მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იქნება თუ არა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი და რას აცხადებს პარლამენტში შესვლაზე
იქნება თუ არა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი და რას აცხადებს პარლამენტში შესვლაზე

თუკი რა­მე­ზე ნაკ­ლე­ბად მი­ფიქ­რია აქ - მი­ფიქ­რია მე­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის ყვე­ლა კი­თხვა­ზე ამომ­წუ­რავ პა­სუხს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გას­ცემს.

"სა­ნამ ვიქ­ნე­ბით ბო­ლომ­დე გულ­წრფე­ლე­ბი, მარ­თლე­ბი ვიქ­ნე­ბით და გა­ვი­მარ­ჯვებთ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თუკი რა­მე­ზე ნაკ­ლე­ბად მი­ფიქ­რია აქ - მი­ფიქ­რია მე­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ტი­ა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვთ.

„პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხვა­ლი­დან გა­ი­მარ­თე­ბა ძა­ლი­ან მჭიდ­რო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ბლოკ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რებ­თან, იმ პარ­ტი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტში შე­ვიდ­ნენ. ამას არა­ერ­თი დღე დას­ჭირ­დე­ბა, რომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ. და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ პარ­ტი­ა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბია ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ერთ სა­ათ­ში რომ კენ­ჭისყრა ჩა­ა­ტა­რო პარ­ტი­ა­ში, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პარ­ლა­მენ­ტში უნდა შე­ვი­დეს თუ არა, მეც ვერ გე­ტყვით რა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა. პარ­ტი­ას­თან, ჩემს ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან, - პარ­ტი­ის წევ­რებს არ ვე­ძა­ხი, ვა­პი­რებ ამ სა­კი­თხე­ბის დე­ტა­ლუ­რად გავ­ლას, ამის გარ­და, ყვე­ლა ჩემს კო­ლე­გას უნდა და­ვე­ლა­პა­რა­კო და ამის შემ­დეგ მი­ვი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ახლა ცალ­სა­ხა პა­სუხს ვერ გე­ტყვით. მგო­ნია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იყოს პრაგ­მა­ტუ­ლი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი", - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ რუს­თა­ვის მე-12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

მე­ლი­ას პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დღეს მი­ი­ღო. ნიკა მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­იც­ვა­ლა.

ცნო­ბის­თვის, სა­სა­მარ­თლოს მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­მარ­თა. ბრალ­დე­ბის მხა­რე ნიკა მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ შეც­ვლას ითხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი ნიკა მე­ლი­ას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­და.

ნიკა მე­ლი­ას გი­რა­ოს თან­ხა - 40 000 ლარი ევ­რო­კავ­შირ­მა ორი დღის წინ გა­და­ი­ხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა „ევ­რო­პულ­მა ფონდმა დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის“ (European Endowment for Democracy) გა­მო­ყო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­დას­ცა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააახ
8

როგორ დამღალა ამ "პრესა ტელევიზიამ" გავიგეთ ერთიდაიგივე რამდენჯერ უნდა ატრიალოთ ღმერთო ჩემო. 

ბუდუ
8

ახლა ჟურნალისტების წინაშე ახალი გრანდიოზული ამოცანაა-იყრიან თუ არა მერობაზე კენჭს მელია და აჩი არველაძე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

იქნება თუ არა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი და რას აცხადებს პარლამენტში შესვლაზე

იქნება თუ არა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი და რას აცხადებს პარლამენტში შესვლაზე

თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ - მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ის ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მოგვიანებით გასცემს.

"სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, მართლები ვიქნებით და გავიმარჯვებთ. სიმართლე გითხრათ, თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ - მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე", - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში განსხვავებული პოზიციები აქვთ.

„პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას არაერთი დღე დასჭირდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დანამდვილებით ვიცი, რომ პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც ვერ გეტყვით რა შედეგით დასრულდება. პარტიასთან, ჩემს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, - პარტიის წევრებს არ ვეძახი, ვაპირებ ამ საკითხების დეტალურად გავლას, ამის გარდა, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით. მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური", - განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

ცნობისთვის, სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას და გიგი უგულავას საჩივრების განხილვა დაიწყო - რას აცხადებს იუსტიციის სამინისტრო?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"უპასუხისმგებლოდ იქცევა უგულავა, არ უნდა ეჩქარა შეთანხმების კურთხევა, სალომე სამადაშვილი მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას" - ბოკერია