პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს კარლ ჰარცელი ევროპის დღესთან დაკავშირებით
რა განცხადებას ავრცელებს კარლ ჰარცელი ევროპის დღესთან დაკავშირებით

ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ პარტნი­ო­რად დარ­ჩე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის კარლ ჰა­რე­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცელ­და.

კარლ ჰარ­ცე­ლი ღრმა რწმე­ნას გა­მო­ხა­ტავს, რომ ძლი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს რო­გორც თა­ვად ქარ­თვე­ლებს, ასე­ვე ჩვენს პარტნი­ო­რო­ბას, ზო­გა­დად რე­გი­ონს და, სა­ბო­ლო­ოდ ევ­რო­კავ­შირს.

„დღეს ევ­რო­პის დღეა. დღეს ჩვენ ვზე­ი­მობთ იმ იდე­ის არ­სე­ბო­ბას, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის ფუნ­და­მენტს წარ­მო­ად­გენს - იდე­ას, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას შე­უძ­ლია, აჯო­ბოს ომსა და კონ­ფლიქ­ტებს და შექ­მნას კე­თილ­დღე­ო­ბა, რო­გორც ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. იდეა, ზუს­ტად 71 წლის წინ გაჩ­ნდა.

დღეს ჩვენ, რო­გორც ევ­რო­პე­ლებ­მა, ვი­ცით, რომ სწო­რედ ეს იყო ის გზა, რო­მელ­საც უნდა გავ­ყო­ლო­დით, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და პარტნი­ო­რო­ბა მარ­თლაც სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი ყო­ფი­ლი­ყო.

ჩვენ ამ ფი­ლო­სო­ფი­ას ვეყ­რდნო­ბით ჩვენ სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც, მათ შო­რის ისეთ ახლო პარტნი­ორ­თან, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა.

ორ ქვე­ყა­ნას შო­რის პარტნი­ო­რო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­კავ­ში­რი­სათ­ვის და მე ვა­მა­ყობ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი გვერ­დში ედგა სა­ქარ­თვე­ლოს COVID- 19 პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის დროს. ევ­რო­კავ­ში­რი ქვე­ყა­ნას უწევ­და ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, აწ­ვდი­და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას და სა­ჭი­რო ცოდ­ნას. სა­მო­მავ­ლო­დაც, ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ პარტნი­ო­რად დარ­ჩე­ბა.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ძლი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს რო­გორც თა­ვად ქარ­თვე­ლებს, ასე­ვე ჩვენს პარტნი­ო­რო­ბას, ზო­გა­დად რე­გი­ონს და, სა­ბო­ლო­ოდ ევ­რო­კავ­შირს, ვი­ნა­ი­დან ჩვენ ვა­ფა­სებთ ჩვენს მე­გობ­რო­ბას, სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და მზარდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, სა­ვაჭ­რო, უსაფრ­თხო­ე­ბის, კულ­ტუ­რის, ტუ­რიზ­მის სფე­რო­ებ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის.

ასე რომ, ნება მო­მე­ცით, ვი­სარ­გებ­ლო ამ შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს და მის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბი­სათ­ვის, რად­გან ჩვენ 2021 წელს ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ ევ­რო­პის დღეს”, - აღ­ნიშ­ნავს ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში კარლ ჰარ­ცე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
1

დღეს ევროპის დღე კი არა, გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვების დღეა!

muamar kadafi
0

 აჯო­ბოს ომსა და კონ­ფლიქ­ტებს და შექ­მნას კე­თილ­დღე­ო­ბა - აბა ბელგრადს აღდგომის დღეს ვინ ბომბავდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს კარლ ჰარცელი ევროპის დღესთან დაკავშირებით

რა განცხადებას ავრცელებს კარლ ჰარცელი ევროპის დღესთან დაკავშირებით

ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.

კარლ ჰარცელი ღრმა რწმენას გამოხატავს, რომ ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე ჩვენს პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს.

„დღეს ევროპის დღეა. დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს - იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა, ზუსტად 71 წლის წინ გაჩნდა.

დღეს ჩვენ, როგორც ევროპელებმა, ვიცით, რომ სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდით, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა მართლაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო.

ჩვენ ამ ფილოსოფიას ვეყრდნობით ჩვენ საგარეო ურთიერთობებშიც, მათ შორის ისეთ ახლო პარტნიორთან, როგორიც საქართველოა.

ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე ჩვენს პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს, ვინაიდან ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის.

ასე რომ, ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს სტუმართმოყვარეობისა და მეგობრობისათვის, რადგან ჩვენ 2021 წელს ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს”, - აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

"გარმონისებრი ბიულეტენი უნდა იყოს" - გიორგი ვაშაძე "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე

"ევროკავშირი არც ნიკა მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას" - ალეკო ელისაშვილი