მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები
კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები

ინ­დო­ე­ლი ექი­მე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნონ ძრო­ხის გა­ნა­ვა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ, ან ვირუ­სის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, რად­გა­ნაც არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და კვლე­ვა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და, რომ ფე­კა­ლი­ე­ბი ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ას უწყობს ხელს.

  • უფრო მე­ტიც, პი­რი­ქით, შე­საძ­ლოა, ყო­ვე­ლი­ვემ სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს.

მეც­ნი­ე­რებ­მა მი­მარ­თვა მას შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლეს, რაც ინ­დო­ეთ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, სულ უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა და­ი­წყო ძრო­ხის ფე­კა­ლი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა - ისი­ნი გა­ნა­ვალს სხე­ულ­ზე ის­ვა­მენ.

ეს პრაქ­ტი­კა გან­სა­კუთ­რე­ბით გავ­რცელ­და და­სავ­ლეთ ინ­დო­ეთ­ში, გუ­ჯა­რა­თის შტატ­ში, სა­დაც ზო­გი­ერ­თი მორ­წუ­ნე და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რას ატა­რებს ძრო­ხე­ბის სად­გომ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში ისი­ნი ძრო­ხის ფე­კა­ლი­ებს სხე­ულ­ზე ის­ვა­მენ. სჯე­რათ, რომ ყო­ვე­ლი­ვე იმუ­ნურ სის­ტე­მას აუმ­ჯო­ბე­სებს და თუ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, და­ა­ვა­დე­ბას მარ­ტი­ვად და­ა­მარ­ცხე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, ინ­დუ­იზ­მი ძრო­ხას წმინ­და ცხო­ვე­ლად მი­იჩ­ნევს და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მორ­წმუ­ნე­ე­ბი ძრო­ხის ფე­კა­ლი­ებს სახ­ლის გა­საწ­მენ­დად და ლოც­ვის რი­ტუ­ა­ლის­თვის იყე­ნებ­დნენ. თვლიდ­ნენ, რომ მას აქვს სამ­კურ­ნა­ლო და ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი.

ინ­დო­ეთს კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღამ უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ის მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა. სა­ერ­თო ჯამ­ში, იქ კო­რო­ნა­ვირუ­სის 22,9 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 250 000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი.

ნა­ხეთ ვი­დეო - რო­გორ იყე­ნე­ბენ ფე­კა­ლი­ებს კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
22

ნახეთ რა სიახლე, მაგ მეთოდით უკვე რამდენი ხანია ვირუსებს ებრძვიან ჩვენთან მიშაღოველები, ბიძინოიდები, ბაბუცა პატარაიას და გიგაურის რაზმები

სტატუს ქუო
23

აი, რას უშვება გაუნათლებლობა ადამიანს. 

ავტორი:

კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები

კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები

ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ არ გამოიყენონ ძროხის განავალი კორონავირუსის სამკურნალოდ, ან ვირუსის თავიდან არიდების მიზნით, რადგანაც არ არსებობს არანაირი მეცნიერული მტკიცებულება და კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ფეკალიები ვირუსის პრევენციას უწყობს ხელს.

  • უფრო მეტიც, პირიქით, შესაძლოა, ყოველივემ სხვა დაავადებების გავრცელება გამოიწვიოს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ წერს.

მეცნიერებმა მიმართვა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ინდოეთში, კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ძროხის ფეკალიების გამოყენება - ისინი განავალს სხეულზე ისვამენ.

ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გავრცელდა დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში, სადაც ზოგიერთი მორწუნე დაახლოებით ერთ კვირას ატარებს ძროხების სადგომში. ამ პერიოდში ისინი ძროხის ფეკალიებს სხეულზე ისვამენ. სჯერათ, რომ ყოველივე იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და თუ კორონავირუსით დაინფიცირდებიან, დაავადებას მარტივად დაამარცხებენ.

ცნობისთვის, ინდუიზმი ძროხას წმინდა ცხოველად მიიჩნევს და საუკუნეების განმავლობაში მორწმუნეები ძროხის ფეკალიებს სახლის გასაწმენდად და ლოცვის რიტუალისთვის იყენებდნენ. თვლიდნენ, რომ მას აქვს სამკურნალო და ანტისეპტიკური თვისებები.

ინდოეთს კორონავირუსის მეორე ტალღამ უდიდესი ზიანი მიაყენა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ის მსოფლიოს მეორე ქვეყანაა. საერთო ჯამში, იქ კორონავირუსის 22,9 მილიონი შემთხვევაა აღწერილი, გარდაცვლილია 250 000-ზე მეტი პაციენტი.

ნახეთ ვიდეო - როგორ იყენებენ ფეკალიებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით:

ტანზანიაში დეპუტატი ქალი ვიწრო შარვლის ჩაცმის გამო სხდომიდან გააძევეს - "შესაბამისად ჩაიცვით და შემდეგ დაბრუნდით“

ინდოეთში ქორწილის დროს პატარძალი გარდაიცვალა, საქმრომ კი ცოლად გარდაცვლილის და შეირთო - "ქორწილი მაშინ შედგა, როცა ცხედარი სხვა ოთახში ესვენა“

"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის