სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო მგზავრობა - "მძღოლები ფასის ზრდას მუდმივად მთხოვენ და წუწუნებენ, რომ არაფერი რჩებათ"
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო მგზავრობა - "მძღოლები ფასის ზრდას მუდმივად მთხოვენ და წუწუნებენ, რომ არაფერი რჩებათ"

სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმ­ზეა. 1 ლიტ­რი ბენ­ზი­ნის ფასი 3 ლარს გა­დაც­და, დი­ზე­ლის კი უკვე 3-ლა­რი­ან ნიშ­ნულს უახ­ლოვ­დე­ბა.

საწ­ვა­ვის გაძ­ვი­რე­ბის ფონ­ზე, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ფა­სებ­მა მო­ი­მა­ტოს სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მგზავ­რო­ბა­ზე. რო­გორც „ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას დი­დუ­ბის ავ­ტო­სად­გუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნეს­ტორ მი­ქა­ტა­ძე აცხა­დებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გაზ­რდი­ლია საწ­ვა­ვის ფასი, არა­ლე­გა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის გამო, მგზავ­რო­ბის ფასს ვერ ზრდი­ან.

"მე­ო­რე ლო­ქ­და­უ­ნის შემ­დეგ, თე­ბერ­ვლის ბო­ლო­სათ­ვის შევ­ძე­ლით გახ­სნა და ფა­სე­ბი მცი­რე­დით, 10%-ით მო­ვა­მა­ტეთ. ამის შემ­დეგ საწ­ვა­ვის ფასი მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა, თუმ­ცა ჩვენ ვერ ვა­მა­ტებთ მგზავ­რო­ბის ფასს. მძღო­ლე­ბი ფა­სის ზრდას მუდ­მი­ვად მთხო­ვენ და წუ­წუ­ნე­ბენ, რომ არა­ფე­რი რჩე­ბათ. რე­ა­ლუ­რად ასეა, მაგ­რამ ჩემი პო­ზი­ცი­აა, რომ ფა­სებს ვერ გავზრდით და უნდა გა­ვი­ჭირ­ვოთ.

პრობ­ლე­მა უც­ვლე­ლია, ფასს ვერ ვზრდით და მომ­ხმა­რებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა გვიმ­ცირ­დე­ბა, რად­გან დი­დია არა­ლე­გა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცია ე.წ. ხიშ­ნი­კე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ დგა­ნან. ლა­მის, ყო­ველ კვი­რა­ში ვაგ­ზავ­ნი წე­რილს სხვა­დას­ხვა უწყე­ბებ­ში, რომ მოხ­დეს ამის რე­გუ­ლი­რე­ბა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის შექ­მნა, თუმ­ცა დღემ­დე ამა­ოდ. ერთი და იგი­ვე პა­სუ­ხია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ­სე­ბობს და უნდა მი­ი­ღონ. 2014 წლი­დან დღემ­დე, ამ კუ­თხით არა­ფე­რი შეც­ვი­ლი­ლა ჩემი დიდი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად“, - გა­ნა­ცხა­და "ოკ­რი­ბას“ ხელ­მძღვა­ნელ­მა "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო მგზავრობა - "მძღოლები ფასის ზრდას მუდმივად მთხოვენ და წუწუნებენ, რომ არაფერი რჩებათ"

გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო მგზავრობა - "მძღოლები ფასის ზრდას მუდმივად მთხოვენ და წუწუნებენ, რომ არაფერი რჩებათ"

საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა. 1 ლიტრი ბენზინის ფასი 3 ლარს გადაცდა, დიზელის კი უკვე 3-ლარიან ნიშნულს უახლოვდება.

საწვავის გაძვირების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ფასებმა მოიმატოს საქალაქთაშორისო მგზავრობაზე. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია საწვავის ფასი, არალეგალური კონკურენციის გამო, მგზავრობის ფასს ვერ ზრდიან.

,,მეორე ლოქდაუნის შემდეგ, თებერვლის ბოლოსათვის შევძელით გახსნა და ფასები მცირედით, 10%-ით მოვამატეთ. ამის შემდეგ საწვავის ფასი მუდმივად იზრდება, თუმცა ჩვენ ვერ ვამატებთ მგზავრობის ფასს. მძღოლები ფასის ზრდას მუდმივად მთხოვენ და წუწუნებენ, რომ არაფერი რჩებათ. რეალურად ასეა, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ ფასებს ვერ გავზრდით და უნდა გავიჭირვოთ.

პრობლემა უცვლელია, ფასს ვერ ვზრდით და მომხმარებლის რაოდენობა გვიმცირდება, რადგან დიდია არალეგალური კონკურენცია ე.წ. ხიშნიკების მხრიდან, რომლებიც ავტოსადგურის მიმდებარედ დგანან. ლამის, ყოველ კვირაში ვაგზავნი წერილს სხვადასხვა უწყებებში, რომ მოხდეს ამის რეგულირება, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, თუმცა დღემდე ამაოდ. ერთი და იგივე პასუხია, რომ კანონპროექტი არსებობს და უნდა მიიღონ. 2014 წლიდან დღემდე, ამ კუთხით არაფერი შეცვილილა ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად“, - განაცხადა ,,ოკრიბას“ ხელმძღვანელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“. წაიკითხეთ სრულად

მსოფლიო ბანკი საქართველოს 85 მლნ ევროს გამოუყოფს - დახმარების მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდაჭერაა

მსოფლიო შესაძლოა,  ბანანის გარეშე დარჩეს - სოკოს დაავადება ვენესუელაშიც გაჩნდა

"ენკა" მზადაა "ნამახვანჰესის" პროექტის კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს - ვინ იქნება საბჭოს შემადგენლობაში