სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი უფლება არ აქვს სუმოისტს? - მებრძოლების რუტინა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
რისი უფლება არ აქვს სუმოისტს? - მებრძოლების რუტინა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

სუ­მოს მებ­რძოლს რი­კისს უწო­დე­ბენ. მისი ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი და ნა­წი­ლობ­რივ ას­კე­ტუ­რია. სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის სუ­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბით სპორ­ტსმე­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე და კომ­ფორ­ტის საგ­ნებ­ზე უარს სა­კუ­თა­რი ნე­ბით ამ­ბობს. მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მწვრთნე­ლი­სა და სუ­მოს ასო­ცი­ა­ცი­ის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა. სუ­მო­ის­ტის მო­რა­ლურ და ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას სა­ზღვრე­ბი არ აქვს.

სპორ­ტსმენს მან­ქა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლად ტა­რე­ბაც კი ეკ­რძა­ლე­ბა, რად­გან ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სას გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ მან სი­ცო­ცხლე საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნოს. ამი­ტომ სუ­მო­ის­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ტაქ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ან მათ სპე­ცი­ა­ლუ­რი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სე­ბის დამ­რღვე­ვი მკაც­რად და­ის­ჯე­ბა, მას შე­საძ­ლოა დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცენ ან სა­ერ­თოდ გა­რი­ცხონ სუ­მო­დან. დან­დო­ბას დი­დე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბიც კი არ უნდა ელო­დონ.

სუ­მო­ის­ტის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას მეტ­სა­ხე­ლის მი­ღე­ბა ატა­რებს, რომ­ლი­თაც ის მო­მა­ვალ­ში მსოფ­ლი­ომ უნდა გა­იც­ნოს. სა­კუ­თა­რი გვა­რით ძა­ლი­ან ცოტა სუ­მო­ის­ტი ას­პა­რე­ზობს.

დამ­წყებ სუ­მო­ისტს სა­კუ­თა­რი სახ­ლიც კი არ აქვს, მისი მე­ო­რე ოჯა­ხი კი სუ­მოს სკო­ლის ამ­ხა­ნა­გე­ბი ხდე­ბი­ან, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც დღე­სა და ღა­მეს ატა­რებს.

სუ­მო­ის­ტე­ბი მზის ამოს­ვლის­თა­ნა­ვე იღ­ვი­ძე­ბენ, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში კი მზის ამოს­ვლამ­დე დიდი ხნით ადრე. ად­გო­მი­სა და თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბის შემ­დეგ დამ­ღლე­ლი 5-სა­ა­თი­ა­ნი ვარ­ჯი­ში იწყე­ბა. მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­ში­სა და ორ­თაბ­რძო­ლე­ბის შემ­დეგ, ნოყი­ე­რი ვახ­შმის დრო დგე­ბა. კვე­ბის მხრივ ისი­ნი არა­ფერ­ში არ არი­ან შე­ზღუ­დუ­ლე­ბი, მათ შო­რის, არც ალ­კოჰო­ლურ სას­მელ­ში.

ამის შემ­დეგ, "წყნა­რი სა­ა­თი" დგე­ბა და სუ­მო­ის­ტე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იძი­ნე­ბენ. ტურ­ნირ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბის­თვის მათ კუნ­თო­ვა­ნი მა­სის და ქო­ნის მა­ტე­ბაც ესა­ჭი­რო­ე­ბათ, ამ მიზ­ნის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში კი სპორ­ტსმე­ნებს მწვრთნე­ლი ეხ­მა­რე­ბათ.

კა­ლო­რი­ე­ბის დღი­უ­რი ნორ­მა სუ­მოს მებ­რძო­ლის­თვის არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი - 8000 კა­ლო­რი­ას შე­ად­გენს. კვე­ბის შემ­დეგ სუ­მო­ის­ტე­ბი რო­გორც წესი, და­სა­ძი­ნებ­ლად მი­დი­ან, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად ჟანგბა­დის ნიღ­ბით, რათა მოს­ვე­ნე­ბი­სას მათ სუნ­თქვა არ გა­უ­ჭირ­დეთ.

წარ­მოდ­გე­ნა, რომ სუ­მო­ის­ტი 200 კი­ლოგ­რა­მი წო­ნის მქო­ნე მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია, სი­ნამ­დვი­ლეს რა­დი­კა­ლუ­რად და­შო­რე­ბუ­ლია. რა თქმა უნდა, მათ­თვის გა­დამ­წყვე­ტი წო­ნაა, ამის­თვის დიდ როლს გე­ნე­ტი­კა თა­მა­შობს, თუმ­ცა სწო­რი კვე­ბი­სა და ხან­გრძლი­ვი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ვარ­ჯი­შის შე­დე­გად ბუ­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. სუ­მო­ის­ტე­ბი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 2-ჯერ ჭა­მენ. სა­ერ­თო ქვა­ბი­დან საკ­ვე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, ელი­ტა­რუ­ლი დი­ვი­ზი­ო­ნე­ბის მებ­რძო­ლებს ხვდე­ბათ, ჭა­მას სულ ბო­ლოს ახალ­ბე­და სპორ­ტსმე­ნე­ბი იწყე­ბენ. ზო­გა­დად ახალ­ბე­და მებ­რძო­ლის ცხოვ­რე­ბა სკო­ლა­ში თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა შე­ა­და­რო ჯარ­ში ახალ­წვე­უ­ლის ცხოვ­რე­ბას. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
8

გუბაზ სანიკიძე აპირებს სუმოისტობას და ფულის შოვნას.

ნინო
3

 არასასურველი ,არაჯანსაღი სპორტი ახალგაზრდისთვის,არანორმალური ცხოვრების რეჟიმით.ვერავის გავიმეტებ მაგ საქმისთვის.

ავტორი:

რისი უფლება არ აქვს სუმოისტს? - მებრძოლების რუტინა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

რისი უფლება არ აქვს სუმოისტს? - მებრძოლების რუტინა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

სუმოს მებრძოლს რიკისს უწოდებენ. მისი ცხოვრება რთული და ნაწილობრივ ასკეტურია. საკუთარი ცხოვრების სუმოსთან დაკავშირებით სპორტსმენი სიამოვნებაზე და კომფორტის საგნებზე უარს საკუთარი ნებით ამბობს. მისი პირადი ცხოვრება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მწვრთნელისა და სუმოს ასოციაციის მეთვალყურეობის ქვეშაა. სუმოისტის მორალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას საზღვრები არ აქვს.

სპორტსმენს მანქანის დამოუკიდებლად ტარებაც კი ეკრძალება, რადგან ავტომობილის მართვისას გამორიცხული არ არის, რომ მან სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს. ამიტომ სუმოისტები, ძირითადად, ტაქსით გადაადგილდებიან ან მათ სპეციალური მიკროავტობუსები ემსახურებათ. აღნიშნული წესების დამრღვევი მკაცრად დაისჯება, მას შესაძლოა დისკვალიფიკაცია მისცენ ან საერთოდ გარიცხონ სუმოდან. დანდობას დიდებული მებრძოლებიც კი არ უნდა ელოდონ.

სუმოისტისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეტსახელის მიღება ატარებს, რომლითაც ის მომავალში მსოფლიომ უნდა გაიცნოს. საკუთარი გვარით ძალიან ცოტა სუმოისტი ასპარეზობს.

დამწყებ სუმოისტს საკუთარი სახლიც კი არ აქვს, მისი მეორე ოჯახი კი სუმოს სკოლის ამხანაგები ხდებიან, რომლებთან ერთადაც დღესა და ღამეს ატარებს.

სუმოისტები მზის ამოსვლისთანავე იღვიძებენ, ზამთრის პერიოდში კი მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ადგომისა და თავის მოწესრიგების შემდეგ დამღლელი 5-საათიანი ვარჯიში იწყება. მრავალსაათიანი სპეციალური ვარჯიშისა და ორთაბრძოლების შემდეგ, ნოყიერი ვახშმის დრო დგება. კვების მხრივ ისინი არაფერში არ არიან შეზღუდულები, მათ შორის, არც ალკოჰოლურ სასმელში.

ამის შემდეგ, "წყნარი საათი" დგება და სუმოისტები, დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში იძინებენ. ტურნირზე წარმატებული ასპარეზობისთვის მათ კუნთოვანი მასის და ქონის მატებაც ესაჭიროებათ, ამ მიზნის წარმატების მიღწევაში კი სპორტსმენებს მწვრთნელი ეხმარებათ.

კალორიების დღიური ნორმა სუმოს მებრძოლისთვის არც მეტი, არც ნაკლები - 8000 კალორიას შეადგენს. კვების შემდეგ სუმოისტები როგორც წესი, დასაძინებლად მიდიან, თუმცა აუცილებლად ჟანგბადის ნიღბით, რათა მოსვენებისას მათ სუნთქვა არ გაუჭირდეთ.

წარმოდგენა, რომ სუმოისტი 200 კილოგრამი წონის მქონე მოუხერხებელი ადამიანია, სინამდვილეს რადიკალურად დაშორებულია. რა თქმა უნდა, მათთვის გადამწყვეტი წონაა, ამისთვის დიდ როლს გენეტიკა თამაშობს, თუმცა სწორი კვებისა და ხანგრძლივი მიზანმიმართული ვარჯიშის შედეგად ბუნების მოტყუებაც შესაძლებელია. სუმოისტები დღე-ღამის განმავლობაში 2-ჯერ ჭამენ. საერთო ქვაბიდან საკვები, პირველ რიგში, ელიტარული დივიზიონების მებრძოლებს ხვდებათ, ჭამას სულ ბოლოს ახალბედა სპორტსმენები იწყებენ. ზოგადად ახალბედა მებრძოლის ცხოვრება სკოლაში თამამად შეიძლება შეადარო ჯარში ახალწვეულის ცხოვრებას. წაიკითხეთ სრულად

"ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი" - რას ჰყვება თამთა ჭელიძე ოჯახის დანგრევის შემდგომ დეპრესიაზე?

"გაიღიმე სიყვარულო, არაფერია შენს ღიმილზე უფრო ლამაზი" - როგორ ცხოვრობს რომანტიკოსი იტალიელი ფეხბურთელი სპინაცოლა, რომელმაც მილიონობით გულშემატკივარი შეიძინა

"იმ შამპუნს რომ უკეთებს რეკლამას, რითაც თავს არავინ იბანს, ესე იგი, "კოკა-კოლა" ყოფილა მავნებელი და ის შამპუნი სასარგებლოა?" - ჭყონია რონალდოზე