პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას ნიშნავს ქალაქის პარალიზება?.. საზოგადოება რადიკალიზმით დაიღალა! ხალხს ყველაზე მეტად არეულობა აფრთხობს" - რას ამბობენ ექსპერტები "რიონის ხეობის მცველების" რადიკალურ განცხადებებზე?
"რას ნიშნავს ქალაქის პარალიზება?.. საზოგადოება რადიკალიზმით დაიღალა! ხალხს ყველაზე მეტად არეულობა აფრთხობს" - რას ამბობენ ექსპერტები "რიონის ხეობის მცველების" რადიკალურ განცხადებებზე?

23 მა­ისს "ნა­მოხ­ვა­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა მო­რი­გი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია თბი­ლის­ში ჩა­ა­ტა­რეს. ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე მო­თხოვ­ნა გა­ის­მა. მათ შო­რის - კომ­პა­ნია "ენ­კამ" და­ტო­ვოს რი­ო­ნის ხე­ო­ბა და ამ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უქ­მდეს. რო­გორც აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, მათი ერთ-ერთი მო­თხოვ­ნით, ენერ­გო­სექ­ტორ­ში მო­რა­ტო­რი­უ­მი უნდა გა­მო­ცხად­დეს. "ნა­მოხ­ვა­ნ­ჰეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან დი­ა­ლო­გის რე­სურ­სი ამო­წუ­რუ­ლია. უკვე დას­რულ­და იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვენ მათ­თან დავ­მსხდა­რი­ყა­ვით და ეს მოჩ­ვე­ნე­ბი­თი დი­ა­ლო­გე­ბი გაგ­ვე­მარ­თა. ამი­ტომ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი არის მკა­ფიო", - გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა. ამ მო­თხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 24 მა­ი­სის 12 სა­ა­თამ­დე მის­ცეს დრო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "რი­ო­ნის მცვე­ლე­ბი" ამ აქ­ცი­ა­ზე იმა­ზე მე­ტად რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს, ვიდ­რე ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. მათ რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე კარ­ვე­ბი გა­შა­ლეს და ღა­მეც იქ გა­ა­თე­ნეს. "ჩვენ ჩა­ვალთ ყველ­გან და სის­ტე­მურ მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებთ. ეს შე­არ­ყევს სის­ტე­მას და ძვი­რად და­უჯ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათ­ზეა. ჩვენ სა­ხალ­ხო პრობ­ლე­მებ­ზე და წუ­ხი­ლე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე ვიქ­ნე­ბით სულ. ჩვენ უნდა და­ვი­ნა­ხოთ ამ ლო­კა­ლურ პრობ­ლე­მა­ში სის­ტე­მის სის­ტე­მუ­რი სახე. 24 მა­ი­სის 12:00 სა­ა­თამ­დე ეძ­ლე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დრო ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, წამმ­ზო­მი ჩა­ირ­თო. ჩვენ აქ დავ­რჩე­ბით ყვე­ლა იქამ­დე ვიდ­რე არ შეს­რულ­დე­ბა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი. თუ ხვალ, 12:00 სა­ა­თამ­დე არ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი, ჩვენ მო­ვახ­დენთ დე­და­ქა­ლა­ქის პა­რა­ლი­ზე­ბას მთლი­ა­ნად, ვე­რა­ვინ ვერ შეძ­ლებს გა­და­ად­გი­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა. ექ­სპერტთა ნა­წი­ლი პრო­ტეს­ტან­ტთა რი­ტო­რი­კის ასეთ რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ას არას­წო­რად მი­იჩ­ნევს. გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტმა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და:

"თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბულ აქ­ცი­ა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ მო­თხოვ­ნებ­ში ახა­ლი ბევ­რი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ამა­ზე აქამ­დეც ლა­პა­რა­კობ­დნენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა იმ რა­დი­კა­ლიზ­მმა, რაც და­ვი­ნა­ხეთ. აქამ­დე "რი­ო­ნის მცვე­ლე­ბი" გა­ცი­ლე­ბით გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. ასე ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბა, მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ვა­დე­ბის დათ­ქმა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მათი მოქ­მე­დე­ბის სტილს არ ჰგავს. 12 სა­ა­თამ­დე ვაძ­ლევთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დრო­სო. პირ­ვე­ლის 10 წუთ­ზე რომ და­თან­ხმდნენ მათ მო­თხოვ­ნებს, არ მი­ი­ღე­ბენ? მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ბავ­შვუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი.

რამ გა­მო­იწ­ვია მათი რი­ტო­რი­კის ცვლი­ლე­ბა, არ ვიცი. მინ­და ეს მათ გა­მო­უც­დე­ლო­ბას მი­ვა­წე­რო და არა რა­ი­მე სხვა მი­ზე­ზებს. რას ნიშ­ნავს ქა­ლა­ქის პა­რა­ლი­ზე­ბა? ძა­ლი­ან არას­წო­რია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა ამ­გვარ გან­ცხა­დე­ბებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, გზის და­სა­წყის­ში აკე­თებ­დეს. მე ვი­ყა­ვი აქ­ცი­ა­ზე, მა­ინ­ტე­რე­სებ­და პრო­ტეს­ტის მას­შტა­ბი. კი ბა­ტო­ნო, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტის თვალ­საზ­რი­სით ეს ნამ­დვი­ლად ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცია იყო, მაგ­რამ არა ისე­თი მას­შტა­ბუ­რი, ქა­ლა­ქის პა­რა­ლი­ზე­ბის რე­სურ­სი გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

აქვე ვი­ტყვი - აღარ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ რა­დი­კა­ლიზ­მი პრო­ტეს­ტის გამ­ძაფ­რე­ბის ხერ­ხად გა­მო­ი­ყე­ნოს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა რა­დი­კა­ლიზ­მით და­ი­ღა­ლა! დღეს ხალ­ხს ყვე­ლა­ზე მე­ტად დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და არე­უ­ლო­ბა აფრ­თხობს. ისე­დაც უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე მდგარ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა­ზე მე­ტად დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და­ა­ზი­ა­ნებს. იმე­დია ამ ახალ­გაზ­რდებს ეს ეს­მით და მა­ლე­ვე შეც­ვლი­ან ამ რი­ტო­რი­კას. ასე აჯო­ბებს მათ­თვი­საც და ქვეყ­ნის­თვი­საც". იხი­ლეთ სრუ­ლად

პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის თქმით კი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ზე ზრუ­ნავს და თან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ულ­ტი­მა­ტუმს უყე­ნებს, პა­რა­დოქ­სუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

"აქ­ცი­ის ავ­ტო­რე­ბის აზ­რით, ისი­ნი იბ­რძვი­ან იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა ან ჰქონ­დეს უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. ქვე­ყა­ნა­ზე ზრუ­ნავ­დეს ადა­მი­ა­ნი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ულ­ტი­მა­ტუმს უყე­ნებ­დეს და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ით ემუქ­რე­ბო­დეს, ცოტა პა­რა­დოქ­სუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. თუ არ გა­დად­გე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თუ არ შე­მის­რუ­ლებთ იმას, რა­საც ვამ­ბობ, და­ვან­გრევთ მთელ ქვე­ყა­ნას და ა.შ. ეჭვს აჩენს, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვია. პი­კე­ტი­რე­ბის მოხ­დე­ნა, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, ეს სა­ხელ­მწი­ფოს ან­გრევს, მი­თუ­მე­ტეს ისეთ ეკო­ნო­მი­კურ პი­რო­ბებ­ში, რაც პან­დე­მი­ამ შექ­მნა“ , - აღ­ნიშ­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან".

საყ­ვა­რე­ლი­ძის თქმით, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხმას წყალს.

ასე­ვე, საყ­ვა­რე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ თუ მათი მხრი­დან მსგავ­სი ტი­პის მო­თხოვ­ნე­ბი და რა­დი­კა­ლიზ­მი იქ­ნე­ბა, "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა არ ექ­ნე­ბათ.

"მთე­ლი ევ­რო­პუ­ლი ელი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და იმის­თვის, რომ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას იწ­ვევს პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის ქუ­ჩა­ში ყოფ­ნა და ეს ქუ­ჩა­ში აქ­ცი­ე­ბის პრო­ცე­სი პარ­ლა­მენ­ტში უნდა გა­და­სუ­ლი­ყო. ამის­თვის შე­იქ­მნა მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი და ა.შ. დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს. ოპო­ზი­ცი­ის ფლან­გის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მი­ტინ­გე­ბის მო­წყო­ბით იმუქ­რე­ბო­და, თუკი რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხამ­და წყალს, მათი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­აც რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ი­ნა­ხავს, რომ ეს ქვე­ყა­ნას ან­გრევს, ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას ვერ ნა­ხა­ვენ, ისე­ვე რო­გორც ოპო­ზი­ცი­ამ ვერ ნახა, რო­მე­ლიც იძახ­და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას მო­ვა­წყობ­თო,“ - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ამას­თა­ნა­ვე, პო­ლი­ტო­ლოგ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ქუ­ჩი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა არა­ვი­თარ სი­კე­თამ­დე არ მიგ­ვიყ­ვანს.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ketevan
40

Ivanishvili ixdis ro proeqti chavardes putinis davalebaaaa. Rogorc anakliss portze qnes analogiurs aketebs es ocneba. Scenari mainc shecvalet xalxi vxvdebit ukve.

ოჰოო
31

ახლა ჰესების მოწინააღმდეგეთა პარტია გაჩნდა?????

ავტორი:

"რას ნიშნავს ქალაქის პარალიზება?.. საზოგადოება რადიკალიზმით დაიღალა! ხალხს ყველაზე მეტად არეულობა აფრთხობს" - რას ამბობენ ექსპერტები "რიონის ხეობის მცველების" რადიკალურ განცხადებებზე?

"რას ნიშნავს ქალაქის პარალიზება?.. საზოგადოება რადიკალიზმით დაიღალა! ხალხს ყველაზე მეტად არეულობა აფრთხობს" - რას ამბობენ ექსპერტები "რიონის ხეობის მცველების" რადიკალურ განცხადებებზე?

23 მაისს "ნამოხვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მორიგი საპროტესტო აქცია თბილისში ჩაატარეს. ხალხმრავალ შეკრებაზე რამდენიმე მოთხოვნა გაისმა. მათ შორის - კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა და ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმდეს. როგორც აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნით, ენერგოსექტორში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. "ნამოხვანჰესთან" დაკავშირებით ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი ამოწურულია. უკვე დასრულდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მათთან დავმსხდარიყავით და ეს მოჩვენებითი დიალოგები გაგვემართა. ამიტომ ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო", - განაცხადა გოლეთიანმა. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მათ ხელისუფლებას 24 მაისის 12 საათამდე მისცეს დრო. აღსანიშნავია, რომ "რიონის მცველები" ამ აქციაზე იმაზე მეტად რადიკალური განცხადებები გააკეთეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მათ რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და ღამეც იქ გაათენეს. "ჩვენ ჩავალთ ყველგან და სისტემურ მუშაობას დავიწყებთ. ეს შეარყევს სისტემას და ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას. გადაწყვეტილება მათზეა. ჩვენ სახალხო პრობლემებზე და წუხილების სადარაჯოზე ვიქნებით სულ. ჩვენ უნდა დავინახოთ ამ ლოკალურ პრობლემაში სისტემის სისტემური სახე. 24 მაისის 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო. ჩვენ აქ დავრჩებით ყველა იქამდე ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. თუ ხვალ, 12:00 საათამდე არ იქნება პასუხი, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერ შეძლებს გადაადგილებას“, - განაცხადა გოლეთიანმა. ექსპერტთა ნაწილი პროტესტანტთა რიტორიკის ასეთ რადიკალიზაციას არასწორად მიიჩნევს. გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა:

"თბილისში ჩატარებულ აქციაზე გახმაურებულ მოთხოვნებში ახალი ბევრი არაფერი ყოფილა, ამაზე აქამდეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ძალიან გამაკვირვა იმ რადიკალიზმმა, რაც დავინახეთ. აქამდე "რიონის მცველები" გაცილებით გაწონასწორებული და თანამიმდევრული მოქმედებებით გამოირჩეოდნენ. ასე ულტიმატუმების წამოყენება, მოთხოვნების შესრულებისთვის ვადების დათქმა, სიმართლე გითხრათ, მათი მოქმედების სტილს არ ჰგავს. 12 საათამდე ვაძლევთ ხელისუფლებას დროსო. პირველის 10 წუთზე რომ დათანხმდნენ მათ მოთხოვნებს, არ მიიღებენ? მოკლედ, ძალიან ბავშვურად მეჩვენება ეს განცხადებები.

რამ გამოიწვია მათი რიტორიკის ცვლილება, არ ვიცი. მინდა ეს მათ გამოუცდელობას მივაწერო და არა რაიმე სხვა მიზეზებს. რას ნიშნავს ქალაქის პარალიზება? ძალიან არასწორია, საზოგადოებრივი მოძრაობა ამგვარ განცხადებებს, ფაქტობრივად, გზის დასაწყისში აკეთებდეს. მე ვიყავი აქციაზე, მაინტერესებდა პროტესტის მასშტაბი. კი ბატონო, საზოგადოებრივი პროტესტის თვალსაზრისით ეს ნამდვილად ხალხმრავალი აქცია იყო, მაგრამ არა ისეთი მასშტაბური, ქალაქის პარალიზების რესურსი გამოჩენილიყო.

აქვე ვიტყვი - აღარ არის საზოგადოება იმ მდგომარეობაში, როდესაც შეიძლება ვინმემ რადიკალიზმი პროტესტის გამძაფრების ხერხად გამოიყენოს. საზოგადოება რადიკალიზმით დაიღალა! დღეს ხალხს ყველაზე მეტად დესტაბილიზაცია და არეულობა აფრთხობს. ისედაც უამრავი გამოწვევის წინაშე მდგარ ჩვენს სახელმწიფოს ყველაზე მეტად დესტაბილიზაცია დააზიანებს. იმედია ამ ახალგაზრდებს ეს ესმით და მალევე შეცვლიან ამ რიტორიკას. ასე აჯობებს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც". იხილეთ სრულად

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით კი, ადამიანი, რომელიც ქვეყანაზე ზრუნავს და თან ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს, პარადოქსულად გამოიყურება.

"აქციის ავტორების აზრით, ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს კარგი მდგომარეობა ან ჰქონდეს უკეთესი მდგომარეობა. ქვეყანაზე ზრუნავდეს ადამიანი და ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებდეს და დესტაბილიზაციით ემუქრებოდეს, ცოტა პარადოქსულად გამოიყურება. თუ არ გადადგება ხელისუფლება, თუ არ შემისრულებთ იმას, რასაც ვამბობ, დავანგრევთ მთელ ქვეყანას და ა.შ. ეჭვს აჩენს, რომ ეს პოლიტიკური მოტივია. პიკეტირების მოხდენა, დესტაბილიზაცია, ეს სახელმწიფოს ანგრევს, მითუმეტეს ისეთ ეკონომიკურ პირობებში, რაც პანდემიამ შექმნა“ , - აღნიშნა საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსთან".

საყვარელიძის თქმით, დესტაბილიზაცია რუსეთის წისქვილზე ასხმას წყალს.

ასევე, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ თუ მათი მხრიდან მსგავსი ტიპის მოთხოვნები და რადიკალიზმი იქნება, "ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნებათ.

"მთელი ევროპული ელიტა საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ დესტაბილიზაციას იწვევს პოლიტიკური ძალების ქუჩაში ყოფნა და ეს ქუჩაში აქციების პროცესი პარლამენტში უნდა გადასულიყო. ამისთვის შეიქმნა მიშელის დოკუმენტი და ა.შ. დესტაბილიზაცია რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიციის ფლანგის დესტაბილიზაცია, რომელიც მიტინგების მოწყობით იმუქრებოდა, თუკი რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს, მათი დესტაბილიზაციაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. თუ საზოგადოება დაინახავს, რომ ეს ქვეყანას ანგრევს, ისინი საზოგადოების მხარდაჭერას ვერ ნახავენ, ისევე როგორც ოპოზიციამ ვერ ნახა, რომელიც იძახდა დესტაბილიზაციას მოვაწყობთო,“ - განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთანავე, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ქუჩიდან გაკეთებული პოლიტიკა არავითარ სიკეთამდე არ მიგვიყვანს.

რამდენად ეფექტურია საქართველოში არსებული ვაქცინები "ინდური შტამის" მიმართ - ვახტანგ კალოიანი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს

კორონავირუსით ინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"