პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასეტყვილი ვენახები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი გზები - ფოტოები რეგიონებიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან
დასეტყვილი ვენახები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი გზები - ფოტოები რეგიონებიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან

უხვმა ნა­ლექ­მა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ატე­ნის ხე­ო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ძლი­ერ­მა წვი­მამ მთი­დან ქვა-ღორ­ღი ჩა­მო­ი­ტა­ნა და ატე­ნის თემ­ში შე­მა­ვა­ლი სოფ­ლე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე ჩა­ხერ­გა.

ატენ­ში დი­ლი­დან იმ­ყო­ფე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია.

"უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა ატე­ნის თემ­ში. მთი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქვა-ღორ­ღით ჩა­ი­ხერ­გა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა და პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო მოძ­რა­ო­ბა. შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად, ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და სა­ჭი­რო ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სულ ცოტა ხნის წინ გზის გახ­სნაც მო­ხერ­ხდა, თუმ­ცა, კვლავ გრძელ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ცი­ოდ", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა კონ­სტან­ტი­ნე თავ­ზა­რაშ­ვილ­მა.

სტი­ქი­ამ ასე­ვე და­ა­ზა­რა­ლა ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი. და­სე­ტყვი­ლია ვე­ნა­ხე­ბი და მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ტყვა 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და და ახ­ლაც უა­მინ­დო­ბაა.

სტი­ქი­ამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა სა­გა­რე­ჯო­ში და გურ­ჯა­ან­შიც. ძლი­ერ­მა ქარ­მა ხე­ე­ბი წა­აქ­ცია, ხოლო უხვმა ნა­ლექ­მა ცენ­ტრა­ლუ­რი გზის ნა­წი­ლი დატ­ბო­რა.

გზა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თით შე­ფერ­ხდა. ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა უკვე მუ­შა­ობს.

უხვმა ნა­ლექ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შიც. სოფ­ლე­ბის - გვერ­ძი­ნე­თი-ტყემ­ლო­ვა­ნას მო­ნაკ­ვეთ­ზე, უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად მთი­დან მი­წის მასა ჩა­მო­ი­შა­ლა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა გა­და­კე­ტა.

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია.

"ძლი­ე­რი და ხან­გრძლი­ვი წვი­მის შე­დე­გად, გვერ­ძი­ნე­თი-ტყემ­ლო­ვა­ნას მო­ნაკ­ვეთ­ზე მთი­დან მი­წის მასა ჩა­მო­ი­შა­ლა. შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მოძ­რა­ო­ბა ნა­წი­ლობ­რივ აღ­დგე­ნი­ლია, სულ მალე კი შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მი­წის მა­სის­გან გზის სრუ­ლად გაწ­მენ­და და მოძ­რა­ო­ბის ორ­მხრი­ვად აღ­დგე­ნა", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ზაზა გუ­ლი­აშ­ვილ­მა.

რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი და­ი­სე­ტყვა თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. სტი­ქი­ამ სო­ფელ ირა­გა­ში, ალექ­სე­ევ­კა­ში, ჭივ­ჭავ­ში, მა­წე­ვან­ში, ჩხიკვთა­ში, ჯორ­ჯი­აშ­ვილ­ში, ასუ­რე­თის ნა­წილ­სა და ქა­ლაქ თეთ­რი­წყა­რო სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი და­ა­ზი­ა­ნა.

რო­გორც თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, სე­ტყვამ ძი­რი­თა­დად ხე­ხი­ლი და სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი და­ა­ზი­ა­ნა, ზა­რა­ლის დამ­თვლე­ლი კო­მი­სია ხვალ დი­ლი­დან და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას.

სახ­ლე­ბი­სა და სა­ხუ­რა­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­რი­ა­ში ამ ეტაპ­ზე არ შე­სუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zlatan straianovich
7

Vis ainteresebs es ambavi datborili gzebi ganadgurebuli mosavali? Mtavari xom koronaa da 9 saatis mere jarimebis wera. Sashviani Xalxis blataoba kide

ნინი
3

ვაი ,ჩემო საწყალო ხალხო

ავტორი:

დასეტყვილი ვენახები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი გზები - ფოტოები რეგიონებიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან

დასეტყვილი ვენახები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი გზები - ფოტოები რეგიონებიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან

უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და ატენის თემში შემავალი სოფლების დამაკავშირებელი გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგა.

ატენში დილიდან იმყოფებიან ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

,,უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა ატენის თემში. მთიდან ჩამოსული ქვა-ღორღით ჩაიხერგა საავტომობილო გზა და პარალიზებული იყო მოძრაობა. შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა საჭირო ტექნიკის მობილიზება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სამუშაოები და სულ ცოტა ხნის წინ გზის გახსნაც მოხერხდა, თუმცა, კვლავ გრძელდება დამატებითი სამუშაოები უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

სტიქიამ ასევე დააზარალა ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. დასეტყვილია ვენახები და მარცვლეული კულტურები.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლაც უამინდობაა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოში და გურჯაანშიც. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, ხოლო უხვმა ნალექმა ცენტრალური გზის ნაწილი დატბორა.

გზაზე ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთით შეფერხდა. ადგილზე შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქარელის მუნიციპალიტეტშიც. სოფლების - გვერძინეთი-ტყემლოვანას მონაკვეთზე, უხვი ნალექის შედეგად მთიდან მიწის მასა ჩამოიშალა და საავტომობილო გზა გადაკეტა.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

,,ძლიერი და ხანგრძლივი წვიმის შედეგად, გვერძინეთი-ტყემლოვანას მონაკვეთზე მთიდან მიწის მასა ჩამოიშალა. შესაბამისი ტექნიკის მობილიზება დაუყოვნებლივ მოხდა, სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია, სულ მალე კი შესაძლებელი იქნება, მიწის მასისგან გზის სრულად გაწმენდა და მოძრაობის ორმხრივად აღდგენა", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

რამდენიმე სოფელი დაისეტყვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. სტიქიამ სოფელ ირაგაში, ალექსეევკაში, ჭივჭავში, მაწევანში, ჩხიკვთაში, ჯორჯიაშვილში, ასურეთის ნაწილსა და ქალაქ თეთრიწყარო სასოფლო სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სეტყვამ ძირითადად ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა, ზარალის დამთვლელი კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას.

სახლებისა და სახურავების დაზიანების შესახებ ინფორმაცია მერიაში ამ ეტაპზე არ შესულა.

"სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რაც ნინოწმინდის პანსიონში არსებობს" - ომბუდსმენი

"არავის არ ჰგავს და ამით უფრო მეტად გვხიბლავს" - ეკა ხოფერია ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს

"ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არაუშავს, ავიტან... ბათუმის ბულვარზეც გამაკრიტიკეს" - ამირან გამყრელიძე