Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუცილებლად აუნაზღაურებენ ნამუშევარ საათებს, თუ დამსაქმებელი არ შეასრულებს ვალდებულებებს, მათ სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილებენ" - დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი
"აუცილებლად აუნაზღაურებენ ნამუშევარ საათებს, თუ დამსაქმებელი არ შეასრულებს ვალდებულებებს, მათ სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილებენ" - დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი

სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში წა­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც და­პი­რე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა ვერ მი­ი­ღეს, ნა­მუ­შე­ვარ სა­ა­თებს აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბენ. ამის შე­სა­ხებ და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნინო ველ­თა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

თუმ­ცა, ველ­თა­ურ­მა ვერ და­ა­კონ­კრე­ტა რა პი­რო­ბე­ბით მოხ­დე­ბა და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა, 3,5 ევ­როს ოდე­ნო­ბით სა­ათ­ში, რა­საც დამ­საქ­მე­ბე­ლი მათ სთა­ვა­ზობს, თუ კონ­ტრაქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ 9,5 ევ­როდ.

"აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ა­თე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მათ იმუ­შა­ვეს. ეს მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი სხვა დამ­საქ­მე­ბელ­თან გა­დავ­ლენ... ეს არის სა­კი­თხი, რა­საც გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან და­ვა­ზუს­ტებთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­მარ­თლი­ა­ნად მოხ­დე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ველ­თა­ურ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ქარ­თუ­ლი მხა­რე პრო­ცეს­ში პო­ზი­ტი­ურ შე­დე­გებს ელო­დე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სხვა დამ­საქ­მებ­ლებ­თან გა­და­ა­ნა­წი­ლე­ბენ.

„თუ დამ­საქ­მე­ბე­ლი ბო­ლომ­დე ჯე­როვ­ნად არ შე­ას­რუ­ლებს სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვა­ნა­წი­ლებთ სხვა დამ­საქ­მებ­ლებ­თან. ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ დამ­საქ­მე­ბე­ლი თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას შე­ას­რუ­ლებს ანა­ზღუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რაც კონ­ტა­რაქ­ტში წე­რია. კონ­ტრაქ­ტში გა­წე­რი­ლია კვი­რა­ში სა­მუ­შაო სა­ა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ამის შე­სა­ხე­ბაც არის შრო­მის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო საქ­მის კურ­სში. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით იმას, რომ პრო­ცეს­ში და­ვი­ნა­ხოთ პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან სხვა დამ­საქ­მებ­ლებ­თან“, - გა­ნა­ცხა­და და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ამას­თან, ველ­თა­ურ­მა უარ­ყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ გერ­მა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს კონ­ტრაქ­ტე­ბი წას­ვლის წინ, აე­რო­პორ­ტში გა­დას­ცეს და მათ არ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია ხელს რაზე აწერ­დნენ.

„ამა­ში ვერ და­გე­თან­ხმე­ბით იმი­ტომ, რომ ჩვენ მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვართ აპ­ლი­კან­ტებ­თან გამ­გზავ­რე­ბამ­დე. ვაც­ნობთ იმ სა­მუ­შაო შე­თა­ვა­ზე­ბას, რაც იგი­ვე კონ­ტრაქ­ტშია. ვე­უბ­ნე­ბით, რომ კონ­ტრაქ­ტში, რო­მე­ლიც წას­ვლამ­დე გა­და­ე­ცე­მათ მათ გა­წე­რი­ლია სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი, ხარ­ჯე­ბი, სა­მუ­შაო სა­ა­ღე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა. იგი­ვე პი­რო­ბე­ბი იწე­რე­ბა კონ­ტრაქ­ტებ­შიც. წას­ვლის წინ მათ უტარ­დე­ბათ წას­ვლის წინა სა­ო­რი­ენ­ტა­ციო ტრე­ნინ­გი, სა­დაც მათ დე­ტა­ლუ­რად მი­ე­წო­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია მათი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ველ­თა­ურ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ დამ­საქ­მე­ბელ­თან ქარ­თულ მხა­რეს მი­მო­წე­რა და პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია.

"ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა ის, რომ თუკი რა­ი­მე კი­თხვა ან შე­უ­სა­ბა­მო­ბა იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო ად­გილ­ზე, საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნოთ გერ­მა­ნი­ის შრო­მის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც ორ­შა­ბათს ჩა­ვა­ყე­ნეთ საქ­მის კურ­სში. 9 მა­ისს წა­ვი­და ჯგუ­ფი. მოგ­ვწე­რეს 10 მა­ისს და 10-შივე შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლი გა­ვაგ­ზავ­ნეთ. ამ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­რი­ო­დუ­ლად გა­ვაგ­ზავ­ნეთ რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი; იყო სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­აც. ასე­ვე, ბერ­ლინ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და სა­კონ­სუ­ლოც კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­შია რო­გორც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, ასე­ვე გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან, შრო­მის სა­ა­გენ­ტოს­თან. გვქონ­და შუ­ა­ლე­დუ­რი პა­სუ­ხე­ბი ამ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხოლო სამ­შა­ბათს მო­ვი­და სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დამ­საქ­მე­ბელ­მა უკვე გა­ა­ტა­რა ან გეგ­მავს. მო­ნი­ტო­რინ­გი ჩა­ტარ­დე­ბა იმა­ზე, რა­საც დამ­საქ­მე­ბე­ლი გა­ა­ტა­რებს", - გა­ნა­ცხა­და ველ­თა­ურ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ორ ადა­მი­ანს, რომ­ლებ­მაც პი­რო­ბა და­არ­ღვი­ეს, რო­გორც ველ­თა­უ­რი ამ­ბობს, ისი­ნი სქე­მი­დან გა­ვიდ­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან ქარ­თუ­ლი მხა­რე კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში აღარ არის.

"რო­დე­საც დამ­საქ­მე­ბე­ლი ხელს აწერს შრო­მის პი­რო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც უნდა და­იც­ვას, თუმ­ცა ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ­ღვევს, მათ ფე­დე­რა­ცია აჯა­რი­მებს, თუმ­ცა რამ­დე­ნით და რო­გორ არ ვიცი", - ამ­ბობს ველ­თა­უ­რი.

ამას­თან, და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ წინა სამ ჯგუფს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ აქვთ.

"წინა სამ ჯგუფ­თა­ნაც ვართ ჩვენ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში რო­გორც სა­მუ­შაო, ასე­ვე არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში. სა­მი­ვე ჯგუფს ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. თა­ვი­დან მეტი კი­თხვა იყო, მეტი დე­ტა­ლი აინ­ტე­რე­სებ­დათ, ყვე­ლა­ფე­რი უცხო იყო მათ­თვის. ყვე­ლა­ნა­ი­რი კი­თხვა ამოვ­წუ­რეთ, რაც კი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან იყო“, - გა­ნა­ცხა­და ველ­თა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, სე­ზო­ნურ სა­მუ­შო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში წა­სუ­ლი 24 მო­ქა­ლა­ქე უმ­ძი­მეს სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­შია.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მათ შო­რის ისი­ნი და­პი­რე­ბულ ანა­ზღა­უ­რე­ბას ვერ იღე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სააკაძე
2

რისთვის გვაქვს მაგ ქვეყანაში საელჩო, ან ამ სააგენტომ რომ თავისი წარმომადგენელი მიამაგროს ამ ხალხს და მუდმივ კონტაქტზე იყოს ვ ვერ ქაჩავს ხომ ქოცური ტვინი მაგდენს?

დ გ
18

სხვაგანაც იგივე იქნება და აი თქვენი ევროპააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"აუცილებლად აუნაზღაურებენ ნამუშევარ საათებს, თუ დამსაქმებელი არ შეასრულებს ვალდებულებებს, მათ სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილებენ" - დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი

"აუცილებლად აუნაზღაურებენ ნამუშევარ საათებს, თუ დამსაქმებელი არ შეასრულებს ვალდებულებებს, მათ სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილებენ" - დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასულ მოქალაქეებს, რომლებმაც დაპირებული ანაზღაურება ვერ მიიღეს, ნამუშევარ საათებს აუნაზღაურებენ. ამის შესახებ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თუმცა, ველთაურმა ვერ დააკონკრეტა რა პირობებით მოხდება დასაქმებულების ანაზღაურება, 3,5 ევროს ოდენობით საათში, რასაც დამსაქმებელი მათ სთავაზობს, თუ კონტრაქტით გათვალისწინებულ 9,5 ევროდ.

"აუცილებლად მოხდება ნამუშევარი საათების ანაზღაურება, რომელიც მათ იმუშავეს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი სხვა დამსაქმებელთან გადავლენ... ეს არის საკითხი, რასაც გერმანულ მხარესთან დავაზუსტებთ. მაქსიმალურად სამართლიანად მოხდება ანაზღაურება", - განაცხადა ველთაურმა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე პროცესში პოზიტიურ შედეგებს ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილებენ.

„თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაწილებთ სხვა დამსაქმებლებთან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამსაქმებელი თავის ვალდებულებას შეასრულებს ანაზღურებასთან დაკავშირებითაც, რაც კონტარაქტში წერია. კონტრაქტში გაწერილია კვირაში სამუშაო სააათების რაოდენობა და ამის შესახებაც არის შრომის ფედერალური სააგენტო საქმის კურსში. ჩვენ ველოდებით იმას, რომ პროცესში დავინახოთ პოზიტიური შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულები გადანაწილდებიან სხვა დამსაქმებლებთან“, - განაცხადა დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ამასთან, ველთაურმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გერმანიაში დასაქმებულებს კონტრაქტები წასვლის წინ, აეროპორტში გადასცეს და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ხელს რაზე აწერდნენ.

„ამაში ვერ დაგეთანხმებით იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ აპლიკანტებთან გამგზავრებამდე. ვაცნობთ იმ სამუშაო შეთავაზებას, რაც იგივე კონტრაქტშია. ვეუბნებით, რომ კონტრაქტში, რომელიც წასვლამდე გადაეცემათ მათ გაწერილია სამუშაო პირობები, ხარჯები, სამუშაო სააღების ანაზღაურება. იგივე პირობები იწერება კონტრაქტებშიც. წასვლის წინ მათ უტარდებათ წასვლის წინა საორიენტაციო ტრენინგი, სადაც მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია მათი სამუშაო პირობების შესახებ“, - განაცხადა ნინო ველთაურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დამსაქმებელთან ქართულ მხარეს მიმოწერა და პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

"ჩვენი უფლებამოსილებაა ის, რომ თუკი რაიმე კითხვა ან შეუსაბამობა იქნება სამუშაო ადგილზე, საქმის კურსში ჩავაყენოთ გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო, რომელიც ორშაბათს ჩავაყენეთ საქმის კურსში. 9 მაისს წავიდა ჯგუფი. მოგვწერეს 10 მაისს და 10-შივე შესაბამისი წერილი გავაგზავნეთ. ამ ერთი კვირის განმავლობაში პერიოდულად გავაგზავნეთ რამდენიმე წერილი; იყო სატელეფონო კომუნიკაციაც. ასევე, ბერლინში საქართველოს საელჩო და საკონსულოც კომუნიკაციაშია როგორც ჩვენს მოქალაქეებთან, ასევე გერმანულ მხარესთან, შრომის სააგენტოსთან. გვქონდა შუალედური პასუხები ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო სამშაბათს მოვიდა საბოლოო პასუხი იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც დამსაქმებელმა უკვე გაატარა ან გეგმავს. მონიტორინგი ჩატარდება იმაზე, რასაც დამსაქმებელი გაატარებს", - განაცხადა ველთაურმა.

რაც შეეხება ორ ადამიანს, რომლებმაც პირობა დაარღვიეს, როგორც ველთაური ამბობს, ისინი სქემიდან გავიდნენ, შესაბამისად, მათთან ქართული მხარე კომუნიკაციაში აღარ არის.

"როდესაც დამსაქმებელი ხელს აწერს შრომის პირობებზე, რომელიც უნდა დაიცვას, თუმცა ამ ვალდებულებებს არღვევს, მათ ფედერაცია აჯარიმებს, თუმცა რამდენით და როგორ არ ვიცი", - ამბობს ველთაური.

ამასთან, დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ წინა სამ ჯგუფს, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა, არანაირი პრობლემა არ აქვთ.

"წინა სამ ჯგუფთანაც ვართ ჩვენ კომუნიკაციაში როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში. სამივე ჯგუფს ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ. თავიდან მეტი კითხვა იყო, მეტი დეტალი აინტერესებდათ, ყველაფერი უცხო იყო მათთვის. ყველანაირი კითხვა ამოვწურეთ, რაც კი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო“, - განაცხადა ველთაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.

როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, მათ შორის ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი - უფასოდ მიიღებენ

ზოგი ზედმეტად გამომწვევად იცვამს, საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, თუ სხვასთან წაიყვან მოსამზადებლად, "გადაკიდება" იციან - რა არ მოსწონთ თანამედროვე ქართველ დედებს სკოლის მასწავლებელში

4 ცნობილი ქართველი, რომელიც მცხეთის მონასტრის ეზოშია დაკრძალული - მოკლე ისტორიები