსში.

ბესო ზან­გუ­რი ბოლო დროს არა­ერთ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მას შემ­დეგ რაც, მე­ო­რე მე­უღ­ლემ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა ეთერ­ში აღი­ა­რა, რომ მსა­ხი­ო­ბი ორ­სულს ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბო­და, „რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა“ ზან­გუ­რი ყვე­ლა რო­ლი­დან მოხ­სნა. სკან­და­ლე­ბის სე­რია ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მარ­თა­ლია, მა­ყაშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის აღ­ძვრა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, მაგ­რამ ზან­გურს მა­ინც მო­უ­წია პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბა. მი­ზე­ზი კი „რუს­თა­ვი 2“-ის მიერ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გახ­და, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცია, თა­ვად ზან­გურ­მა გა­ავ­რცე­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ობ­მა და­წე­რა, რომ ამ ეპი­ზოდ­ზე მის წი­ნაღ­მდეგ საქ­მე არ აღიძ­რა, რად­გან ის უდა­ნა­შა­უ­ლო გახ­ლდათ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
80

რეჟისორი ვინაა, ჟირინოვსკი თუ ხაინდრავა ?! 🤪

!!!
366

მაგრად თამაშობს! ერთი სული მაქვს ვნახო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"უკრაინა მისთვის ლამაზი და ამაყი ქალია, ის კი ყოველთვის პოულობს საერთო ენას ქალებთან" - ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში სააკაშვილს განასახიერებს

"უკრაინა მისთვის ლამაზი და ამაყი ქალია, ის კი ყოველთვის პოულობს საერთო ენას ქალებთან" - ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში სააკაშვილს განასახიერებს

Знай наших - ასე ჰქვია უკრაინულ კომედიურ მინი-სერიალს, სადაც ქართველი პერსონაჟის როლს, რომლის პროტოტიპიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ბესო ზანგური თამაშობს. ინფორმაციას კი სოციალურ ქსელში მსახიობი თავად ავრცელებს. უცნობია, რატომ არ უთქვამს ბესო ზანგურს დღემდე ამ როლის შესახებ, რადგან ინფორმაციის მოძიების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ Знай наших-ის პირველი სეზონი ჯერ კიდევ 2017 წელს გამოვიდა ეკრანზე და ტელეკომპანია 1+1-ის ეთერში გადიოდა.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზანგური მიხეილ სააკაშვილის როლში გადაიღეს, მსახიობმა დაადასტურა, რომ პრემიერა ნამდვილად ორი წლის წინ იყო, თუმცა აქამდე ამ როლის შესახებ არ უსაუბრია.

კომედიური სერიალის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იმაზე მოგვითხრობს, თუ რას გრძნობენ უცხოელები უკრაინაში ჩასვლისას. როგორ ატარებენ დროს და რა ტიპის თავგადასავლებში ეხვევიან. მსახიობი ბესო ზანგური საქართველოდან ჩასული ქართველი პოლიტიკოსის, ზურა კოხეთის როლს ასრულებს. მისი გმირი ძალიან ჰგავს მიხეილ სააკაშვილს.

პოლიტიკოსის კიევში ჩაფრენის მიზეზი ერთია - მან უკრაინელ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება უნდა გაუზიაროს. "უკრაინა მისთვის ლამაზი, ამაყი და დამოუკიდებელი ქალია და ის ყოველთვის პოულობს საერთო ენას ქალებთან", - ვკითხულობთ სერიალის ანონსში.

ბესო ზანგური ბოლო დროს არაერთ სკანდალში გაეხვა. მას შემდეგ რაც, მეორე მეუღლემ ნინუცა მაყაშვილმა ეთერში აღიარა, რომ მსახიობი ორსულს ფიზიკურად უსწორდებოდა, „რუსთაველის თეატრმა“ ზანგური ყველა როლიდან მოხსნა. სკანდალების სერია ამით არ დასრულებულა. მართალია, მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა, მაგრამ ზანგურს მაინც მოუწია პოლიციაში გამოცხადება. მიზეზი კი „რუსთავი 2“-ის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული ჩანაწერი გახდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია, თავად ზანგურმა გაავრცელა. მოგვიანებით მსახიობმა დაწერა, რომ ამ ეპიზოდზე მის წინაღმდეგ საქმე არ აღიძრა, რადგან ის უდანაშაულო გახლდათ.

"უცებ გადაწყვიტეს... მირანდა ძალიან ბედნიერია" - ქართველი მოდელი, მიმი შელია რუსი მილიარდერის სკანდალურ შვილიშვილზე დაქორწინდა

მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - ფოტორეპორტაჟი

მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს