მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა - გამარჯვებას კონფლიქტის ორივე მხარე აღნიშნავს
ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა - გამარჯვებას კონფლიქტის ორივე მხარე აღნიშნავს

ის­რა­ელ­სა და "ჰა­მასს“ შო­რის ეგ­ვიპ­ტის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა დღეს, 02:00 სა­ა­თი­დან შე­ვი­და ძა­ლა­ში.

ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბის­თა­ნა­ვე ღა­ზას ქუ­ჩებ­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ და სკან­დი­რებ­დნენ: "უფა­ლი დი­დია, მად­ლო­ბა უფალს!“ მე­ჩე­თის საყ­ვი­რე­ბი­დან კი ის­მო­და: "იე­რუ­სა­ლი­მის ხმლის" ბრძო­ლის დროს ოკუ­პა­ცი­ის (ის­რა­ე­ლის) წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­ჯვე­ბა მიღ­წე­უ­ლია ".

გა­მარ­ჯვე­ბას კონ­ფლიქ­ტის ორი­ვე მხა­რე აღ­ნიშ­ნავს, თუმ­ცა ორი­ვე აცხა­დებს, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მზად არის სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯის­თვის.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი კა­ი­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის ორ დე­ლე­გა­ცი­ას გა­აგ­ზავ­ნის.

  • რო­გორ ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბას?

"მჯე­რა, რომ პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი და ის­რა­ე­ლე­ლე­ბი თა­ნაბ­რად იმ­სა­ხუ­რე­ბენ უსაფრ­თხოდ და და­ცუ­ლად ცხოვ­რე­ბას", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის ის­რა­ელ­სა და „ჰა­მასს“ შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

”ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­ნაგ­რძობს მშვიდ, უშურ­ველ დიპ­ლო­მა­ტი­ას ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. მჯე­რა, რომ პროგ­რე­სის მი­საღ­წე­ვად რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს და მზად ვარ, ამის­თვის ვი­მუ­შაო,“- გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

ეგ­ვიპ­ტის პრე­ზი­დენ­ტის, აბ­დულ ფა­თაჰ ალ-სი­სის თქმით, ის ამე­რი­კელ კო­ლე­გას, ჯო ბა­ი­დენს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა და მათ იმ ფორ­მუ­ლის მიღ­წე­ვა­ზე იმ­სჯე­ლეს, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­სა და ღა­ზას შო­რის არ­სე­ბულ კონ­ფლიქტს და­ამ­შვი­დებ­და.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა დო­მი­ნიკ რა­აბ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ის­რა­ელ­სა და "ღა­ზას“ შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტას მი­ე­სალ­მე­ბა.

"ყვე­ლა მხა­რემ უნდა იმუ­შა­ოს, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა მყა­რი იყოს და დას­რულ­დეს ძა­ლა­დო­ბის და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ღუპ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი ციკ­ლი. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო აგ­რძე­ლებს მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას,“- გა­ნა­ცხა­და დო­მი­ნიკ რა­აბ­მა.

ცე­ცხლის რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ან­ტო­ნიო გუ­ტე­რე­შიც.

"ის­რა­ე­ლი­სა და პა­ლეს­ტი­ნის ლი­დე­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რი­ათ სიმ­შვი­დის აღ­დგე­ნის მიღ­მა : სე­რი­ო­ზუ­ლი დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა კონ­ფლიქ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად,“- აღ­ნიშ­ნა გუ­ტე­რეშ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნე­ლებს შო­რის თავ­დას­ხმე­ბი 10 მა­ისს და­ი­წყო, რის შე­დე­გა­დაც ღა­ზა­ში 232, ის­რა­ელ­ში კი - 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ვააა
15

Ვააა პალესტინელებიც ჩვენსავით დააბოლეს ამ ზავით გამარჯვებას რომ ზეიმობენ.

რობერტი
9

ესენი კი უშველიან თავს ჩვენ ვიკითხოთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა - გამარჯვებას კონფლიქტის ორივე მხარე აღნიშნავს

ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა - გამარჯვებას კონფლიქტის ორივე მხარე აღნიშნავს

ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 02:00 საათიდან შევიდა ძალაში.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებისთანავე ღაზას ქუჩებში პალესტინელები გამოვიდნენ და სკანდირებდნენ: "უფალი დიდია, მადლობა უფალს!“ მეჩეთის საყვირებიდან კი ისმოდა: "იერუსალიმის ხმლის" ბრძოლის დროს ოკუპაციის (ისრაელის) წინააღმდეგ გამარჯვება მიღწეულია ".

გამარჯვებას კონფლიქტის ორივე მხარე აღნიშნავს, თუმცა ორივე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში მზად არის საპასუხო ნაბიჯისთვის.

ოფიციალური კაიროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის ორ დელეგაციას გააგზავნის.

  • როგორ ეხმიანებიან მსოფლიო ლიდერები დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას?

"მჯერა, რომ პალესტინელები და ისრაელელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხოდ და დაცულად ცხოვრებას", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რითაც ის ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებას გამოეხმაურა.

”ჩემი ადმინისტრაცია განაგრძობს მშვიდ, უშურველ დიპლომატიას ამ მიზნის მისაღწევად. მჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად რეალური შესაძლებლობა გვაქვს და მზად ვარ, ამისთვის ვიმუშაო,“- განაცხადა ბაიდენმა.

ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდულ ფათაჰ ალ-სისის თქმით, ის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა და მათ იმ ფორმულის მიღწევაზე იმსჯელეს, რომელიც ისრაელსა და ღაზას შორის არსებულ კონფლიქტს დაამშვიდებდა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ის ისრაელსა და "ღაზას“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება.

"ყველა მხარემ უნდა იმუშაოს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მყარი იყოს და დასრულდეს ძალადობის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის მიუღებელი ციკლი. გაერთიანებული სამეფო აგრძელებს მშვიდობის დამყარების ძალისხმევას,“- განაცხადა დომინიკ რააბმა.

ცეცხლის რეჟიმის ამოქმედებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც.

"ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს პასუხისმგებლობა აკისრიათ სიმშვიდის აღდგენის მიღმა : სერიოზული დიალოგის დაწყება კონფლიქტის ძირითადი მიზეზების გადასაჭრელად,“- აღნიშნა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინელებს შორის თავდასხმები 10 მაისს დაიწყო, რის შედეგადაც ღაზაში 232, ისრაელში კი - 12 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ნათანიაჰუ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა

დედოფალმა ელისაბედმა ჯო ბაიდენი უინძორის სასახლეში მიიღო - ფოტოები პომპეზური აუდიენციიდან

"არანაირი გარანტია არ არსებობს, შეცვალო ადამიანის ქცევა - ის ვლადიმერ პუტინია" - ჯო ბაიდენი