პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს "პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში" - ირმა ინაშვილი
"ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს "პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში" - ირმა ინაშვილი

ფრი­დონ ინ­ჯია სი­წუწ­კეს იჩენს და ცდი­ლობს, მი­ი­სა­კუთ­როს „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" კუთ­ვნი­ლი წევ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში, - ამის შე­სა­ხებ „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ირმა ინაშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ფრი­დონ ინ­ჯი­ას გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობს.

„ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, არ­ჩევ­ნე­ბის მთა­ვარ­მა გამ­ყალ­ბე­ბელ­მა გა­და­სა­რე­ვად იცის, რომ ჩვენს პარ­ტი­ას ეკუთ­ვნის წევ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში, მაგ­რამ ახლა უნდა, ეს წევ­რი წაგ­ვარ­თვას, რა­შიც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აშ­კა­რად ცდი­ლობს ფრი­დონ ინ­ჯი­ას გა­მო­ყე­ნე­ბას.

ჩემ­თვის ეს ძალ­ზედ სამ­წუ­ხა­როა და სი­მარ­თლე გი­თხრათ, იძუ­ლე­ბუ­ლი რომ არ ვიყო და ვალ­დე­ბუ­ლი, სულ არ მსი­ა­მოვ­ნებს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. ფრი­დონ ინ­ჯი­ას კარ­გად უნდა ეს­მო­დეს, რომ მას არა­ნა­ირ შემ­თხვე­ვა­ში და არა­ნა­ი­რი გა­რი­გე­ბის პი­რო­ბებ­ში არ ეკუთ­ვნის წევ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში. ჩვენ ვფლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვი­ცით, რა დის­კუ­სია მი­დის სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯფუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბის ფორ­მატ­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო თათ­ბი­რებ­სა და შეხ­ვედ­რებ­ზე. ვი­ცით, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტო­ნი ფრი­დონ ინ­ჯია სი­წუწ­კეს იჩენს და ცდი­ლობს, მი­ი­სა­კუთ­როს „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" კუთ­ვნი­ლი წევ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში. მარ­თა­ლია, სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებ­ში ის აღ­ნიშ­ნავს, რომ „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წევ­რის წარ­თმე­ვის­თვის კი არ იბ­რძვის, არა­მედ თურ­მე სა­კუ­თა­რი წევ­რი უნდა რომ ჰყავ­დეს სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში, მაგ­რამ ბა­ტონ ფრი­დონს გა­და­სა­რე­ვად უნდა ეს­მო­დეს, რომ მას არ ეკუთ­ვნის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში წევ­რი და როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთ­ვნის, ე.ი. მი­დის იმა­ზე, რომ ეს წევ­რი წაგ­ვარ­თვას „პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს", რაც ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არის კა­ნო­ნის და კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ინაშ­ვილ­მა.

მან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მი­მარ­თა, რომ მალე პო­ლი­ტი­კის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს.

„მინ­და ვუ­თხრა ბა­ტონ კო­ბა­ხი­ძეს, ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი გვახ­სოვს ჩვენ, რო­მე­ლიც ზოგი ღრუ­ბელ-ღუ­ბელ დაფ­რი­ნავ­და, ზოგი კი­დევ ღრუბ­ლებ­ზე მაღ­ლა იყო, მათ ეგო­ნათ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე გაგ­რძელ­დე­ბო­და. ასე არ გაგ­რძელ­დე­ბა, დიდი ხა­ნია ბა­ტონ­მა კო­ბა­ხი­ძემ, არ­ჩევ­ნე­ბის მთა­ვარ­მა გამ­ყალ­ბე­ბელ­მა გა­და­ა­ბი­ჯა ყვე­ლა ზღვარს და ყვე­ლა „წი­თე­ლი ხაზი“ გა­დაკ­ვე­თა. ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი და­უს­ჯე­ლი არ რჩე­ბა ხოლ­მე. ასე­თი ტი­პის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მერე ძა­ლი­ან მალე ტო­ვე­ბენ პო­ლი­ტი­კას. ეს მინ­და ვუ­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო ბა­ტონ კო­ბა­ხი­ძეს, რომ ის მალე პო­ლი­ტი­კა­ში აღარ იქ­ნე­ბა და მერე უნდა ილო­ცოს იმა­ზე, რომ მე­მუ­ა­რე­ბის წერა სახ­ლში მო­უ­წი­ოს და არა სხვა­გან, მა­გა­ლი­თად, ცი­ხე­ში", - გა­ნა­ცხა­და ინაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელოდით?
0

არ ველოდი მაგრამ ყელსახვევი იმ ხატათწოდებულ სურათზე ირმას რომ გავს ზუსტად ეგრე აქვს მოხვეული,ატყობთ?

tngh
23

სულ უფრო და უფრო მეტ განცვიფრებას და ეჭვებს იწვევს "პატრიოტთა ალიანსის" ქმედებები და განცხადებები. საზოგადოებაში არსებობდა და არსებობს გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათი საარჩევნო ხმები "ნაცებმა" მიითვისეს... თვით "პატრიოტთა ალიანსი" კი, საეჭვოდ სდუმს. ამოიჩემა ბ-ნი ირაკლი კობახიძე, და ხსირ შემთხვევაში, სრულიდ უსაფუძვლოდ, მას აბრალებს თავის წარუმატებლობას. არჩევნების წინ კი საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ იმარჯვებდნენ. ეხლა კი საგამოძიებო კომისიაშიც კი არ შედიან... საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი არ შეაქვთ თავისი რეზოლუციის პროექტი ათასობით ხელმოწერით.

ავტორი:

"ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს "პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში" - ირმა ინაშვილი

"ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს "პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში" - ირმა ინაშვილი

ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრიდონ ინჯიას გამოყენებას ცდილობს.

„ირაკლი კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადასარევად იცის, რომ ჩვენს პარტიას ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ახლა უნდა, ეს წევრი წაგვართვას, რაშიც ირაკლი კობახიძე აშკარად ცდილობს ფრიდონ ინჯიას გამოყენებას.

ჩემთვის ეს ძალზედ სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ, იძულებული რომ არ ვიყო და ვალდებული, სულ არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. ფრიდონ ინჯიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მას არანაირ შემთხვევაში და არანაირი გარიგების პირობებში არ ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, რა დისკუსია მიდის საპარლამენტო ჯფუფის საქმიანობის ფორმატში, საპარლამენტო თათბირებსა და შეხვედრებზე. ვიცით, რომ სამწუხაროდ, ბატონი ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. მართალია, საჯარო განცხადებებში ის აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსის" წევრის წართმევისთვის კი არ იბრძვის, არამედ თურმე საკუთარი წევრი უნდა რომ ჰყავდეს საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ბატონ ფრიდონს გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ მას არ ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში წევრი და როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის, ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი წაგვართვას „პატრიოტთა ალიანსს", რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევა", - განაცხადა ინაშვილმა.

მან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ მალე პოლიტიკის დატოვება მოუწევს.

„მინდა ვუთხრა ბატონ კობახიძეს, ბევრი პოლიტიკოსი გვახსოვს ჩვენ, რომელიც ზოგი ღრუბელ-ღუბელ დაფრინავდა, ზოგი კიდევ ღრუბლებზე მაღლა იყო, მათ ეგონათ, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა. ასე არ გაგრძელდება, დიდი ხანია ბატონმა კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადააბიჯა ყველა ზღვარს და ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა. ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ რჩება ხოლმე. ასეთი ტიპის პოლიტიკოსები მერე ძალიან მალე ტოვებენ პოლიტიკას. ეს მინდა ვუწინასწარმეტყველო ბატონ კობახიძეს, რომ ის მალე პოლიტიკაში აღარ იქნება და მერე უნდა ილოცოს იმაზე, რომ მემუარების წერა სახლში მოუწიოს და არა სხვაგან, მაგალითად, ციხეში", - განაცხადა ინაშვილმა.