"მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება, ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც "ნამახვანჰესის“ პროექტზე ისაუბრა.
მისივე თქმით, რიონის ხეობაში მთავრობის წევრების ჩასვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მოლაპარაკებებისთვის "კარი ყოველთვის ღიაა“.
"ჩვენი გეგმა გაჟღერებულია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ, პრაქტიკულად მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე.
კვლევები გაგრძელდება, უფრო მეტიც, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე პირადად ჩაერთო სახელმწიფოს მოწვევით მედიაციის პროცესში.
ეს მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის, კონკრეტულად რამდენად სწორად იყო პროცესი წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები. ეს გააჩენს ნდობას პროექტის მიმართ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში“, - აცხადებს თურნავა.
ვერ ხვდებით თუ თავს იტყუებთ?! აქ პროტესტი ქართული მიწის გადაცემაზეა. თან იმ მიწის რომელის გადაცემის აუცილებლობა არ იყო, მაგრამ მაინც გადაეცით თურქულ კომპანიას. ასევე ხელშეკრულებაზე, რომელიც არანაირად არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და უფრო თურქულ ინტერესებზეა მორგებული.
ფრთხილად იყავით ნამახვანჰესს ვინც ლობირებს., თორემ ხალხი არ გაპატიებთ ქართული მიწების ასე ხელაღებით გასხვისებას!
თუ აზერბაიჯანი მზის ელექტროსადგურს აშენებს, თქვენ რაღა ღმერთი გიწყრებათ და გადააკვდით დიდ ჰესებს! მზის მეტი რა არის საქართველოში.
თუ ხარ ხელისუფალი და მიიღე გადაწყვეტილება, მისი შესრულების შნო უნდა გქონდეს.
თუ ვერ მიიღე სწორი გადაწყვეტილება, ან არ გაქვს შესრულების უნარი ... მაშინ გზა მშვიდობისა.