სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა" - რას წერს ბელა ალანია, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს კლინიკაში ებრძოდა
"აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა" - რას წერს ბელა ალანია, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს კლინიკაში ებრძოდა

"ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დერს შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს ორი კვი­რის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­დათ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ.

რო­გორც ბელა ალა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ვირუ­სი უკვე და­ა­მარ­ცხეს და ახლა სახ­ლში არი­ან.

"მე­გობ­რე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რამე ხომ არ მო­გი­ტა­ნოო. ერთს ვუ­თხა­რი, 5 ცალი სა­ჰა­ე­რო ბურ­თი მო­მი­ტა­ნე-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს­ვე მო­არ­ბე­ნი­ნა და­ბე­რი­ლი სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბის დიდი ას­ხმა. მათ და­სა­ბე­რად „არ(!) შე­მა­წუ­ხა“. მი­ტო­ვებ­დნენ სუ­ვე­ნი­რებს.. ათას რა­მეს დაბ­ლა, დაც­ვას­თან. მი­ტო­ვებ­დნენ ისი­ნიც, ვი­საც პი­რა­დად არც კი ვიც­ნობ­დი. მი­ტო­ვებ­დნენ სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ბა­რა­თებს, ლექ­სებს, გულ-პეპ­ლებ­დაკ­რუ­ლებს.......ორი მტრე­დი შე­მო­მეჩ­ვია...

კო­ვი­დი­ან­თან ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სხდე­ბოდ­ნენ რა­ფა­ზე. ვე­ჩურ­ჩუ­ლე­ბო­დი სა­თი­თა­ოდ და მე­გო­ნა, ვა­გო­ნებ­დი.. ოთო ექი­მი გვა­ხა­ლი­სებ­და, გუ­რულ ის­ტო­რი­ებს გვიყ­ვე­ბო­და.

აი, ასე­თებს, ღი­მი­ლი­ან გან­წყო­ბას რომ გვიქ­მნიდ­ნენ: ბი­ძა­მისს რომ ჰყო­ლია ძაღ­ლი, სა­ხე­ლად პალ­მა. დაჰ­ყავს თურ­მე სა­ნა­დი­როდ. ჩა­მო­აგ­დებს მწყერს, პალ­მა მი­ირ­ბენს, დაყ­ნო­სავს, გა­მობ­რუნ­დე­ბა!არა­და, რო­გორც ყვე­ლა მო­ნა­დი­რეს სჩ­ვე­ვია, ბა­ქი­ბუ­ქობს ბი­ძია. მა­გა­რი მო­ნა­დი­რე ძაღ­ლია ჩემი პალ­მა, მწყერს ხე­ლი­დან არ უშ­ვებ­სო.ეს­ტუმრნენ ერთხელ თურ­მე სხვა მო­ნა­დი­რე­ე­ბი, "ჩაზ­მა­ნუ­ლი“ ძაღ­ლე­ბით. და­ი­წყო ნა­დი­რო­ბა მწყერ­ზე! რამ­დე­ნი­მემ ერ­თად გა­ის­რო­ლა. ჩა­მო­ვარ­და მხო­ლოდ ერთი, გა­იქ­ცა პალ­მა, დაყ­ნო­სა!

გუ­რუ­ლი რაის გუ­რუ­ლია, რა­მეს რომ არ მო­ი­ფიქ­რებ­და, ჰო­დაა...

– პალ­მა­აა! არაა მაი მწყე­რი ჩვე­ნი! – გას­ძა­ხა და ქე შე­მოტ­რი­ალ­და პალ­მა უკან.ეს რა ძაღ­ლი გყო­ლია, სხვის მწყერს პირი არ და­ა­დო, მო­მე­ცი, მან­ქა­ნა­ში გა­გიც­ვლიო... – ჰკვი­რობ­დნენ თურ­მე, მრავ­ლის მნახ­ვე­ლი მო­ნა­დი­რე­ე­ბი. ჰოო, ასე იყო თურ­მე.......

იმ დღეს ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა მქონ­და. ასეთ დროს უმ­წეო ხდე­ბი... შეს­ცქე­რი სა­ტუ­რა­ცი­ის აპა­რატს და მისი მაღ­ლა-დაბ­ლა აწევ-და­წე­ვა ხდე­ბა სა­სი­ცო­ცხლო თემა. იმა­საც უშ­ვებ, რომ დი­ლით შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­იღ­ვი­ძო...

იმ "დაშ­ვე­ბა­ში” მთე­ლი გავ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბა ეტე­ვა, მთე­ლი თა­ვი­სი აბ­სურ­დით და უსა­ზღვრო სევ­დით. აქ ყვე­ლას ყვე­ლა უყ­ვარს... არც პო­ლი­ტი­კაა და არც ეკო­ნო­მი­კა წამ­ყვა­ნი თემა.

ჩვენ კო­ვი­დი გვა­ერ­თი­ა­ნებს. დიახ, ჩვენ კო­ვი­დი­ა­ნე­ბი ვართ!. ფუს­ფუ­სა ექთ­ნე­ბი გვიფრ­თხილ­დე­ბი­ან. მზრუნ­ვე­ლი, გა­სა­ო­ცა­რი, "ჩვე­ნი­ა­ნი" ექი­მე­ბი ჰყავს კლი­ნი­კას.

თა­მი­ლა ექი­მი იმედს არი­გებს! შე­მიყ­ვარ­და, ის გა­მორ­ჩე­უ­ლია...კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი მარ­ტო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კი არ არის, რო­მელ­მაც იცის ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის სა­ხე­ლი, გვა­რი და დღე­ში ორ-სამ­ჯერ პი­რა­დად ეკონ­ტაქ­ტე­ბა თი­თო­ე­ულს. ის, უბ­რა­ლოდ, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნია და სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თე­ბი მე­გუ­ლე­ბა, სიგ­ლა­ხე­ე­ბი ვერ მოგ­ვე­რე­ვა, ვერ დაგვჯაბ­ნის!......

თო­თხმეტ­დღი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით, სახ­ლში ვარ! იქ კი, კო­ვი­დით და­სევ­დი­ა­ნე­ბუ­ლი პა­ლა­ტის ფან­ჯა­რას­თან ალ­ბათ დღეს დი­ლი­თაც ისევ ისე მიფ­რინ­და ჩემი ორი მე­გო­ბა­რი...მშვი­დო­ბა თქვენ­და, ჩემო წი­თელ­ფე­ხე­ბა, თეთ­რგუ­ლა მტრე­დე­ბო" - წერს ბელა ალა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
63

რამდენს გიხდიან ასეთს?

ზაზა
60

ყველა აფერისტი და სულ გაყიდული როგორ არის ?(

ავტორი:

"აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა" - რას წერს ბელა ალანია, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს კლინიკაში ებრძოდა

"აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა" - რას წერს ბელა ალანია, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს კლინიკაში ებრძოდა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს შალვა ნათელაშვილსა და მის მეუღლეს ორი კვირის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ. ამ დროის განმავლობაში ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ.

როგორც ბელა ალანია სოციალურ ქსელში წერს, ვირუსი უკვე დაამარცხეს და ახლა სახლში არიან.

"მეგობრები მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ მოგიტანოო. ერთს ვუთხარი, 5 ცალი საჰაერო ბურთი მომიტანე-მეთქი. მეორე დღესვე მოარბენინა დაბერილი საჰაერო ბურთების დიდი ასხმა. მათ დასაბერად „არ(!) შემაწუხა“. მიტოვებდნენ სუვენირებს.. ათას რამეს დაბლა, დაცვასთან. მიტოვებდნენ ისინიც, ვისაც პირადად არც კი ვიცნობდი. მიტოვებდნენ სიყვარულით სავსე ბარათებს, ლექსებს, გულ-პეპლებდაკრულებს.......ორი მტრედი შემომეჩვია...

კოვიდიანთან ნებართვის გარეშე სხდებოდნენ რაფაზე. ვეჩურჩულებოდი სათითაოდ და მეგონა, ვაგონებდი.. ოთო ექიმი გვახალისებდა, გურულ ისტორიებს გვიყვებოდა.

აი, ასეთებს, ღიმილიან განწყობას რომ გვიქმნიდნენ: ბიძამისს რომ ჰყოლია ძაღლი, სახელად პალმა. დაჰყავს თურმე სანადიროდ. ჩამოაგდებს მწყერს, პალმა მიირბენს, დაყნოსავს, გამობრუნდება!არადა, როგორც ყველა მონადირეს სჩვევია, ბაქიბუქობს ბიძია. მაგარი მონადირე ძაღლია ჩემი პალმა, მწყერს ხელიდან არ უშვებსო.ესტუმრნენ ერთხელ თურმე სხვა მონადირეები, "ჩაზმანული“ ძაღლებით. დაიწყო ნადირობა მწყერზე! რამდენიმემ ერთად გაისროლა. ჩამოვარდა მხოლოდ ერთი, გაიქცა პალმა, დაყნოსა!

გურული რაის გურულია, რამეს რომ არ მოიფიქრებდა, ჰოდაა...

– პალმააა! არაა მაი მწყერი ჩვენი! – გასძახა და ქე შემოტრიალდა პალმა უკან.ეს რა ძაღლი გყოლია, სხვის მწყერს პირი არ დაადო, მომეცი, მანქანაში გაგიცვლიო... – ჰკვირობდნენ თურმე, მრავლის მნახველი მონადირეები. ჰოო, ასე იყო თურმე.......

იმ დღეს ჰაერის უკმარისობა მქონდა. ასეთ დროს უმწეო ხდები... შესცქერი სატურაციის აპარატს და მისი მაღლა-დაბლა აწევ-დაწევა ხდება სასიცოცხლო თემა. იმასაც უშვებ, რომ დილით შეიძლება ვერ გაიღვიძო...

იმ "დაშვებაში” მთელი გავლილი ცხოვრება ეტევა, მთელი თავისი აბსურდით და უსაზღვრო სევდით. აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა წამყვანი თემა.

ჩვენ კოვიდი გვაერთიანებს. დიახ, ჩვენ კოვიდიანები ვართ!. ფუსფუსა ექთნები გვიფრთხილდებიან. მზრუნველი, გასაოცარი, "ჩვენიანი" ექიმები ჰყავს კლინიკას.

თამილა ექიმი იმედს არიგებს! შემიყვარდა, ის გამორჩეულია...კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მარტო პროფესიონალი კი არ არის, რომელმაც იცის ყველა პაციენტის სახელი, გვარი და დღეში ორ-სამჯერ პირადად ეკონტაქტება თითოეულს. ის, უბრალოდ, სიყვარულით სავსე ადამიანია და სანამ საქართველოში ასეთები მეგულება, სიგლახეები ვერ მოგვერევა, ვერ დაგვჯაბნის!......

თოთხმეტდღიანი ბრძოლის შემდეგ, ექიმების დახმარებით, სახლში ვარ! იქ კი, კოვიდით დასევდიანებული პალატის ფანჯარასთან ალბათ დღეს დილითაც ისევ ისე მიფრინდა ჩემი ორი მეგობარი...მშვიდობა თქვენდა, ჩემო წითელფეხება, თეთრგულა მტრედებო" - წერს ბელა ალანია.