ავტორი:

რას წერს ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერზე", ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ

რას წერს ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერზე", ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ

ნიკა მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნა მიღწეული, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რაც მხარეებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს და ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს საქართველოში. დანარჩენი ოპოზიცია მიწვეულია შეთანხმებაში შესასვლელად ", - დაწერა ფონ კრამონმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

ცნობისთვის, სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"...ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ. ახლა აერიათ მესიჯბოქსი" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე?

"...ევროპაში ასე მუშაობს დემოკრატია!" - რა მიმართვას უგზავნის ანდრიუს კუბილიუსი "ნაციონალურ მოძრაობას"?