პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იუბილე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იუბილე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო-პრაქ­ტი­კუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია - „სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი" გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის „მარ­თვის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის“ კა­თედ­რის და­არ­სე­ბი­დან 50 წლის­თავ­სა და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის, აკა­დე­მი­კოს გოჩა ჩო­გო­ვა­ძის და­ბა­დე­ბი­დან 80 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, სამდღი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში იუ­ნეს­კო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის გეგ­მით გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ გახ­სნა.

რექ­ტორ­მა აკა­დე­მი­კოს გოჩა ჩო­გო­ვა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბა­სა და ფას­და­უ­დე­ბელ ღვაწლ­ზე ისა­უბ­რა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს, მისი რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდს, ასე­ვე, საფ­რან­გეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩი­სა თუ UNESCO-ს პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მის მოღ­ვა­წე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. და­ვით გურ­გე­ნი­ძემ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა გოჩა ჩო­გო­ვა­ძის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში „მარ­თვის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის“ კა­თედ­რის და­არ­სე­ბა­სა და მის მნიშ­ვე­ნე­ლო­ბა­ზე.

„50 წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის „ავ­ტო­მა­ტი­კი­სა და გა­მოთ­ვლი­თი ტექ­ნი­კის“ ფა­კულ­ტე­ტის ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­მა გოჩა ჩო­გო­ვა­ძემ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი და და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა მსოფ­ლი­ო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის - „მარ­თვის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის“ კა­თედ­რის შე­საქ­მნე­ლად. ასე­თი კა­თედ­რე­ბი, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით, მხო­ლოდ მოს­კოვ­სა და კი­ევ­ში მოქ­მე­დებ­და. დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის­მა ინო­ვა­ცი­ურ­მა კონ­ცეფ­ცი­ამ გა­ი­მარ­ჯვა და 1971 წლის 20 მა­ისს, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­შინ­დელ­მა რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა იო­სებ ბუ­ა­ჩი­ძემ ახა­ლი კა­თედ­რის და­არ­სე­ბას მო­ა­წე­რა ხელი. გოჩა ჩო­გო­ვა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ეს კა­თედ­რა იმ­დე­ნად გაძ­ლი­ერ­და, რომ მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის არე­ა­ლი გახ­და. სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ცე­სე­ბი დღე­საც აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

რო­გორც რექ­ტორ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბის გახ­სნა­ზე გა­ნა­ცხა­და, მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, დღეს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა გო­ნი­ე­რი „ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ ფორ­მი­რე­ბას, რაც პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, ეკო­ნო­მი­კის, ბიზ­ნე­სი­სა და სხვა სა­სი­ცო­ცხლო დარ­გე­ბის მდგრად გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მისი თქმით, სწო­რედ აკა­დე­მი­კო­სი გოჩა ჩო­გო­ვა­ძე იყო პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც 2003 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­ნეს­კოს კა­თედ­რა - „ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ და­არ­სა.

„მეც­ნი­ე­რე­ბის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა - Information Society, თა­ვი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბით, 21-სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა. ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბებს პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თან. რაც უფრო მა­ღა­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ტი­ზა­ცი­ის დონე, მით უფრო სრულ­ყო­ფი­ლია მისი მენ­ტა­ლი­ტე­ტი, მით უფრო მყი­სი­ე­რად ადაპ­ტირ­დე­ბა ჩვენს სწრა­ფა­დცვლად გა­რე­მო­ში. მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის ფონ­ზე, ეს პრო­ცე­სე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნა­თე­ლი გახ­და კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის. ამას­თან ერ­თად, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი დღე­ვან­დე­ლი გა­რე­მოს აქ­ტი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ცოდ­ნა გან­მსა­ზღვრე­ლია და­საქ­მე­ბის პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნა­სა და სექ­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი და ახალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბი, პრო­ფე­სო­რე­ბი: კი­შორ ტრი­ვე­დი - დუ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ); კლა­უს მე­ი­ერ-ვე­გე­ნე­რი - ერ­ლან­გენ-ნი­ურნ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (გერ­მა­ნია); კლა­უს ბო­ტ­ჰე - ბერ­ლი­ნის ჰუმ­ბოლ­დტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (გერ­მა­ნია); ჰერ­ბერტ ზონ­ტა­გი - ვილ­და­უს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (გერ­მა­ნია); რა­ფა­ელ გუს­მან ტი­რა­დო - გრა­ნა­დას უნი­ვერ­სი­ტე­ტი (ეს­პა­ნე­თი); ან­ტონ პანკრა­ტი­ე­ვი - ლო­მო­ნო­სო­ვის მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (რუ­სე­თი); აკა­დე­მი­კო­სი ბო­რის ფო­მი­ნი - სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ინო­ვა­ცი­ა­თა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრი (რუ­სე­თი); ალეკპერ ალი­ე­ვი - ბა­ქოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი); რექ­ტო­რი ქა­მალ აბ­დუ­ლა­ე­ვი - ენე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი); ია­ნოშ სცტ­რი­ქი - დებ­რე­ცე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (უნ­გრე­თი); ირჟი კლა­პ­კა - პრა­ღის კარ­ლო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (ჩე­ხე­თი); ვლა­დი­მერ მე­სი­უ­რა - ვი­ნი­ცის ეროვ­ნუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (უკ­რა­ი­ნა); გრა­ჩი ას­ცატ­რი­ა­ნი - სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო აკა­დე­მია; ჟან პიერ მა­სი­უე - მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ევ­რო­პუ­ლი აკა­დე­მია (საფ­რან­გე­თი); დოქტ. ბე­სა­რი­ონ ჩიხ­რა­ძე - კორ­პო­რა­ცია Apple (კა­ლი­ფორ­ნია) და სხვე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იუბილე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იუბილე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები" გაიხსნა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ კათედრის დაარსებიდან 50 წლისთავსა და მისი დამფუძნებლის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სამდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ონლაინ რეჟიმში იუნესკოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის გეგმით განხორციელდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დამსახურებასა და ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრა, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მისი რექტორობის პერიოდს, ასევე, საფრანგეთსა და ესპანეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისა თუ UNESCO-ს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობებზე მის მოღვაწეობას უკავშირდება. დავით გურგენიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გოჩა ჩოგოვაძის მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ კათედრის დაარსებასა და მის მნიშვენელობაზე.

„50 წლის წინ, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის „ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის“ ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერმა გოჩა ჩოგოვაძემ ჩამოაყალიბა საინიციატივო ჯგუფი და დაიწყო მუშაობა მსოფლიოში აქტუალური სამეცნიერო მიმართულების - „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ კათედრის შესაქმნელად. ასეთი კათედრები, ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მხოლოდ მოსკოვსა და კიევში მოქმედებდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მისმა ინოვაციურმა კონცეფციამ გაიმარჯვა და 1971 წლის 20 მაისს, ჩვენი უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა, პროფესორმა იოსებ ბუაჩიძემ ახალი კათედრის დაარსებას მოაწერა ხელი. გოჩა ჩოგოვაძის ხელმძღვანელობით, ეს კათედრა იმდენად გაძლიერდა, რომ მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის არეალი გახდა. სამეცნიერო პროცესები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

როგორც რექტორმა ღონისძიების გახსნაზე განაცხადა, მსოფლიო პანდემიის პირობებში, დღეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გონიერი „ინფორმაციული საზოგადოების“ ფორმირებას, რაც პირდაპირ აისახება განათლების, ეკონომიკის, ბიზნესისა და სხვა სასიცოცხლო დარგების მდგრად განვითარებაზე. მისი თქმით, სწორედ აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე იყო პირველი, რომელმაც 2003 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იუნესკოს კათედრა - „ინფორმაციული საზოგადოება“ დაარსა.

„მეცნიერების ეს მიმართულება - Information Society, თავისი საგანმანათლებლო პროგრამებით, 21-საუკუნის ერთ-ერთი გლობალური გამოწვევაა. ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების მეცნიერებებს პირდაპირი კავშირი აქვს საზოგადოების განვითარებისთან. რაც უფრო მაღალია საზოგადოების ინფორმატიზაციის დონე, მით უფრო სრულყოფილია მისი მენტალიტეტი, მით უფრო მყისიერად ადაპტირდება ჩვენს სწრაფადცვლად გარემოში. მსოფლიო პანდემიის ფონზე, ეს პროცესები გაცილებით ნათელი გახდა კაცობრიობისთვის. ამასთან ერთად, კომპიუტერული ტექნოლოგიები დღევანდელი გარემოს აქტიური კომპონენტებია. შესაბამისად, მათი ცოდნა განმსაზღვრელია დასაქმების პროცესში“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

საერთაშორისო კონფერენციის გახსნასა და სექციების მუშაობაში მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები, პროფესორები: კიშორ ტრივედი - დუკის უნივერსიტეტი (აშშ); კლაუს მეიერ-ვეგენერი - ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი (გერმანია); კლაუს ბოტჰე - ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (გერმანია); ჰერბერტ ზონტაგი - ვილდაუს ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია); რაფაელ გუსმან ტირადო - გრანადას უნივერსიტეტი (ესპანეთი); ანტონ პანკრატიევი - ლომონოსოვის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსეთი); აკადემიკოსი ბორის ფომინი - სანკტ-პეტერბურგის ინოვაციათა ტექნოლოგიური სამეცნიერო ცენტრი (რუსეთი); ალეკპერ ალიევი - ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი); რექტორი ქამალ აბდულაევი - ენების უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი); იანოშ სცტრიქი - დებრეცენის უნივერსიტეტი (უნგრეთი); ირჟი კლაპკა - პრაღის კარლოვის უნივერსიტეტი (ჩეხეთი); ვლადიმერ მესიურა - ვინიცის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა); გრაჩი ასცატრიანი - სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული სამეცნიერო აკადემია; ჟან პიერ მასიუე - მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემია (საფრანგეთი); დოქტ. ბესარიონ ჩიხრაძე - კორპორაცია Apple (კალიფორნია) და სხვები.

კრიტერიუმები, რომელიც ინტერიერის დიზაინის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, თუ ახალაშენებული ბინის შეძენას გეგმავ

Startup Büro-სა და Impact Hub Tbilisi-ს ორგანიზებით, Fuckup Nights Tbilisi-ის რიგით ოცდამესამე ღონისძიება გაიმართება