მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლელო" სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად ახალ ფრაქციას ქმნის
"ლელო" სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად ახალ ფრაქციას ქმნის

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში კი­დევ ერთი ფრაქ­ცია და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, სა­ხელ­წო­დე­ბით „ლელო - პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის". აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე „ლე­ლოს" ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

გარ­და „ლე­ლოს“ წევ­რე­ბი­სა, ფრაქ­ცი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან დე­პუ­ტა­ტე­ბი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი, არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნი და შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია „ლელო - პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ იქ­ნე­ბა გა­რან­ტია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხმა სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს ორ­გა­ნო­ში იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

„დღეს გვინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში პირ­ვე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ფრაქ­ცია, რომ­ლის სა­ხე­ლიც იქ­ნე­ბა „ლელო - პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“. ეს ფრაქ­ცია იქ­ნე­ბა იმის გა­რან­ტია, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხმა იყოს ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა წარ­დგე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს ორ­გა­ნო­ში. ეს ფრაქ­ცია იქ­ნე­ბა გა­რან­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რი იმ ეკო­ნო­მი­კუ­რი და სის­ტე­მუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც მძაფ­რად დგას თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის წი­ნა­შე. ეს ფრაქ­ცია იქ­ნე­ბა გა­რან­ტო­რი, რომ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სი იქ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რი­ლი და ჩვენ ძა­ლი­ან მალე უნდა გავ­ხდეთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი იქ­ნე­ბა იმის გა­რან­ტო­რი, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბაც გა­უ­ა­რეს­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­უ­აზ­რებ­ლო­ბის გამო, მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვი­ყოთ სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს ორ­გა­ნო­ში.

ყვე­ლა ხვდე­ბა იმ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და დიდ ენერ­გი­ას, რომ­ლი­თაც ჩვენ შე­მო­ვე­დით პარ­ლა­მენ­ტში იმის­თვის, რომ მი­ვიყ­ვა­ნოთ ბო­ლომ­დე შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი, მო­ვამ­ზა­დოთ ქვე­ყა­ნა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და მი­ვი­ღოთ ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტში არის გა­წე­რი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

რო­გორც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე იქ­ნე­ბა, ხოლო თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

ჯამ­ში ფრაქ­ცია შემ­დე­გი წევ­რე­ბით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი: ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი, არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნი და შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბეო
9

აიტ

პაატა
14

ფარისევლები! შევვიდნენ ერთი პარტიის პარტიული სიით და მოგვევლინენ <<ახალი აზროვნების პოლიტიკოსებად>>! გრიგოლ ვაშაძე გაკლიათ! 30წელია კლასიკური პოლიტიკური ფენა ვერ ჩამოყალიბდა! შეხვალთ ერთი პარტიის მანდატით და გადაბარგდებით სხვა პარტიაში სულ მცირე არა ეთიკური ქმედებაა,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ლელო" სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად ახალ ფრაქციას ქმნის

"ლელო" სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად ახალ ფრაქციას ქმნის

საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას, სახელწოდებით „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

გარდა „ლელოს“ წევრებისა, ფრაქციაში იქნებიან დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ იქნება გარანტია, რომ მოქალაქეების ხმა საქართველოს უმაღლეს ორგანოში იყოს წარმოდგენილი.

„დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, რომლის სახელიც იქნება „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“. ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იყოს ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური და სისტემური საკითხების მოგვარებაში, რომელიც მძაფრად დგას თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება მხარდაჭერილი და ჩვენ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენგანი იქნება იმის გარანტორი, რომ ჩვენი მოქალაქეების, რომელთა ცხოვრებაც გაუარესდა „ქართული ოცნების“ გაუაზრებლობის გამო, მათი წარმომადგენელი ვიყოთ საქართველოს უმაღლეს ორგანოში.

ყველა ხვდება იმ კვალიფიკაციას და დიდ ენერგიას, რომლითაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში იმისთვის, რომ მივიყვანოთ ბოლომდე შარლ მიშელის დოკუმენტი, მოვამზადოთ ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის და მივიღოთ ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში არის გაწერილი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება.

ჯამში ფრაქცია შემდეგი წევრებით იქნება წარმოდგენილი: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

"უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა" - ვოლსკი

"თავდასხმებს თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები... ბევრი შეტევა გამომივლია" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?

"საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი ერთია - მათ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი კეთილგანწყობა გამოხატეს" - კერესელიძე