სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის მტერზე გამარჯვების კიდევ ერთი ნიშანი" - საქართველოს შეიარაღებული ძალების ბოლო მთავარსარდალი პრემიერის ძალისხმევით ქართულ მიწას უბრუნდება
"ეს არის მტერზე გამარჯვების კიდევ ერთი ნიშანი" - საქართველოს შეიარაღებული ძალების ბოლო მთავარსარდალი პრემიერის ძალისხმევით ქართულ მიწას უბრუნდება

22 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის ნეშტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ... 18 მა­ისს, პა­რი­ზის წმინ­და ნი­ნოს ეკ­ლე­სი­ა­ში წი­ნამ­ძღოლ­მა, მამა არ­ჩილ დავ­რი­შაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რე­ბის ყო­ფი­ლი მთა­ვარ­სარ­დლის, გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დი ჩა­ა­ტა­რა. საფ­რან­გე­თის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცია გა­მო­ემ­შვი­დო­ბა გე­ნე­რალს, რომ­ლის ნეშტსაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

24-25 მა­ისს თბი­ლის­ში, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­ი­მარ­თე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დე­ბი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, გე­ნე­რა­ლი გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის გვერ­დით და­იკ­რძა­ლე­ბა მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­ლენ კვი­ნი­ტა­ძის შთა­მო­მავ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გე­ნერ­ლის ქა­მარ-ხან­ჯალ­სა და სხვა პი­რად ნივ­თებს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს გა­დას­ცე­მენ.

მალ­ხაზ გო­ლე­თი­ა­ნი, სსიპ გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის სა­ხე­ლო­ბის კა­დეტ­თა სამ­ხედ­რო ლი­ცე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი:

- ქარ­თვე­ლი გე­ნერ­ლის ქარ­თუ­ლი მი­წის­თვის მი­ბა­რე­ბა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია, რად­გან გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე იყო თა­ვი­სი ქვეყ­ნის გუ­ლან­თე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტი. ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ ახლა მა­ინც მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მისი ნეშ­ტი ქარ­თულ მი­წას მი­ვა­ბა­როთ და ეს მის­თვის სა­კად­რი­სი სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით გა­ვა­კე­თოთ.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რე­ბის ბოლო მთა­ვარ­სარ­და­ლი იყო, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ჯარს 1921 წელს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და...

- დიახ, ამას­თან გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე იყო პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო სკო­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვარ­სარ­დლის მო­ად­გი­ლე, შემ­დეგ კი, 1921 წლის ძნელ­ბე­დო­ბის პე­რი­ოდ­ში, იმ ავადსახ­სე­ნე­ბელ დღე­ებ­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­და გამ­ჭრი­ა­ხი, ძლი­ე­რი სტრა­ტე­გი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლად და­ი­ნიშ­ნა. კო­ჯორ-ტა­ბახ­მე­ლას ბრძო­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლად მძი­მე, 1921 წლის 13-24 თე­ბერ­ვლის დღე­ებ­ში, მან ფაქ­ტობ­რი­ვად დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი, დაშ­ლი­ლი ჯა­რის შეკ­ვრა შეძ­ლო.

16 თე­ბერ­ვა­ლი, 1921 წელი: გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე მთა­ვარ­სარ­დლად და­ი­ნიშ­ნა

მას ჰქონ­და უნა­რი ჯა­რის­კა­ცის ფსი­ქო­ლო­გია გა­მო­ეწრთო, პი­რა­დი მა­გა­ლი­თით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და ამი­ტო­მაც შეძ­ლო ქარ­თულ­მა ჯარ­მა ძალ­ზე მცი­რე რე­სურ­სე­ბით იმ დღე­ებ­ში საკ­მა­ოდ დიდი და­ნა­კარ­გე­ბი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა, გად­მოს­ვე­ნე­ბის სა­კითხს, ეს დღე­ვან­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ძა­ლის­ხმე­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, პრო­ცე­სი კი მისი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის დროს და­ი­წყო.

აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გე­ნერ­ლის შთა­მო­მავ­ლე­ბი საფ­რან­გეთ­ში და­თან­ხმდნენ. გარ­და ამი­სა, ისი­ნი ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს გა­დას­ცე­მენ გე­ნერ­ლის პი­რად ნივ­თებს...

18 მა­ისს საფ­რან­გე­თის ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­ში გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დი ჩა­ტარ­და, მას 22 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. მის ნეშტს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა და ყვე­ლა ქარ­თველს, ვინც თა­ვი­სი წარ­სუ­ლით ამა­ყობს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, პა­ტი­ვი მი­ა­გოს ჩვენს სა­ა­მა­ყო გე­ნე­რალს...

გი­ორ­გი დუმ­ბა­ძე, თავ­დაც­ვის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის G-7-ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, პოლ­კოვ­ნი­კი:

- სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მისი ამ მი­წის­თვის მი­ბა­რე­ბა, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამ ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის მას ძალ-ღონე არ და­უ­შუ­რე­ბია. რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ას­თან უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლას შე­წი­რუ­ლი გე­ნერ­ლის ნეშტს სამ­შობ­ლო­ში 22 მა­ისს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ და სიმ­ბო­ლუ­რად, 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლა­ვენ.

გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე მე­უღ­ლეს­თან, მა­რი­ამ მა­ყაშ­ვილ­თან ერ­თად

სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­ლენ მისი შთა­მო­მავ­ლე­ბიც და მის პი­რად ნივ­თებს ჩა­მო­ი­ტა­ნენ... ეს იდეა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ეკუთ­ვნის და მისი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლას მისი ბი­უს­ტი გა­იხ­სნა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის­თვის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის ერ­თგვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა იყო.

გე­ნე­რალ კვი­ნი­ტა­ძის ნეშ­ტის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე AMBEBI.GE ის­ტო­რი­კოს ჯაბა სა­მუ­ში­ას ესა­უბ­რა:

- ორ ფაქ­ტორ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ­დი ყუ­რა­დღე­ბას. პირ­ვე­ლი - სიმ­ბო­ლუ­რია, რომ გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის გად­მოს­ვე­ნე­ბა, მის მიერ სამ­შობ­ლოს იძუ­ლე­ბით და­ტო­ვე­ბი­დან ზუს­ტად 100 წლის შემ­დეგ ხდე­ბა. მისი ნეშ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს უბ­რუნ­დე­ბა... ეს არის მტერ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის კი­დევ ერთი დას­ტუ­რი და ნი­შა­ნი, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის გმი­რებს აფა­სებს და მათ მი­მართ ყო­ველ­თვის მო­წი­წე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.

გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი

მე­ო­რე ფაქ­ტო­რი ასე­თია - მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა ისე წა­რი­მარ­თა, რომ სამ­ხედ­რო ელი­ტა, რო­მე­ლიც 1918-21 წლებ­ში ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის იბ­რძო­და, მათ­გან თით­ქმის არც ერ­თის საფ­ლა­ვი, რამ­დე­ნი­მეს თუ არ ჩავ­თვლით, არ გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათი საძ­ვა­ლე ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­შია გაბ­ნე­უ­ლი და ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა, მათი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა საბ­ჭო­თა ტე­რორ­მა შე­ი­წი­რა. ამ ორი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ქვე­ყა­ნამ თა­ვის გმი­რებს პა­ტი­ვი უნდა მი­ა­გოს, რათა მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბებ­მა, ყვე­ლა ქარ­თველ­მა თა­ვი­ან­თი გმი­რე­ბის გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი იცო­დეს. ვალ­დე­ბულ­ნი ვართ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის თავი გა­წი­რა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიგოლი1408
26

რატომ ეძახით ამ ომს რუსეთ საქართველოს ომს. ან ისტორია არ იცით ან განგებ ამახინჯებთ ისტორიას. ეს არის საშვილიშვილო ცოდვის ჩადენა. ისევე ებრძოდა რუსეთი ბოლშევიკებს.

rasa
33

აქ ვინც მიცნობს იცის რომ ანტიქოცი ვარ და ღარიბაშვილის მიმართ ნოლი პატივისცემა მაქვს (ქოცების აზრით კი 'მამალი ნაცი' ვარ), მაგრამ თუ რუსეთუმეების გულის გასახეთქ საქმეს იზამს, ტაშს მასაც დავუკრავ. ყოჩაღ!

ავტორი:

"ეს არის მტერზე გამარჯვების კიდევ ერთი ნიშანი" - საქართველოს შეიარაღებული ძალების ბოლო მთავარსარდალი პრემიერის ძალისხმევით ქართულ მიწას უბრუნდება

"ეს არის მტერზე გამარჯვების კიდევ ერთი ნიშანი" - საქართველოს შეიარაღებული ძალების ბოლო მთავარსარდალი პრემიერის ძალისხმევით ქართულ მიწას უბრუნდება

22 მაისს საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საქართველოში ჩამოასვენებენ... 18 მაისს, პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში წინამძღოლმა, მამა არჩილ დავრიშაშვილმა საქართველოს ჯარების ყოფილი მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩაატარა. საფრანგეთის ქართული ემიგრაცია გამოემშვიდობა გენერალს, რომლის ნეშტსაც საქართველოში გადმოასვენებენ.

24-25 მაისს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალი გიორგი კვინიტაძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. საქართველოში ჩამოვლენ კვინიტაძის შთამომავლები, რომლებიც გენერლის ქამარ-ხანჯალსა და სხვა პირად ნივთებს ეროვნულ მუზეუმს გადასცემენ.

მალხაზ გოლეთიანი, სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი:

- ქართველი გენერლის ქართული მიწისთვის მიბარება ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან გიორგი კვინიტაძე იყო თავისი ქვეყნის გულანთებული პატრიოტი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ახლა მაინც მოგვეცა შესაძლებლობა მისი ნეშტი ქართულ მიწას მივაბაროთ და ეს მისთვის საკადრისი სამხედრო პატივით გავაკეთოთ.

- როგორც ცნობილია, გიორგი კვინიტაძე საქართველოს ჯარების ბოლო მთავარსარდალი იყო, რომელიც პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში ხელმძღვანელობდა...

- დიახ, ამასთან გიორგი კვინიტაძე იყო პირველი სამხედრო სკოლის დამაარსებელი, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავარსარდლის მოადგილე, შემდეგ კი, 1921 წლის ძნელბედობის პერიოდში, იმ ავადსახსენებელ დღეებში, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა გამჭრიახი, ძლიერი სტრატეგი და მოტივირებული გენერალი, საქართველოს ჯარების მთავარსარდლად დაინიშნა. კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლის გამორჩეულად მძიმე, 1921 წლის 13-24 თებერვლის დღეებში, მან ფაქტობრივად დემორალიზებული, დაშლილი ჯარის შეკვრა შეძლო.

16 თებერვალი, 1921 წელი: გიორგი კვინიტაძე მთავარსარდლად დაინიშნა

მას ჰქონდა უნარი ჯარისკაცის ფსიქოლოგია გამოეწრთო, პირადი მაგალითით ხელმძღვანელობდა და ამიტომაც შეძლო ქართულმა ჯარმა ძალზე მცირე რესურსებით იმ დღეებში საკმაოდ დიდი დანაკარგები მიეყენებინა რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის.

რაც შეეხება, გადმოსვენების საკითხს, ეს დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით ხორციელდება, პროცესი კი მისი თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ეროვნული გმირის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, გენერლის შთამომავლები საფრანგეთში დათანხმდნენ. გარდა ამისა, ისინი ეროვნულ მუზეუმს გადასცემენ გენერლის პირად ნივთებს...

18 მაისს საფრანგეთის ქართულ ეკლესიაში გენერალ გიორგი კვინიტაძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდა, მას 22 მაისს საქართველოში ჩამოასვენებენ. მის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები ჩატარდება და ყველა ქართველს, ვინც თავისი წარსულით ამაყობს, შესაძლებლობა ექნება, პატივი მიაგოს ჩვენს საამაყო გენერალს...

გიორგი დუმბაძე, თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის G-7-ის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი:

- საქართველოს ეროვნული გმირის სამშობლოში დაბრუნება, მისი ამ მიწისთვის მიბარება, უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის მას ძალ-ღონე არ დაუშურებია. რუსეთის ოკუპაციასთან უთანასწორო ბრძოლას შეწირული გენერლის ნეშტს სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენებენ და სიმბოლურად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე მეუღლესთან, მარიამ მაყაშვილთან ერთად

სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოში ჩამოვლენ მისი შთამომავლებიც და მის პირად ნივთებს ჩამოიტანენ... ეს იდეა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის და მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს შენობაში, სპეციალურად განკუთვნილ ადგილას მისი ბიუსტი გაიხსნა, რაც საქართველოს ეროვნული გმირისთვის სამშობლოში დაბრუნების ერთგვარი წინაპირობა იყო.

გენერალ კვინიტაძის ნეშტის სამშობლოში დაბრუნების მნიშვნელობაზე AMBEBI.GE ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ესაუბრა:

- ორ ფაქტორზე გავამახვილებდი ყურადღებას. პირველი - სიმბოლურია, რომ გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენება, მის მიერ სამშობლოს იძულებით დატოვებიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ ხდება. მისი ნეშტი საქართველოს უბრუნდება... ეს არის მტერზე გამარჯვების კიდევ ერთი დასტური და ნიშანი, რომ საქართველო თავის გმირებს აფასებს და მათ მიმართ ყოველთვის მოწიწებული დამოკიდებულება აქვს.

გიორგი კვინიტაძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი

მეორე ფაქტორი ასეთია - მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ისე წარიმართა, რომ სამხედრო ელიტა, რომელიც 1918-21 წლებში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, მათგან თითქმის არც ერთის საფლავი, რამდენიმეს თუ არ ჩავთვლით, არ გვაქვს საქართველოში. მათი საძვალე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია გაბნეული და ვინც საქართველოში დარჩა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა საბჭოთა ტერორმა შეიწირა. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს ინიციატივა ნამდვილად მნიშვნელოვანია. ქვეყანამ თავის გმირებს პატივი უნდა მიაგოს, რათა მომავალმა თაობებმა, ყველა ქართველმა თავიანთი გმირების განსასვენებელი ადგილი იცოდეს. ვალდებულნი ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა.

მარიამ საჯაია ცნობილ ფოტოგრაფზეა შეყვარებული - როგორ ცხოვრობს წყვილი ულამაზეს გარემოში, რომელიც ექსდეპუტატმა თავად შექმნა

საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე - "მამის დღე" დაწესდეს - საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ

თეა წულუკიანი მცხეთაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად - ფოტოები სვეტიცხოვლის ტაძრიდან