პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა

ევ­რო­კავ­შირ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას გი­რა­ოს თან­ხა გა­და­ი­ხა­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­რცე­ლებს.

„დღეს გა­დახ­დი­ლი იყო 40 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რაო ბ-ნ მე­ლი­ას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად, რაც 2021 წლის 19 აპ­რილს ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის კონ­ტექ­სტში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ მიღ­წე­ულ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბას მოჰ­ყვა. გუ­ლი­თად მად­ლო­ბას ვუხ­დით ორ და­მო­უ­კი­დე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც და­თან­ხმდა ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რის გა­წე­ვა­ზე: ევ­რო­პულ ფონდს დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის (European Endowment for Democracy), რო­მელ­მაც თან­ხა გა­მო­ყო და სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ას (საია), რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დას­ცა. ეს კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დას­რუ­ლე­ბი­სა და 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­იდ­გა. გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ეს ნა­ბი­ჯი მე­ტად შე­უ­წყობს ხელს პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა არ­ჩე­ულ წევ­რს, რომ შე­თან­ხმე­ბას შე­უ­ერ­თდეს და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს, სა­ქარ­თვე­ლოს, მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
171

... ბიძია დამეხმარე სექტის თავმჯდომარე!!!

თამი
170

ახლა გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი!!!

ავტორი:

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა

ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი ის არის, რომ მეგონა, "ნაცმოძრაობას" გავასწორებდი - არჩევნების მერე შემომთავაზეს, ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებეთ-მეთქი" - ვაშაძე

"ნაცმოძრაობა გადამგდებ ძალად ჩამოყალიბდა, ოპოზიციაში დომხალი მოაწყო" - რას ამბობს გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას მიერ პარტიის შესაძლო დატოვებაზე

"იმედია, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა" - გიორგი ვაშაძე