პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასაფლაოზე ბევრჯერ ავსულვარ და მისთვის ჩამირთავს ახალი სიმღერა, მჯერა, რომ უსმენს" - როგორ შეცვალა ოჯახის ცხოვრება გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ და რას იხსენებს მეუღლე 3 წლის შემდეგ
"სასაფლაოზე ბევრჯერ ავსულვარ და მისთვის ჩამირთავს ახალი სიმღერა, მჯერა, რომ უსმენს" - როგორ შეცვალა ოჯახის ცხოვრება გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ და რას იხსენებს მეუღლე 3 წლის შემდეგ

წელს, 23 თე­ბერ­ვალს 59 წლის გახ­დე­ბო­და, 11 ივ­ნისს კი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 3 წელი გა­დის. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და გა­მორ­ჩე­უ­ლად თბი­ლისს უყ­ვარ­და. მისი ხმის ტემ­ბრი, გუ­ლი­ა­ნი ნამ­ღე­რი, იუ­მო­რი და კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი არ ავი­წყდე­ბათ... სამ­წუ­ხა­როდ, გიო ხუ­ციშ­ვი­ლი მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა, მაგ­რამ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2 კვი­რით ადრე გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა მა­ინც შეძ­ლო, რი­თაც ერ­თგულ მსმე­ნელს, გულ­შე­მატ­კივ­რებს თა­ნად­გო­მის­თვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. რთუ­ლია, მის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა. უჭირთ, რად­გან გიოს და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს არა­ფე­რი ანე­ლებს. AMBEBI.GE გიო ხუ­ციშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს, მუ­სი­კოს მაია ჯორ­ჯა­ძეს ესა­უბ­რა.

„ძა­ლი­ან ძნე­ლია მის გა­რე­შე გავ­ლი­ლი სამი წელი. დრო გა­დის, მაგ­რამ უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა მისი არ­ყოფ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­და და ტკი­ვი­ლი... გი­ოს­თან ერ­თად ჩემი ცხოვ­რე­ბის 29 წელი გა­ვა­ტა­რე... ასე რომ, უმ­ძი­მე­სი რამ არის იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ გვერ­დით აღარ გვყავს... გიო ჩვენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო, ეს მის სი­ცო­ცხლე­შიც კარ­გად ვი­ცო­დით, მაგ­რამ ამა­ში ახლა მე­ტად და მე­ტად ვრწმუნ­დე­ბით... პი­რა­დად ჩემ­თვის მე­გო­ბა­რიც იყო, მე­უღ­ლეც, კე­დე­ლი, იმე­დი და იმე­დი იყო არა მხო­ლოდ ჩემ­თვის, ყვე­ლას­თვის. ვსწავ­ლობ, ვსწავ­ლობ და კი­დევ ვერ ვსწავ­ლობ უმა­გი­სოდ ცხოვ­რე­ბას... იცო­და ხოლ­მე თქმა, - რომ არ ვიქ­ნე­ბი, მერე და­მა­ფა­სებთ... მისი წას­ვლით ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა ჩვენს ოჯა­ხურ ყო­ფა­ში, რად­გან ხომ ვამ­ბობ, მას­ზე ვი­ყა­ვით მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი. სა­კუ­თარ თავ­ზე იღებ­და ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. აქ ოჯა­ხურ საქ­მე­ებს აღარ ვამ­ბობ... თურ­მე რამ­დე­ნი რამ არ ვი­ცო­დი და რამ­დენ რა­მეს მა­რი­დებ­და... რო­გო­რი რთუ­ლი ყო­ფი­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ახლა ვსწავ­ლობ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას. ამა­სო­ბა­ში ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, მაგ­რამ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს ადა­მი­ა­ნი... ამი­ტომ, არ ვარ­გა ასე მინ­დო­ბი­ლი არა­ვის­ზე - არც დე­და­ზე, მა­მა­ზე, მე­უღ­ლე­ზე არას­დროს უნდა იყო,“ - გვიყ­ვე­ბა მაია ჯორ­ჯა­ძე. მისი სა­უბ­რი­დან ვი­გებთ, რომ გიო აქ­ტი­უ­რად სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზეც ზრუ­ნავ­და: „ქუ­ჩა­ში ვი­ღაც თუ შეგ­ვხვდე­ბო­და და თა­ვის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ მო­უყ­ვე­ბო­და, გიო დახ­მა­რე­ბას და­პირ­დე­ბო­და და სა­ნამ პრობ­ლე­მას არ მო­უგ­ვა­რებ­და, იმა­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. სულ უცხო ადა­მი­ა­ნებს, 2-ჯერ რომ ჰყავ­და ნა­ნა­ხი, იმა­თაც გუ­ლით ეხ­მა­რე­ბო­და, - ასე­თი იყო,“ - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მაია.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გიოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი სულ ჰქონ­და, ის მომ­ღე­რა­ლი იყო და ხალ­ხმა მა­სობ­რი­ვად სიმ­ღე­რით გა­იც­ნო... რო­გორც მუ­სი­კოს­მა, ობი­ექ­ტუ­რად რომ შე­ა­ფა­სოთ გიო, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი...

- ჩემ­თვის ეს ცოტა ძნე­ლია, მაგ­რამ ვეც­დე­ბი... პრინ­ციპ­ში, ერ­თად ვა­კე­თებ­დით ყვე­ლა­ფერს... დღე რომ ვუს­მენ მის სიმ­ღე­რებს, გიოს ნამ­ღერ ტექ­სტებს, ფრა­ზებს რომ ვუკ­ვირ­დე­ბი, ვხვდე­ბი და ვრწმუნ­დე­ბი, რომ ძა­ლი­ან ცოტა გვყავს ასე­თი მომ­ღე­რა­ლი... იმ დღეს მან­ქა­ნა­ში რა­დიო მქონ­და ჩარ­თუ­ლი და უცებ და­ი­წყო მისი სიმ­ღე­რა. სულ სხვა ყუ­რით მო­ვუს­მი­ნე და მარ­თლა სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი მომ­ღე­რა­ლია, თა­ვი­სე­ბუ­რად მოჰ­ქონ­და მსმე­ნე­ლამ­დე სიმ­ღე­რა.

- კი და ეს გა­მო­არ­ჩევ­და კი­დეც სხვე­ბის­გან...

- ცოტა ხნის წინ ლი­ლი­კო ნემ­სა­ძე ყვე­ბო­და: თურ­მე რა­ღაც სიმ­ღე­რას წერ­დნენ. ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი იყო ჩარ­თუ­ლი. ლი­ლი­კოს უნ­დო­და, გიოს ერთი ფრა­ზა ჩა­ე­წე­რა. და­უ­რე­კავს მის­თვის, - მო­ვარ­და, არც იცო­და, რა სიმ­ღე­რა იყო, მაგ­რამ რაც ვუ­თხა­რი, ის ფრა­ზა მა­შინ­ვე თა­ვი­სე­ბუ­რად ჩა­წე­რა, მაგ­რამ ისე, რომ მერე მთე­ლი სიმ­ღე­რა გა­და­ვა­კე­თეო...

- ანუ რო­გორც გა­ი­გო, ისე იმ­ღე­რა...

- მარ­თლაც ეგ ჰქონ­და, რო­გორც ეს­მო­და, ისე მღე­რო­და... ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი რომ იყო, მის სიმ­ღე­რებს ვერ ვუს­მენ­დი... ბოლო კონ­ცერ­ტიც არ მი­ნა­ხავს და სურ­ვი­ლიც არ მაქვს, ვნა­ხო, არ შე­მიძ­ლია. ამას წი­ნათ ერთ-ერთ არხზე ყო­ფი­ლა, მწერ­დნენ, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზო­რი ვერ გა­დავ­რთე იმ არხზე... იმ დღეს ყვე­ლამ იმ­ღე­რა გიოს სიმ­ღე­რე­ბი, მაგ­რამ ვე­რა­ვინ, ვერც ერთი სიმ­ღე­რა ვერ იმ­ღე­რა მის­ნა­ი­რად...

- ბოლო დღე­ებ­ში რა გან­წყო­ბა ჰქონ­და... თვი­თონ მგო­ნი, ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყო, ხომ?

- ოპ­ტი­მის­ტუ­რად კი იყო, მაგ­რამ ახლა რომ ვაკ­ვირ­დე­ბი და ვხვდე­ბი, უფრო ჩვენ გვა­წყნა­რებ­და. არა­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­სა­რე­ვად იცო­და, რო­გორ არ იცო­და... ერ­თად ვი­ყა­ვით ექიმ­თან, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად გვი­თხრა მისი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ. გიო იქვე მო­მიბ­რუნ­და და - შენ არ ინერ­ვი­უ­ლოო... პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იცო­და, მაგ­რამ ისეთ გან­წყო­ბას გვიქ­მნი­და, რომ არ გვტკე­ნო­და, არ გან­გვე­ცა­და... ბო­ლოს ძა­ლი­ან ცუ­დად იყო 5 დღე, ჩაწ­ვე­ბო­და ისე, რომ სა­ერ­თოდ არ ჭამ­და, ოთა­ხი­დან არ გა­მო­დი­ო­და. მერე გა­დას­ხმებს იკე­თებ­და... იმ კონ­ცერ­ტამ­დე თავი ასე მი­იყ­ვა­ნა და კონ­ცერ­ტი­დან ორ კვი­რა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

- ... ზუ­კას­თვის რო­გო­რია გიოს გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა?

- ზუ­კამ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, ლო­გი­ნი­დან ვერ დგე­ბო­და, 6 თვე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, სა­ში­ნე­ლი დეპ­რე­სია ჰქონ­და. რო­გორც გა­ვი­გე, მამა-შვილს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ულა­პა­რა­კი­ათ, მაგ­რამ რაზე, ამის შე­სა­ხებ ზუ­კას­თვის დღემ­დე არ მი­კი­თხავს... 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ 1-ელ იან­ვარს გიოს კონ­ცერ­ტი ჰქონ­და ხოლ­მე „ოტი­უმ­ში“. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იქი­დან რომ და­რე­კეს, - მოვხსნათ თუ არა კონ­ცერ­ტიო? ზუ­კამ უთხრა, მე გა­ვაგ­რძე­ლებ მაგ ტრა­დი­ცი­ა­სო და სხვა­თა შო­რის, ზუ­კას ამ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვა, ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა... ბენ­დი შეც­ვა­ლა, ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბი აიყ­ვა­ნა და გა­აგ­რძე­ლა მა­მის საქ­მე. მერე ორი­ვე გა­და­ვერ­თეთ მაგ კუ­თხით... რამ­დენ­ჯერ მქონ­და ის გან­ცდა, რომ ახლა მი­ვალ, გიოს ახალ სიმ­ღე­რას მო­ვას­მე­ნი­ნებ-მეთ­ქი. ადრე, ხომ ასე იყო? რომ გა­ვა­კე­თებ­დით სტუ­დი­ა­ში მუ­სი­კას, სახ­ლში მიმ­ქონ­და და ვას­მე­ნი­ნებ­დი, მერე ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით მას­ზე, ბო­ლოს კი სტუ­დი­ა­ში შე­დი­ო­და და ჩა­წერ­და. მოკ­ლედ, ახ­ლაც ასეა - სა­საფ­ლა­ო­ზეც ბევ­რჯერ ავ­სულ­ვარ და მის­თვის ჩა­მირ­თავს ახა­ლი სიმ­ღე­რა, რად­გან მჯე­რა, რომ უს­მენს. ხომ ვამ­ბობ, მისი ყუ­რით და თვა­ლით ვუს­მენ და ვუ­ყუ­რებ ბევრ რა­მეს.

- ადა­მი­ა­ნებს გიოს სიმ­ღე­რის გარ­და, გი­ო­ში მისი იუ­მო­რი, სი­კე­თე მოს­წონ­დათ... თბი­ლის­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­დათ გიო ხუ­ციშ­ვი­ლი. რო­გორ გგო­ნი­ათ, რით და­იმ­სა­ხუ­რა ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- ისე­თი გა­ცი­ლე­ბა, რო­გო­რიც გიოს ქა­ლაქ­მა მო­უ­წყო, იშ­ვი­ა­თია... ის თა­ვის თავ­ში ბევრ რა­ღა­ცას აერ­თი­ა­ნებ­და... რომ ვფიქ­რობ, კი­დევ უფრო ვრწმუნ­დე­ბი, რომ ისე იცხოვ­რა, შეც­დო­მა არ და­უშ­ვია. არ გა­და­უდ­გამს ისე­თი ნა­ბი­ჯი, რომ რა­ღაც შეშ­ლო­და... ბევ­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბა იყო, ბევ­რი რამ იყო, მაგ­რამ არა­ვინ გა­უ­ლან­ძღავს, გული არა­ვის­თვის უტ­კე­ნი­ნე­ბია...

- მა­ი­კო, სა­მო­მავ­ლოდ რას ისურ­ვებ­დით?

- ორი კვი­რის წინ კი­დევ დიდი დარ­ტყმა მი­ვი­ღე - გიოს უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, ირაკ­ლი ჭან­ტუ­რია იმა­ვე და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ო­ცა­რი რამ მოხ­და. ხომ ვამ­ბობ, ეს ისე­თი დარ­ტყმა იყო ჩემ­თვის, ვერც გად­მოგ­ცემთ. გიოს ავად­მყო­ფო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ირაკ­ლი ჩვენს გვერ­დით იყო. ერ­თად ვიბ­რძო­დით. კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვყავ­და გვერ­დით. ყვე­ლა ჯან­მრთე­ლად მინ­და იყოს, მაგ­რამ ირაკ­ლი მარ­თლა ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი იყო... ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ. ჯან­მრთე­ლო­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­მაა, რაც ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა. კი, ჯან­მრთე­ლო­ბა და მშვი­დო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხვიჩა
76

კაი მამალი მიშისტი ნაცი იყო ეგეც

კკ
19

იყო ჩვეულებრივი მომღერალი, არაფერი განსაკუთრებული და სრულიად არ მესმის, რატომ უნდა გახსნილიყო მისი სახელობის ვარსკვლავი ან ქუჩა. ბოროტი არ გეგონოთ, მართლა გულწრფელად მაინტერესებს, ისევე როგორ ყველას მთაწმინდაზე ასაფლავებენ ამ ბოლო დროს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"სასაფლაოზე ბევრჯერ ავსულვარ და მისთვის ჩამირთავს ახალი სიმღერა, მჯერა, რომ უსმენს" - როგორ შეცვალა ოჯახის ცხოვრება გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ და რას იხსენებს მეუღლე 3 წლის შემდეგ

"სასაფლაოზე ბევრჯერ ავსულვარ და მისთვის ჩამირთავს ახალი სიმღერა, მჯერა, რომ უსმენს" - როგორ შეცვალა ოჯახის ცხოვრება გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ და რას იხსენებს მეუღლე 3 წლის შემდეგ

წელს, 23 თებერვალს 59 წლის გახდებოდა, 11 ივნისს კი მისი გარდაცვალებიდან 3 წელი გადის. ადამიანი, რომელიც საქართველოს და გამორჩეულად თბილისს უყვარდა. მისი ხმის ტემბრი, გულიანი ნამღერი, იუმორი და კეთილი საქმეები არ ავიწყდებათ... სამწუხაროდ, გიო ხუციშვილი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე გრანდიოზული კონცერტის გამართვა მაინც შეძლო, რითაც ერთგულ მსმენელს, გულშემატკივრებს თანადგომისთვის და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა. რთულია, მის გარეშე დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის ცხოვრება. უჭირთ, რადგან გიოს დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არაფერი ანელებს. AMBEBI.GE გიო ხუციშვილის მეუღლეს, მუსიკოს მაია ჯორჯაძეს ესაუბრა.

„ძალიან ძნელია მის გარეშე გავლილი სამი წელი. დრო გადის, მაგრამ უფრო და უფრო მძიმდება მისი არყოფნით გამოწვეული სევდა და ტკივილი... გიოსთან ერთად ჩემი ცხოვრების 29 წელი გავატარე... ასე რომ, უმძიმესი რამ არის იმასთან შეგუება, რომ გვერდით აღარ გვყავს... გიო ჩვენთვის ყველაფერი იყო, ეს მის სიცოცხლეშიც კარგად ვიცოდით, მაგრამ ამაში ახლა მეტად და მეტად ვრწმუნდებით... პირადად ჩემთვის მეგობარიც იყო, მეუღლეც, კედელი, იმედი და იმედი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, ყველასთვის. ვსწავლობ, ვსწავლობ და კიდევ ვერ ვსწავლობ უმაგისოდ ცხოვრებას... იცოდა ხოლმე თქმა, - რომ არ ვიქნები, მერე დამაფასებთ... მისი წასვლით ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ოჯახურ ყოფაში, რადგან ხომ ვამბობ, მასზე ვიყავით მიჯაჭვულები. საკუთარ თავზე იღებდა ყველაფერზე პასუხისმგებლობას. აქ ოჯახურ საქმეებს აღარ ვამბობ... თურმე რამდენი რამ არ ვიცოდი და რამდენ რამეს მარიდებდა... როგორი რთული ყოფილა ეს ყველაფერი. ახლა ვსწავლობ, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებლად ცხოვრებას. ამასობაში ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ შეცდომებზე სწავლობს ადამიანი... ამიტომ, არ ვარგა ასე მინდობილი არავისზე - არც დედაზე, მამაზე, მეუღლეზე არასდროს უნდა იყო,“ - გვიყვება მაია ჯორჯაძე. მისი საუბრიდან ვიგებთ, რომ გიო აქტიურად სხვა ადამიანებზეც ზრუნავდა: „ქუჩაში ვიღაც თუ შეგვხვდებოდა და თავის პრობლემის შესახებ მოუყვებოდა, გიო დახმარებას დაპირდებოდა და სანამ პრობლემას არ მოუგვარებდა, იმაზე ნერვიულობდა. სულ უცხო ადამიანებს, 2-ჯერ რომ ჰყავდა ნანახი, იმათაც გულით ეხმარებოდა, - ასეთი იყო,“ - გვიყვება ქალბატონი მაია.

- მიუხედავად იმისა, რომ გიოს ოფიციალური სამსახური სულ ჰქონდა, ის მომღერალი იყო და ხალხმა მასობრივად სიმღერით გაიცნო... როგორც მუსიკოსმა, ობიექტურად რომ შეაფასოთ გიო, როგორც მომღერალი...

- ჩემთვის ეს ცოტა ძნელია, მაგრამ ვეცდები... პრინციპში, ერთად ვაკეთებდით ყველაფერს... დღე რომ ვუსმენ მის სიმღერებს, გიოს ნამღერ ტექსტებს, ფრაზებს რომ ვუკვირდები, ვხვდები და ვრწმუნდები, რომ ძალიან ცოტა გვყავს ასეთი მომღერალი... იმ დღეს მანქანაში რადიო მქონდა ჩართული და უცებ დაიწყო მისი სიმღერა. სულ სხვა ყურით მოვუსმინე და მართლა სხვებისგან გამორჩეული მომღერალია, თავისებურად მოჰქონდა მსმენელამდე სიმღერა.

- კი და ეს გამოარჩევდა კიდეც სხვებისგან...

- ცოტა ხნის წინ ლილიკო ნემსაძე ყვებოდა: თურმე რაღაც სიმღერას წერდნენ. ბევრი მომღერალი იყო ჩართული. ლილიკოს უნდოდა, გიოს ერთი ფრაზა ჩაეწერა. დაურეკავს მისთვის, - მოვარდა, არც იცოდა, რა სიმღერა იყო, მაგრამ რაც ვუთხარი, ის ფრაზა მაშინვე თავისებურად ჩაწერა, მაგრამ ისე, რომ მერე მთელი სიმღერა გადავაკეთეო...

- ანუ როგორც გაიგო, ისე იმღერა...

- მართლაც ეგ ჰქონდა, როგორც ესმოდა, ისე მღეროდა... ახალი გარდაცვლილი რომ იყო, მის სიმღერებს ვერ ვუსმენდი... ბოლო კონცერტიც არ მინახავს და სურვილიც არ მაქვს, ვნახო, არ შემიძლია. ამას წინათ ერთ-ერთ არხზე ყოფილა, მწერდნენ, მაგრამ ტელევიზორი ვერ გადავრთე იმ არხზე... იმ დღეს ყველამ იმღერა გიოს სიმღერები, მაგრამ ვერავინ, ვერც ერთი სიმღერა ვერ იმღერა მისნაირად...

- ბოლო დღეებში რა განწყობა ჰქონდა... თვითონ მგონი, ოპტიმისტურად იყო, ხომ?

- ოპტიმისტურად კი იყო, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები და ვხვდები, უფრო ჩვენ გვაწყნარებდა. არადა, ყველაფერი გადასარევად იცოდა, როგორ არ იცოდა... ერთად ვიყავით ექიმთან, რომელმაც პირველად გვითხრა მისი დიაგნოზის შესახებ. გიო იქვე მომიბრუნდა და - შენ არ ინერვიულოო... პირველივე დღიდან იცოდა, მაგრამ ისეთ განწყობას გვიქმნიდა, რომ არ გვტკენოდა, არ განგვეცადა... ბოლოს ძალიან ცუდად იყო 5 დღე, ჩაწვებოდა ისე, რომ საერთოდ არ ჭამდა, ოთახიდან არ გამოდიოდა. მერე გადასხმებს იკეთებდა... იმ კონცერტამდე თავი ასე მიიყვანა და კონცერტიდან ორ კვირაში გარდაიცვალა.

- ... ზუკასთვის როგორია გიოს გარეშე ცხოვრება?

- ზუკამ ძალიან განიცადა, ლოგინიდან ვერ დგებოდა, 6 თვე ამ მდგომარეობაში იყო, საშინელი დეპრესია ჰქონდა. როგორც გავიგე, მამა-შვილს გარდაცვალებამდე ულაპარაკიათ, მაგრამ რაზე, ამის შესახებ ზუკასთვის დღემდე არ მიკითხავს... 10 წლის განმავლობაში, ყოველ 1-ელ იანვარს გიოს კონცერტი ჰქონდა ხოლმე „ოტიუმში“. მისი გარდაცვალების შემდეგ იქიდან რომ დარეკეს, - მოვხსნათ თუ არა კონცერტიო? ზუკამ უთხრა, მე გავაგრძელებ მაგ ტრადიციასო და სხვათა შორის, ზუკას ამ საქმეში აქტიურად ჩართვა, ძალიან დაგვეხმარა... ბენდი შეცვალა, ახალგაზრდა მუსიკოსები აიყვანა და გააგრძელა მამის საქმე. მერე ორივე გადავერთეთ მაგ კუთხით... რამდენჯერ მქონდა ის განცდა, რომ ახლა მივალ, გიოს ახალ სიმღერას მოვასმენინებ-მეთქი. ადრე, ხომ ასე იყო? რომ გავაკეთებდით სტუდიაში მუსიკას, სახლში მიმქონდა და ვასმენინებდი, მერე ერთად ვმუშაობდით მასზე, ბოლოს კი სტუდიაში შედიოდა და ჩაწერდა. მოკლედ, ახლაც ასეა - სასაფლაოზეც ბევრჯერ ავსულვარ და მისთვის ჩამირთავს ახალი სიმღერა, რადგან მჯერა, რომ უსმენს. ხომ ვამბობ, მისი ყურით და თვალით ვუსმენ და ვუყურებ ბევრ რამეს.

- ადამიანებს გიოს სიმღერის გარდა, გიოში მისი იუმორი, სიკეთე მოსწონდათ... თბილისში გამორჩეულად უყვარდათ გიო ხუციშვილი. როგორ გგონიათ, რით დაიმსახურა ასეთი დამოკიდებულება?

- ისეთი გაცილება, როგორიც გიოს ქალაქმა მოუწყო, იშვიათია... ის თავის თავში ბევრ რაღაცას აერთიანებდა... რომ ვფიქრობ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ისე იცხოვრა, შეცდომა არ დაუშვია. არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ რაღაც შეშლოდა... ბევრი ნერვიულობა იყო, ბევრი რამ იყო, მაგრამ არავინ გაულანძღავს, გული არავისთვის უტკენინებია...

- მაიკო, სამომავლოდ რას ისურვებდით?

- ორი კვირის წინ კიდევ დიდი დარტყმა მივიღე - გიოს უახლოესი მეგობარი, ირაკლი ჭანტურია იმავე დაავადებით გარდაიცვალა. საოცარი რამ მოხდა. ხომ ვამბობ, ეს ისეთი დარტყმა იყო ჩემთვის, ვერც გადმოგცემთ. გიოს ავადმყოფობის პირველივე დღიდან ირაკლი ჩვენს გვერდით იყო. ერთად ვიბრძოდით. კიდევ ბევრი ადამიანი გვყავდა გვერდით. ყველა ჯანმრთელად მინდა იყოს, მაგრამ ირაკლი მართლა ჩვენი ოჯახის წევრი იყო... ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც ადამიანს სჭირდება. კი, ჯანმრთელობა და მშვიდობა, დანარჩენი ყველაფერი იქნება...

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

"ჩამოსული არიან ფერწერის და სახურავის ექსპერტები, ისინი დაწერენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა" - გელათში უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ

"სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია" - ნინი გოგიჩაიშვილი თხოვდება?!