სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა "რუბინში" გადავიყვანეთ, ეგონათ, ხვიჩა დავღუპეთ" - სად გააგრძელებს კვარაცხელია კარიერას? - ინტერვიუ ფეხბურთელის აგენტთან
"როცა "რუბინში" გადავიყვანეთ, ეგონათ, ხვიჩა დავღუპეთ" - სად გააგრძელებს კვარაცხელია კარიერას? - ინტერვიუ ფეხბურთელის აგენტთან

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სატ­რანსფე­რო ამ­ბე­ბის მი­მართ ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხრი­დან დიდი ინ­ტე­რე­სია. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჭორ-მარ­თა­ლი არა­ერ­თი გუნ­დის და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ზე გავ­რცელ­და.

კვა­რა­ცხე­ლი­ას აგენტ მა­მუ­კა ჯუ­ღელს რო­გორც ხვი­ჩას შე­საძ­ლო ტრანსფერ­ზე, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- სატ­რანსფე­რო ფან­ჯრის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ სა­უბ­რე­ბი იმა­ტებს. თქვენ­გან გვინ­და გა­ვი­გოთ, რა მდგო­მა­რე­ბაა ახლა ხვი­ჩას ირ­გვლივ?

- პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ "რუ­ბინ­ში" არა­ერთ ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს უთა­მა­შია. ისი­ნი აქ გა­ტა­რე­ბულ დროს და­დე­ბი­თად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და კლუ­ბის პრე­ზი­დენტ რუს­ტემ სა­ი­მა­ნოვს ემად­ლი­ე­რე­ბი­ან.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, კლუბ­თან კონ­ტრაქ­ტი კი­დევ ორი წლით აკავ­ში­რებს, ყა­ზა­ნე­ლე­ბი ევ­რო­თასებ­ზე გა­ვიდ­ნენ და დიდი გეგ­მე­ბიც აქვთ. ლე­ო­ნიდ სლუც­კი ევ­რო­პა­შიც და­ფა­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტია და მას­თან მუ­შა­ო­ბა ხვი­ჩა­საც ბევ­რს აძ­ლევს.

კვა­რა­ცხე­ლია კარ­გად ხე­დავს, რო­გორ ენ­დო­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, აფა­სე­ბენ და უყ­ვართ გულ­შე­მატ­კივ­რებს...

- გან­სა­კუთ­რე­ბით ასა­ხე­ლე­ბენ "იუ­ვენ­ტუსს", "მი­ლან­სა" და "ლიდსს". შეგ­ვიძ­ლია თუ არა, კონ­კრე­ტუ­ლი გუნ­დე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე უფრო მეტი გვე­სა­უბ­როთ?

- იტა­ლი­ი­სა და ინ­გლი­სის გუნ­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­უ­ლი, გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ლი­გი­სა და საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მორ­ჩე­უ­ლი კლუ­ბე­ბი - ხვი­ჩას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია ამ დო­ნე­სა და მას­შტა­ბებ­ზე იას­პა­რე­ზოს.

  • კვა­რა­ცხე­ლია უნდა წა­ვი­დეს მხო­ლოდ ტოპ კლუბ­ში! ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ სატ­რანსფე­რო ფან­ჯა­რა ჯერ არ გახ­სნი­ლა, ეს მხო­ლოდ ინ­ტე­რე­სე­ბია და არა კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი.

ევ­რო­პუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ცოტა დროა, როცა ისი­ნი დას­რულ­დე­ბა, წი­ნა­და­დე­ბე­ბი უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა.და­ინ­ტე­რე­სე­ბა კი არა­ერ­თია - იტა­ლი­უ­რი, ინ­გლი­სუ­რი, ეს­პა­ნუ­რი კლუ­ბე­ბი. რუ­სუ­ლი გუნ­დე­ბიც მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ხვი­ჩა სხვა­გან არ გა­უშ­ვან. მაქ­სი­მუმ 20-25 დღე­ში ყვე­ლა­ფე­რი უფრო კონ­კრე­ტუ­ლად გვე­ცო­დი­ნე­ბა.

სა­დაც არ უნდა ითა­მა­შოს, ხვი­ჩა ყველ­გან მა­ქი­მა­ლის­ტი იქ­ნე­ბა. თუკი "რუ­ბინ­თან" ერ­თად ევ­რო­ტურ­ნირ­ზე იას­პა­რე­ზებს, ეც­დე­ბა, იგი მო­ი­გოს. მაგ­რამ ერთ რა­მეს ხაზ­გას­მით ვამ­ბობ - კვა­რა­ცხე­ლი­ას და­ბა­ლი დო­ნის ჩე­პი­ო­ნატ­ში არა­ვინ გა­უშ­ვებს!

- კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­საზ­რე­ბას ბევ­რი გა­მოთ­ქვამს. მა­გა­ლი­თად, უკა­ნას­კნელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ოლ­მა გა­ნა­ცხა­და: "როცა ახალ­გაზ­რდა ხარ, თა­მა­შით სწავ­ლობ, ხოლო როცა არ თა­მა­შობ, კარ­გავ ფორ­მა­სა და დროს."

- რა თქმა უნდა, რჩე­ვას ყვე­ლას­გან მი­ვი­ღებთ, მაგ­რამ როცა "ლო­კო­მო­ტი­ვი­დან" "რუ­ბინ­ში" გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, ზო­გი­ერთს მა­შინ ეგო­ნა, რომ ხვი­ჩა დავ­ღუ­პეთ. ახ­ლაც, თუკი გრან­დში მოხ­ვდა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
0

უკრაინის ომი რომ არ მომხდარიყო და რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის თავისუფალი წაცლის ნება არ მიეცა უეფას, დაღუპული არ იყოო? კაი ვარიანტში ზენიტში იქნებოდა ეხლა.......

"პერეგავორა" ჯუღელი

:))))
1

ე ბიჭო ჯერ გადახტით და ჰოპ მერე დაიძახეთ წარმატებები ხვიჩას!!!

ავტორი:

"როცა "რუბინში" გადავიყვანეთ, ეგონათ, ხვიჩა დავღუპეთ" - სად გააგრძელებს კვარაცხელია კარიერას? - ინტერვიუ ფეხბურთელის აგენტთან

"როცა "რუბინში" გადავიყვანეთ, ეგონათ, ხვიჩა დავღუპეთ" - სად გააგრძელებს კვარაცხელია კარიერას? - ინტერვიუ ფეხბურთელის აგენტთან

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ამბების მიმართ ქართველი გულშემატკივრების მხრიდან დიდი ინტერესია. ბოლო პერიოდში ჭორ-მართალი არაერთი გუნდის დაინტერესებაზე გავრცელდა.

კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს როგორც ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე, ასევე სხვადასხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

- სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, კვარაცხელიას მიმართ საუბრები იმატებს. თქვენგან გვინდა გავიგოთ, რა მდგომარებაა ახლა ხვიჩას ირგვლივ?

- პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "რუბინში" არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ისინი აქ გატარებულ დროს დადებითად მოიხსენიებენ და კლუბის პრეზიდენტ რუსტემ საიმანოვს ემადლიერებიან.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, ყაზანელები ევროთასებზე გავიდნენ და დიდი გეგმებიც აქვთ. ლეონიდ სლუცკი ევროპაშიც დაფასებული სპეციალისტია და მასთან მუშაობა ხვიჩასაც ბევრს აძლევს.

კვარაცხელია კარგად ხედავს, როგორ ენდობა ხელმძღვანელობა, აფასებენ და უყვართ გულშემატკივრებს...

- განსაკუთრებით ასახელებენ "იუვენტუსს", "მილანსა" და "ლიდსს". შეგვიძლია თუ არა, კონკრეტული გუნდების ინტერესებზე უფრო მეტი გვესაუბროთ?

- იტალიისა და ინგლისის გუნდების საუკეთესო ხუთეული, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ჩემპიონატის გამორჩეული კლუბები - ხვიჩას თავისუფლად შეუძლია ამ დონესა და მასშტაბებზე იასპარეზოს.

  • კვარაცხელია უნდა წავიდეს მხოლოდ ტოპ კლუბში! ნუ დაგვავიწყდება, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, ეს მხოლოდ ინტერესებია და არა კონკრეტული წინადადებები.

ევროპული ჩემპიონატების დასრულებამდე ცოტა დროა, როცა ისინი დასრულდება, წინადადებები უფრო გააქტიურდება.დაინტერესება კი არაერთია - იტალიური, ინგლისური, ესპანური კლუბები. რუსული გუნდებიც მონდომებულები არიან, ხვიჩა სხვაგან არ გაუშვან. მაქსიმუმ 20-25 დღეში ყველაფერი უფრო კონკრეტულად გვეცოდინება.

სადაც არ უნდა ითამაშოს, ხვიჩა ყველგან მაქიმალისტი იქნება. თუკი "რუბინთან" ერთად ევროტურნირზე იასპარეზებს, ეცდება, იგი მოიგოს. მაგრამ ერთ რამეს ხაზგასმით ვამბობ - კვარაცხელიას დაბალი დონის ჩეპიონატში არავინ გაუშვებს!

- კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოსაზრებას ბევრი გამოთქვამს. მაგალითად, უკანასკნელ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა: "როცა ახალგაზრდა ხარ, თამაშით სწავლობ, ხოლო როცა არ თამაშობ, კარგავ ფორმასა და დროს."

- რა თქმა უნდა, რჩევას ყველასგან მივიღებთ, მაგრამ როცა "ლოკომოტივიდან" "რუბინში" გადავიყვანეთ, ზოგიერთს მაშინ ეგონა, რომ ხვიჩა დავღუპეთ. ახლაც, თუკი გრანდში მოხვდა...განაგრძეთ კითხვა